გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310117001905371
საქმე №3/553-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - ა---------–-------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი
წარმომადგენელი - მ----------------------------------–---ი
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლი) - შ--------------ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლი) - ზ-------------ა
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხლი) - ლ------------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მარტის N5---IIს დადგენილება - ,,შ--------------ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1----რს დადგენილება - ,,ლ------------–---–ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1--1-რს დადგენილება - ,,ზ-------------ას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’
სარჩელის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2016 წლის 30 დეკემბერს გააკეთა განცხადება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ,,2016 წლის 30 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ასარჩევი კონკურსის დაწყების’’ თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2017 წლის 16 მაისს გააკეთა განცხადება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ,,2017 წლის 16 მაისიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსის დაწყების’’ თაობაზე.
კონკურსის პირობით: ,,საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ამასთან, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
მოსარჩელე მიუთითებს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო გამოცხადებული კონკურსის ზემოაღნიშნული პირობებიდან მეორე წინააღმდეგობაშია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის შესაბამის ნორმებთან (47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებასთან), შ--------------ეს, ლ------------–---–ის და ზ-------------ას კონკურსზე არ წარუდგენია კანონით და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობით გათვალისწინებული ,,შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია’’, ასევე შ--------------ეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში’’. ლ------------–---–ს და ზ-------------ას არ წარუდგენია ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ თავად კანდიდატები და მათი წარმდგენი ორგანიზაციები ,,ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოების განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში’’.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონკურსი ჩატარდა პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის დარღვევით, ხოლო კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული. კერძოდ კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი კანდიდატი ისე გავიდა იურიდიული კომიტეტის გამართულ შეხვედრას არ დასწრებია, ხოლო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს კანდიდატთა მონაცემები არ გააცნო სათანადოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირებს - შ--------------ეს, ზ-------------ას და ლ------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, ამდენად მათი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ,,,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად: 2016 წლის 30 დეკემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ასარჩევი კონკურსი.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ა-----------------–--–--, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს პარლამენტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
წარდგინება შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ი-----–-----–--ის გამზირი N26, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 22).
4.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა შ--------------ემ განცხადებით მიმართა ააიპ ს-----------------------–---–ის თავმჯდომარეს ი------------------ეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ითხოვა მისი კანდიდატურის განხილვა და საქართველოს პარლამენტისთვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენა.
დადგენილია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა შ--------------ემ განცხადებით მიმართა ააიპ ,,ა---–----------------------ის’’ ხელმძღვანელს არჩილ კაიკაციშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილოების მისაღებად ითხოვა მისი კანდიდატურის განხილვა და საქართველოს პარლამენტისთვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 37).
- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 38).
4.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 12 იანვარს, ააიპ ,,ს-----------------------–---–ის“ (თავმჯდომარე ი------------------ე) მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული იქნა ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შ--------------ის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“ წარდგინება.
დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ის“ მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული იქნა ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შ--------------ის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“ წარდგინება.
ააიპ ,,ს-----------------------–---–ისა“ და ააიპ ,,ა---–----------------------ის“ წარდგინებას თან ერთვოდა: კანდიდატის თაობაზე ააიპ ,,ს-----------------------–---–ისა“ და ააიპ ,,ა---–----------------------ის“ რეკომენდაცია, სასამართლოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენლობის განხორციელების შესახებ დამადასტურებელი საბუთი დოკუმენტი-ინფორმაცია და კანდიდატის თანხმობა. წარდგინებას ასევე, ერთვოდა შ--------------ის საქმიანი ბიოგრაფია და ა.შ. (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებაში მითითებული ყველა საჭირო დოკუმენტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წარდგინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 30-31).
- მიმართვა-წარდგინება (იხ. ტომი 1 ს.ფ. 33-34).
- რეკომენდაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 32).
- რეკომენდაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35).
4.1.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი“ 2014 წლიდან ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დოკუმენტაცია ააიპ ,,ა---–----------------------ის“ მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთო სასამართლოებში განხორციელებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ, გადაწყვეტილებები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 44- 51).
4.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მარტის N5---IIს დადგენილებით შ--------------ე არჩეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 23 მარტის N5---IIს დადგენილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 82)
4.1.6. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურში ა---------–-------–---–ს მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
4.1.7. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად: 2017 წლის 16 მაისიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსი.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ა-----------------–--–--, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2017 წლის 4 ივნისის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს პარლამენტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
წარდგინება შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ი-----–-----–--ის გამზირი N26, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის განცხადება (იხ. ტომი 3, ს.ფ. 31).
4.1.8. დადგენილია, რომ ,,დ---------------------------’’ რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 245442980, აღმასრულებელი დირექტორი - არჩილ ხახუტაშვილი; მმართველობის ორგანო: საერთო კრება, აღმასრულებელი საბჭო; თავმჯდომარე/წევრი: გ----------–--ე, წევრები: ხ------------------------–----------------------------–---------------ა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს ჩატარდა ააიპ ,,დ--------------–--------------ის’’ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა N3/17, შემდეგი დღის წესრიგით: საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ლ------------–---–ის წარდგენის შესახებ. საბჭომ გადაწყვიტა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს ლ------------–---–ის კანდიდატურა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს ააიპ ,,დ---------------------------ს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ გ----------–--ემ სარეკომენდაციო წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის თანახმად, ააიპ ,,დ---------------------------ს’’ იურისტებს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ლ------------–---–თან, რომელიც 2012-2013 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობაზე. ლ------------–---–ი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა, როგორც კვალიფიციური იურისტი, პროფესიონალი, კომუნიკაბელური და ეფექტური მმართველი.
ააიპ ,,დ---------------------------’’ რეკომენდაციას უწევს ლ------------–---–ს საქართველოს პარლამენტის წინაშე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად.
დადგენილია, რომ ლ------------–---–ი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევ კონკურსზე წარდგენილი იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,დ--------------–--------------ის’’ მიერ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს ლ------------–---–მა მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და განაცხადა თანხმობა, მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 138).
- N3/17 სხდომის ოქმი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 136).
- სარეკომენდაციო წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 137).
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 194-197; ს.ფ. 199).
- მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს (იხ. ტომი1, ს.ფ. 140).
4.1.9. დადგენილია, რომ ააიპ ,,დ---------------------------’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად. ორგანიზაციის წევრები ინტენსიურად, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ორგანიზაციის ერთ-ერთ საწესდებო მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წესდება (იხ. ტომი 3, ს.ფ. 38);
- სასამართლოს აქტები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 155-173).
4.1.10. დადგენილია, რომ ლ------------–---–მა 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1983-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. სხვადასხვა დროს იყო ადიგენის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; გორის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; ამავე რაიონის პროკურორის თანაშემწე; საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევისა და გამოძიებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი; საგამოძიებო ნაწილის პროკურორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილების პროკურორი; კასპისა და ხაშურის რაიონების პროკურორი;
1998 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები და 1999 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გამწესებული იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2003 წლამდე.
2004-2008 წლებში არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად - კასპის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად (დამოუკიდებელი კანდიდატი). იყო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრი; ფრაქცია ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარების’’ წვერი; ,,ფრაქცია ჩვენი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე.
2012-2013წწ. ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქმიანი ბიოგრაფია (იხ. ტომი 3, ს.ფ. 68).
- CV (იხ. ტომი 1, ს.ფ. 153-155)
- შრომის წიგნაკის, დიპლომის, მოსამართლის საკვალიფიკაციო მოწმობის ასლები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 143-153).
4.1.11. დადგენილია, რომ ააიპ ს-----–--------------------------–--–----რი ,,ა---------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაციის წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ორგანიზაციის ერთ-ერთ საწესდებო მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინებები (იხ. ტომი 3, ს.ფ. 46-54).
4.1.12. დადგენილია, რომ ზ-------------ამ განცხადებით მიმართა ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–----რი ა---------ის’’ თავმჯდომარე ა-–-------------ს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ითხოვა მისი კანდიდატურის განხილვა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ივნისს ააიპ ს-----–--------------------------–--–----რი ,,ა---------ის’’ თავმჯდომარის ა-–-------------ს მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული იქნა ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ზ-------------ას კანდიდატურის წარდგენის შესახებ“ წარდგინება.
დადგენილია, რომ ააიპ ს-----–--------------------------–--–----რი ,,ა---------ის’’ თავმჯდომარემ ა-–-------------მ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ კანდიდატს - ზ-------------ას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს ზ-------------ამ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და განაცხადა თანხმობა, მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენის თაობაზე.
ააიპ ს-----–--------------------------–--–----რი ,,ა---------ის’’ წარდგინებას თან ერთვოდა: კანდიდატის თაობაზე რეკომენდაცია, კანდიდატის თანხმობა, ზ-------------ას ავტობიოგრაფია (CV) და ა.შ. (განცხადებაში მითითებული ყველა საჭირო დოკუმენტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 177).
- მიმართვა-წარდგინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 174-175).
- რეკომენდაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 176).
- CV (იხ. ტომი 1, ს.ფ. 178)
- პირადობის მოწმობის, დიპლომის, სერტიფიკატის, შრომის წიგნაკის, ადვოკატის მოწმობის ასლები (იხ. ტომი1, ს.ფ. 179-184).
4.1.13. დადგენილია, რომ ზ-------------ამ დაასრულა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1991-1998), ფაკულტეტი - იურიდიული, პროფესია - სამართალმცოდნე; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 1994-199წწ. იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელი; 1999-2009წწ. - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2009-2017წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი; 2012-2017წწ. შპს ,,ქართული გარანტი’’ - იურისტი; 2014-2015წწ. შპს ,,საგზაო მშენებლობა ,,ალტკომის’’ ფილიალი საქართველოში იურისტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბიოგრაფია (იხ. ტომი 3, ს.ფ. 57).
- შრომის წიგნაკის ასლი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 56);
4.1.14. დადგენილია, რომ ა---------–-------–---–ი (განათლება) 1972-1977 წლებში სწავლობდა თსუ, მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტზე, სპეციალობა: მექანიკა-მათემატიკა, კვალიფიკაცია - მათემატიკოსი-მექანიკოსი; 1986-1991 წლამდე სწავლობდა თსუ, იურიდიული ფაკულტეტი; სპეციალობა - სამართალმცოდნეობა; კვალიფიკაცია - იურისტი; 10.05.1985-დან -17.05.1985-წლამდე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ იურისტთა სკოლა (ესტონეთი); IX 1999-დან - VI 2000-მდე საზოგადოების კვლევის ცენტრის ტრენინგი ჟურნალისტებისათვის (USAID-ის პროექტი); 14.02.2000-დან - 19.02.2000-მდე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი საერთაშორისო სამართალგამოყენების აკადემიაში (ILEA), უნგრეთი; 16.07.2003-დან - 19.07.2003-მდე ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის (TRACCC) საზაფხულო სკოლა.
სამსახურებრივი გამოცდილება: IX 1977-დან X 1978-მდე საკავშირო სკი ,,ტრანსპროგრესის’’ თბილისის განყოფილება; საქმიანობის სფერო: ბაგირგზებისა და პნევმოტრანსპორტის დაპროექტება; თანამდებობა - კონსტრუქტორი;
X 1978-დან XI 1979-მდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტი; საქმიანობის სფერო: სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა - გამოთვლითი ტექნიკის ლაბორატორიის პროგრამისტი;
XI 1979-დან - IX 1987-მდე საქართველოს საზოგადოება - ცოდნა; საქმიანობის სფერო: ცოდნის გავრცელება; სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია; თანამდებობა - რეფერენტი.
IX 1987-დან II 1991-მდე საქართველოს კპ მთაწმინდის რაიკომი; საქმიანობის სფერო: საზოგადოებრივ-პოლიტიკური; თანამდებობა - ინსტრუქტორი;
II 1991-დან - IX 2008-მდე თსუ; საქმიანობის სფერო: საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა: დოცენტი (ასოცირებული პროფესორი);
IX 2008-დან VII 2013-მდე სდასუ, საქმიანობის სფერო: საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა: სრული პროფესორი;
IX 2014-დან - დღემდე - თდასუ; საქმიანობის სფერო: საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი;
სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება, გამოქვეყნებული შრომები და სტატიები: აკადემიური წოდება: დოცენტი; სამეცნიერო შრომების რაოდენობა 44; მ.შ. მონოგრაფია - 7; სახელმძღვანელო - 1; საგაზეთო და საჟურნალო სტატიები - 150-ზე მეტი;
საქმიანი ბიოგრაფიის (CV) თანახმად, ა---------–-------–---–ი მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო კონფერენციებში და წარმოადგენდა სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრს და მიყავდა შემდეგი სალექციო კურსები: შესავალი სამართალმცდონეობაში; სამართლის მეთოდები; უდანაშაულობის პრეზუმფციის პრობლემები; ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური გარანტიები სისხლის სამართალწარმოებაში; ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში; ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი ორგანოები; ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები; კონსტიტუციური სამართალი; მედიასამართალი და თვითრეგულირება; სამეწარმეო სამართლის საფუძვლები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი;
დადგენილია, რომ შპს ,,დ-----------–-----–------–---–----------------ტის რექტორმა ა--------–----–----ემ წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და თბილისის დ-----------–-----–------–---–----------------ტის სახელით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარადგინა სამართლის დოქტორის, თბილისის დ-----------–-----–------–---–----------------ტის ასოცირებული პროფესორის ა---------–-------–---–ის კანდიდატურა.
წარდგინებას თან ერთვოდა: სარეკომენდაციო წერილი, საქმიანი ბიოგრაფია; პირადობის მოწმობის ასლი; უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთები ასლები, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები; კანდიდატის წერილობითი თანხმობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წარდგინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 284);
- საქმიანი ბიოგრაფია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 186-288);
- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 292);
- სარეკომენდაციო წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 284);
- დიპლომები, ცნობა, გამოქვეყნებული შრომები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 288-291);
4.1.15. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის 2017 წლის 06 ივნისის მიმართვის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 6 ივნისის ღია საკომიტეტო სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირების კანდიდატურები და შესაბამის წარდგინებაზე თანდართული საბუთები მათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
კონკურსის გამოცხადების შედეგად საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 34 კანდიდატი, კერძოდ: 1. ი------------–---ი (ააიპ ,,ა---------------–-------------------------–ე’’; 2. ვ--–-----------–---–ი (ააიპ ,,ი----–-----------–------------–--–-----–---–--------------------–--–-ა’’, ააიპ ,,რ-------------------------–-----–---ი’’, ააიპ ,,უ–-----–-------------–-----------–---------------–ია’’); 3. ლ------------–---–ი (ააიპ ,,დ---------------------------’’); 4. ქე---------------ი (ააიპ ,,ა---–----------------------ი’’), 5. ლ-----------ე (სსიპ ,,ბ---------–-----------------–----------–-–---------------------ი’’); 6. ლ------------ე (ააიპ ,,ვ---------------------–---------------------ა’’); 7. ი--------–-–---–ი (შპს ,,სა---------–-------------------ი’’); 8. მ-----–---–---------–---ი (ა-----------------–--–--); 9. რ-–------------–---–ი (ა-----------------–--–--); 10. ს---–----------ი (ა-----------------–--–--); 11. შ--–------------ე (შპს ,,გ-------------------–----------–---------–---–------------------ი’’); 12. ი-------------–-–---–ი (ააიპ ,,კ--–--------------------ა’’); 13. ნ---------------–---–ი (შპს ,,თ---–-------------–---–------------------ი’’); 14. თ-----------–ი (შპს ,,საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი’’); 15. ლ--–- გ------–---–ი (ააიპ ,,ს--------–-----–---ა’’); 16. პ--------------ა (თ---–----------–-–---------------------ი); 17. ი-----–-------–--ე (თ---–----------–-–---------------------ი); 18. მ-------------ე (გ-------------------------------ი, ქ--------–-----------–-----------------ი); 19. ნ-------–------ე (სსიპ ს----------–--------------------------------ი); 20. ა-------------–---–ი ( შპს ,,ქა-------–-----------–-----------------ი); 21. ა-–--------------------ი (შპს ს-------–------------–---–------------------ი); 22. ი----------ე (ააიპ ,,ან--------------––---------–------------------ი’’); 23. თ-------------ე (ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–----რი ა---------ი’’); 24. ი-----–----------–---–ი (ააიპ ,,ს-----------------------–---–ი’’); 25. მ----------ე (ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–----რი ა---------ი’’); 26. ნ----------–----------–---–ი (ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი’’); 27. ზ-------------ა (ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–----რი ა---------ი’’); 28. კ----–------–---–ი (ააიპ კ-----------–--------------–ი); 29. დ--------------ე (ააიპ კ-----------–--------------–ი); 30. გ-------–-------ე (ააიპ ა--------------------------------------–--------------------------); 31. ა---------–-------–---–ი (შპს დ-----------–-----–------–---–----------------ტი); 32. ბ-----------ე (შპს ,,ე----------------–-----–---–------------------ი); 33. ა---------–----–--ე (ს----------–------–----------------------–-----------); 34. ზ-----------------–---–ი (ააიპ უ–-----–-------------–-----------–---------------–ი).
ღია საკომიტეტო სხდომაზე განხილვის დროს მოუსმინეს გამოცხადებულ კანდიდატებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის წარმოდგენილი კანდიდატების საბუთების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი------------–----------–-----------–---–-----–------------–---–-----–------------------------–-–---–-----------–---–---------–----------–------------–---–--------–--------------–--–------------------------------–-–---–--------------------–---–-----------------–-----–--–---------–---–-----------------------------–-------–--------------------------------–------------------------–---–------–----------------------------------------------------------------–----------–---–------------------------------–----------–---–----------------------------–------–---–--------------------------------–---------------------–-------–---–------------------------------–----–-------------------------–---–ის კანდიდატურები აკმაყოფილებენ ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
რაც შეეხება ააიპ სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და სამხედრო ძალების ვ---------------------–---------------------ის ცენტრის მიერ წარდგენილ ლ------------ის კანდიდატურას კომიტეტზე განხილვის დროს არ იყო წარდგენილი ზემოაღნიშნული კანდიდატურის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაცია, რომ კანდიდატურის წარმდგენი იურიდიული პირი 2 წლის განმავლობაში ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში და ასევე არ იყო წარდგენილი კანდიდატურის საქმიანი ბიოგრაფია.
კომიტეტმა შეამოწმა კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტები და ფარული კენჭისყრით მიიღო დასკვნა, რომ წარდგენილი 34 კანდიდატიდან 33 შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 1 კანდიდატი, ლ------------ე არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს და წარუდგინა კომიტეტის 2017 წლის 6 ივნისის დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 194-198).
4.1.16. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, 108 ხმით - ნ----------–----------–---–ის, 100 ხმით - ი--------–-–---–ის, 93 ხმით - ლ------------–---–ისა და 84 ხმით ზ-------------ას კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 194-197).
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის 2017 წლის 06 ივნისის მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 198).
- ინტერნეტ გვერდის ამონარიდი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 64).
4.1.17. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1----IIრს დადგენილებით ლ------------–---–ი არჩეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 70)
4.1.18. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1077-IIრს დადგენილებით არჩეული იქნა ზ-------------ა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 70).
4.1.19. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1077-რს დადგენილებით, ა---------–-------–---–ი არ იქნა არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1077-რს დადგენილება.
4.1.20. დადგენილია, რომ ა---------–-------–---–მა განცხადებით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, რომელსაც მიუთითა შემდეგ წინადადებაზე: ,,არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“ და ითხოვა განმარტება დასმულ შეკითხვაზე: ,,,,წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“ იურიდიულ პირს მოეთხოვება თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს““.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 მარტს გაცემული რეკომენდაციაში განმარტებულია, რომ ,,მოცემულ მაგალითებში მართლაც არაა მთლად ნათელი, ვის მოეთხოვება ,,წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“ - იურიდიული პირს თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს. მართალია, ნაცვალსახელი ,,მისი“ მიემართება მასთან უფრო ახლოს მყოფ სახელს (კანდიდატს), მაგრამ ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ოდნავ შესწორდეს მოცემული ფორმულირება“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა. კ-----–---–ის განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25).
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 მარტის რეკომენდაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 26-27).
4.1.21. დადგენილია, რომ ა---------–-------–---–ს წერილობითი განცხადების პასუხად იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ 2015 წლის 22 იანვრის წერილით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის განმარტებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ აღნიშნული პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. როგორც ნორმის შინაარსიდან ირკვევა, აღნიშნული პუნქტით არ არის დაწესებული რაიმე შეზღუდვა ან აკრძალვა ა(ა)იპ-ის მიერ წარსადგენ კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, თუ მისი საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში საქმეთა წარმოება, შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ უნდა ახორციელებდეს წარმომადგენლობას სასამართლოებში, კანონში ცალსახად არის მითითებული, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა უნდა იყოს კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში საქმეთა წარმოება. ამის დასადასტურებლად, შესაძლოა გამოდგეს ნებისმიერი სასამართლო დოკუმენტი, რითაც დასტურდება ამ ორგანიზაციის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოში საქმის წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 22 იანვრის N402/4-10 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 39).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. (სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის XXXVIII თავი ადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა) წესს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ,,შ--------------ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მარტის N5---IIს დადგენილების, ,,ლ------------–---–ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1----რს დადგენილებისსა და ,,ზ-------------ას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1--1-რს დადგენილების ბათილად ცნობას.
სადავო დადგენილებები - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სასამართლოს მსჯელობის საგანია მათი კანონიერების საკითხი, როგორც საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით მიღების თვალსაზრისით, ისე მოსარჩელის მხრიდან მათი ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე.
მოსარჩელე ა---------–-------–---–ი სარჩელში და წერილობითი თუ ზეპირი სახის ახსნა-განმარტებაში გასაჩივრებული აქტების გაუქმების სხვადასხვა არგუმენტაციას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა და მის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება, ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს, თუმცა სასამართლო მსჯელობს იმ ფაქტებზე, ფაქტობრივი გარემოებებზე და მტკიცებულებებზე რომელიც დავის საგნიდან, დავის არსიდან გამომდინარეობს და მათ სათანადო სამართლებრივ შეფასებას აძლევს. დავის საგანი და არსი და, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი სამართლებრივი შედეგის დადგომის გათვალისწინებით, მიმართული უნდა იყოს იმ კონკრეტული შემთხვევისაკენ, რომლის არსებობაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობს იმ ძირითად არგუმენტებზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის ამ ინტერსებთან კვეთაში, რამეთუ ნებისმიერი სუბიექტური თუ ობიექტური ინტერესი, რომელიც მოსარჩელეს, როგორც მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფოსთან გარკვეული სახის სოციალური, იურიდიული, კულტურული თუ სხვა სფეროებში მონაწილე პირს აქვს, უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საკითხს და სასამართლოს მსჯელობას ექვემდებარება არა ამ ურთიერთობის დროს აღმოცენებული ნებისმიერი ინტერესი, არამედ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელიც სამართლებრივ რეგულირების სფეროსთან არის შემხებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ” (საჩივარი n o 7932/03), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,სასამართლო, თავისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, შეახსენებს, რომ სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. აღნიშნული ვალდებულების ფარგლები, გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს და შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით ((García Ruiz c. Espagne [GC], no 30544/96, §26, CEDH 1999-I; Ruiz Torija c. Espagne, arrêt du 9 décembre 1994, série A no 303-A, §29 ; Higgins et autres c. France, 19 février 1998, §42, Recueil 1998-I). თუკი კონვენციის მე-6 (§1) მუხლი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ მათი გადაწყვეტილება, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნა Van de Hurk c. Pays-Bas, 19 avril 1994, §61, série A no 288)”.
7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია და პრეტენზია მიმართულია ორი ნორმატიული აქტის - ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის კონკრეტული ნორმების ურთიერთშესაბამისობის საკითხისკენ, რომლითაც მოწესრიგებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამეტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შერჩევის თაობაზე ნორმის შინაარსობრივი და სამართლებრივი შედეგის კანონიერება.
(სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით) ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმის შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
(სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.
მოსარჩელე ა---------–-------–---–ის მოსაზრებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219.3-ე მუხლის შინაარსი ბუნდოვანია, ვინაიდან ნორმის (მოსარჩელისეული) განმარტების თანახმად, კანდიდატს უნდა წარედგინა მისი საქმიანობის ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დოკუმენტები თუ კანდიდატის წარმდგენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, არ იკითხება იმ შინაარსით და არ იქნება გაგებული ისე ნათლად, როგორც ეს ორგანული კანონის ნორმით არის გადმოცემული.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხრიდან ნორმატიული აქტების შინაარსის მისთვის ბუნდოვანების გამო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი კანონიერების საკითხი, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს თუ ადმინისტრაციული ორგანო მმართველობითი ღონისძიების განხორციელების (აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელება და სხვ.) დროს ეყრდნობა კონკრეტული ნორმის შინაარსს, რომლის არასწორად გამოყენების/განმარტების შედეგი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატის ან სხვა რომელიმე პირის ინტერესს აყენებს პირდაპირ, უშუალო ზიანს, ან არსებითად, უკანონოდ ზღუდავს მის კანონით გათვალისწინებულ რაიმე უფლებას და, რომ არა კანონის ან მისი რომელიმე მუხლის არასათანადო გამოყენება, მოსარჩელის უფლებრივი/ფაქტობრივი/სამართლებრივი მდგომარეობა (შეზღუდვა, დავალდებულება, აკრძალვა, აღჭურვა) იქნებოდა სხვაგვარი. ამდენად, ამ ჭრილში მოსარჩელემ სამართლებრივი არგუმენტაციით უნდა ადასტუროს ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს წარმოდგენს შემდეგი პირობა: აქტები ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და ადგილი რომ არ ჰქონოდა ასეთი სახის დარღვევას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული იქნებოდნენ არა მესამე პირები, არამედ მოსარჩელე. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტება კანონის ნორმის ბუნდოვანებასთან მიმართებაში, მხოლოდ ინდივიდუალური (აღქმის) დამოკიდებულების ჭრილში განიხილება, რაც ბუნებრივია, სცდება სასარჩელო მოთხოვნის - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, საჯარო კანონმდებლობით მოწესრიგების სფეროს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია პარლამენტის რეგლამენტის ნორმის ორგანული კანონის ნორმასთან შეუსაბამობისა და განსხვავებული განმარტების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ნორმის წაკითხვა და დასკვნის გაკეთება თუ რომელ სუბიექტს მოეთხოვება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, ნორმის მიზნებიდან გამომდინარე სრულიად ნათლად იკითხება და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების დაშვების შესაძლებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს ორგანული კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ” ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცულია საქმეში მონაწილე მესამე პირების შ--------------ის, ლ------------–---–ის და ზ-------------ას კანდიდატურების წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ.
ხოლო, მოსარჩელის აპელირება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის რეკომენდაციაზე ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ და ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული აქტების გაუქმებას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ბუნებრივია, ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს, სასამართლო ვალდებულია მტკიცებულებების შეფასებისას და სამართლებრივ მსჯელობაში არ გასცდეს დავის საგანს. სასამართლოს მოსაზრებით რეკომენდაციაში მოცემული განმარტება, არ ეყრდნობა ორი ნორმატიული აქტის - ორგანული კანონის და რეგლამენტის მუხლების თანმიმდევრულ, შინაარსობრივ, მიზნობრივ განმარტებას და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შესაბამისი დარგის მაღალი კომპეტენციის მქონე მეცნიერის რეკომენდაცია ეყრდნობა არა ნორმის სრული ტექსტის განმარტებას არამედ, იგი არასრული, კონტექსტიდან ამოღებული (დასმული) შეკითხვის შედეგია. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტაცია ამ ჭრილში მისი რომელიმე უფლების რეალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით, სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია. მოსარჩელე ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ ახსნა-განმარტების წარმოდგენით ვერ ადასტურებს თუ რა პირდაპირ ზიანს აყენებს მას ნორმის ,,ბუნდოვანება“. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომლითაც დასაბუთებული იქნებოდა მისი სამართლებრივი შედეგის მიმართ პირდაპირი, კანონიერი ინტერესის არსებობა. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ სახის მტკიცებულება რომლითაც იგი უტყუარად დაადასტურებდა რომ, რომ არა ნორმის ,,ბუნდოვანება“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული იქნებოდნენ არა მესამე პირები, არამედ მოსარჩელე ა---------–-------–---–ი. (ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში) სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია მოსაზრება ნორმის ,,ბუნდოვანების“ თაობაზე და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რომლითაც სასამართლო, ან ნებისმიერი, ნორმის ობიექტურად წამკითხველი პირი, გაიზიარებდა მოსარჩელისეულ განმარტებას, რამეთუ სამართლის ნორმა, ანუ მართლწესრიგი სამართლის ნორმათა ერთობლიობას წარმოადგენს და იგი ვერ იქნება გამოყენებული/განმარტებული ინდივიდუალური შეხედულებებზე დაყრდნობით, ხოლო სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება როგორც ორგანულ კანონს და პარლამენტის რეგლამენტის ნორმებს, ისე ქვეყნის მართლწესრიგის პრინციპებს.
7.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი’’ თავმჯდომარემ 2017 წლის 12 იანვარს წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ა---–----------------------ის სახელით, წარადგინა შ--------------ის კანდიდატურა, ამასთან, შ--------------ეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და გამოთქვა თანხმობა, ა.ი.პ. ა---–----------------------ის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მარტის N5---II-ს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ შ--------------ის კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, შ--------------ე არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
საყურადღებოა, რომ 2016 წლის 30 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ასარჩევი კონკურსში ა---------–-------–---–ს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მისი პრეტენზია იმ ვითარებაში, როდესაც მითითებული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შ--------------ის არჩევა, მას რაიმე ზიანს აყენებს ან მის კანონიერ ინტერესთან მოდის კონფლიქტში, დაუსაბუთებელია და არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
რაც შეეხება მესამე პირების ზ-------------ასა და ლ------------–---–ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონირების საკითხს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისს განცხადებით გამოცხადდა ,,2017 წლის 16 მაისიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსი’’, რომელშიც სხვა პირებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ავთანდილ კახიაშვილი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ააიპ ,,დ---------------------------’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,დ---------------------------ს’’ თავმჯდომარემ 2017 წლის 29 მაისს წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ააიპ ,,დ---------------------------ს’’ სახელით, წარადგინა ლ------------–---–ის კანდიდატურა, ამასთან, ლ------------–---–ს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და გამოთქვა თანხმობა, ა.ი.პ. ააიპ ,,დ---------------------------ს’’ წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–----რი ა---------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–----რი ა---------ის’’ თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ააიპ ,,დ---------------------------ს’’ სახელით, წარადგინა ზ-------------ას კანდიდატურა, ამასთან, ზ-------------ას, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია, გამოთქვა თანხმობა, ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–----რი ა---------ის’’ წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1----II-რს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლ------------–---–ის კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ლ------------–---–ი არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1--1-II-რს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზ-------------ას კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ზ-------------ა არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1077-რს დადგენილებით, ა---------–-------–---–ი არ იქნა არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
7.4. აღსანიშნავია, რომ როგორც ორგანული კანონით ისე პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევი პროცდურები, რასთანაც დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მათ განხილავს ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად... (219.8-ე მუხლი); ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს (219.9-ე მუხლი); პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს (219.11-ე მუხლი); პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით (219.12-ე მუხლი); კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი (219.13-ე მუხლი).
2017 წლის 16 მაისიდან გამოცხადებული საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსის შედეგების თანახმად დადგენილია, რომ პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, აირჩია 4 წევრი, კერძოდ: 108 ხმით - ნ----------–----------–---–ი; 100 ხმით - ი--------–-–---–ი; 93 ხმით - ლ------------–---–ი და 84 ხმით - ზ-------------ა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მიმდინარეობდა ზემოთ მითითებული პროცედურების დაცვით, რის შედეგად ფარული კენჭისყრის შედეგად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმების რაოდენობის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტმა აირჩია ოთხი კანდიდატი, მათ შორის ლ------------–---–ი და ზ-------------ა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას პროცედურულ საკითხების დარღვევასთან დაკავშირებით, რამეთუ მის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი და მითითებული ისეთი სახის პროცედურულ დარღვევაზე, რაც არსებით გავლენას მოახდენდა შედეგების საერთო სურათზე. მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისი კანდიდატურის თაობაზე წარდგენილი ინფორმაცია არ იყო სრულად გადმოცემული და სათანადოდ არ ასახავდა მისი პროფესიული მიღწევებს, ვერ მიიჩნევა დარღვევად, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე არ არის შეზღუდული კანდიდატის წარდგენის დროს გადმოსცეს მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია და არა სრული ვერსია. აღსანიშნავია, რომ კანდიდატების პროფესიული საქმიანობისა და მიღწევების თაობაზე ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად ან სხვა სახის საიდუმლოებას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძებლობა შესაბამისი რესურსებიდან მოიძიოს მისთვის საინტერესო მონაცემები.
ამასთან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებული იქნებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურის დროს ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის ფაქტი, აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს ისე სახის აღმატებული ხარისხის დარღვევას, რომელიც მოსარჩელის იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, თავისი შინაარსით აბსოლუტურად შეუთავსებელი იქნებოდა სადავო აქტების კანონიერებასთან. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ დადგენილებები საქმეში მონაწილე მესამე პირებთან მიმართებაში წარმოადგენს აღმჭურველ აქტებს, რომლითაც საკონსტიტუციო ორგანომ - საქართველოს პარლამენტმა მათ მიანიჭა უფლებამოსილება იყვნენ სასამართლოს სისტემის შიგნით არსებული კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც ახორციელებენ კონსტიტუციურ–სამართლებრივ საქმიანობას. პარლამენტის, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის სუვერენული ნების გამოვლენის შედეგს წარმოადგენს გასაჩივრებული დადგენილებები, რომელიც ამ ნების დადასტურებას აღმჭურველი აქტის სახით იღებს. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების კანონიერების თვალსაზრისით, სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია, პარლამენტის წევრების ნების გამომხატველი შემაჯამებელი აქტების ბათილად ცნობა იმ პირობებში, როდესაც: 1. ადგილი არ აქვს ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან შეუსრულებლობას და 2. მოსარჩელე, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ადასტურებს მისი კანონიერ უფლების ან ინტერესის მიმართ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანის მიყენების ან/და მის უფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული კანდიდატების მიმართ მიღებული აქტები აგრძელებს ლეგიტიმურ მოქმედებას, ამ აქტების მოქმედების შედეგების სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან - დაცული და კანონით უზრუნველყოფილი იყოს თითოეული პირის ინტერესი.
ასევე საყურადღებოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ იარსებებდა დასაბუთებული, მაღალი ხარისხის ალბათობა (რომელიც განმტკიცებული იქნებოდა შესაბამისი წესით წარმოდგენილი მტკიცებულებებით) იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს ადგილი ჰქონდა კანონის რომელიმე ნორმის დარღვევას, რაც საფუძვლად დაედებოდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას, აღნიშნული ვერ შექმნიდა ა---------–-------–---–ის მიმართ რაიმე უფლების აღდგენის ან ზიანის მიყენების ფაქტის შეწყვეტის წინაპირობას. სადავოს არ წარმოდგენს ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ფარული კენჭისყრის შედეგებით ა---------–-------–---–მა ვერ დააგროვა ხმათა ის რაოდენობა, რომელიც აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსით არჩევას გამოიწვევდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ა---------–-------–---–ის მოსაზრებას, რომ ნებისმიერი (კანონდარღვევით) ჩატარებული კონკურსი, რომელიც ტარდება ქვეყნის ტერიტორიაზე, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის ინტერესებს და კანონიერ უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი კონკურსის შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანი უნდა ეხებოდეს მოსარჩელის კანონით დაცულ (ობიექტურ) უფლებას (ინტერესს) და შესაბამისი მითითებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის სფეროში შედის საკითხი - მატერიალური კანონმდებლობის დარღვევიდან გამომდინარე წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე საპროცესო-სამართლებრივი უფლების მატარებელ სუბიექტს, რომლის სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით, სასამართლოსათვის წარმოდგენილია რელევანტური არგუმენტები და მტკიცებულებები. მოცემულ დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული (სათანადო) ფაქტობრივი გარემოებები და მტიცებულებები, რომელზედაც დაყრდნობით სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევდა რომ სახეზეა მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელშიც ჩარევა და სარჩელის დაკმაყოფილება, საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორობისა და მათ მართლზომიერ დაბალანსების ჭრილში, მოსარჩელის (ან სხვა ნებისმიერი პირის) ინტერესის/უფლების დაცვა/აღდგენას გამოიწვევდა.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები - საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მარტის N5---IIს დადგენილება - ,,შ--------------ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1----რს დადგენილება - ,,ლ------------–---–ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ და საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ივნისის N1--1-რს დადგენილება - ,,ზ-------------ას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ არ ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა---------–-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი