განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
210100119002919992
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002919992

საქმე №1/61-19წ.

განაჩენი

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილმა

სხდომის მდივან - მარი მირიანაშვილის

პროკურორ -გო------------–---–-ს

ბრალდებულ - კ----------------ს

ადვოკატ - ნ-----–----–--ის

მონაწილეობით, ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №040070319002 საქმე

ბრალდებული: კ----------------ს მიმართ,დაბადებული: 13.01.1----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 1----------

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ს-------–-------- ქ. N4

ფაქტობრივად მცხოვრები: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ს-------–-------- ქ. N4

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ კ----------------ს მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1. შუამდგომლობის მიხედვით კ----------------ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

კ---------------მა 2019 წლის 07 მარტს საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სა------–--ში, ქუჩაში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს სახის არეში ხელი დაარტყა გ--------------------–-–---–ს, რომელსაც აღნიშნულის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ამდენად, კ---------------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

კ----------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან მიღებული შეტყობინება დანაშაულის შესახებ, საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-----------ის პატაკი დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დადგენილება გ--------------------–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, გ--------------------–-–---–ის ჩვენებები, გ--------------------–-–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ნ---------------–---–ის ჩვენება, მოწმე გ--------------–---–---–ის ჩვენება, მოწმე ნ----------–---–ის ჩვენება, მოწმე ი-–-----------–---–ის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება კ----------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდება.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, 2019 წლის 29 მარტს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ კ----------------ს (მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–----–--ის მონაწილეობით) და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - იო--------–--–---–თან.

 

3.2. 2019 წლის 29 მარტს, ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - გო------------–---–მა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და ითხოვა სისხლის სამართლის №040070319002 საქმეზე ბრალდებულ - კ----------------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, კერძოდ, წარმოდგენილი შუამდგომლობით პროკურორმა ითხოვა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება, იმის თაობაზე რომ:

 

კ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი).

 

3.3. 2019 წლის 29 მარტს, ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ღია სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - გო------------–---–მა ბრალდებულმა - კ---------------მა და ადვოკატმა - ნ-----–----–--ემ.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, რასაც ისინი სადავოდ არ ხდიან. ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2 ამასთანავე, სასამართლო შეაფასა ის ფაქტიც, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმების დადებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესი _ მაქსიმალური ეფექტიანობით იქნას გამოყენებული სახელმწიფო რესურსი და დაიზოგოს საქმის წარმოების ხარჯები.

 

სარეზულუციო ნაწილი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს სიღნაღის რაიონული პროკურატურასა და ბრალდებულ კ---------------ს შორის 2019 წლის 29 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. კ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი).

 

3. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მას აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა კ---------------მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ კ----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ კ---------------ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უფლება აქვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

8. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი