განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2019
საქმის ნომერი
281100119002921439
დავის ტიპი
182 2 ბ
თარიღი
30.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №281100119002921439 (1/24-19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მარტი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა აკვირტიას მდივნობით,პროკურორის - ი-–--------------

ბრალდებულის - გ------------–--------- და

ადვოკატის - ზ------------–----

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------------- შუამდგომლობა

 

ბრალდებულ გ------------–--------- მიმართ,მამის სახელი: გ-----

დაბადების თარიღი: 1--------- წელი,პირადი ნომერი: 4-----------

საქართველოს მოქალაქე,მისამართი: ჩ-------–----------–----–----------------–------–--

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ გ------------–--------- ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 ოქტომბერს, შპს „მოგოსა“ და გ------------–--------- შორის დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მოგოს“ საკუთრებაში არსებული „SUBARU LEGACY“-ის მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით M--------) ფლობის, სარგებლობისა და მომავალში გამოსყიდვის უფლებით გადაეცა გ------------–---------.

 

2018 წლის სექტემბრის თვეში, გ------------–---------, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნაწილებად დაშალა შპს „მოგოს“ კუთვნილი „SUBARU LEGACY“-ის მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით M--------), რომელსაც ფლობდა მართლზომიერად, დაშალა და დაშლილი ნაწილები გაასხვისა, რის შედეგადაც შპს „მოგოს“ მიადგა 4704, 85 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2019 წლის 30 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს - ი-–-------------- ბრალდებულ გ------------–--------- და ზ------------–---- შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული გ------------–----------ცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული გ------------–----------ცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული გ------------–-------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:

 

ბრალდებული გ------------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის და ხელმძღვანელობითი თანამდებობის პირის საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ------------–--- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

თამუნა არდიას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-თ----------------ს გამოკითხვის ოქმი

-გ---------–--------ს გამოკითხვის ოქმი

- გ------------–--------- გამოკითხვის ოქმი,-მომართვის წერილი შპს „მოგო“-დან, მომართვის წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გ------------–--------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

გ------------–--------- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პროკურორის ი-–------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-------------- ბრალდებულ გ------------–---------ა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ------------–---- შორის;

 

ბრალდებული გ------------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის და ხელმძღვანელობითი თანამდებობის პირის საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, გ------------–--------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა