გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2215-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - მ--------------ძე
წარმომადგენელი - ლ-------------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №--- ბრძანება, რომლითაც მ--------------ძეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ--------------ძის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. მისი განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მ--------------ძე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა შ------------–-----------ი, ქ-----–--------------------–------–-, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) შ------------–-, ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------.
თ------------–----–------ის ნ---–----------------ული ორგანოს 2018 წლის 13 მარტის №-- ცნობის თანახმად, მ--------------ძე 2--8 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა თ------------–----–------ის ს------–-----––- თავის საკუთარ სახლში. 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით, მისი დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართია: ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 15);
- თ------------–----–------ის ნ---–----------------ული ორგანოს 2018 წლის 13 მარტის №-- ცნობა (ს.ფ. 18).
3.2. მ--------------ძემ 2017 წლის 26 იანვარს №--- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განმცხადებლის ინფორმაციით, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ქ-------–----------–---–---------–------------------- დევნილის რეგისტრაციის ნომერია 0--------- მან განსახლების ადგილად აირჩია ქ. გ-----, მ-------------
მოდულში - ინფორმაცია ოჯახის შესახებ (A) დაფიქსირდა, რომ მ--------------ძე ოჯახში ცხოვრობს მარტო, არის განქორწინებული. ჰყავს შვილები - ნ-------–-----ე, რომელიც დაოჯახებულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ, მ---------–-----ე, რომელიც ცხოვრობს გ----–-, გარდაცვლილი მამის სადავო სახლში, ქ. გ----–-, ს----–--------------
მოდულში ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ (B)
დაფიქსირდა, რომ მ--------------ძე არის დ------------ მომუშავე, საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ასევე, არ გააჩნია სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, საკუთრებაში არ გააჩნია მოძრავი ქონება. ამასთან, ოჯახის საშუალო თვიური ხარჯები შეადგენს: სურსათზე და სასმელზე - 125 ლარს, ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე - 5 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 5 ლარს, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 5 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 5 ლარი, ქირაზე - 1----–---ი. სულ ხარჯი აქვს 2-- ლარი. მატერიალურად ეხმარება ძმისშვილი. მისი შემოსავალი შეადგენს 2-- ლარს, საიდანაც 2-- ლარი არის დაქირავებული შრომიდან, 4- ლარი - დევნილთა შემწეობიდან, 4- ლარი - უცხოეთიდან დისგან მიღებული გზავნილი. საბანკო კრედიტი აქვს 2--- ლარი, რომელიც გახარჯა ერთჯერადად. გამოკითხვის დროს, ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში.
მოდულში - ინფორმაცია საცხოვრებელის შესახებ (C) მ--------------ძემ დააფიქსირა, რომ ცხოვრობს ქირით და ქირის ოდენობა შეადგენს 1----–---ს. ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.
წინასწარი მონაცემებით მ--------------ძის ქულა განისაზღვრა 1,5 ერთეულით, რომელიც მიენიჭა სოციალურ კრიტერიუმში „ქირა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ--------------ძის 2017 წლის 26 იანვრის №--- განაცხადი (ს.ფ. 66-67);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 68-79);
- 2017 წლის 12 ივნისის წინასწარი მონაცემების შედეგები (ს.ფ. 65).
3.3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის მონაცემებით, პიროვნება 5---------- (მ--------------ძე) სახელმწიფო გასაცემლების ბაზაში არ ფიქსირდება.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, მ--------------ძის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ნივთებზე) რეგისტრირებული არ არის.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ--------------ძის მიმართ ქორწინების სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალი (ს.ფ. 80);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 მარტის №------ წერილი (ს.ფ. 19);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მარტის №-------- წერილი (ს.ფ. 16).
3.4. სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით ლ-------------–---–მა დაადასტურა, რომ იგი ცხოვრობს ქ. გ----–-, გ-------–--------–---–---------ში და 2013 წლის ნოემბრის თვიდან მის საცხოვრებელ სახლში, ერთ-ერთ ოთახში ქირით ცხოვრობს მ--------------ძე. ლ-------------–---–ის ინფორმაციით, მ--------------ძის მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არის ქ-----–--------------------–------–-. ამასთან, მ--------------ძე, ლ-------------–---–ის თანხმობით, ჩაწერილია სწორედ ამ უკანასკნელის სახლში, ქ. გ----–-, გ-------–--------–---–---------ში, სადაც იგი ცხოვრობს ქირით და ლ-------------–---–ს ქირას უხდის ყოველ თვე 1----–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (რეგ. №---------- 25.01.2017წ.) (ს.ფ. 81-82).
3.5. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, მ--------------ძის განცხადების საფუძველზე, განხორციელდა განმცხადებლის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 21 სექტემბერს იმყოფებოდა მისამართზე: ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------, კ---------------------------–----- ადგილზე ჯგუფს არ დახვდა მ--------------ძე, რომელმაც ტელეფონის საშუალებით განუმარტა, რომ იმყოფებოდა სამსახურში, მისამართზე: ქ. გ-----, ს----–-----------. ჯგუფის წევრი გაესაუბრა სახლის მეპატრონეს - ლ-------------–---–ს, რომლის განმარტებით, მ--------------ძე ძირითადად ცხოვრობს შვილთან, ქ-------–--–- და მასთან სახლში მიდის თვეში ერთხელ ან ორჯერ. აღნიშნული დაფიქსირდა დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 21 სექტემბრის ოქმში.
მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა მისამართზე: ქ. გ-----, ს----–----------------------------, 1----------–-- ადგილზე არ იმყოფებოდა მ--------------ძე, რომელსაც ასევე ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონის მეშვეობით. ჯგუფის წევრი გაესაუბრა იმავე სადარბაზოში, მ-------------–--- მცხოვრებ პირს, რომელმაც განმარტა, რომ მ--------------ძე ცხოვრობს პ------–----------–---, №------–-- მისივე განმარტებით, ბინის გვერდზე მდებარე ფართში მ--------------ძეს გახსნილი აქვს აფთიაქი. იმავე დღეს აფთიაქში მეორედ მისვლისას ჯგუფის წევრი შეხვდა მ--------------ძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ბინა ეკუთვნის მის გარდაცვლილ მეუღლეს. ამასთან, მას ჰყავს ორი შვილი, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათ დავა აქვთ მეუღლის კუთვნილი ბინის გამო, თუმცა დავა ჯერ სასამართლოში არ არის. აღნიშნული დაფიქსირდა დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 9 ოქტომბრის ოქმში.
მონიტორინგის ჯგუფმა მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით შეავსო მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმად, მ--------------ძე ცხოვრობს გარდაცვლილი მეუღლის - ა----------–-----ის ბინაში, მდებარე: ქ. გ-----, ს----–---------------------ში. იგი დამისამართებულია ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------. მისი შემოსავალი შეადგენს 1-- ლარს, საიდანაც 4- ლარი არის დევნილის შემწეობა და 1-- ლარი - აფთიაქში მუშაობით მიღებული ხელფასი. მონიტორინგისას მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებელი - მ--------------ძე. ა----------–-----ე, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ--------------ძე, გარდაიცვალა 2016 წლის 11 აგვისტოს. განმცხადებლის განმარტებით, მეუღლესთან არ ცხოვრობს 2--6 წლიდან. მ--------------ძეს ჰყავს ორი შვილი - ნ-------–-----ე, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად და მ---------–-----ე, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში და ოქტომბერში აპირებს ჩამოსვლას.
მონიტორინგის ფორმაში ასევე დაფიქსირდა, რომ მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 21 სექტემბერს იმყოფებოდა მისამართზე: ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------. ადგილზე არ დახვდათ მ--------------ძე. ჯგუფი გაესაუბრა ბინის (კოტეჯის) მეპატრონეს - ლ-------------–---–ს, რომელმაც განმარტა, რომ მ--------------ძე მისი ნათესავია და იგი პერიოდულად, თვეში ერთხელ ან ორჯერ მიდის მასთან. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 9 ოქტომბერს ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მ--------------ძეს. მისი განმარტებით, იგი იმყოფებოდა ქ. გ----–-, აფთიაქში, სადაც მუშაობს და რომლის მეპატრონეც თავად არის. ამასთან, ბინა, სადაც პერიოდულად ცხოვრობს, მდებარეობს აფთიაქის ტერიტორიაზე და მის მესაკუთრესთან - ლ-------------–---–თან აქვს ახლო ურთიერთობა (ნათელმირონობა). განმცხადებლის განმარტებით, ბინაში პერიოდულად მისვლის მიზეზია მისი შვილების ბინასთან დაკავშირებული დავა გარდაცვლილი მეუღლის დედასთან და დებთან. მონიტორინგის ჯგუფმა დააფიქსირა, რომ მონიტორინგის პროცესს ესწრებოდა განმცხადებლის ძმის შვილი - თ----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 57-62);
- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 9 ოქტომბრის ოქმი (ს.ფ. 63);
- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 21 სექტემბრის ოქმი (ს.ფ. 64).
3.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2017 წლის 20 დეკემბერს განიხილა ქ. გ----–-, გ----–-----–----------------------------–- მდებარე ახლადაშენებულ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №-- სხდომის ოქმის თანახმად, მ--------------ძეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, „ამ ეტაპზე განსახლება საჭიროებას არ წარმოადგენს გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებაში ცხოვრების გამო“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 51-56).
3.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №--- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №--) ქალაქ გ----–-, ა-–-----–-----------–- მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მ--------------ძის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის საჭიროების არარსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №--- ბრძანება (ს.ფ. 12).
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ-------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ გ----–-, დ-----–-----------–---–-- მ--------------ძეს იცნობს სოფელ თ------–-------- დევნილობამდე. იძულებით გადაადგილების შემდეგ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მას სურდა ოთახის გაქირავება და ვინაიდან წლების ნაცნობობის გათვალისწინებით, მისთვის მ--------------ძესთან ერთად ცხოვრება მისაღები იყო, 1----–---ად მიაქირავა თავის სახლში ორი ოთახი. 2-3 წელია ისინი მუდმივად ერთად ცხოვრობენ, თუმცა ზოგჯერ მ--------------ძე შვილებთან მიდის და რჩება. სხვა შემთხვევაში, იგი მუდმივად დაქირავებულ ფართში ცხოვრობს. ლ-------------–---–ს ჰყავს ერთი შვილი, რომელიც პ---–-–--–- მუშაობს, ფოთში და პერიოდულად ბრუნდება სახლში, არსებული ფართი იძლევა მათი ერთად ცხოვრების შესაძლებლობას.
ლ-------------–---–მა აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით მასთან მივიდნენ მონიტორინგის სამსახურიდან. მართალია, საუბრის ზუსტი შინაარსი არ ახსოვს, მაგრამ დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ მ--------------ძის სხვა მისამართზე ცხოვრების შესახებ არ მიუთითებია. რაც შეეხება გასაუბრების ოქმზე ხელმოწერას, ის განახორციელა ოქმის წაკითხვის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმის ახსნა-განმარტება (21.01.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №--- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც მ--------------ძე უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდა დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ----------------- სტატუსი, კერძოდ, დადგენილია რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, დევნილის მოწმობით, დადგენილია, რომ დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა შ------------–-----------ი, ქ-----–--------------------–------–-, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) შ------------–-, ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგ-----ის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №24- განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას წარმოადგენს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული წესის მითითებული მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების წესებსა და პროცედურებს. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის უფლებამოსილი დეპარტამენტები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდნენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებას და დანართი №5-ით დამტკიცებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარის შევსებას, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიებას და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახების მდგომარეობის წინასწარ შეფასებას, კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. წინასწარი შეფასების შემდეგ, განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა დამატებით წარედგინა ის ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მის ქულაზე მოახდენდა ზეგავლენას. ამის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, ასევე, შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსებას. აღნიშნულის შედეგად მოძიებული ინფორმაცია ეგზავნებოდა კომისიას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულების, განმცხადებლის საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მ--------------ძემ 2017 წლის 26 იანვარს გააკეთა №--- განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შეივსო კითხვარი, რომელშიც დაფიქსირდა, რომ მ--------------ძე ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. გ-----, მ------–---–------ში, ნაქირავებ ბინაში, მარტო. არის განქორწინებული. ჰყავს ორი შვილი: ნ-------–-----ე, რომელიც დაოჯახებულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ და მ---------–-----ე, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და საქართველოში ცხოვრობს ქალაქ გ----–-, გარდაცვლილი მამის სადავო სახლში. მ--------------ძე არის დ------------ მომუშავე, საკუთრებაში არ გააჩნია არავითარი მოძრავი და უძრავი ქონება.
დადგენილია, რომ სამინისტრომ მ--------------ძის დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მიანიჭა 1,5 ქულა, კერძოდ, ქულები მან მიიღო სოციალურ კრიტერიუმში, საიდანაც ქირას მიენიჭა 1,5 ქულა. ამის შემდეგ განხორციელდა მისი ოჯახის მონიტორინგი, რასთან დაკავშირებითაც შეივსო როგორც დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმები, ასევე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა. კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 21 სექტემბერს იმყოფებოდა მისამართზე: ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------, კ---------------------------–----- ადგილზე ჯგუფს არ დახვდა მ--------------ძე, რომელმაც ტელეფონის საშუალებით განუმარტა, რომ იმყოფებოდა სამსახურში, მისამართზე: ქ. გ-----, ს----–-----------. ჯგუფის წევრი გაესაუბრა სახლის მეპატრონეს - ლ-------------–---–ს, რომლის განმარტებით, მ--------------ძე ძირითადად ცხოვრობს შვილთან, ქ-------–--–- და მასთან სახლში მიდის თვეში ერთხელ ან ორჯერ. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა მისამართზე: ქ. გ-----, ს----–----------------------------, 1----------–-- ადგილზე არ იმყოფებოდა მ--------------ძე, რომელსაც ასევე ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონის მეშვეობით. ჯგუფის წევრი გაესაუბრა იმავე სადარბაზოში, მ-------------–--- მცხოვრებ პირს, რომელმაც განმარტა, რომ მ--------------ძე ცხოვრობს პ------–----------–---, №------–-- მისივე განმარტებით, ბინის გვერდზე მდებარე ფართში მ--------------ძეს გახსნილი აქვს აფთიაქი. იმავე დღეს აფთიაქში ჯგუფის წევრი შეხვდა მ--------------ძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ბინა ეკუთვნის მის გარდაცვლილ მეუღლეს. ამასთან, მის შვილებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, დავა აქვთ მამის კუთვნილი ბინის გამო, თუმცა დავა ჯერ სასამართლოში არ არის.
მონიტორინგის ჯგუფმა მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით შეავსო მონიტორინგის ფორმა, რომელშიც დააფიქსირა, რომ მ--------------ძე ცხოვრობს გარდაცვლილი მეუღლის - ა----------–-----ის ბინაში, მდებარე: ქ. გ-----, ს----–---------------------ში. იგი დამისამართებულია ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------1. მონიტორინგისას მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებელი - მ--------------ძე. ა----------–-----ე, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ--------------ძე, გარდაიცვალა 2016 წლის 11 აგვისტოს. განმცხადებლის განმარტებით, მეუღლესთან არ ცხოვრობს 2--6 წლიდან. მ--------------ძეს ჰყავს ორი შვილი - ნ-------–-----ე, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად და მ---------–-----ე, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში და ოქტომბერში აპირებს ჩამოსვლას. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფს 2017 წლის 21 სექტემბერს მ--------------ძე არ დახვდათ ქ. გ-----, გ-------–--------–---–---------ში, სადაც გასაუბრება მოხდა ბინის (კოტეჯის) მეპატრონესთან - ლ-------------–---–თან. მისი განმარტებით, მ--------------ძე მისი ნათესავია და იგი პერიოდულად, თვეში ერთხელ ან ორჯერ მიდის მასთან. მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 9 ოქტომბერს ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მ--------------ძეს. მან განმარტა, რომ იმყოფებოდა ქ. გ----–-, აფთიაქში, სადაც მუშაობს და რომლის მეპატრონეც თავად არის. ამასთან, ბინა, სადაც პერიოდულად ცხოვრობს, მდებარეობს აფთიაქის ტერიტორიაზე და მის მესაკუთრესთან - ლ-------------–---–თან აქვს ახლო ურთიერთობა. განმცხადებლის განმარტებით, ბინაში პერიოდულად მისვლის მიზეზია ბინასთან დაკავშირებული მისი შვილების დავა გარდაცვლილი მეუღლის დედასთან და დებთან.
ასევე დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2017 წლის 20 დეკემბერს განიხილა მ--------------ძის გრძელვადიანი საცხოვრებლის უზრუნველყოფის თაობაზე საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებაში ცხოვრების გამო“. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ--------------ძეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №--- ბრძანებით.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია კომისია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება განსახილველ ეტაპზე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას მ--------------ძის გარდაცვლილი მეუღლის სახლში ცხოვრების ფაქტთან და აქედან გამომდინარე, განსახლების გადაუდებელ საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ--------------ძე დამისამართებულია ლ-------------–---–ის კუთვნილ ბინაში, მდებარე: ქ. გ-----, გ-------–--------–---–--------. მ--------------ძეს საკუთრება არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ლ-------------–---–ის ახსნა-განმარტებაზე, სადაც მან დაადასტურა მის საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ქირის სანაცვლოდ. მისივე განმარტებით, მ--------------ძე ზოგჯერ რჩება შვილთან, სხვა შემთხვევაში კი ცხოვრობს მასთან ერთად. აღნიშნული კი არ ეწინააღმდეგება მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაციას, რამდენადაც ამ უკანასკნელმა დააფიქსირა, რომ მ--------------ძე რიგ შემთხვევაში ცხოვრობს ნაქირავებ ფართში და რიგ შემთხვევაში - გარდაცვლილი მეუღლის სახლში, სადაც ცხოვრობს მისი შვილი. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება მ--------------ძის მუდმივად ქ. გ-----, გ-------–--------–---–---------ში ცხოვრების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №--- ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ--------------ძის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №--- ბრძანება;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ--------------ძის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე