განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100113264912
საქმე N1- 552/13
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - პ------–-–--–---
ადვოკატი - ტ---------–---
თარჯიმანი - ი-----------
ბრალდებული: მ--------ა ქ-----------–--
მამის სახელი: ჰ-----
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 2--0-.1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
რეგისტრირებული მისამართი: ქ---------------------–------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ--------- ქ-----------–--მ ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გ-----------–ს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ---------–----------------------ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა). მ--------- ქ-----------–--მ ბოროტად გამოიყენა მასა და გ-----------–ს შორის არსებული ნდობის ფაქტორი და დაარწმუნა გ-----------–ი, რომ მითითებულ ადგილას 30 თვის ვადაში ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელშიც მას გადასცემდა 361 კვ. მეტრ ფართს. 2----–-–------------ს მ--------- ქ-----------–--მ გ-----------–თან გააფორმა ქ---------–ი, 9------------------ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და ნდობის განსამტკიცებლად გ-----------–ს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 32 000 აშშ დოლარი. მ--------- ქ-----------–--მ ხელშეკრულება შესაბამისი ვალდებულების გარეშე დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით და ,,ბ-------------–-------’’ გამოიტანა სესხი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად არაფერი გაუკეთებია და არც მშენებლობის ნებართვის აღება უცდია. მ--------- ქ-----------–--მ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შედეგად მიღებული თანხა 200 000 აშშ დოლარი არ გამოიყენა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და თაღლითურად მიითვისა.
1.2 სასამართლო სხდომაზე მ--------- ქ-----------–--მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
1.3 მ--------- ქ-----------–--ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
1.4 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დასტურდება, რომ 2----–-–----------------- ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაიწყო გამოძიება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მ--------- ქ-----------–--ს მიერ გ-----------–ის უძრავი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე.
1.5 2----–-–------------ს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთ მხარეს - გ-----------–ს საკუთრების უფლებით ეკუთვნის უძრავი ქონება, მდებარე ქ---------–----------------------ში, რომელიც არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს და სურს პირობების გაუმჯობესება. ამასთანავე, გ-----------–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აქვს მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც იძლევა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (მრავალფუნქციური სახლის) აშენებისა და ამ შენობა-ნაგებობის ინდივიდუალიზებული (იზოლირებული) ნაწილის - ფართის მისთვის გადაცემის შესაძლებლობას ისე, რომ პირველი მხარისათვის გადაცემული ფართი იქნება პირველი მხარის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერესების შესასტყვისი. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე - მ--------- ქ-----------–-- აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე აპირებს მრავალფუნქციური, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას და მიაჩნია, რომ მის ინტერესს სრულიად შეესატყვისება გ-----------–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აშენება და ამ შენობა-ნაგებობის ინდივიდუალიზებული (იზოლირებული) ნაწილის - ფართის გ-----------–ისათვის გადაცემა, ისე, რომ გ-----------–ისათვის გადაცემული ფართი იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერესების შესატყვისი.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გ-----------–მა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადასცა მ--------- ქ-----------–--ს, ხოლო მ--------- ქ-----------–--მ აიღო ვალდებულება მიწის ნაკვეთზე (რომელის ნაწილიც არის წინამდებარე ხელშეკრულების საგანი) ააშენოს შენობა-ნაგებობა, რომლის იზოლირებული ნაწილი უნდა გადაეცეს გ-----------–ს და ამ ფართს უნდა ქონდეს წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებული ყველა მახასიათებელი. მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე გარიგების საერთო ღირებულება შეადგენს 300 000 (სამასი ათას) ლარს. მ--------- ქ-----------–-- კისრულობს ვალდებულებას საცხოვრებელი ფართის გარდა გ-----------–ს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში გადასცეს 37 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ხელშეკრულების ხელმოწერიდან ფართის გ-----------–ის სახელზე რეგისტრაციის მომენტამდე, მ--------- ქ-----------–-- ყოველთვიურად უხდის გ-----------–ს 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. მ--------- ქ-----------–--ს უფლება არა აქვს გ-----------–ის თანხმობის გარეშე გაასხვისოს მისთვის გადაცემული უძრავის ქონება.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ უძრავი ქონება (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) უნდა დაინგრეს და იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დგას შენობა-ნაგებობა, უნდა აშენდეს ახალი მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა.
1.6 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2----–-–------------ს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისი ვალდებულების (უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა) გარეშე დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
1.7 ს-------------------–--------------ს ფილიალსა და მ--------- ქ-----------–--ს შორის 2----–-–------------–ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით (რ-----------) დასტურდება, რომ მ--------- ქ-----------–--მ თავისი საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად), მდებარე - ქ---------–----------------------–--
ს------------------–-------------ის ფილიალსა და მ--------- ქ-----------–--ს შორის 2----–-–----- აპრილს დადებული №----- საკრედიტო ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მ--------- ქ-----------–--ზე გაცემული იქნა კრედიტი 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვით - 2018 წლის 04 აპრილამდე.
1.8 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის გ-----------–ის ჩვენების თანახმად, 2008 წელს, ქ---------–----------------------ში საკუთრებაში გააჩნდა 215 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 361 კვ.მ სამსართულიანი გარემონტებული, იმ დროში უმაღლესი სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი სახლი, თავისი ეზოთი, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მ--------- ქ-----------–--სთან თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება სახლის აშენებასთან დაკავშირებით. შესთავაზებული პირობები მისაღები აღმოჩნდა. მ--------- ქ-----------–-- 30 თვის ვადაში ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, სადაც მე-6, მე-7, ან მე-8 სართულზე გადასცემდა 361 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს. ამასთანავე, ყოველ თვეში გადაუხდიდა 500 აშშ დოლარს, ხოლო წინასწარ მისცემდა 37 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, მაგრამ ზეპირსიტყვიერად იყვნენ შეთანხმებული, რომ მ---------ს მისთვის უნდა გადაეცა კომერციული ფართი, სხვენი და მშენებლობის დროს უნდა ყოფილიყო დასაქმებული. აღნიშნული პირობებით, 2----–-–------------ს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ--------- ქ-----------–--ს თვენახევარში უნდა მიეღო მშენებლობის ნებართვა, რაც არ გაუკეთებია, ისევე როგორც არ შეასრულა სხვა ვალდებულებები. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაუხადა მხოლოდ 32 000 აშშ დოლარი. მოგვიანებით გაარკვია რომ მისი სახლი ბანკში იპოთეკით იყო დატვირთული. ფული აღებული ქონდა მ--------- ქ-----------–--ს, თუმცა საქმე დაწყებული არ ქონდა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ზიანის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 500 000 აშშ დოლარს, რაც დღემდე არ მიუღია. შემდეგ თვეების განმავლობაში ცდილობდა მ---------ს ნახვას, თუმცა უშედეგოდ. მ--------- ემალებოდა და არც ტელეფონზე პასუხობდა. ბოლოს შეძლო შეხვედრა, რა დროსაც ის დაპირდა, რომ 6 თვეში ზიანს აუნაზღაურებდა. ეს 6 თვეც გავიდა და მ--------- ქ-----------–-- ისევ დაიკარგა. მეტი გზა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ განეცხადებინა ეს ფაქტი პოლიციაში. მ--------- ქ-----------–--ს წინასწარ ქონდა განზრახული მისი მოტყუება, რაც განახორციელა კიდეც. მ--------- ქ-----------–--ს იცნობს 2006 წლიდან. დაახლოებით ამ პერიოდში მის ფირმას შ-------------------“ მიჰყიდა 500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და საწყობი 135 000 აშშ დოლარად. მეწილეც ჰყავდა მ---------ს ამ ფირმაში ე-------. აქედან გამომდინარე ენდო მას და დარჩა მოტყუებული. დღეის მდგომარეობით არ ანაზღაურებულა მიყენებული ზიანი და დღესაც მისი ოჯახი არის საცხოვრებლის გარეშე. აქედან გამომდინარე სურს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს მ--------- ქ-----------–-- და კატეგორიული წინააღმდეგია ამნისტიის აქტით გათვალისწინებული შეღავათები გამოყენებულ იქნეს მის მიმართ.
1.9 მოწმე ა---------–----–-ს ჩვენების თანახმად, ქ---------–--------------------- ში, მის შვილს გ------------–ს საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით 715 კვ. მეტრი. 2002 წლიდან ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 500 კვ. მეტრი, რომელზეც აშენებული იყო საწყობი, იჯარის ხელშეკრულებით აღებული ჰქონდა შ-------------------“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ე------------- და მ--------- ქ-----------–--. ეს 500 კვ. მეტრი და საწყობი 2007 წელს ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდეს შ-------------------“. აქედან გამომდინარე იცნობდნენ მ--------- ქ-----------–--ს. 2008 წელს, მათთან მივიდა მ--------- ქ-----------–-- და შესთავაზათ, რომ 30 თვის ვადაში ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელშიც გადასცემდათ 361 კვ. მეტრ გარემონტებულ ფართს. მას წინასწარ უნდა გადაეხადა 37 000 აშშ დოლარი და ყოველთვიურად საცხოვრებელი ბინის ქირა - 500 აშშ დოლარი. ეს პირობები მათთვის იყო მისაღები, ენდობოდნენ მ--------- ქ-----------–--ს და აღნიშნული პირობებით 2----–-–------------ს ნოტარიუსთან გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იყო, რომ მ--------- ქ-----------–-- გ-----------–ის ნებართვის გარეშე ვერ გაასხვისებდა, ვერ დაშლიდა ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლს. ყველა ვალდებულების შესრულება, რაც ეხებოდა მშენებლობის ნებართვის აღებას, დაწყებას, რეესტრში დარეგისტრირებას ევალებოდა მ--------- ქ-----------–--ს. თუ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა, მას გ-----------–ისათვის უნდა გადაეხადა 500 000 აშშ დოლარი. მ--------- ქ-----------–--მ თავიდანვე გადაიხადა 32 000 აშშ დოლარი და გარკვეული პერიოდი იხდიდა 500 აშშ დოლარს. 5000 აშშ დოლარი აღარ მოუთხოვიათ. შინურებად თვლიდა მათ და ფიქრობდა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ გამოართმევდა. სახლი იყო დაცლილი, გ-----------–ი და მისი ოჯახი იქ აღარ ცხოვრობდა და გასაღებიც ჩაბარებული ჰქონდა მ--------- ქ-----------–--ს. გავიდა გარკვეული პერიოდი. სამუშაოები რომ არ დაიწყო და 30 თვე იწურებოდა, რეესტრში გადაამოწმეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ მ--------- ქ-----------–--ს შენობა-ნაგებობა ბანკში ჰქონდა ჩადებული, რის საფუძველზეც სესხი ჰქონდა გამოტანილი. მ---------ს აღნიშნულ საკითხზე გაესაუბრნენ. მან განაცხადა, რომ თ------------- არქიტექტორები ჰყავდა მოწვეული და მშენებლობის პროექტისთვის სჭირდებოდა თანხა. ყველაფერი კარგად მიდიოდა და მშენებლობას მალე დაიწყებდა. გავიდა დრო. მ--------- უკვე იმალებოდა, ვეღარ ნახულობდნენ. გაირკვა, რომ თანხის გადაუხდელობის გამო ბანკმა ჩამოართვა სახლი, შემდგომში კი აუქციონის გზით გაასხვისა. შიგნით დარჩა მათი ავეჯი, ნივთები, ყველაფერი დაიკარგა.
1.10 ქ--–------------ მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ი-----–------------ის 2----–-–-------------- წერილის თანახმად, 2----–-–------------–------------–-–----- იანვრამდე, შ--------------------ს წარმომადგენელს ან მ--------- ქ-----------–--ს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის ქ---------–----------------------ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ მიუმართავს.
1.11 სასამართლო განმარტავს, თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს მოტყუება წარმოადგენს, რაც გულისხმობს ნივთის მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეალობის განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში (წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე), ისე პასიურში (იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო).
დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს. ამ დროს დაზარალებული შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.
თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუების ერთ-ერთი ფორმაა ნდობის ბოროტად გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში. დაზარალებულის ნდობა, როგოც წესი, ეფუძნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამოქალაქო-სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობებს.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ-----------–ს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ---------–----------------------ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა). მ--------- ქ-----------–--მ ბოროტად გამოიყენა მასა და გ-----------–ს შორის არსებული ნდობის ფაქტორი და დაარწმუნა გ-----------–ი, რომ მითითებულ ადგილას 30 თვის ვადაში ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელშიც მას გადასცემდა 361 კვ. მეტრ ფართს. 2----–-–------------ს მ--------- ქ-----------–--მ გ-----------–თან გააფორმა ქ---------–----------------------ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და ნდობის განსამტკიცებლად გ-----------–ს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 32 000 აშშ დოლარი. მ--------- ქ-----------–--მ ხელშეკრულება შესაბამისი ვალდებულებების გარეშე დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით და ,,ბ-------------–-------’’ გამოიტანა სესხი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად არაფერი გაუკეთებია და არც მშენებლობის ნებართვის აღება უცდია. მ--------- ქ-----------–--მ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შედეგად მიღებული თანხა 200 000 აშშ დოლარი არ გამოიყენა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თაღლითურად მიითვისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ მ--------- ქ-----------–--ს მხოლოდ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების სურვილი ამოძრავებდა (როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს) და თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია, მაშინ, მას შემდეგ, რაც მ--------- ქ-----------–-- დარწმუნდა, რომ საცხოვრებელი სახლის აშენებას ვერ ახერხებდა, ბანკ ,,რ-------–---–-" აღებული სოლიდური თანხიდან (200 000 აშშ დოლარი) შეეძლო გადაეცა გ-----------–ისათვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ შესაბამისი ფულადი თანხა, რაც მას არ გაუკეთებია. იგი თავს არიდებდა დაზარალებულთან ურთიერთობას და ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------- ქ-----------–-- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
2.2 მ--------- ქ-----------–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--------- ქ-----------–--ს მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის შედეგადაც არსებითად დაზიანდა დაზარალებულის ინტერესები. გ-----------–ი ითხოვს მ--------- ქ-----------–--ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის სრულად ანაზღაურებას, რასაც ბრალდებული გულგრილად ეკიდება.
ზემოაღნიშნული გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მ--------- ქ-----------–--ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ბრალდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ვერ იქნება დამაფიქრებელი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც მ--------- ქ-----------–--ს ასაკის გათვალისწინებით უნდა იყოს მინიმალური.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 2- დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ--------- ქ-----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 2- დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მ--------- ქ-----------–--ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. მსჯავრდებულ მ--------- ქ-----------–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 19 ნოემბრიდან.
4. მ--------- ქ-----------–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 15 მაისიდან 2013 წლის 20 მაისის ჩათვლით.
5. მსჯავრდებული მ--------- ქ-----------–-- დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
6. მსჯავრდებული მ--------- ქ-----------–-- მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს განჩინებით მ--------- ქ-----------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-----–-–------------ განჩინებით დაყადაღებულ ლ---------–------ (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ქ.--------------–------–--------------------, (6--6- კვ.მ ფართი, ზონა - ბ----------, ს--------------, კვ-------–-----, ნ-------------, კო------------- საკადასტრო კოდი - N0-.2-.1-.----------) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ს განჩინებით მ--------- ქ-----------–--ს მიმართ გამოყენებული დამატებითი ვალდებულება გაუქმდეს.
8. ნივთმტკიცებები: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თურქეთის მოქალაქის პირადობის მოწმობა და თურქეთის მოქალაქის პასპორტი, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი