განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N0101001180022-9115
საქმე N1-126/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
06 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ო-–-----------–---–-
ბრალდებული: ზ----------------–----
მამის სახელი: ბ-------
დაბადებული: 2-. 0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
მცხოვრები: ქ-------–-----–-------–----------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ----------------–----- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის ოქტომბერში ზ----------------–----- ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს მ--------------------- რომელთანაც ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე იმყოფებოდა ნდობაში, გაიგო, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა „მ-------------–--“ ფირმის „ვ-----ს“ მოდელის ავტომანქანის შეძენას, რაშიც დახმარება აღუთქვა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ზ----------------–---- დაუკავშირდა მ---------------- და აუხსნა, რომ თავისი მეგობარი რ---–-------------- გ------------ ს----------–--–ი ახორციელებდა ავტომანქანების იმპორტს და მოატყუა, რომ მისი დახმარებით შერჩეული ჰქონდა სასურველი ავტომანქანა, მაგრამ ავტომანქანის შესაძენად და ს----------–--–ი ტრანსპორტირებისათვის 7000 აშშ დოლარი იყო საჭირო. ვინაიდან აღნიშნული პირობები იყო მისაღები, ამიტომ მ----------------- 2016 წლის 2- ოქტომბერს, ზ----------------–----ს მიერ მითითებულ პირად ნომერზე, ქ---------–----–-----------------------–----–---–----------ს კვეთაში მდებარე სს „ს----------–----------“ ოფისში სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ავტომანქანის შესაძენად ზ----------------–---- გადაურიცხა 3000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, 2016 წლის 01 და 21 ნოემბერს მ---------------- სს „ლ---------------- მეშვეობით ავტომანქანის შესაძენად ზ----------------–---- ისევ გადაურიცხა 3670 აშშ დოლარი, ხოლო 200 შშ დოლარი მას ხელზე გადასცა ბ-----------–-------. ამ გზით ზ----------------–---- დაეუფლა მ---------------- კუთვნილ 6870 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მ---------------- მიაყენა 6870 აშშ დოლარის ექვივალენტი 16263 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
1.2 ზ----------------–----- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
1.3 ზ----------------–----ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
1.4 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ---------------- ჩვენების თანახმად, 2008-09 წლებში სასჯელს იხდიდა N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გაიცნო ზ-----------–---–- და ზ----------------–----. მათთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2013 წელს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე, რის შემდეგ დაიწყო ქალაქ ბ------–- ტაქსის მძღოლად მუშაობა. 2015 წელს, ქალაქ თ---–--–ი შეხვდა თავის მეგობარს, ზ-----------–---–-- რომელმაც მისცა ზ----------------–----ს მობილურის ნ-------------------- დაუკავშირდა ზ----------------–---- და შეუთანხმდა, რომ ქალაქ ბათუმიდან თ---–--–ი მიმავალ ტურისტს ზ----------------–---- გაუგზავნიდა, ხოლო ბ--------–---- პირიქით. 2016 წლის ოქტომბრის თვეში გადაწყვიტა გერმანული ,,მ-----------–--“ ფირმის ,,ვ-----ს“ მარკის რვაკაციანი ავტომანქანის ყიდვა, რაზეც უამბო ზ----------------–---- ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს. რამდენიმე დღის შემდეგ ზ----------------–---- დაუკავშირდა და უთხრა, რომ თავის მეგობარს, რ---–---- ბ-------- გ------------ ჩამოჰყავდა ავტომანქანები. მას გ--------–ი შეძენილი ჰყავდა რამდენიმე ავტომანქანა ჩამოსაყვანად და სურვილის შემთხვევაში მასაც ჩამოუყვანდა. ზ----------------–---- განუცხადა, რომ შეიძენდა ,,მ-------------–--“ ფირმის ,,ვ-----ს“ მარკის ავტომანქანას, თუ ბ-------ი ნახავდა მას გ--------–ი. ამის შემდეგ კვლავ ზ----------------–----- დაურეკა და უთხრა, რომ რ---–---- ბ-------მა ინტერნეტის საშუალებით გ--------–ი ნახა გასაყიდი ,,მ-------------–--“ ფირმის ,,ვ-----ს“ მარკის ავტომანქანა და ავტომანქანის სურათები გაუგზავნა მას ტელეფონზე ინტერნეტით ე.წ. ,,whatsApp“-ს საშუალებით. მანქანა მოეწონა და ზ----------------–---- თანხმობა განუცხადა. 2016 წლის 2- ოქტომბერს, დაურეკა ზ----------------–----- და განუცხადა, რომ რ---–-------------- ჩავიდა გ--------–ი, ნახა ,,მ-------------–--“ ფირმის ,,ვ-----ს“ მარკის ავტომანქანა, რომლის ფოტოებიც გადაუგზავნა. ავტომანქანა შეამოწმა, კარგ მდგომარეობაშიაო და ურჩია ეყიდა ეს მანქანა, რომელიც დაუჯდებოდა 7000 აშშ დოლარი, რომელშიც შედიოდა როგორც ავტომანქანის ფული, ასევე კონტეინერის და ჩამოყვანის გასამრჯელოს ფული, ხოლო განბაჟებას მოახდენდა ადგილზე. აღნიშნულ პირობებზე დათანხმდა და უთხრა რომ ფულს ნაწილ-ნაწილ ჩაურიცხავდა, რასაც ზ----------------–---- დათანხმდა. იმავე დღეს, 2016 წლის 2- ოქტომბერს, ზ----------------–----ს მითითებითის შესაბამისად, ქალაქ ბ------–-, ,,ს----------–--------–-’’ არსებული ჩასარიცხი აპარატიდან, შ----–------ პირად ნომერზე ზ----------------–---- ჩაურიცხა 3 000 აშშ დოლარი. 2016 წლის 01 ნოემბერს, ზ----------------–---- ,,ლ---------------- საშუალებით მის სახელზე, მის პირად ნომერზე გადაურიცხა 2-30 აშშ დოლარი, რომლის მიღება ზ----------------–----- მობილური ტელეფონზე შეტყობინების გამოგზავნით დაუდასტურა. იმავე დღეს, 2016 წლის 01 ნოემბერს, ზ----------------–---- უთხრა, რომ ქალაქ თ---–--–ი, ,,ა------------------“ ფირმიდან ასაღები ჰქონდა 200 აშშ დოლარი და ფირმის მენეჯერთან - ბ--------- მისულიყო ასაღებად და მისცა ბაკიტის ნომერი, რის შემდეგაც ზ----------------–----- მიაკითხა ბაკიტს და გამოართვა მ---------------- კუთვნილი 200 დოლარი. ელექტრონული ფოსტაზე მისამართი: -------------------- მიიღო შეტყობინებები საქართველოს ტრანსპორტის კომპანიის წამომადგენელ ვასილ გორაძისაგან. აცნობეს, რომ შეძენილი ავტომანქანა იყო გემზე და ატყობინებდნენ ს----------–--–ი ჩამოსვლის თარიღს. ვ----–---------- დაუკავშირდა ნომერზე - 5--------, რომელმაც დაუდასტურა, რომ შეძენილი ავტომანქანა მოდიოდა და მიმღები თავად იყო. 2017 წლის 21 ნოემბერს, სს „ლ---------------- საშუალებით ზ----------------–---- პირად ანგარიშზე გადაურიცხა 840 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დაურეკა ზ----------------–----, რომელმაც დაუდასტურა თანხის მიღების ფაქტი. ასევე დაურეკა ვ----–---------- და ჰკითხა გადახდილი იყო თუ არა კონტეინერის ფული, რაზეც მიიღო დადასტურება. 2016 წელი ისე დასრულდა, რომ მას არავინ შეხმიანებია, რის გამოც დაუკავშირდა ვ----–---------- და სცადა სიტუაციის გარკვევა, ეს უკანასკნელი კი უდასტურებდა, რომ გემი შემოსული იყო ბათუმის პორტში და მანქანა მასზე იყო. 2017 წლის 08 იანვარს პორტში მისვლისას მას განუცხადეს, რომ არანაირი ავტომანქანა მის სახელზე არ იყო შესული, რის გამოც დაურეკა ვ----–----------, თუმცა მისი ტელეფონის ნომერი უკვე გამორთული იყო, ხოლო ზ----------------–----- რ---–--------------ს ნომერი მისცა, რომელთან საუბრის შემდეგაც ამ უკანასკნელმაც ტელეფონი გამოურთო. აღმოჩნდა, რომ ზ----------------–----- მოატყუა. ამის შემდეგ ზ----------------–----- შესთავაზა ქალაქ რ-------–ი შეერჩია ავტომანქანა, რომელშიც გადაუხდიდა ფულს, თუმცა კვლავ ტყუილად ჩაიყვანა რ--------ს ავტობაზრობაზე. მას შემდეგ ზ----------------–---- არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.
დაზარალებულმა განმარატა, რომ ზ----------------–---- ზიანის არ ანაზღაურებია და არც ანაზღაურების მცდელობა ჰქონია და თავს არიდებს ყოველგვარ კონტაქტს.
1.5 მოწმე რ---–--------------ს ჩვენების თანახმად, ზ----------------–------- მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მანქანები, რომლებსაც ძირითადად ჰ---–------–ი იძენს, თვითონ ჩამოჰყავს და ყიდის. ზ----------------–---- ,,მ-----------–--“ ფირმის ,,ვ-----ს“ მარკის ავტომანქანის ჩამოყვანა მისთვის არ უთხოვია და არც თანხა გადაუცია ვინმეს. რატომ ახსენა ზ----------------–----- მისი სახელი არ იცის.
1.6 მოწმე გ--–- შ----–------ ჩვენების თანახმად, ზ----------------–---- ტურისტულ საქმიანობას ეწეოდა და მასთან ერთად მუშაობდა. ხელფასს ხელზე ნაღდი ანგარიშსწორებით ღებულობდა მისგან. სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსულ თანხებს ზ----------------–---- ხელზეც იღებდა და ბარათზეც. ბანკებთან შექმნილი პრობლემების გამო ზ----------------–---- სარგებლობდა მისი კუთვნილი ,,ს----------–----------’’ ბარათით. ვინ ურიცხავდა და რა თანხებს ცნობილი არ არის. 3 წელია სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5-----------. ასევე - 5--------------------------- რომლებიც მის სახელზეა, მაგრამ არ სარგებლობს. მანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით არაფერი არ იცის.
1.7 ,,ს----------–-------------’’ გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2- ოქტომბერს, ზ----------------–---- დაზარალებულმა მ---------------- გ--–- შ----–------ საბანკო ანგარიშზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით გადაურიცხა 3 000 აშშ დოლარი.
1.8 სს ,,ლ------------------“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ 2016 წლის 01 ნოემბერს, დაზარალებულმა მ---------------- ზ----------------–---- საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 2-30 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 21 ნოემბერს ჩაურიცხა 840 აშშ დოლარი.
1.9 მოწმე ბ-----------–------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაახლოებით 2 წლის უკან, ქ-------–--–---–--------------- 18 ბ-ში მდებარე ოფისში, მ---------------- დავალებით ზ----------------–---- გადასცა 200 აშშ დოლარი, რის თაობაზეც აცნობა მინდია გაბეჩავას.
1.10 შპს „ჯ------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მ--------------- სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით: 5----- 2- 82, ხოლო ზ----------------–---- სარგებლობდა ტელეფონის ნომრებით: - 5---------------------------. ზ----------------–----ს ტელეფონის იმეი კოდი იყო: 3--------------
1.11 შპს ,,მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ სატელეფონო ნო------------------ რეგისტრირებულია გ--------------–-–---–---. ამ ტელეფონის ნომრით უკავშირდებოდა მ---------------- პიროვნება, რომელიც გაეცნო მას როგორც ვასილ გორაძე. 2016 წლის 17 ნოემბრიდან - 2017 წლის 04 იანვრამდე პერიოდში სატელეფონო ნომერი - 5----------- მოქმედებდა მობილური ტელეფონში იმეი კოდით: 3-------------- რომელიც იყო ზ----------------–----ს მობილური ტელეფონის იმეი კოდი და რომელშიც მას გააქტიურებული ჰქონდა ნომრები: 5------------------------
1.12 მ---------------- მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაგზავნილი აქვთ სოციალურ ქსელ „WHAT APP”ის საშუალებით ზ----------------–---- და მ----------------, მათივე სატელეფონო ნომრებზე: 5----- 2- 82 (მ---------------) და 5----------- (ზ----------------–----), რითაც დასტურდება ზ----------------–----ს მიერ მ----------------თან გადაგზავნილია ,,მ-------------–-- მარკის ვ-----ს“ მოდელის ავტომანქანის ფოტოსურათები, რაზეც ზ----------------–---- დაზარალებულ მ---------------- წერდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა მის მეგობარს გ--------–ი ჰყავდა შერჩეული და მანქანის ს----------–--–ი ჩამოყვანა მ---------------- დაუჯდებოდა 7000 აშშ დოლარი. ზ----------------–---- თანხის მიღების დასტურად მ---------------- უგზავნის წერილობით ქვითარს, სადაც ჩანს თანხა: 2-50 აშშ დოლარი და ზ----------------–----ს ტელეფონის ნომერი: 5-----------. ასევე ჩანს თუ როგორ უგზავნის მ--------------- ზ----------------–---- ბ-----------–------ს ტელეფონის ნომერს: 5----------- და უთითებს სახელს ბაკიტ, რათა ზ----------------–----- მიიღოს მისგან მ---------------- კუთვნილი 200 აშშ დოლარი. შეტყობინებებში საუბარია ავტომანქანის მახასიათებლებზე, რომლის ჩამოყვანის სანაცვლოდ ზ----------------–---- მხოლოდ 300 ევროს გამოართმევდა. გარდა ამისა, შეტყობინებებში საუბარია 3000 აშშ დოლარის ჩარიცხვის ფაქტზე, ,,ს----------–----------'' მეშვეობით.
1.13 სასამართლო განმარტავს, თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს მოტყუება წარმოადგენს, რაც გულისხმობს ნივთის მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეალობის განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში (წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე), ისე პასიურში (იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო).
დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს. ამ დროს დაზარალებული შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.
თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ----------------–----- დაზარალებულის შეცდომაში შესაყვანად რეალობა განზრახ დაამახინჯა, მ---------------- მიაწოდა ცრუ ინფორმაცია (ისარგებლა მ---------------- ნდობით და მოატყუა, რომ რ---–---- ბ-------- მოელაპარაკა და ის გ------------ ჩამოუყვანდა ,,მ-------------–--“ ფირმის ,,ვ-----ს“ მარკის ავტომანქანას და გამოართვა ფული) და მოტყუებით დაეუფლა მ---------------- კუთვნილ 6870 აშშ დოლარის ექვივალენტის 16263 ლარს, რომელიც დაზარალებულმა მას ნებაყოფლობით გადასცა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ----------------–----- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ზ----------------–----- ზ-----------–---–-საგან, რომელთანაც ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე იმყოფებოდა ნდობაში, გაიგო, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა „ჰო--------------“ ფირმის ავტომანქანის შეძენას, რაშიც დახმარება აღუთქვა და მოატყუა, რომ საზღვარგარეთიდან, კერძოდ, ი------------ მისთვის მისაღებ ფასად ჩამოუყვანდა სასურველ ავტომანქანას. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ზ----------------–---- დაუკავშირდა ზ-----------–---–- და უთხრა, რომ მანქანის შესაძენად 1400 აშშ დოლარი იყო საჭირო. აღნიშნული პირობები იყო მისაღები. 2016 წელს ზ------ ჭ---–---–მა ზ----------------–---- ნაწილ-ნაწილ გადასცა ფულადი თანხა, ჯამში 1400 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში - 240 ლარი. ამ გზით ზ----------------–---- დაეუფლა ზ-----------–---–-ს კუთვნილ 1400 აშშ დოლარს და 240 ლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ზ-----------–---–- მიაყენა 3501 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.1 ზ----------------–----- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2.2 ზ----------------–----ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
2.3 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ზ-----------–---–-ს ჩვენების თანახმად, ზ----------------–---- წლებია იცნობს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ტაქსის მძღოლად. 2016 წლის შემოდგომაზე შეხვდა ზ----------------–----, რომელსაც უთხრა, რომ ტაქსაობდა. ზ----------------–----ს შეთავაზების საფუძველზე, მასთან დაიწყო მუშაობა. ხვდებოდა ტურისტებს აეროპორტში. უხდიდნენ 50 დოლარს. ბატონ ზურასთან მიდიოდა საიტის ფული. ხან 15 ხან 20 ლარი. ერთ მშვენიერ დღეს ზ----------------–----- შესთავაზა მანქანის ყიდვა, რომელიც დაუჯდებოდა 1500 დოლარამდე. ,,ჰ------------------“ შეთანხმდნენ. მანქანა ჩამოყვანის შემდეგ უნდა განებაჟებინა. ფულს ნელ-ნელა უხდიდა. 550 დოლარი ,,მა--------–-------" გადასცა, 450 დოლარი კონტეინერის ფული იყო, 100 დოლარი ტურისტებიდან დაიტოვა, ლომბარდში ტელევიზორი და სხვა ნივთები ჩააბარა და 450 ლარამდე მისცა. სულ ჯამში გადასცა 1400 დოლარი. ზ----------------–---- დაჰპირდა, რომ ავტომანქანას 2 თვეში ჩამოუყვანდა. ეს დრო უშედეგოდ გავიდა და საკითხის გასარკვევად ბ--------–---- უკავშირდებოდა ტელეფონით, რომლის ნ--------------------. 2017 წლის იანვრის თვეში დაუკავშირდა ზ----------------–---- და გამოართვა 240 ლარი, რადგან ავტომანქანა ფოთიდან თ---–--–ი იყო ჩამოსაყვანი, თუმცა ნაცვლად ,,ჰ----------------ი“ ჩამოვიდა „ჰ---------–------ი“, რომელიც შედარებით მეტი ღირებულების იყო. ზ----------------–----- მოითხოვა 1000 დოლარის დამატება, რაზეც დაეთახმა. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ფლობდა აღნიშნულ ავტომანქანას, ხოლო განბაჟების ბოლო დღეს დაურეკა ზ----------------–----, რომელმაც უთხრა, რომ საბუთები პ------ ჰქონდა და მას მამა გარდაეცვალა. ამის შემდეგ დაურეკა პ------------- და სთხოვა საბუთები განსაბაჟებლად და მიუსამძიმრა. პ------------მ მამის გარდაცვალება უარყო და უთხრა, რომ მანქანა მისი იყო და ზ----------------–---- ნაქირავები ჰყავდა და დაბრუნება მოითხოვა. მანქანა დააბრუნა. ზ----------------–---- შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა, რაც არ გააკეთა და მოატყუა. ზ----------------–----საგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
2.4 მოწმე ი----------–---–-- ჩვენების თანახმად, დაახლოებით 2 წლის უკან, მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მინივენი „მ------“ შეეცვალა. მანქანის შეძენაში დახმარებას, თავისი მეგობარი, ზ----------------–---- დაპირდა. მას დაჭირდა თანხის ნაწილის წინასწარ გადახდა მანქანის ჩამოყვანისთვის. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე, ცოტა გაჭიანურდა მანქანის ჩამოსვლა. 2017 წლის იანვრის თვეში, ახალი წელი იყო, როცა მის მეუღლეს დაურეკა ზ----------------–----- და უთხრა, რომ მანქანა იყო ფოთში და იქიდან იყო წამოსაყვანი, რისთვისაც სჭირდებოდა თანხა მანქანის ჩამოსაყვანად. მეუღლემ უთხრა, რომ 240 ლარი იყო დასამატებელი. მანქანის საფასური 1400 დოლარი გადახდილი იყო ნაწილ-ნაწილ. ეს თანხები ხელზე გადაეცემოდა უშუალოდ ზ----------------–----. მანქანას რომელსაც ელოდებოდნენ იმაზე უკეთესი მანქანა ჩამოვიდა, რის გამოც თანხა მეტი იქნებოდა დასაფარი, ვიდრე იყო მანამდე. დაახლოებით 3-4 თვე დადიოდა ამ მანქანით უსაბუთოდ, არანაირი საბუთი არ გააჩნდა, არ იცოდნენ მანქანა რეალურად მათი იყო ბოლომდე თუ არა. მანქანას ვერ აფორმებდნენ. საბოლოოდ მეუღლემ გამოკითხვით გაარკვია, რომ მანქანა საერთოდ არ იყო მათი და ეკუთვნოდა სულ სხვა პიროვნებას, ვიღაც პ------, რომელმაც მოსთხოვა ავტომანქანის დაბრუნება. მეუღლე იძულებული გახდა, რომ მანქანა დაებრუნებინა უკან, რეალური მეპატრონისთვის და ეს თანხა რაც იყო გადახდილი ვითომ მათი მანქანისთვის, უკან არ დაბრუნებულა. გაირკვა ის რომ საბუთები ვისაც უნდა გადაეცა, რეალურად მის საკუთრებაში ირიცხებოდა ავტომანქანა. გულისხმობს პ------, რომლისგანაც მეუღლემ მოითხოვა საბუთების გადაცემა იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გაეფორმებინა და აღმოჩნდა რომ ეს მანქანა რეალურად ეკუთვნოდა მას და ვერაფერს ვერ გადმოიფორმებდა. ზ----------------–---- მოვიდა და უთხრა ვერ შეაწუხებდა პ------, 1 კვირის განმავლობაში მაინც, იქიდან გამომდინარე, რომ მას მამა დაეღუპა და ელოდებოდა როდის იქნებოდა მისი დასაფლავება. აღმოჩნდა რომ არანაირი მამა გარდაცვლილი არ ყოლია. მამის გარდაცვალებაზე ინფორმაცია ზ----------------–----- უთხრა ზ-----------–---–-. დღემდე თანხა დაბრუნებული არ არის.
2.5 მოწმე პ------------- ჩვენების თანახმად, ზ----------------–---- დაახლოებით 4 წლის წინ გაიცანო. ტურისტებზე ამუშავებდა მინივენებს და ავტომანქანებით ვაჭრობდა. „ჰ---------–------ი“, 2004 წლიანი, ვერცხლისფერი, ტრანზიტული სახელმწიფო ნომერი: G----- იაპონიიდან ჩამოიყვანა. დაუკავშირდა ზ----------------–---- და უთხრა ამ მანქანის საბოლოო შესყიდვა და ეტაპობრივი გადახდით შესყიდვა სურდა. მანქანა იყო განუბაჟებელი. პირველად უნდა განებაჟებინა თავისი ხარჯებით და შემდეგ უნდა დაეწყო 300 დოლარის გადახდა და 4 000 დოლარი დაეფარა. როდესაც დაუკავშირდა ზ------ ბ--------–---- მან უთხრა, რომ მანქანა განაბაჟა და აიღო სახელმწიფო ნომრები. დარწმუნებული იყო იმაში, რომ მან გაანაბაჟა, იმიტომ, რომ მას ყავდა სამი მანქანა დაახლოებით წაყვანილი მანამდე და ურთიერთობა კარგი ჰქონდათ ერთმანეთში. შემდეგ დაუკავშირდა ზ-----------–---–- და მამის გარდაეცვალების გამო მიუსამძირა, რაზეც უპასუხა, რომ არ გარდაცვლია მამა და საიდან მოიტანა ეს. მან აუხსნა, რომ ზ----------------–----- მას უთხრა, რომ ვერ ჩამოდის განსაბაჟებლად პ------------, ვინაიდან გარდაეცვალა მამაო. ამის შემდეგ დაუკავშირდა ზ----------------–---- და ჰკითხა მანქანა რატომ არ განაბაჟა. მან აუხსნა, რომ სახსრები ვერ მოიძია და ვერ განაბაჟა მანქანა. მანქანა 1000 ლარიან ჯარიმაზე წავიდა. შემდეგ დაუკავშირდა ზ----------------–---- და უთხრა, რომ მანქანა დაებრუნებინა და ზ-----------–---–-აც აუხსნა, რომ მანქანისთვის არ ჰქონდა არცერთი თეთრი გადახდილი ზ----------------–----. ზ------ ჭ---–---–მა მიიყვანა მანქანა, არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია და ზ----------------–----- უთხრა, რომ განებაჟებინა ეს მანქანა, გადაეხადა ჯარიმა და ის გადაუხდიდა თანხას. ასე შეთანხმდნენ და მიუყვანა მანქანა. არანაირი პრობლემა არ ყოფილა არც ზ------ ჭ---–---–თან და არც ზ----------------–-------. ავტომანქანაზე მოლაპარაკება ზ----------------–------- ნოტარიული ფორმით აწარმოა. 2007 წლის დასაწყისი - იანვრის თვეში. ვალის დაფარვის შემთხვევაში ზ----------------–---- სრულუფლებიანი მფლობელი გახდებოდა. მანამდე ჰქონდა მინდობილობა - უფლება, რომ განებაჟებინა მანქანა, საჯარიმოდან გამოეყვანა და ტარების უფლება. საფასურის გადახდის შემდეგ გახდებოდა სრულუფლებიანი მესაკუთრე. ვალის აღიარების დოკუმენტი შედგა, მისცა განბაჟების და ტარების უფლება. ავტომანქანა, რომელიც ჭ---–---–ისგან დაიბრუნა, ზ----------------–----ს განმარტებით, ტურისტებზე სამუშაოდ უნდოდა. ზ----------------–----- პირობები შეასრულა. თანხა, რომელიც უნდა გადაეხადა ზ----------------–---- ვერ გადაიხადა, არ განაბაჟა და განბაჟების ვადის გადაცილებას დაემატა 1000 ლარიანი ჯარიმა და გადახადა თვითონ მოუწია, მაგრამ გაწეული ხარჯები ბოლოს გადაუხადა ზ----------------–----- და გადასცა უკან. მანქანა დაუბრუნა და რაც ზარალი ნახა და რაც მანქანა გამოიყენა 3 თვის განმავლობაში, იმ ცვეთის თანხა გადაუხადა. ზ----------------–----- აუხსნა, რომ ზ-----------–---–- დასვა მძღოლად, ხოლო ჭ---–---–მა აუხსნა, რომ 800 აშშ დოლარი გადაუხადა ზ----------------–---- და მას უნდა შეესყიდა ეს მანქანა. ჭ---–---–მა როცა დაურეკა მას აუხსნა, რომ ეს მანქანა იყო მისი და არანაირი თანხა არ ჰქონდა მასთან გადახდილი ზ----------------–---- და რომ გაიგო, რომ ავტომანქანა არ იყო განბაჟებული, ჭ---–---–- უთხრა, რომ ავტომანქანა დაებრუნებინა. შემდეგ დაუკავშირდა ჭ---–---–ი ზ----------------–----, რომელმაც უთხრა, რომ გადმოეცა მისთვის ავტომანქანა. მას მერე ის აღარ უნახავს. ავტომანქანის დაბრუნება ზუსტად სამი თვის შემდეგ მოხდა. როცა ჭ---–---–მა დაურეკა მაგ დროს მოხდა ავტომანქანის დაბრუნება. ზ-----------–---–- ავტომანქანს იმ პირობით უბრუნებდა, რომ მას ზ----------------–---- დაუბრუნებდა 800 დოლარს. პროტესტი ჰქონდა ბ--------–----- გარეშე არ დავაბრუნებ ავტომანქანასო. იქამდე სანამ ის თანხას არ გადამიხდისო. შემდეგ ზურას დაუკავშირდა და რა უთხრეს ერთმანეთს უცნობია. ზურამ უთხრა დაებრუნებინა ავტომანქანა და მანაც დაუბრუნა. ზ----------------–---- არანაირი დავალიანება არ აქვს მისი.
2.6 შპს „მობიტელიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ზ----------------–---- სარგებლობდა ტელეფონის ნომრებით: - 5----------- და 5----------- ხოლო ზ----------------–----ს ტელეფონის იმეი კოდი იყო: 3-------------- რომლითაც იგი უკავშირდებოდა ზ-----------–---–- ნომერზე: 5------------
2.7 მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზ----------------–----ს დანაშაულებრივი განზრახვა უშუალოდ მიმართული იყო ზ-----------–---–-ს ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებისაკენ. მართალია, ზ------ ბ--------–----- გადასცა ავტომანქანა „ჰ---------–------ი" ზ-----------–---–-- რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში მფლობელობაში ჰყავდა ავტომანქანა, თუმცა ზ------ ბ--------–----- ქმედებით საბოლოოდ ზიანი მიადგა ზ-----------–---–- (გადაიხადა ავტომანქანის საფასური, მაგრამ სანაცვლოდ ავტომანქანა ვერ მიიღო საკუთრებაში).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ------ ბ--------–---- არა მხოლოდ თანხის დაუფლების მომენტში, არამედ შემდეგაც განაგრძობდა ზ-----------–---–-ს მოტყუებას, რაც დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
4.2 ზ----------------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ----------------–----ს მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რითაც არსებითად დაზიანდა დაზარალებულების ინტერესები, რომლებიც ითხოვენ ზ----------------–----ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის სრულად ანაზღაურებას, რასაც ბრალდებული გულგრილად ეკიდება.
ზემოაღნიშნული გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ზ----------------–---- არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ბრალდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ვერ იქნება დამაფიქრებელი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით. რადგან სახეზეა დანაშაულის ორი ეპიზოდი, ზ----------------–---- სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ზ-----------–---–-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
2. ზ----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ---------------- ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ----------------–---- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
4. ზ----------------–---- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 იანვრიდან.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, ზ----------------–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. ნივთმტკიცებები: შ.პ.ს „ჯ------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, შ.პ.ს „ბილაინიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, შ.პ.ს „მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, მ---------------- ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, მ---------------- მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია - მოკლე ტექსტური შეტყობინებები ერთ ცალ CD-R დისკზე, ს.ს „ს----------–-------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, ს.ს „ლ------------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი