გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002713555
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7016-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

მოსარჩელე - სს „ს---------------------------------“

წარმომადგენლები - ვ--------–--------ა; თ-------------–--ე

მოპასუხე - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენლები - ქ-----------–--–---–ი - მ----; მ------ კ--–------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელის არ ცნეს და აღნიშნეს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 03 სექტემბერს მ-------------ამ №1--- საჩივრით მიმართა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს და გარდაცვლილ მეუღლეს - ზ-------------–---–ის მიერ დადებული სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა, შესაბამისი რეკომენდაციისა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-------------ას 2018 წლის 03 სექტემბრის №1--- საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 53-87).

 

3.1.2. 2018 წლის 06 სექტემბერს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა №5-- წერილით მიმართა სს „ს-------------------------------ნს“ და მ-------------ას 2018 წლის 03 სექტემბრის №1--- საჩივართან დაკავშირებით არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიციის, ასევე, დაზღვევის ხელშეკრულების ასლის და მიზანშეწონილობის შემთხვევაში სხვა თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 06 სექტემბრის №5-- წერილი (ს.ფ. 88).

 

3.1.3. სს „ს---------------------------------ს“ 2018 წლის 17 სექტემბრის №1--- წერილით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარედგინა ზ-------------–---–ის 2017 წლის 15 აგვისტოს სიცოცხლის დაზღვევის პოლისი და ეცნობა, რომ სს „ვ---------------------ას“ მიმართ 2018 წლის 30 ივლისს მიწერილი წერილის პირველ აბზაცში მოხსენიებული 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა სს „ს-------------------------------ნსა“ და ბანკს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ზ-------------–---–ის სიცოცხლის დაზღვევის პოლისის გაცემა 2017 წლის 15 აგვისტოს. დაზღვევის პერიოდი 2017 წლის 15 აგვისტო - 2018 წლის 15 აგვისტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „ს---------------------------------ს“ 2018 წლის 17 სექტემბრის №1--- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 89-105).

 

3.1.4. 2018 წლის 24 სექტემბერს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა №5-- წერილით განმეორებით მიმართა სს „ს-------------------------------ნს“ და მოითხოვა ზ-------------–---–თან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება და ყველა მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაზღვევო მოწმობა-პოლისი, ხელშეკრულების თავსართი - „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“, განმარტება და სადაზღვევო პირობების თაობაზე მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ასევე, განმარტება სადაზღვევო პირობების მზღვეველის ვებ-გვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 24 სექტემბრის №5-- წერილი (ს.ფ. 106-107).

 

3.1.5. სს „ს---------------------------------ს“ 2018 წლის 28 სექტემბრის №1--- წერილით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარედგინა სს „ვ---------------------ასთან“ 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დანართები, ასევე, დაზღვეულზე გაცემული სადაზღვევო პოლისი. ამავე წერილით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ეცნობა, რომ ვინაიდან ვ---------------------ასთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა 2015 წლიდან, სამწუხაროდ გაიპარა ხარვეზი, რის გამოც კონკრეტულად სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში დაზღვეულზე გაიცემოდა მხოლოდ პოლისი და არ გაიცემოდა ხელშეკრულების თავსართი - „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“, ხოლო სადაზღვევო ხელშეკრულების და პირობების ვებ-გვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა ბმული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „ს---------------------------------ს“ 2018 წლის 28 სექტემბრის №1--- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 108-191).

 

3.1.6. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 05 ოქტომბრის №01/9-- მოხსენებითი ბარათის თანახმად, მ-------------ას განცხადების (დაზღვეული ზ-------------–---–ის სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით) მოკვლევის ფარგლებში წარმოებული კორესპონდენციის შესწავლის შედეგად დადგინდა, მზღვეველის - სს „ს---------------------------------ს“ მიერ ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელშეკრულების დედნის და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მომხმარებლისათვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა. კერძოდ, გამოვლინდა სს „ს---------------------------------ს“ მიერ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა - დარღვევის ე----ი ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 05 ოქტომბრის №01/9-- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 217-218).

 

3.1.7. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 05 ოქტომბრის №6-- წერილით სს „ს-------------------------------ნს“ ეცნობა, რომ ზ-------------–---–ის სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი 2018 წლის 17 სექტემბრის №1--- და 2018 წლის 28 სექტემბრის №1--- წერილებით და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა შემდეგი გარემოებები:

 

1. არ იდენტიფიცირდება დაზღვეულთან დადებული სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის დადების დამადასტურებლადაც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად) გაიცემა სადაზღვევო მოწმობა (პოლისი);

 

2. სამსახურში წარმოდგენილი, ზ-------------–---–ზე გაცემული, სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) სრულად არ ასახავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

 

3. მზღვეველის მიერ დარღვეულია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდგომ - ინსტრუქცია) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნა.

 

ამავე წერილში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიუთითა, რომ მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს გასაგები, არაორაზროვანი, კანონმდებლობის ფარგლებში და ურთიე----შესატყვისი, რაც დაზღვეული ზ-------------–---–ის მიმართ არ განხორციელებულა. ამდენად, სს „ს-------------------------------ნს“ მიეცა მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის რეკომენდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 05 ოქტომბრის №6-- წერილი (ს.ფ. 215-216).

 

3.1.8. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 09 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანებით სს „ს---------------------------------“ დაჯარიმდა, ზ-------------–---–ის სიცოცხლის დაზღვევიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით განცხადების განხილვის ფარგლებში გამოვლენილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტის გამო - 1--- (ე----ი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 09 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანება (ს.ფ. 219-220).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „ს---------------------------------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულება“; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს - ბრძანებას. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესზე“, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ურთიე----ობებს დაზღვევის სფეროში სადაზღვევო ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის IV თავი ითვალისწინებს სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას, კერძოდ, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერ ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 06 სექტემბერს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა №5-- წერილით მიმართა სს „ს-------------------------------ნს“ და მ-------------ას 2018 წლის 03 სექტემბრის №1--- საჩივართან დაკავშირებით არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიციის, ასევე, დაზღვევის ხელშეკრულების ასლის და მიზანშეწონილობის შემთხვევაში სხვა თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.

 

სს „ს---------------------------------ს“ 2018 წლის 17 სექტემბრის №1--- წერილით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარედგინა ზ-------------–---–ის 2017 წლის 15 აგვისტოს სიცოცხლის დაზღვევის პოლისი და ეცნობა, რომ სს „ვ---------------------ას“ მიმართ 2018 წლის 30 ივლისს მიწერილი წერილის პირველ აბზაცში მოხსენიებული 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა სს „ს-------------------------------ნსა“ და ბანკს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ზ-------------–---–ის სიცოცხლის დაზღვევის პოლისის გაცემა 2017 წლის 15 აგვისტოს. დაზღვევის პერიოდი 2017 წლის 15 აგვისტო - 2018 წლის 15 აგვისტო.

 

დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა №5-- წერილით განმეორებით მიმართა სს „ს-------------------------------ნს“ და მოითხოვა ზ-------------–---–თან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება და ყველა მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაზღვევო მოწმობა-პოლისი, ხელშეკრულების თავსართი - „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“, განმარტება და სადაზღვევო პირობების თაობაზე მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ასევე, განმარტება სადაზღვევო პირობების მზღვეველის ვებ-გვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით.

 

სს „ს---------------------------------ს“ 2018 წლის 28 სექტემბრის №1--- წერილით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარედგინა სს „ვ---------------------ასთან“ 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დანართები, ასევე, დაზღვეულზე გაცემული სადაზღვევო პოლისი. ამავე წერილით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ეცნობა, რომ ვინაიდან ვ---------------------ასთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა 2015 წლიდან, სამწუხაროდ გაიპარა ხარვეზი, რის გამოც კონკრეტულად სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში დაზღვეულზე გაიცემოდა მხოლოდ პოლისი და არ გაიცემოდა ხელშეკრულების თავსართი - „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“, ხოლო სადაზღვევო ხელშეკრულების და პირობების ვებ-გვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა ბმული.

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური უფლებამოსილია მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან ადმინისტრატორმა დაარღვია ამ კანონის ე-----ე----ი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე - არათანმიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საე----ო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევისა და დაზღვეულის ინტერესებს, შეუჩეროს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, შემოიღოს იძულებით ადმინისტრაციის რეჟიმი; ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლით დაკისრებული სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხეს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე კანონმდებელი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანამიმდევრულად გამოიყენოს მითითებული სანქციები. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას სასამართლო შეფასების საკითხს წარმოადგენს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 09 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანებით სს „ს---------------------------------“ დაჯარიმდა, ზ-------------–---–ის სიცოცხლის დაზღვევიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით განცხადების განხილვის ფარგლებში გამოვლენილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტის გამო - 1--- (ე----ი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომელიც არეგულირებს მზღვეველის მიერ მომხმარებლისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევის დროს სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს და ემსახურება სადაზღვევო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სისტემური რისკის კონტროლს, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და პოტენციური რისკების შემცირებას.

 

მითითებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე მზღვეველმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი და სადაც ეს შეუძლებელია (არაგონივრულად დიდ ძალისხმევას მოითხოვს ან ხელშეკრულება დადებულია დისტანციურად ელექტრონული საშუალებების გამოყენებით), ხელშეკრულების ასლი ან წვდომა მასზე. მზღვეველი ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური - „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სს „ს-------------------------------ნს“ მომხმარებლისთვის არ მიუწოდებია ხელშეკრულების დედანი (არ იდენტიფიცირდება დაზღვეულთან დადებული სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება) და არ წარუდგენია ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესს“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ორგანიზაციის და/ან მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ მზღვეველმა და/ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა დაარღვია კანონმდებლობა, ინსტრუქცია, დებულება, წესი, სამსახურის მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, რაც გათვალისწინებულია ამ წესის მე-2 მუხლით.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით, სამსახურის წესებით, ინსტრუქციებით, დებულებით, დადგენილებებით, წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან/და სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის თითოეულ შემთხვევაზე, მზღვეველი ჯარიმდება 1---- (ე----ი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სს „ს---------------------------------ს“ მიერ დარღვეულია ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულება დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე, ხოლო აღნიშნული პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მომხმარებლის უფლებებზე და იწვევს მის დარღვევას, სასამართლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გააჩნდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული სანქციების არათანამიმდევრულად გამოყენების უფლებამოსილება და გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი და „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქცია“. ამდენად, მოსარჩელის მიმართ სანქციის სახით ჯარიმის დაკისრება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებული მზღვეველის ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას სადავო სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანების დასაბუთებასთან მიმართებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ზემოაღნიშნული ბრძანებით ირკვევა, იგი გამოცემულია 2018 წლის 05 ოქტომბრის №01/9-- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სს „ს---------------------------------ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შინაარსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 05 ოქტომბრის №6-- წერილით, მითითებული დარღვევების თაობაზე ასევე ეცნობა სს „ს-------------------------------ნს“ და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, სს „ს-------------------------------ნთან“ მიმართებაში, სახეზე იყო „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, წარმოიშვა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 09 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანების გამოცემის და სს „ს---------------------------------ს“ დაჯარიმების საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული 2018 წლის 09 ოქტომბრის №01/1---ო ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სს „ს---------------------------------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე სს „ს---------------------------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია