გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/1111-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 20-9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელეები - ი-–-----------ე, გ----------------ე
მოსარჩელეების კანონიერი წარმომადგენელი - ლ-–----------ე
წარმომადგენელი - შ--–---------–---–ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ------------–---ი
მესამე პირი - ბმა „ზ------------“
წარმომადგენელი - ლ-–----------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისში, რ----------------ის ქ. 52-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--) რეგისტრირებული მონაცემები.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღდგინოს უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52-ში, I სართულზე მდებარე 10- კვ.მ. ავტოსადგომი (საკ/კოდი 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--) 20-8 წლის 24 იანვრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა და აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით კვლავ დარეგისტრირდეს ი-–-- და გ----------------ეების თანასაკუთრებაში (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 87-98).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ზ------------“-ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 20-2 წლის 14 სექტემბრის ამხანაგობა „ზ------------“-ის წევრთა კრების ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ზ--------ის ქუჩის ბოლოში ამხანაგობა „ზ------------“-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ბინების, არასაცხოვრებელი ფართების და ავტოსადგომების განაწილება (განშლა) მოხდეს ქ. თბილისის 20-2 წლის 06 სექტემბრის ქ. თბილისის არქიტექტურის ბრძანების (№3-----) საფუძველზე წარმოდგენილი დანართი სქემის მიხედვით (განშლის სქემა თან ერთვის წინამდებარე კრების ოქმს და წარმოდგენს მის განუყოფელ ნაწილს).
ზემოაღნიშნული კრების ოქმის დანართის თანახმად, ლ-–----------ეს (მცხ. ქ. თბილისი, ფ----------ს ქ. №14 ბ. №6) გადაეცა 17 ავტოსადგომი (ავტოფარეხი I სართული).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-2 წლის 14 სექტემბერის ამხანაგობა „ზ------------“-ის წევრთა კრების ოქმი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. II, ს.ფ. 208-20-9).
4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებებით, ამხანაგობა „ზ------------“-ის წევრთა კრების ოქმის №1-------- (დამოწმების თარიღი 14.09.20-2წ) საფუძველზე, უძრავ ნივთებზე, საკადასტრო კოდით: 0-.15.0-.0--.0--.0-.02.00-, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.003, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.00-, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.005, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.006, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-2, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-3, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-4, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-5, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-6 ლ-–----------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „რეგისტრაციის შესახებ“ №8----------6-03, №8------------03, №8------------03, №8------------03, №8------------03, №8------------03, №8------------03, №8------------03, №8----------1-03, №88-----------03, №8------------03, №8------------03, №8----------0-03 გადაწყვეტილებები და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. II, ს.ფ. 39-111).
4.1.3. 20-7 წლის 12 დეკემბერს ლ-–----------ემ №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 0-.15.0-.0--.0--.0-.02.00-, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.003, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.00-, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.005, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.006, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-2, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-3, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-4, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-5, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.0-6 საკადასტრო კოდებით მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისის, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოსადგომი №5, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა შპს „კი---------------------იის“ მიერ 20-7 წლის დეკემბრით დათარიღებული ავტოფარეხის და ავტოსადგომის აზომვითი ნახაზი (ქ. თბილისი, რ----------------ის ქ. №52, სართული I).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ-–----------ის 20-7 წლის 12 დეკემბრის №8----------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. II, ს.ფ. 112-117).
4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 12 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით ლ-–----------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამხანაგობა „ზ------------“-ის წევრთა კრების ოქმის №1-------- (დამოწმების თარიღი 14.09.20-2წ), ლ-–----------ის 20-7 წლის 12 დეკემბრის მიმართვისა და ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-3 წლის 0- ივლისის №ბ-12/1--------16 ბრძანების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისის, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოფარეხი, სართული I (879.70 კვ.მ.), საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, ლ-–----------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 12 დეკემბრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 118);
- 20-7 წლის 12 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. II, ს.ფ. 119-120).
4.1.5. 20-7 წლის 13 დეკემბერს გ----------------ემ №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 20-7 წლის 13 დეკემბერის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (მჩუქებელი - ლ-–----------ე, დასაჩუქრებულები - გ----------------ე და ი-–-----------ე), უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოფარეხი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-7 წლის 13 დეკემბრის №8----------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. II, ს.ფ. 121-131).
4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით გ----------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოფარეხი (საკადასტრო კოდი 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--) გ----------------ის და ლ-–----------ის თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 13 დეკემბრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 132);
- 20-7 წლის 13 დეკემბერის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. II, ს.ფ. 133-134).
4.1.7. 20-7 წლის 18 დეკემბერს ი-–-----------ემ №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, სართული I) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1. პ/მ ასლები, 2. 20-7 წლის 18 დეკემბრის შეთანხმება, 3. შიდა აზომვითი ნახაზი, 4. დაბადების მოწმობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-7 წლის 18 დეკემბრის №8----------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. II, ს.ფ. 135-142).
4.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 19 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით ი-–-----------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, სართული 1, ავტოფარეხი 879.70 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--), დაიყო 0-.15.0-.0--.0--.0-.02.50- და 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5-- საკადასტრო კოდების მქონე ორ დამოუკიდებელ უძრავ ნივთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 19 დეკემბრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 147);
- 20-7 წლის 19 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი 0-.15.0-.0--.0--.0-.02.50-) (ტ. II, ს.ფ. 143-144);
- 20-7 წლის 19 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--) (ტ. II, ს.ფ. 145-146).
4.1.9. 20-7 წლის 25 დეკემბერს გ----------------ის წარმომადგენელმა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოფარეხი) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2. დაბადების მოწმობები, 3. გამიჯვნის აზომვითი ნახაზი; 4. 20-7 წლის 26 დეკემბრის შეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-7 წლის 25 დეკემბრის №8----------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. II, ს.ფ. 148-156).
4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 25 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით გ----------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5-- დაიყო 8 (რვა) დამოუკიდებელ უფლების ობიექტად (საკადასტრო კოდები: 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.50-, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.505, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.508, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.509, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 25 დეკემბრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 158);
- 20-7 წლის 25 დეკემბრის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდები: 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.50-, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.505, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.508, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.509, 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--) (ტ. II, ს.ფ. 159- 174).
4.1.11. 20-8 წლის 11 იანვარს (10.0-.20-8წ.) შპს „კი---------------------იამ“ №1----/17 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ 20-7 წლის დეკემბრის თვეში ლ-–----------ის მიმართვის საფუძველზე მოამზადა ქ. თბილისში, რ----------------ის ქუჩა №52-ში მდებარე (ნაკვეთის ს.კ. 0-.15.0-.0--.0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის I სართულის ავტოფარეხის და ეზოს ავტოსადგომის აზომვითი გეგმა. ამავე წერილის თანახმად, აზომვითი ნახაზის დამუშავების შემდეგ ეზოს ავტოსადგომის ფართი გამოიყო დაშტრიხულად და წითელ ფერად 398.47 კვ.მ, სადაც დამატებით ნაჩვენებია აუზი პროექტის მიხედვით, შესაბამისად ეზოს ავტოსადგომის ფართი შეუძლებელია დარეგისტრირდეს I სართულის შიდა ფართად, რადგან რეგისტრირებული შენობის კონტურში არ შედის და შესაბამისად რეგისტრირებულ შენობას არ შეესაბამება და არ ემთხვევა, წარმოდგენილი კონფიგურაციით. წარმოდგენილ ეზოს ავტოსადგომს არ გააჩნია ფუნდამენტური გადახურვა და წარმოადგენს ღია სივრცეს. არ შეიძლება ღია სივრცე წარმოადგენდეს შენობა-ნაგებობას და არ ენიჭება სართულიანობა.
20-8 წლის 22 იანვარს შპს „კი---------------------იამ“ დამატებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ ღია ავტოსადგომი 10- კვ.მ. - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5-- ვერ დარეგისტრირდება როგორც შენობის I სართულად, ვინაიდან არ არის გადახურული. შესაბამისად, შპს „კი---------------------იამ“ ითხოვა წარდგენილი ნახაზების გათვალისწინება და შესაბამისი კორექტირება ფართების დაზუსტებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „კი---------------------იის“ 20-8 წლის 11 იანვრის №1----/17 წერილი (ტ. II, ს.ფ. 220-224);
- შპს „კი---------------------იის“ 20-8 წლის 22 იანვრის წერილი და თანდართული აზომვითი ნახაზი (ტ. II, ს.ფ. 184-187).
4.1.12. 20-8 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „კი---------------------იის“ 20-8 წლის 11 იანვრის (10.0-.20-8წ.) №1----/17 და 20-8 წლის 22 იანვრის წერილების საფუძველზე, მიიღო №8----------- პირობითი განცხადება, რომლითაც განმცხადებელი საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას ითხოვდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-8 წლის 24 იანვრის განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 117-118).
4.1.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით №8----------- განცხადება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს „კი---------------------იის“ 20-8 წლის 11 იანვრის და 22 იანვრის მიმართვის საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოსადგომი, სართული 1, 10-.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, გაუქმდა გ----------------ის და ი-–-----------ის თანასაკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 103);
- 20-8 წლის 24 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 10--102).
4.1.14. 20-8 წლის 15 თებერვალს ლ-–----------ემ (ი-–-- და გ----------------ეების კანონიერი წარმომადგენელი) №1-----/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5-- და 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5-- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და მათზე გ----------------ისა და ი-–-----------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-8 წლის 15 თებერვლის №1-----/17 ადმინისტრაციული საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 227-265).
4.1.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილსა და 185-ე მუხლის შესაბამისად, ლ-–----------ეს უარი ეთქვა 20-8 წლის 15 თებერვლის №1-----/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 266-267).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-–-----------ის და გ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი,7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე საკანონმდებლო აქტის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის №8------------03 და 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფი-–--, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაცია, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობების თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.“ საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი, საკუთრების უფლების იგნორირება გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა.“
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენი-–--, რომ 20-8 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „კი---------------------იის“ 20-8 წლის 11 იანვრის (10.0-.20-8წ.) №1----/17 და 20-8 წლის 22 იანვრის წერილების საფუძველზე, მიიღო №8----------- პირობითი განცხადება, რომლითაც განმცხადებელი საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას ითხოვდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით №8----------- განცხადება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს „კი---------------------იის“ 20-8 წლის 11 იანვრის და 22 იანვრის მიმართვის საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოსადგომი, სართული 1, 10-.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, გაუქმდა გ----------------ის და ი-–-----------ის თანასაკუთრების უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის №8------------03 „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორების მოთხოვნით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52-ში (საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--), ღია ავტოსადგომს წარმოადგენდა და ვერ დარეგისტრირდებოდა როგორც I სართული. სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად გ----------------ის და ი-–-----------ის თანასაკუთრების უფლების გაუქმებას.
სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზად მიიჩნევა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებული იმგვარი ხარვეზი, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა და გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მინიჭებული უფლება გაასწოროს დაშვებული შეცდომა, მოიცავს ტექნიკურ ან გამოთვლის დროს დაშვებული, ასევე დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით გამოწვეული შეცდომის გასწორების შესაძლებლობას და დაუშვებელია უსწორობის გასწორებამ მოიცავს იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც არსებით გავლენას ახდენს რეგისტრირებულ უფლებაზე. მით უფრო დაუშვებელია ტექნიკური ხარვეზის შესწორების ფარგლებში განხორციელდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების გაუქმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორების მოთხოვნით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანო არ იყო უფლებამოსილი უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, ავტოსადგომი, სართული 1, 10-.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, მიეღო საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, შპს „კი---------------------იამ“ 20-8 წლის 22 იანვრის წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს კორექტირებული აზომვითი ნახაზი წარუდგინა და იმ საფუძვლით, რომ ღია ავტოსადგომი (10-.კვ.მ, საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--) არ წარმოადგენდა შენობის პირველ სართულს, წარდგენილი ნახაზის საფუძველზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებაზე მიუთითა. მითითებული გარემოება ასევე დადაასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს „კი---------------------იის“ წარმომადგენელმა - როსტომ კირკიტაძემ და განმარტა, რომ 20-8 წლის 11 იანვრის (10.0-.20-8წ. №1----/17) და 22 იანვრის წერილები და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესწორების მიზნით იქნა წარდგენილი.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები - ამხანაგობა „ზ------------“-ის 20-2 წლის 14 სექტემბრის წევრთა კრების ოქმი და ასევე 20-7 წლის 13 დეკემბერის ჩუქების ხელშეკრულება ძალაშია და კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოში ასევე წარდგენი-–-- კორექტირებული აზომვითი ნახაზი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტირებელმა ორგანომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე არსებობს თუ არა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, რ----------------ის ქუჩა №52, საკადასტრო კოდი - 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5--, შესწორებული ამონაწერის გაცემის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსი-–-- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
7.4. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ასევე სადავოდ ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენი-–--, რომ 20-8 წლის 15 თებერვალს ლ-–----------ემ (ი-–-- და გ----------------ეების კანონიერი წარმომადგენელი) №1-----/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5-- და 0-.15.0-.0--.0--.0-.02.5-- საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და მათზე გ----------------ისა და ი-–-----------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილსა და 185-ე მუხლის შესაბამისად, ლ-–----------ეს უარი ეთქვა 20-8 წლის 15 თებერვლის №1-----/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლო 20-1 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „საკასაციო სასამართლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება.
გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენი-–--, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
შესაბამისად მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს არარსებობის მოტივით, შეუძლებელია თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არის არასწორი და არ გამომდინარეობს სზაკ-ის მოთხოვნებიდან.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტება და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ ვერ გამორიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.
საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ზემომითითებული მსჯელობა არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციული კონტროლის პროცესში დასაშვებია პირის სუბიექტური უფლებების ხელყოფა. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით განხორციელებული წარმოების გაგრძელებას, რომლის მიზანია ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აღსანიშნავია, რომ ლ-–----------ე (ი-–-- და გ----------------ეების კანონიერი წარმომადგენელი) 20-8 წლის 15 თებერვლის №1-----/17 ადმინისტრაციული საჩივრით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება) ბათილად ცნობას. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ ადასტურებს საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას. სასამართლო განმარტავს, რომ საჩივარი არის პირის უფლების დაცვის საშუალება, ხოლო საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ი-–-----------ეს და გ----------------ეს აუნაზღაუროს მოცემულ საქმეზე სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი-–-----------ის და გ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 24 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 22 თებერვლის №9---- გადაწყვეტილება.
4. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელეების - ი-–-----------ის და გ----------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია