განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117001981727
N1/99-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-----------------ე, დაბადებული 1----–-–---- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზ------------------------------–-----------------------------, N9;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია); 2) საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - 2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2017 წლის 9------, დაახლოებით 08:00 საათზე, ზ------------------------------–----------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ-----------------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - ი--------------ეს ორივე ხელი მოუჭირა კისერში, ჩამოკაწრა სახე და უკბინა მარჯვენა ყურზე. დ-----------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ი--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2017 წლის 9------, დაახლოებით 08:00 საათზე, ზ------------------------------–----------------–ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, დ-----------------ეს, მამის - ი--------------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---------------მ განაცხადა, რომ დ-----------------ე არის მისი ძმის ი--------------ის შვილი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–----------------–ი.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----–---------ემ განაცხადა, რომ დ-----------------ე არის მისი შვილის - ი--------------ის შვილი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–----------------–ი.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ-----------------ემ განაცხადა, რომ ი--------------ე არის მამამისი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–----------------–ი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-----------------ე და დაზარალებული ი--------------ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---------------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ ქ----- ს-------ში მამასთან - ჯ----–---------ესთან, ძმასთან - ი--------------ესთან, რძალთან - ხ-------------------ესთან და ძმისშვილთან - დ-----------------ესთან ერთად. 2017 წლის 9------, დილით, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ი--------------ეს და დ-----------------ეს შორის მოხდა ჩხუბი. დ-------იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას, ი--------------ეს, კერძოდ ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის არეში. ჩაერია ჩხუბში და გააშველა ისინი, ასევე ჩხუბში, გაშველების მიზნით ჩაერთო ხ-------------------ე. დ-------იმ და ი-----მა იჩხუბეს, როგორც სახლში, ასევე, აივანზე, სადაც დ-------იმ მამას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩხუბი დაახლოებით 2-3 წუთი გრძელდებოდა. როდესაც სიტუაცია დაწყნარდა, დ-------ი შევიდა დასაძინებლად, ხოლო ი-----ი შევიდა მეორე ოთახში. სახლში ყოფნის დროს, ი-----ი ხმაურობდა, რის გამოც დ-------იმ გაიღვიძა და მამასა და შვილს შორის ისევ დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც დ-------იმ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ი-----ს, როგორც სახის, ასევე ტანის არეში, მაგრამ კონკრეტულად სად, არ იცის. კვლავ, ის და ხ------ა ჩაერივნენ ჩხუბში და გააშველეს დ-------ი და ი-----ი. ჩხუბი დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, დ-------ი ტიროდა, იძახდა „მამაჩემი გავლახეო“.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----–---------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ ქ----- ს-------ში შვილებთან - ი----- და ი---------------ებთან, რძალთან - ხ-------------------ესთან და შვილიშვილთან - დ-----------------ესთან ერთად. 2017 წლის 9------, დილის საათებში იმყოფებოდა სახლში, ეზოში, ბოსელში და უვლიდა საქონელს. შემოესმა ხმაური, დაინახა, რომ მამა-შვილი კამათობდნენ და იქ იყო მისი რძალიც. სახლში, აივანზე, დ-------ი და ი-----ი ხელებით „ეკონწიალებოდნენ“ ერთმანეთს. ჩხუბში, კონფლიქტში ჩართული იყვნენ ხ------ა და ი----ე, აშველებდნენ. ჩხუბი დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–-------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 8-----ს, შვილიშვილი გამოიყვანა სამშობიაროდან და აღნიშნულის გამო ჰქონდა სუფრა, სადაც იმყოფებოდა დ-----------------ე, რომელმაც რამდენიმე ჭიქა დალია. მეორე დღეს, 9------, წამლების საყიდლად იყო წასული და როდესაც დაბრუნდა სახლში, დაინახა, რომ დ---------ის სახლთან იდგა სასწრაფოს და პოლიციის მანქანები. ადგილზე მისულმა, ნახა, რომ დ-----------------ე პოლიციას ჰყავდა დაკავებული, ხოლო მამამისი, იწვა სასწრაფოს მანქანაში. მოწმის განმარტებით როგორც ადგილზე გაიგო, დ-------ისა და ი-----ს შორის მოხდა კონფლიქტი.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 9------, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხ-------------------ის ტირილი და ხმაური. როდესაც ადგილზე მივიდა, იქ უკვე პოლიცია და სასწრაფო მისული იყო. როგორც გაარკვია, მამასა და შვილს შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა რის გამო, მისთვის უცნობია.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------------–-–---–მა განაცხადა, რომ დ-----------------ე მუშაობს მის მაღაზიაში დამხმარედ. 2017 წლის 9------, მაღაზიაში უნდა მიეტანა სასუქი, თუმცა ვერ შეძლო. ამიტომ, დილით, დ-------ი გაუშვა სახლში. მეორე დღეს, როდესაც დ-------ი არ მივიდა სამსახურში, დაურეკა ტელეფონზე, თუმცა გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ, დაურეკა დ-------ის მამას, რომელმაც უთხრა, რომ მას და დ-------ის მოუვიდა კონფლიქტი და იყო საავადმყოფოში. დეტალები თუ რა მოხდა და რატომ იყო საავადმყოფოში, ი--------------ისთვის არ უკითხავს.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ჯ---ჰ---------–-ში“, მედდად. 2017 წლის 9------, სამსახურში ყოფნის დროს, მიყვანილი იქნა პაციენტი ი--------------ე, რომელსაც წელის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, ნაჩხვლეტის სახით. მოწმის განმარტებით, როგორც ი--------------ისგან გაიგო, მას უთანხმოება მოუვიდა ოჯახის წევრთან, თუმცა დაზიანება ვინ მიაყენა, არ იცის, არ უკითხავს.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ჯ--- ჰ---------–-ში“. 2017 წლის 9------, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი ი--------------ე. პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება, მკურნალობა და გაწერილი იქნა ბინაზე. მოწმის განმარტებით, ი--------------ეს შუბლზე ნაჭდევები ემჩნეოდა.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------–-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს „ჯ--- ჰოსპოტალსში“ ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 2017 წლის 9------, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, მიყვანილი იქნა პაციენტი ი--------------ე. მოწმის განმარტებით, პაციენტს, სახის არეში ემჩნეოდა სისხლნაჟღენთები.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული ი--------------ე და მოწმე მ--------–--ე. ასევე, ამოიღო დაზარალებულის ტანსაცმელი.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო დ-----------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ტანსაცმელები, დანიშნა ექსპერტიზები, შეადგინა ნიმუშის აღების ოქმები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო დ---------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ-----------------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------------------------------–----------------–ი, მამასთან - დ-----------------ესთან, დედასთან - ხ-------------------ესთან, ბაბუასთან -ჯ----–---------ესთან და მამიდასთან - ი---------------სთან ერთად. 2017 წლის 9------, დილის საათებში, იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც მასთან ოთახში შევიდა მამა - ი--------------ე, რომელსაც თან შეჰყვა ბაბუა - ჯ----–---------ე. ი-----მა უთხრა, რომ დაჭრილი იყო, ამდგარიყო და მიეხედა ძაღლისათვის. იგივე მითითება მიიღო ბაბუისგანაც. როდესაც გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ ეზოში იყო პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები. მივიდა ძაღლთან და ნახა, რომ ის დაბმული იყო. ამის შემდეგ, პოლიციელებმა წაიყვანეს განყოფილებაში. ვინაიდან იყო ძალიან ცუდად, წინა დღის ნასვამი, ამასთან საჭმელი არ ჰქონდა მიღებული გახდა ცუდად, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გაეწია შესაბამისი დახმარება. აღნიშნულის შემდეგ, კვლავ დააბრუნეს განყოფილებაში, სადაც დაკითხეს. შემდეგ გააცნეს დაკავების ოქმი, დოკუმენტები და დააკავეს. 2017 წლის 9------, მას ი--------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
19. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი--------------ემ და მოწმე ხ-------------------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 09.05.2017წ. 23:47სთ-23:55სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. დ-----------------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და ნაკაწრის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანება ნაკაწრის სახით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–-–---–მა.
21. 2017 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, მოწმე ხ-------------------ის ჩვენების მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები გავიდნენ ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს შენობიდან, სოფელ ქ----- ს-------ს მიმართულებით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, მივიდნენ ხ-------------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მიუთითა ხ-------------------ემ სახლის მეორე სართულზე ოთახი, სადაც ის იყო დაწოლილი და დილით გაიგონა პირველი სართულიდან მისი შვილისა და მისი მეუღლის ჩხუბის ხმა. ამის შემდეგ მიუთითა მისაღებ დარბაზში და განმარტა, რომ ამ ადგილზე მოხდა დ-------ისა და ი-----ის ჩხუბი, სადაც გააშველეს.
22. 2017 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები გამოცხადდნენ ზ------------------------------–----------------–ი, მოწმე ი----ე კ-------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ი---------------მ მიუთითა სახლის პირველ სართულზე, მისაღებ დარბაზში ადგილი, სადაც მოხდა ი-----ისა და დ-------ის ფიზიკური დაპირისპირება და განმარტა, რომ იმ ადგილზე გააშველა მან და ხ------ამ ისინი.
23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯ--- ჰ---------–-“-ის ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №2995-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა №4246 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 11.05.2017)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ი--------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.05.2017წ-ს 09:49სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 11.05.2017წ-ს 10:00სთ-ზე. დიაგნოზით: თირკმლის ტრავმა, ზურგის ქ----- ნაწილის ღია ჭრილობა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა ნაჭდევები სახის და შუბლის არეში.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ნაჭდევების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ.
24. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
25. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება დ-----------------ის მიერ, წარდგენილი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს დ-----------------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს ბრალდებულის (დაცვის მხარის) პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს ბრალდებულის (დაცვის მხარის) პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა დ-----------------ის მხრიდან დაზარალებულ ი--------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 9------, დაახლოებით 08:00 საათზე, ზ------------------------------–----------------–ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, დ-----------------ეს, მამის - ი--------------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
28. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
29. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ-----------------ის მიერ ი--------------ის მიმართ 2017 წლის 9------ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მოწმეების ი----ე კ-------ის და ჯ----–---------ის ჩვენებები. მოწმე ი---------------მ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 9------, მან და მისმა რძალმა, ხ-------------------ემ გააშველეს მამა შვილი დ-----------------ე და ი--------------ე ჩხუბის დროს. დ-------იმ ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა მამას და დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მოწმე ჯ----–---------ემ კი განაცხადა, რომ როდესაც იმყოფებოდა ბოსელში, დაინახა, რომ მამა შვილს, დ-------ის და ი-----ს შორის იყო „კონწიალი“ ხელებით. მოწმეებმა გ---------------ემ და გ---------–-----–---–მა კი დაადასტურეს, რომ პაციენტ ი--------------ეს, სახეზე და თავის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ერთობლიობა მოწმეების ი----ე კ-------ის, ჯ----–---------ის, გ---------------ის და გ---------–-----–---–ის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, აშკარად მიუთითებს დ-----------------ის მხრიდან ი--------------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, თუმცა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. სსკ 1261 მუხლი კომპლექსური ნორმაა და სამივე კომპონენტი ძალადობა (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ერთობლივად უნდა იყოს სახეზე. მათგან ერთერთის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების სსკ 1261 მუხლით კვალიფიკაციას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი--------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ 2017 წლის 9------, დ-----------------ის მხრიდან განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულ ი--------------ის ფიზიკური ტკივილი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოწმეებს, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, არ განუცხადებიათ, რომ ი.კ-------ემ მათ უთხრა, რომ როდესაც დ---------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული, არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული.
30. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, დ-----------------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ დაადგინა:
31. 2017 წლის 9------, დილის საათებში, ზ------------------------------–----------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ-----------------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - ი--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მომხდარი ჩხუბის დროს, დ-----------------ემ, მამას - ი--------------ეს დაარტყა დიდი ზომის ლურსმანი ერთხელ წელის არეში მარცხნივ, მეთორმეტე ნეკნის პროექციაზე, რის შედეგადაც ი--------------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---------------მ განაცხადა, რომ დ-----------------ე არის მისი ძმის ი--------------ის შვილი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–----------------–ი.
33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----–---------ემ განაცხადა, რომ დ-----------------ე არის მისი შვილის - ი--------------ის შვილი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–----------------–ი.
34. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ-----------------ემ განაცხადა, რომ ი--------------ე არის მამამისი და ისინი ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–----------------–ი.
35. საქართველოს სსკ 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
36. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-----------------ე და დაზარალებული ი--------------ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:
37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---------------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ ქ----- ს-------ში, მამასთან - ჯ----–---------ესთან, ძმასთან - ი--------------ესთან, რძალთან - ხ-------------------ესთან და ძმისშვილთან - დ-----------------ესთან ერთად. 2017 წლის 9------, დილით, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მამა შვილს ი----- და დ-------ის შორის მოხდა ჩხუბი. დ-------იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას, ი--------------ეს. ჩაერია ჩხუბში და გააშველა ისინი, ასევე ჩხუბში, გაშველების მიზნით ჩაერთო ხ-------------------ე. როდესაც სიტუაცია დაწყნარდა, დ-------ი შევიდა დასაძინებლად, ხოლო ი-----ი შევიდა მეორე ოთახში. სახლში ყოფნის დროს, ი-----ი ხმაურობდა, რის გამოც დ-------იმ გაიღვიძა და მამასა და შვილს შორის ისევ დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც დ-------იმ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ი-----ს, როგორც სახის, ასევე, ტანის არეში, მაგრამ კონკრეტულად სად, არ იცის. კვლავ, ის და ხ------ა ჩაერივნენ ჩხუბში და გააშველეს დ-------ი და ი-----ი. ჩხუბი დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ი-----ი და ხ------ა გავიდნენ აივანზე, ი-----ი იძახდა გვერდი მტკივაო, ხოლო დ-------ი ტიროდა, მამაჩემი გავლახეო. როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა რაღაც ბლაგვი, წვრილი, „ფიწლის თითის“ მაგვარი, წვეტიანი საგანი. მოწმის განმარტებით, სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ი--------------ე სახლში საავადმყოფოდან და მისთვის არ უკითხავს არაფერი. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ი----ე კ-------ის მიერ გამოძიებაში 2017 წლის 9------ მიცემული ჩვენების (ტომი 1, ს.ფ. 3-5) ამონარიდები, თუმცა მოწმემ არ დაადასტურა მასში მითითებული გარემოებები, კერძოდ, ხ-------------------ისგან დეტალების დაზუსტების შესახებ.
38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----–---------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ ქ----- ს-------ში, შვილებთან - ი----- და ი---------------ებთან, რძალთან - ხ-------------------ესთან და შვილიშვილთან - დ-----------------ესთან ერთად. 2017 წლის 9------, დილის საათებში იმყოფებოდა სახლში, ეზოში, ბოსელში და უვლიდა საქონელს. შემოესმა ხმაური, დაინახა, რომ მამა-შვილი კამათობდნენ და იქ იყო მისი რძალიც. სახლში, აივანზე, დ-------ი და ი-----ი ხელებით „ეკონწიალებოდნენ“ ერთმანეთს. ჩხუბში, კონფლიქტში ჩართული იყვნენ ხ------ა და ი----ე, აშველებდნენ. ჩხუბი დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. შემდეგ კი დ-------იმ გამოიძახა სასწრაფო. დ-------ი დაღონებული იყო, იძახდა, მგონი დავჭერი ი-----იო. ი-----ს, სასწრაფომ ადგილზე გაუწია დახმარება და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ი-----ი იძახდა გვერდი მტკივაო, დაზიანება დიტომ მომაყენაო. მოწმის განმარტებით, დაზიანება რით ჰქონდა მიყენებული ი-----ს, მისთვის უცნობია.
39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–-------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 8-----ს, შვილიშვილი გამოიყვანა სამშობიაროდან და აღნიშნულის გამო ჰქონდა სუფრა, სადაც იმყოფებოდა დ-----------------ე, რომელმაც რამდენიმე ჭიქა დალია. მეორე დღეს, 9------, წამლების საყიდლად იყო წასული და როდესაც დაბრუნდა სახლში, დაინახა, რომ დ---------ის სახლთან იდგა სასწრაფოს და პოლიციის მანქანები. ადგილზე მისულმა, ნახა, რომ დ-----------------ე პოლიციას ჰყავდა დაკავებული, ხოლო მამამისი, იწვა სასწრაფოს მანქანაში, იყო დაჭრილი. მოწმის განმარტებით როგორც ადგილზე გაიგო, დ-------ისა და მამამისს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც შუაში ჩადგა დ-------ის დედა, ხ------ა, რომელმაც, ასევე, მიიღო დაზიანებები.
40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 9------, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხ-------------------ის ტირილი და ხმაური. როდესაც ადგილზე მივიდა, იქ უკვე პოლიცია და სასწრაფო მისული იყო. ადგილზე გაიგო, რომ ს----- (იგივე ი--------------ე) დაჭრილი იყო და წაიყვანა სასწრაფომ. როგორც გაარკვია, მამასა და შვილს შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა რის გამო მისთვის უცნობია.
41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------------–-–---–მა განაცხადა, რომ დ-----------------ე მუშაობს მის მაღაზიაში დამხმარედ. 2017 წლის 9------, მაღაზიაში უნდა მიეტანა სასუქი, თუმცა ვერ შეძლო. ამიტომ, დილით, დ-------ი გაუშვა სახლში. მეორე დღეს, როდესაც დ-------ი არ მივიდა სამსახურში, დაურეკა ტელეფონზე, თუმცა გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ, დაურეკა დ-------ის მამას, რომელმაც უთხრა, რომ მას და დ-------ის მოუვიდა კონფლიქტი და იყო საავადმყოფოში. დეტალები თუ რა მოხდა და რატომ იყო საავადმყოფოში, ი--------------ისთვის არ უკითხავს.
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ჯ--- ჰ---------–-ში“. 2017 წლის 9------, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი ი--------------ე, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხნივ, თირკმლის არეში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დადგენილი იქნა, რომ დაზიანებული იყო თირკმელი. პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება, მკურნალობა და გაწერილი იქნა ბინაზე. მოწმის განმარტებით, როგორც პაციენტისგან იცის, მას ჩხუბი მოუვიდა შვილთან, რომელმაც გაუყარა ლურსმანი.
43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------–-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს „ჯ--- ჰ---------–-ში“ ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 2017 წლის 9------, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, მიყვანილი იქნა პაციენტი ი--------------ე, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა წელის არეში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დადგენილი იქნა, რომ დაზიანებული იყო თირკმელი. მოწმის განმარტებით, პაციენტმა უთხრა, რომ დაზიანება მიაყენა შვილმა ე.წ. „ლურსმანით“.
44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს „ჯ---ჰ---------–-ში“, მედდად. 2017 წლის 9------, სამსახურში ყოფნის დროს, მიყვანილი იქნა პაციენტი ი--------------ე, რომელსაც წელის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, ნაჩხვლეტის სახით. სანიტარული დამუშავების დროს, მან გახადა ი.კ-------ეს ზედა, რომელსაც, ასევე, აღენიშნებოდა დაზიანება ნაჩხვლეტის სახით. ი.კ-------ის მაისურს ის ინახავდა. რამდენიმე ხანში, მასთან მივიდა გამომძიებელი ლ-–---------–-–---–ი, რომელმაც მისგან ამოიღო ი.კ-------ის მაისური. ადგილზე შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული მაისური. მოწმის განმარტებით, როგორც ი--------------ისგან გაიგო, მას უთანხმოება მოუვიდა ოჯახის წევრთან, თუმცა დაზიანება ვინ მიაყენა, არ იცის, არ უკითხავს.
45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 9------, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა დაჭრის ფაქტს, გამომძიებელ კ.ღ------ესთან ერთად გამოცხადდა სოფელ ქ----- ს-------ში, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, როგორც ექსპერტმა. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა დასაკეცი დანა და რკინის, მოგრძო ფორმის და მრგვალი დეტალი. ასევე, მოახდინა ფოტოგადაღება. ადგილზე, შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
46. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 9------, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 08:30 საათზე მიღებული იქნა შეტყობინება, რომ სოფელ ქ----- ს-------ში, დ-----------------ემ დაჭრა მამა. აღნიშნულზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულებს, დახვდათ დ---------ის მამიდა, ი---------------, რომელმაც განუმარტათ, რომ დ---------ემ დაჭრა მამა, ი--------------ე. ადგილზე, დაკავებული იქნა დ---------ე, რომელსაც ასევე, ჩაუტარდა პირადი ჩრეკა. დ---------ემ, დაკავების ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. შემდეგ, დ---------ე გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
47. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული ი--------------ე და მოწმე მ--------–--ე. ასევე, ამოიღო დაზარალებულის ტანსაცმელი.
48. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------–------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტების მონაწილეობით, ნიმუშები აუღო ბრალდებულს და დაზარალებულს, შეადგინა შესაბამისი ოქმები. ასევე, დაკითხა ბრალდებული დ-----------------ე.
49. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის მაისის თვეში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 9------, მოწმის სახით დაკითხა გ---------–-----–---–ი.
50. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ--–---------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ, დეტექტივების განყოფილების უფროსად. 2017 წლის 9------, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ზ------------------------------–----------------–ი, შემთხვევის ადგილზე. მამიდის მითითებით, რომ დაზიანება მიაყენა მამას, ბასრი საგნით, ადგილზე დაკავებული იქნა დ-----------------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა არაფერი ამოღებულა.
51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყი დ-----------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ტანსაცმელები, დანიშნა ექსპერტიზები, შეადგინა ნიმუშის აღების ოქმები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო დ---------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
52. დ-----------------ის მიმართ ჩატარებული ნარკოლოგიური და ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–-–---–მა.
53. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი--------------ემ და მოწმე ხ-------------------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
54. 2017 წლის 9 მაისის, ი--------------ის საცხოვრებელი სახლის და ეზოს დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ზ------------------------------–----------------–ი ი--------------ის საცხოვრებელი სახლი და ეზო..... ოთახში დასავლეთ მხარეს, კედელთან დგას ხის საწოლი, რომელზედაც გადაფარებულია ადიელა. ი----ე კ-------ის მითითებით, აღნიშნულ საწოლზე ეძინა დ-----------------ეს..... დარბაზიდან ხის კარი გადის სამზარეულო ოთახში, სადაც ი---------------მ მიუთითა კარადის წინ ადგილი და განმარტა, რომ დანის წართმევის შემდეგ დ-------იმ მამამისს, ი-----ს ამ ადგილზე დაარტყა რაღაც საგანი ფერდში, მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც გარეთ ეზოში, მეორე სართულის კიბესა და დამხმარე სათავსოს შორის მიუთითა ადგილი, სადაც ბალახებში ეგდო ლითონის ღერო და განმარტა, რომ ი-----ს გამოაძრო ეს საგანი ფერდიდან მისმა მეუღლემ და დააგდო ამ ადგილზე. დათვალიერების დროს, სახლის ეზოში, მეორე სართულის კიბესა და დამხმარე სათავსოს შორის, ამოღებული იქნა მიწაზე დაგდებული ლითონის წვერიანი ღერო.
55. 2017 წლის 9 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მედდა მ-----------–--ისგან, ამოღებული იქნა ი--------------ის ტანსაცმელი შავი ფერის სვიტერი, რომელიც მას ტანზე ეცვა საავადმყოფოში მიყვანისას. სვიტერს უკანა ქვემოთა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება. სვიტერი ამოღებულ იქნა და დაილუქა პოლიეთილენის პარკში №33/10 (აღნიშნული სვიტერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).
56. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 09.05.2017წ. 23:47სთ-23:55სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. დ-----------------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და ნაკაწრის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანება ნაკაწრის სახით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–-–---–მა.
57. 2017 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, მოწმე ხ-------------------ის ჩვენების მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები გავიდნენ ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს შენობიდან, სოფელ ქ----- ს-------ს მიმართულებით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ ხ-------------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ხ-------------------ემ მიუთითა სახლის მეორე სართულზე ოთახი, სადაც ის იყო დაწოლილი და დილით გაიგონა პირველი სართულიდან მისი შვილისა და მისი მეუღლის ჩხუბის ხმა. ამის შემდეგ, მიუთითა მისაღებ დარბაზში და განმარტა, რომ ამ ადგილზე მოხდა დ-------ისა და ი-----ის ჩხუბი, სადაც გააშველეს. შემდეგ მიუთითა სახლის წინ ბეტონიანი აივანი და განმარტა, რომ ამ ადგილზე გამოსული ი-----ი იძახდა, დ-------იმ დამჭრაო და აქ ამოაძრო ფერდიდან მან ი-----ს ლურსმანი, რომელიც გადააგდო იქვე და მიუთითა ადგილი, მეორე სართულის კიბესა და სახლის სამხრეთ მხარეს არსებულ დამხმარე სათავსოს შორის მიწაზე და განმარტა, რომ ამ ადგილზე დაეცა მის მიერ გადაგდებული ი-----ის ფერდიდან ამომძვრალი ლურსმანი.
58. 2017 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები გამოცხადდნენ ზ------------------------------–----------------–ი მოწმე ი----ე კ-------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ი---------------მ მიუთითა სახლის პირველ სართულზე, მისაღებ დარბაზში ადგილი, სადაც მოხდა ი-----ისა და დ-------ის ფიზიკური დაპირისპირება და განმარტა, რომ იმ ადგილზე გააშველა მან და ხ------ამ ისინი. შემდეგ მიუთითა ადგილი, სახლის უკანა მხარეს, სამზარეულოს მხარეს, ღია აივანზე და განმარტა, რომ იმ ადგილზე წაართვა პატარა ზომის დასაკეცი დანა დ-------ის ხელიდან. შემდეგ მიუთითა მისაღებ დარბაზში საწოლი და განმარტა, რომ იმ საწოლზე დაწვა ისევ გაშველების შემდეგ დ-------ი. ამის შემდეგ, მიუთითა სამზარეულო ოთახში კარადის წინ ადგილი, სადაც დგას მაცივარი და ხის კარადა, რომლის კედლებზე რაიმე წამახვილებული საგანი ან რაიმე ლურსმნის მაგვარი არ იყო. ასევე, კედლებზეც არაფერი იყო ლურსმნისა და წამახვილებული საგნის მსგავსი. ამ ადგილზე განმარტა, რომ მარცხენა ფერდში დაარტყა ხელით რაღაც დ-------იმ ი-----ს, მაგრამ რა დაარტყა ვერ დაინახა. რის შემდეგაც ი-----ი გავიდა გარეთ, ბეტონის აივანზე და იქ შეხვდა ხ------ა, სადაც მისი განმარტებით გამოაძრო ფერდიდან ლურსმანი და გადააგდო იქვე მიწაზე.
59. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯ--- ჰ---------–-“-ის ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №2995-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა №4246 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 11.05.2017) წელის არეში, მარცხნივ, 12 ნეკნის პროექციაზე, ხერხემალთან 5 სანტიმეტრში აღენიშნება 0.5X0.5სმ ზომის უსწოროკიდეებიანი ჭრილობა) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ი--------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.05.2017წ-ს 09:49სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 11.05.2017წ-ს 10:00სთ-ზე. დიაგნოზით: თირკმლის ტრავმა, ზურგის ქ----- ნაწილის ღია ჭრილობა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა ნაჭდევები სახის და შუბლის არეში.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ნაჭდევების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ.
60. 2017 წლის 16 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ კ------------ის მიერ, დათვალიერებული იქნა სსიპ 112-დან გამოგზავნილი ორი აუდიო ჩანაწერი, რომელიც განხორციელებულია 2017 წლის 9------, ი--------------ეს და 112-ის ოპერატორს და ქალბატონსა და 112-ის ოპერატორს შორის. საუბრის დროს როგორც ი--------------ე, ასევე, ქალბატონი უცხადებენ 112-ის ოპერატორს, რომ ი--------------ე დაჭრილია დანით, არის მძიმე მდგომარეობაში და ითხოვენ სასწრაფო დახმარებას.
61. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N171/ტრ დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის №052090517001 საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ:
- ი--------------ის სვიტერზე არსებული გამჭოლი მექანიკური დაზიანების კვალი წარმოადგენს ქსოვილის გლეჯას, რაც შესაძლებელია მიყენებული იყოს 5მმ განივი პარამეტრების მქონე დამაზიანებელი საგნის შედეგად, არ ეწინააღმდეგება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტ №2-ში არსებული ლითონის ღეროს ხაზობრივ პარამეტრებს, ან სხვა მახვილწვერიანი (საგანი), რომელსაც არ გააჩნია მჭრელი პირი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გივი ხინგავამ.
62. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ-----------------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------------------------------–----------------–ი, მამასთან - დ-----------------ესთან, დედასთან - ხ-------------------ესთან, ბაბუასთან -ჯ----–---------ესთან და მამიდასთან - ი---------------სთან ერთად. 2017 წლის 9------, დილის საათებში, იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც მასთან ოთახში შევიდა მამა - ი--------------ე, რომელსაც თან შეჰყვა ბაბუა - ჯ----–---------ე. ი-----მა უთხრა, რომ დაჭრილი იყო, ამდგარიყო და მიეხედა ძაღლისათვის. იგივე მითითება მიიღო ბაბუისგანაც. როდესაც გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ ეზოში იყო პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები. მივიდა ძაღლთან და ნახა, რომ ის დაბმული იყო. ამის შემდეგ, პოლიციელებმა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ვინაიდან იყო ძალიან ცუდად, წინა დღის ნასვამი, ამასთან საჭმელი არ ჰქონდა მიღებული გახდა ცუდად, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გაეწია შესაბამისი დახმარება. აღნიშნულის შემდეგ კვლავ დააბრუნეს განყოფილებაში, სადაც დაკითხეს. შემდეგ გააცნეს დაკავების ოქმი, დოკუმენტები და დააკავეს. 2017 წლის 9------, მას ი--------------ისთვის დაზიანება არ მიუყენებია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დაზიანება ი--------------ისათვის არ მიუყენებია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
63. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა თანმიმდევრულობა, შესაბამისობა ერთმანეთთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს მოწმეების მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებებს წარმოადგენს მოწმეების ი----ე კ-------ის და ჯ----–---------ის ჩვენებები. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მათ მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს მოწმეების ი----ე კ-------ის და ჯ----–---------ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ დ-----------------ეს და ი--------------ეს შორის მომხდარი ინციდენტების დროს განვითარებულ მოვლენებს. მოწმე ი---------------მ განაცხადა, რომ როდესაც დ-------იმ და ი-----მა იჩხუბეს, დ-------იმ ი----- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. როდესაც მან და ხ------ამ ისინი გააშველეს, ი-----ი იძახდა, რომ გვერდი ტკიოდა, ხოლო დ-------ი ტიროდა და იძახდა, რომ მამა სცემა. მოწმე ჯ----–---------ემ კი განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ "ეკონწიალებოდნენ" ერთმანეთს ხელებით მამა შვილი ი-----ი და დ-------ი. როდესაც ისინი გააშველეს ხ------ამ და ი----ემ, დ-------ი დაღონებული იყო, იძახდა, მგონი დავჭერი ი-----იო, ხოლო ი-----ი იძახდა გვერდი მტკივაო, დაზიანება დიტომ მომაყენაო. მოწმე ექიმების - გ---------–-----–---–ის, გ---------------ის და მედდა მ-----------–--ის ჩვენებებით კი დასტურდება, რომ 2017 წლის 9------, მორიგეობის დროს, მათთან საავადმყოფოში შეყვანილი იქნა პაციენტი ი--------------ე, რომელსაც დაზიანება, ჭრილობა ემჩნეოდა მარცხენა გვერდის არეში. აღნიშნული გარემოებები, სრულ თანხვედრაში მოდის როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ი--------------ის მიმართ (დაზიანების არსებობის, მისი მდებარეობისა და ლოკალიზაციის შესახებ), ასევე, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასვნასთან (დაზიანების მიმყენებელი ობიექტის შესახებ). ის გარემოება, რომ 2017 წლისმ 9------, ფიზიკური დაპირისპირების დროს, დ-----------------ემ, მამას - ი--------------ეს დაარტყა ფერდის არეში რაღაც საგანი (ლითონის ღერო), დადასტურებულია მოწმეების ხ-------------------ისა და ი----ე კ-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რომლებიც გამოკვეული იქნა სასამართლო სხდომაზე და აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ხოლო ის გარემოება, რომ ხ-------------------ის მიერ ლითონის ღერო გადაგდებული იქნა ეზოში, დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლიც თანახმადაც, დათვალიერების შედეგად, ი----ე კ-------ის მითითებით, კიბეებსა და დამხარე სათავსოს შუიდან, ამოღებული იქნა ლითონის წვერიანი ღერო. ის გარემოება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოდგენს პირდაპირი სახის მტკიცებულებას, საკასაციო პალატას, განმარტებული აქვს საქმეზე (2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება N561აპ-15, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N44), ზ. ტ-სა და ვ. გ-ის მიმართ, სადაც აღნიშნულია: „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ გამოიყენეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის“. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით დადასტურებულია, რომ მოწმეებმა ი---------------მ და ხ-------------------ემ მოახდინეს ვითარების აღდგენა და გამომძიებლებს მოუხდინეს იმ ადგილების დემონსტრირება, სადაც მოხდა დ-----------------ის მხრიდან ი--------------ის მიმართ დაზიანების მიყენება.
64. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 120-ე მუხლი) სისხლისასმართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ა) მოქმედებაში; ბ) შედეგში; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა კი ნიშნავს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობისათვის საჭირო მკურნალობის გაგრძელებას. ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: დაჟეჟილობა, სისხლსაჟღენთები, ცხვირისა და ყბის გაბზარვა, ცეცხლნასროლი ჭრილობა, ჭრილობა და სხვა. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
65. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-----------------ემ განხორციელებული ქმედებით, ი--------------ის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
66. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
67. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
68. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
69. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ დ-----------------ემ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით - 2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქციით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ-----------------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს დ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
70. დ-----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
71. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
72. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ-----------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. დაზარალებულთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, დ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 9 მაისიდან, 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ დ-----------------ეს მოსახდელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია დ-----------------ის მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ, სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
73. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში;
დ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 9 მაისიდან, 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ დ-----------------ეს მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის N12/17-2017 განჩინებით, ი----ე კ-------ის (პ/ნ 1----------), მერაბ კ-------ის (პ/ნ-----------) და ჯ----–---------ის (პ/ნ-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი ქ----- ს-------, საკადასტრო კოდით N------------);
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პატარა ზომის გასაშლელი დანა, ეზოში მეორე სართულის კიბისა და დამხმარე სათავსოს შორის ამოღებული ლითონის წვეტიანი ღერო, დ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის დასაკეცი დანა, დ-----------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ი--------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დ-----------------ის მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შპს ,,ჯ--- ჰ---------–-ის’’ საავადმყოფოში, მ-----------–--ისგან ამოღებული - ი--------------ის შავი ფერის სვიტერი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს დაზარალებულ ი--------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ხ-------------------ისგან ამოღებული - შავი ფერის კაბა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ხ-------------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
დ-----------------ისგან ამოღებული - ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქამარი, შავი ფერის კაპიშონიანი, ელვაშესაკრავიანი, ქსოვილის მოსაცმელი, შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ-----------------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე