გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002535867
საქმე №2/1318-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელეები - თ---რ ჯ----ი
წარმომადგენელი - ნ--ო შ--–-–---–ი
მოპასუხეები - ა-–---------ე ჯ----ი, ე---------ე კ---------ი,მესამე პირი - სსიპ ა--------–---------------–------------–------------–-სა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო , წარმომადგენელი ა----ლ მ-----–---–ი
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2018 წლის 1--------–-ს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს და ყადაღისგან გათავისუფლდეს გორის რაიონ სოფელ თერგვისში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ქონება: 1. მაგიდა ყავისფერი გასაშლელი; 2. ექვსი სკამი, ყავისფერი ნაჭრის ზედაპირით; 3. კედელი ოთხნაჭრიანი, ყავისფერი; 4. მაცივარი “ფრეში“ ვერცხლისფერი, ორკამერიანი; 5. ორი სავარძელი ნაჭრის, ღია ფერის; 6. ჟურნალების მაგიდა, ყავისფერი, მართკუთხედის ფორმის; 7. ტელევიზორი "ჰაისენსი", შავი ფერის.
მოსარჩელის განმარტებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებულ იქნა გორის რაიონის სოფელ თერგვისში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ქონება. ხსენებული მოძრავი ნივთები დაყადაღდა თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 28 აპრილს გაცემული №2/29--2-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მის შვილს ა-–---------ე ჯ----ს ალიმენტის სახით დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - გიორგი ჯ----ის სასარგებლოდ 140 ლარის გადახდა. მოსარჩელე მუთითებს, რომ დაყადაღბული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას, რის გამოც ადგილი აქვს საკუთრების უფლების ხელყოფას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ა-–---------ე ჯ----მა სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე ე---------ე კარაბაძიკი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, წარმოდგენილი შესაგებლით კი სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---რ ჯ----ი არის ა-–---------ე ჯ----ის დედა და იგი ცხოვრობს გორის რაიონის, სოფელ თერგვისში;
3.1.2. დადგენილია, რომ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 28 აპრილს გაცემული №2/29--2-16 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, მის შვილს, ა-–---------ე ჯ----ს ალიმენტის სახით დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - გიორგი ჯ----ის სასარგებლოდ 140 ლარის ოდენობით.
3.1.3. 2018 წლის 16 აპრილს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გორის რაიონის, სოფ. თერგვისში შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლითაც დაყადაღდა: 1. მაგიდა ყავისფერი გასაშლელი; 2. ექვსი სკამი, ყავისფერი ნაჭრის ზედაპირით; 3. კედელი ოთხნაჭრიანი, ყავისფერი; 4. მაცივარი “ფრეში“ ვერცხლისფერი, ორკამერიანი; 5. ორი სავარძელი ნაჭრის , ღია ფერის; 6. ჟურნალების მაგიდა, ყავისფერი, მართკუთხედის ფორმის; 7. ტელევიზორი "ჰაისენსი", შავი ფერის.
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ტარიელ გოგლიძის ჩვენებიდან დასტურდება, რომ მაგიდა ყავისფერი გასაშლელი, ექვსი სკამი , ყავისფერი ნაჭრის ზედაპირით, კედელი ოთხნაჭრიანი, ყავისფერი; ორი სავარძელი ნაჭრის , ღია ფერის და ჟურნალების მაგიდა, ყავისფერი, მართკუთხედის ფორმის მისმა მეზობელმა თ---რ ჯ----მა შეიძინა მისგან 1986-87 წლებში, ხოლო ტელევიზორი "ჰაისენსი" თ---რ ჯ----მა შეიძინა 2017 წლის 25 დეკემბერს, რასაც მოწმობს ამ ნივთის საგარანტიო ბარათი, სს "ლიბერთი ბანკთან" მის მიერ იმავე დღეს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და საგანვადებო კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
3.2.3.სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მაცივარი“ფრეში“ ვერცხლისფერი, ორკამერიანი შეძენილია თ---რ ჯ----ის მიერ და შესაბამისად, იგი წარმოადგენს მის საკუთრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4 შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფიდეს;
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა ან ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმე ტ. გოგლიძის ჩვენების, ასევე საქმეში წარმოდგენილი დაყადაღებული მოძრავი ნივთების ამსახველი ფოტომასალების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს, გარდა ვერცხლისფერი, ორკამერიანი მაცივარი “ფრეშისა“, წარმოადგენს თ---რ ჯ----ი. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთის - ვერცხლისფერი, ორკამერიანი მაცივარი “ფრეშის“ კუთვნილების დადასტურება მაშინ, როდესაც იგი ვალდებული იყო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ 2018 წლის 1--------–-ს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მაგიდა ყავისფერი გასაშლელი, ექვსი სკამი, ყავისფერი ნაჭრის ზედაპირით, კედელი ოთხნაჭრიანი, ყავისფერი; ორი სავარძელი ნაჭრის, ღია ფერის და ჟურნალების მაგიდა, ყავისფერი, მართკუთხედის ფორმის; ტელევიზორი "ჰაისენსი", შავი ფერის, ხოლო მოთხოვნას ვერცხლისფერი, ორკამერიანი მაცივარი “ფრეშის“ ამორიცხვის ნაწილში უნდა ეთქვას უარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 53-ე, 199’-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ---რ ჯ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 1--------–-ს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გორის რაიონის სოფ. თერგვისში აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონება, კერძოდ: 1. მაგიდა ყავისფერი გასაშლელი; 2. ექვსი სკამი, ყავისფერი ნაჭრის ზედაპირით; 3. კედელი ოთხნაჭრიანი, ყავისფერი; 4. ორი სავარძელი ნაჭრის, ღია ფერის; 5. ჟურნალების მაგიდა, ყავისფერი, მართკუთხედის ფორმის, 7. ტელევიზორი "ჰაისენსი", შავი ფერის.
1.2. მოთხოვნას, ვერცხლისფერი, ორკამერიანი მაცივარი “ფრეშის“ ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში, ეთქვს უარი;
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.04.2017 წელს გაცემული N2/29--2-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი 2018 წლის 1--------–-ს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთის - ვერცხლისფერი, ორკამერიანი მაცივარი “ფრეშზე“ აღსრულების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე