გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310018002787605
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8116-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

 

მოპასუხე - ხ---- პ-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ხ---- პ-------–---–ს დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 3-- (სამას ორმოცდათორმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ხ---- პ-------–---–ს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2018 წლის 21 თებერვალს ერთის მხრივ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ - ხ---- პ-------–---–ს შორის გაფორმებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.11.2017 წლის №MOD 2------------ ბრძანებით დამტკიცებული №1--- შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.3. პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ევალება შეასრულოს შემდეგი სამუშაო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე მდებარე შენობა-ნაგებობებისა ობიექტების დაცვა. სადარაჯო ობიექტების პერიოდული შემოვლა, ლუქების შემოწმება, საცავების გახსნა დახურვა და ავტო-ტექნიკის გასვლა-შემოსვლის აღრიცხვა შესაბამის ჟურნალებში. მკაცრი კონტროლი გაუწიოს სახანძრო უსაფრთხოების დაცვას, რაიმე შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მორიგეს. შრომის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარები შრომით ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულებისთვის პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ხ---- პ-------–---–ს შორის 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმებული №1--- შრომითი ხელშეკრულება. (ს.ფ. 14-16).

 

3.2. გენერალური შტაბი/ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) უფროსის 2018 წლის 19 ივლისის MOD 3------------ პატაკის მიხედვით, ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) №1 ს------------------------------–----ს დ-------, შტატგარეშე შრომით ხელშეკრულებით მომუშავე ს/პირი - ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ი მიმდინარე, წლის 1, 3, 7, 10, 13 და 16 ივლისს თვითდათხოვნით არ ცხადდებოდა სამსახურში №1 სადარაჯოს მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტაციით იკვეთება დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ქმედებებით ჩადენის ფაქტი, რაც იწვევს დისციპლინური საქმის წარმოების ქვემდებარეობით წარმართვას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გენერალური შტაბი/ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) უფროსის 2018 წლის 19 ივლისის MOD 3------------ პატაკი. (ს.ფ.19)

 

3.3. 2018 წლის 20 ივლისის №3----- საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, ხ---- პ-------–---–ს დაერიცხა ივლისის თვის ხელფასი - 3-- ლარი, ვინაიდან შრომის ანაზღაურების გაანგარიშება ხდება ყოველი თვის 13-15 რიცხვებში, ხოლო დარიცხული თანხა შეადგენს - 4-- ლარს, საშემოსავლო კი - 8- ლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 20 ივლისის №3----- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 27)

 

3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) მნიშვნელოვანი ობიექტების დ-------ს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულის, სამოქალაქო პირის - ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ის მიერ ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ, 2018 წლის 26 ივლისის გენერალური ინსპექციის დასკვნის თნახმად - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის, ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) მნიშვნელოვანი ობიექტების დ-------ს - ხ---- პ-------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა ,,სამსახურის გავლის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №5- ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობას - ,,დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურეობრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით, მითითებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით“. ასევე არ შეასრულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №6-- ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობა და არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადა სამსახურში ა/წლის პირველი ივლისიდან დღემდე.

 

აღნიშნული ქმედებით ხ---- პ-------–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ზემოხსენებული №5- ბრძანების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ,,სამსახურეობრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის, ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) მნიშვნელოვანი ობიექტის დ-------ს, (შრომით ხელშეკრულება) სამოქალაქო პირის - ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა ,,სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №5- ბრძანების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ,,სამსახურიდან გათავისუფლება“.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) მნიშვნელოვანი ობიექტების დ-------ს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულის, სამოქალაქო პირი ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ის მიერ ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ 2018 წლის 26 ივლისის დასკვნა. (ს.ფ. 22-26)

 

3.5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 30 ივლისის №MOD 5------------ ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №5- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა (სამსახურიდან გათავისუფლება) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №MOD 9 1---------- ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (დ-------) - ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ი დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან 2018 წლის პირველი ივლისიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 30 ივლისის №MOD 5------------ ბრძანება. (ს.ფ. 17).

 

3.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №9-- ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (დ-------) - ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ი დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან 2018 წლის პირველი ივლისიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან.

 

საფუძველი: გენერალური ინსპექციის 2018 წლის 26 ივლისის დასკვნა: გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ/შემსრულებლის წერილი (№ MOD 5------------ 27/07/2018 წ). ბრძანება №4---, 30.07.2018 წ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №9-- ბრძანება (ს.ფ. 18).

 

3.7. გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) უფროსმა, 2018 წლის 26 ნოემბრის MOD 6------------ პატაკით მიმართა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალს მისი შემდგომი რეაგირებისათვის, საიდანაც ირკვევა, რომ ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) მხრიდან უზრუნველყოფილი იქნა ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის შესახებ შეტყობინების გადაცემა ხელშეკრულებით დასაქმებულ ყოფილ დარაჯზე - ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ზე.

 

ხ---- პ-------–---–ს განემარტა მასზე დაკისრებული ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება, განესაზღვრა გონივრული ვადა დაკისრებული ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად და ეცნობა ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში შესაძლო სამართლებრივი შედეგების დადგომის შესახებ ინფორმაცია.

 

მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხ---- პ-------–---–მა გაუშვა თანხის დაბრუნებისათვის განსაზღვრული ვადები და დღემდე არ მოუხდენია მასზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულების შესრულება. (კერძოდ, გაცემული თანხა 3-- ლარი, საიდანაც დარიცხული თანხაა - 4-- ლარი; საშემოსავლო დაკავება - 8- ლარი).

 

რაც შეხება ვალდებულების გარეშე თანხის დარიცხვის განმაპირობებელ გარემოებებს, მითითებული იქნა, რომ: მიმდინარე წლის 19 ივლისს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალს შემდგომი რეაგირებისთვის №7----- პატაკით ეცნობა ხ---- პ-------–---–ის დისციპლინური გადაცდომის შესახებ. ვინაიდან პირველი ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით თვითდათხოვნით არ ცხადდებოდა სამორიგეო განაწესით გათვალისწინებულ მორიგეობის დღეებში, რის საფუძველზეც გენერალური შტაბის უფროსის ამავე წლის 30 ივლისის №4--- ბრძანებით ხ---- პ-------–---–ი განთავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო მისი სამსახურიდან განთავისუფლების თარიღად განისაზღვრა პირველი ივლისი.

 

როგორც მათთვის ცნობილია ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფინანსური უზრუნველყოფის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №298 ბრძანების მე-4 პუნქტისა და ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის 2016 წლის 21 იანვრის №8 ტელეფონოგრამის შესაბამისად, ევალებათ ყოველი მიმდინარე თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა წარმოადგინონ მოთხოვნა შრომის ანაზღაურებაზე. ზემოთხსენებულ საანგარიშო პერიოდში ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ივლისის თვის სახელფასო მოთხოვნა ითვალისწინებდა მათ შორის ხ---- პ-------–---–ის შრომის ანაზღაურებასაც, ვინაიდან ლოგისტიკის ცენტრში (აღმოსავლეთი) არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც მისცემდა საშუალებას თავიდან აეცილებინათ ხ---- პ-------–---–ზე თანხის ვალდებულის გარეშე გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) უფროსის 2018 წლის 26 ნოემბრის MOD 6------------ პატაკი. (ს.ფ. 20-21)

 

3.8. ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) იურისტ-კონსულტანტის 2018 წლის 3 სექტემბრის შეტყობინების მიხედვით, ხ---- პ-------–---–ს ეცნობა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის №4--- ბრძანებით, დისციპლინური გადაცდომის გამო, 2018 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

ვინაიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შრომით ანაზღაურების გაცემა ხდება წინასწარ (საანგარიშო თვის დასრულებამდე), მას დაერიცხა ივლისის თვის ხელფასი - ხელზე ასაღები - 3-- ლარი, რომელიც წინამდებარე შეტყობინების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღნიშნული ოდენობის თანხა უნდა წარმოედგინა ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებაში. ასევე ეცნობა, რომ განსაზღვრულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამხდარიყო სამართლებრივი დავის საგანი, კერძოდ ლ------------–------- (აღმოსავლეთი) იშუამდგომლებდა შესაბამის სამსახურებთან, რათა მომხდარიყო ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) იურისტ-კონსულტანტის 2018 წლის 3 სექტემბრის შეტყობინება. (ს.ფ. 28-29)

 

3.9. ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) იურისტ-კონსულტანტის 2018 წლის 3 სექტემბრის შეტყობინება ხ---- პ-------–---–ს ჩაბარდა 2018 წლის 5 ოქტომბერს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ხ---- პ-------–---–ის 2018 წლის 5 ოქტომბრის ხელწერილი (ს.ფ. 30)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა ,,სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №5- ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე - ხ---- პ-------–---–ი, 2018 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის - დ-------ს თანამდებობიდან და ამ დროიდან მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა, საჯარო მოსამსახურეს კი წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხე - ხ---- პ-------–---–ს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ხელფასის სახით თანხის ანაზღაურება.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველია კონტრაქტის პირობების დარღვევა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა ან მხარეთა შეთანხმება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 30 ივლისის MOD 5------------ ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №5- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა (სამსახურიდან გათავისუფლება) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის № MOD 1---------- ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–---ის ლ------------–-------ს (აღმოსავლეთი) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (დ-------) - ხ---- გ--–ას ძე პ-------–---–ი, დისციპლინური გადაცდომის გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან 2018 წლის პირველი ივლისიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი 20.07.2018 წლის №3----- საგადახდო მოთხოვნით დგინდება, რომ ხ---- პ-------–---–ს დაერიცხა ივლისის თვის თანამდებობრივი სარგო - 3-- ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეს ზედმეტად აქვს ჩარიცხული ივლისის თვის თანამდებობრივი სარგო, რაც შეადგენს - 3-- ლარს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - ხ---- პ-------–---–ს ივლისის თვეში უსაფუძვლოდ ანაზღაურებულმა ხელფასის ოდენობამ შეადგინა - 3-- ლარი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - ხ---- პ-------–---–ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება - 3-- ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ხ---- პ-------–---–ს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ - 3-- ლარის ანაზღაურება.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი