გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
160210017002171006
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002171006

N2/1096-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - გი----------ე (არ გამოცხადდა)

მხარდამჭერი - შუ–--------–----ე (არ გამოცხადდა)

მოსარჩელე - შუ–--------–----ე (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - უმ-----------ე (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ეს-------–-–--ი

მოპასუხე - ბა-------------ე

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს, ბა-------------ესა (პ/ნ 2----------) და უმ-----------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალოთ მოსარჩელეების შუ–--------–----ისა (პ/ნ 2----------) და გი----------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ¾ წილის სარგებლობის ხელშეშლა; კერძოდ: უძრავი ქონების, მდებარე მა-------–--------------------–------–-----------ი, ს/კ 83.05.06.0--, 3/4 წილის, შენობა N1-ის საერთო ფართიდან 143,4 კვ.მ., პირველ სართულზე N1, N2, N3, N4 და N5; 5,41 კვ.მ., 17,6 კვ.მ., 19,36 კვ.მ., 9,92 კვ.მ., 18 კვ.მ. ოთახების შესაბამისი ფართობით, მეორე სართულზე N1, N2, N3 და N4 5,81 კვ.მ., 37,41 კვ.მ, 29,58 კვ.მ., 8,03 კვ.მ. ოთახების შესაბამისი ფართობით, ხოლო N2 შენობიდან N2 ოთახის 24,38 კვ.მ. ფართობისა და მიწის ნაკვეთის საერთო ფართობიდან 1937,85 კვ.მ. სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12);

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელეებს თანასაკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება მა-------–--------------------–-----–----------ში. ამავე უძრავი ქონების 1/4-1/4 წილი ეკუთვნოდათ მოპასუხეებს ბა-------------ესა და უმ-----------ეს, თუმცა თითქმის მთელი ქონება მათ უკავიათ და მოსარჩელეებს სარგებლობაში აქვთ მხოლოდ 1 ოთახი. 2017 წლის ივლისის თვეში აუქციონის წესით გაიყიდა მოპასუხე ბა-------------ის წილი და შეიძინა შუ–--------–----ემ. მიუხედავად ამისა, მოპასუხე ბა-------------ე მაინც აგრძელებს იქ ცხოვრებას და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს სახლს და მიწის ნაკვეთს. მოპასუხეები უარს აცხადებენ მოსარჩელეების კუთვნილი წილის გამონთავისუფლებაზე (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ბა-------------ემ და უმ-----------ემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის (იხ. შესაგებელი ს.ფ. 42-49, 51-58).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გი----------ე ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უძრავი ქონების წილის მართვისა და საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით საპროცესო წარმომადგენლობის სფეროში. ზემოაღნიშნულ სფეროებში მოსარჩელე შუ–--------–----ე ცნობილ იქნა გი----------ის მხარდამჭერად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.05.2017 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (ს.ფ. 13-16).

 

3.1.2. შუ–--------–----ესა და უმ-----------ეს საკუთრებაში აქვთ მა-------–----------–----------–------–-----------ში მდებარე უძრავი ქონების ¾ წილი, საკადასტრო კოდით: 83.05.06.0--.

2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით უძრავ ქონებაზე მდებარე: მა-------–--------------------–------–-----------ი, ს/კ 83.05.06.0--, 2/4 წილზე რეგისტრირებულია მოსარჩელე შუ–--------–----ის საკუთრების უფლება, 1/4 წილზე - მოსარჩელე გი----------ის საკუთრების უფლება, ხოლო 1/4 წილზე მოპასუხე უმ-----------ის საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-20);

 

3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შუ–--------–----ისა და გი----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება მა-------–--------------------–----------ში მდებარე N83.05.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2583,8 კვ.მ (საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად 2750.00 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე - შენობა N1, შენობა N2 და განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი გაიმიჯნა 1/4 და 3/4 წილების შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/09/2017წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნის და მისი №3 დანართის შესაბამისად. შუ–--------–----ისა და გი----------ის საკუთრებაში აღირიცხა მა-------–--------------------–----------ში მდებარე N83.05.06.0-- თანასაკუთრებაში არსებულ 2583,8 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად 2750.00 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან შენობა N1-დან და შენობა N2-დან 3/4 წილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/09/2017წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნის და მისი №3 დანართის შესაბამისად ყვითელ ფერში. უმ-----------ის საკუთრებაში აღირიცხა მა-------–--------------------–----------ში მდებარე N83.05.06.0-- თანასაკუთრებაში არსებულ 2583,8 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად 2750.00 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან შენობა N1-დან და შენობა N2-დან 1/4 წილი, როგორც ეს მოცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/09/2017წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნის და მისი №3 დანართის შესაბამისად ლურჯ ფერში. შუ–--------–----ეს და გი----------ეს დაევალათ გამიჯვნის შედეგად კარის ღიობებისა და ტიხრების მოწყობა-ამოშენება, როგორც ეს მოცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/09/2017წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნაში და მის №3 დანართში და მისი ხარჯი;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით უმ-----------ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 108-117);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება (ს.ფ. 146-151).

 

3.1.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 08 სექტემბერს გაცემული დასკვნის მიხედვით, რომელიც საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დადგენილია შემდეგი:

მარნეულის რაიონში, სოფელ ახალ დიოკნისში მდებარე N83.05.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N1-ის და N2-ის გამიჯვნა 1/4 და 3/4 წილების შესაბამისად ტექნიკური თვალსაზრისით სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ისე რომ არ შემცირდეს უძრავი ქონების ფუნქციური ღირებულება, შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ N2-ზეა ნაჩვენები. ასეთი გამიჯვნის შემთხვევაში შენობა N1-ის საერთო ფართიდან, კერძოდ 191,2 კვ.მ-დან, 1/4-ის წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 191,2x1/4=47,8 კვ.მ ფართი (იხ. დანართ N2-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული), ხოლო 3/4 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი წილის შესაბამისი 191,2x3/4=143,4 კვ.მ ფართი (იხ. დანართი N2-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული). შენობა N2-ის საერთო ფართიდან, კერძოდ 33,87 კვ.მ-დან, 1/4-ის წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს 9,49 კვ.მ ფართი, რაც მისი კუთვნილი წილის შესაბამისი ფართისაგან მეტია 1,02 კვ.მ-ით (იხ. დანართ N2-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული), ხოლო 3/4 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს 24,38 კვ.მ ფართი, რაც მის კუთვნილი წილის შესაბამისი ფართისაგან ნაკლებია 1,02 კვ.მ-ით (იხ. დანართი N2-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული). გამიჯვნის შემთხვევაში ასევე საჭირო გახდება კარის ღიობებისა და ტიხრების მოწყობა ან ამოშენება, როგორც ეს დანართ N2-ზეა ნაჩვენები, ასევე საჭირო გახდება მეორე სართულზე გამიჯნულ ფართებთან ასასვლელი კიბეების მოწყობა.

მარნეულის რაიონში, სოფელ ახალ დიოკნისში მდებარე N83.05.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ტექნიკური თვალსაზრისით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ისე რომ დაკმაყოფილდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების, მუხლი 26, პუნქტი 15-ის მოთხოვნები, შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ N3-ზეა ნაჩვენები. ასეთი გაყოფის შემთხვევაში განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთიდან, კერძოდ 2583,8 კვ.მ-დან, 1/4-ის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 2583,8X1/4=645,95 კვ.მ. ფართი (იხ. დანართ N3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული), ხოლო 3/4 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 2583,8X3/4=1937,85 კვ.მ. ფართი (იხ. დანართი N3-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 23-30);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხდება მოსარჩელეთა კუთვნილი ნივთით სარგებლობის ხელშეშლა, ვინაიდან, მოსარჩელე მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს მათი კუთვნილი ფართით. მოსარჩელეთა მითითებით, მათი კუთვნილი წილის შესაბამისად არსებული ოთახები დაკავებული აქვთ მოპასუხეებს, სადაც განთავსებულია მათი ნივთები. მოპასუხე ბა-------------ემ აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი აშენებულია მის მიერ და ეკუთვნის მას და უმ-----------ეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა საზიარო უფლება მა-------–--------------------–----------ში მდებარე N83.05.06.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე და დადგინდა ქონების გამიჯვნა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს კუთვნილი წილი ქონებით. მათ ასევე ვერ შეძლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების დაყოფა, რადგან მოპასუხე მხარემ არ წარადგინა მათი კუთვნილი წილის შესაბამისი ნახაზი. შესაბამისად, უნდა აიკრძალოს სხვისი საკუთრებით სარგებლობის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 28.02.2019წ. სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება მოიცავს პირის ყველა უფლებას, რომ ნამდვილმა მესაკუთრემ, თავისი სურვილით, თავისუფლად ისარგებლოს და ნებისმიერი ფორმით განკარგოს იგი, არ დაუშვას ნებისმიერი პირის მხრიდან თავისი საკუთრებით რაიმე ფორმით სარგებლობა. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. სარგებლობის უფლება თავის თავში მოიცავს მესაკუთრის უფლებას არ ისარგებლოს მისით. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს საკუთრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი ყოველთვის უნდა დადასტურდეს სათანადო და კონკრეტული მტკიცებულებებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს ხელშეშლის არსებობის ფაქტის დადასტურება. მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან უძრავი ქონების, მდებარე: მა-------–--------------------–------–-----------ი, ს/კ 83.05.06.0--, 3/4 წილის მესაკუთრეები, ხოლო მოპასუხე უმ-----------ის საკუთრება რეგისტრირებულია 1/4 წილზე. დავის განხილვის პერიოდისათვის მოპასუხე ბადრი საგანაძე აღარ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეს. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ქონებაზე გაუქმდა საზიარო საკუთრება და დადგინდა აღნიშნული ქონების გამიჯვნა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/09/2017წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნისა და მისი №3 დანართების შესაბამისად. ვინაიდან, მოპასუხე მხარის მიერ ხდება მესაკუთრის თანხმობის გარეშე საკუთრებით სარგებლობა, მას უნდა აეკრძალოს სხვისის საკუთრებით სარგებლობა და უნდა აღიკვეთოს ხელშეშლის გამომწვევი მოქმედებები. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს: ბა-------------ესა და უმ-----------ეს უნდა აეკრძალოთ მოსარჩელეების შუ–--------–----ისა და გი----------ისათვის უძრავი ნივთის ¾ წილით სარგებლობის ხელშეშლა, როგორც ეს მოცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/09/2017წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნასა და მისი №3 დანართის შესაბამისად, ყვითელ ფერში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე მხარე როგორც სოციალურად დაუცველი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეებს ბა-------------ესა და უმ-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შუ–--------–----ისა და გი----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს, ბა-------------ესა (პ/ნ 2----------) და უმ-----------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალოთ მოსარჩელეებისათვის შუ–--------–----ისა (პ/ნ 2----------) და გი----------ისათვის (პ/ნ 2----------) შემდეგი უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლა: უძრავი ქონება მდებარე მა-------–--------------------–------–-----------ი, ს/კ 83.05.06.0--, შენობა N1-დან და შენობა N2-დან 3/4 წილის, როგორც ეს მოცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08/09/2017წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნასა და მისი №3 დანართის შესაბამისად, ყვითელ ფერში.

 

3. მოპასუხეებს ბა-------------ესა და უმ-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე