განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002607623
№1-234/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აპრილი 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - შ----- მ--–--ე
ადვოკატი - რ----- ჯ----------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №176130718002 საქმე
ბრალდებულ შ----- მ--–--ის მიმართ,მამის სახელი: რ------
დაბადების ადგილი: საქართველო, ხულო
დაბადებული: 21.04.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: ხულოს რაიონი სოფელი ი------ეები.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათიდან - 21:00 საათის შუალედში, შ----- მ--–--ე და ჟ--–---- ი------ე იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ეების მიმდებარედ არსებულ ტყეში. აღმართში ასვლისას, შ----- მ--–--ემ არ გაითვალისწინა წინდახედულობის ნორმები და უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მოსალოდნელ მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან აცილებას. კერძოდ, მის მიერ აღმართში მიმავალ საცალფეხო გზაზე დიდი მოცულობის მქონე არამყარად მდგარ ქვის ლოდზე ზემოქმედებამ გამოიწვია ხსენებული ქვის დაგორება ციცაბო ფერდობზე და დაეჯახა შ----- მ--–--ის უკან მიმავალ ჟ--–---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
3. 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათიდან - 21:00 საათის შუალედში, შ----- მ--–--ე საცალფეხო ბილიკით ადიოდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ეების მიმდებარედ არსებულ ტყის ფერდობზე, აღმართში ასვლისას მან ვერ შეიკავა წონასწორობა, წაბორძიკდა და შეეჯახა ქვის ლოდს, ხსენებული ქვა დაგორდა ციცაბო ფერდობზე და დაეჯახა იმავე საცალფეხო ბილიკზე მიმავალ ჟ--–---- ი------ეს. ქვის შეჯახებით ჟ--–---- ი------ემ მიიღო დაზიანებები და გარდაიცვალა.
სამართლებრივი შეფასება:
4. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია ბრალდებულის უფლება, ინფორმირებული იყოს წარდგენილი ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, რაც მის მიერ დაცვის ჯეროვანი განხორციელების მიზანს ემსახურება. ბრალდებული ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკმარისი ინფორმაციით, რაც საჭიროა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სრულად აღსაქმელად შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Mატტოცცია ვ.Iტალყ, №23969/94]
5. სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის დაცვის მხარისთვის დეტალურად იყოს ცნობილი მისთვის წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი.
6. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლოსთვის უცნობი დარჩა და სავარაუდოდ ბრალდებულისთვისაც, თუ რა კონკრეტული ქმედების განხორციელება მოიაზრა ბრალდების მხარემ როდესაც ბრალდების დადგენილებაში მიუთითა, რომ აღმართში მიმავალ საცალფეხო გზაზე შ----- მ--–--ემ განახორციელა დიდი მოცულობის მქონე არამყარად მდგარ ქვის ლოდზე ზემოქმედება, შესაბამისად ქმედების კვალიფიკაციისთვის პირველ რიგში გასარკვევია ბრალდებულის კონკრეტული ქმედება, /ანუ რაში გამოიხატა ქვაზე ზემოქმედება/, შემდეგ გასარკვევია წინადხედულობის რომელი ნორმები უგულველყო ბრალდებულმა და რაში გამოიხატა მისი მხრიდან უსაფუძვლოდ იმედოვნება, რომ მოსალოდნელ მართლსაწინააღმდეგო შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.
7. მხარეებმა ბრალდებულის მიერ გამოძიების დროს მოწმის სახით გამოკითხვისას მითითებული გარემოებები მიიჩნიეს უდავოდ. ბრალდებული შ----- მ--–--ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 20 საათზე, საცალფეხო ბილიკით ადიოდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ეების მიმდებარედ არსებულ ტყის ფერდობზე. სიმაღლეზე ასასვლელად ებღაუჭებოდა ხის ტოტებს და ქვებს, რა დროსაც მან წაიბორძიკა და დაეჯახა დიდი ზომის ქვას, რომელიც დაგორდა და ჯერ მას მოხვდა მარჯვენა ხელზე, ხოლო შემდეგ ხსენებული ქვა დაეჯახა მის უკან მიმავალ ჟ--–---- ი------ეს გულმკერდის არეში, რის შედეგად ჟ--–---- ი------ე გარდაიცვალა.
შესაბამისად სასამართლო ფიქრობს, რომ ბრალდების მხარემ ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ქვის ლოდზე ზემოქმედებაში მოიაზრა შ----- მ--–--ის მხრიდან საცალფეხო ბილიკით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ეების მიმდებარედ არსებულ ტყის ფერდობზე ასვლის დროს წაბორძიკების და დაგორებისას ქვასთან შეჯახება.
8. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული ყველა დანარჩენი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო, გენეტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, საქმეზე დართული ნივთმტკიცებები კი არათუ ეწინააღმდეგება ბრალდებულის მიერ აღწერილ გარემოებებს, არამედ სრულად ადასტურებს მას.
9. საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
10. საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.
შესაბაისად თვითიმედოვნება არის წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებულად დარღვევა, აკრძალვა კი მოცემულია როგორც პოზიტიურ ნორმებში, ისე კულტურულ ნორმებში.
ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
11. კონკრეტულ შემთხვევაში არცერთი ნორმით არ იყო აკრძალული საცალფეხო ბილიკით ტყის ფერდობზე ასვლა, შესაბამისად საცალფეხო ბილიკით ტყის ფერდობზე ასვლით არც პოზიტიური და არც კულტურული ნორმებით განსაზრვრული წინდახედულობის არცერთი ნორმა შ----- მ--–--ეს არ დაურღვევია. ამავდროულად იგი არ ითვალიწინებდა და არც შეეძლო გაეთვალიწინებინა, რომ საცალფეხო ბილიკით ტყის ფერდობზე ასვლის დროს წაიბორძიკებდა, წაბორძიკებისას შეეჯახებოდა ქვის ლოდს, ხსენებული ლოდი აღმოჩნდებოდა არამყარი, ლოდი დაგორდებოდა, შეეჯახებოდა ჟ--–---- ი------ეს და ლოდის შეჯახება გამოიწვევდა ჟ--–---- ი------ის სიკვდილს.
12. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
13. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ბრალდებულ შ----- მ--–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარისაგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის გამო.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და პირიქით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულ შ----- მ--–--ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ინკრიმინირებული ქმედება.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- მ--–--ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებული შ----- რ------ს ძე მ--–--ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2.გაუქმდეს ბრალდებულ შ----- მ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გირაო და ყადაღა მოეხსნას გ---–---- მ--–--ის (პ/ნ 6----------), თ----- მ--–--ის (პ/ნ 6----------), მ--–---- მ--–--ის (პ/ნ 6----------), შ--–--- მ--–--ის (პ/ნ 6----------) და ჯ--–--- მ--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ფერია (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №2------------------).
3. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ცხვირსახოცი, ფლოსტები, ქალის თავსახური-მანდილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი; შ----- მ--–--ის მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი; მ------–-----ისგან და ნ------- მ--–--ისგან ამოღებული მობილური ტელეფონები; ჟ--–---- ი------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.
- ქვის ლოდიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და ანაწმენდები, შ----- მ--–--ისგან ამოღებული სისხლის ნიმუში, ხელის თითების ანაწმენდები, სუნის ნიმუში; ჟ--–---- ი------ის თმის ნიმუში და ფრჩხილის ნიმუში - განადგურდეს.
4.გამართლებულ შ----- მ--–--ეს განემარტოს რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზრაურება;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი