განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0101001-8002619700
1-80-/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2-19 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - გ--–---------
ბრალდებული - ი-–------–-----–--ლი(დასწრების გარეშე)
ადვოკატი - მ--------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N075250518001
ბრალდებული: ი-–------–-----–--ლი
მამის სახელი: ი-–--
დაბადებული: 2-.0-----8 წელს
პირადი ნომერი: 0----------
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
მცხოვრები: თ---–---, ზ---------ის დ-----–---, ს---–- N1-, ბინა 2-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სასამართლომ დაადგინა:
1. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 04 აპრილის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული ი-–------–-----–--ლი, რომელსაც "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ხუთი წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2-18 წლის 25 მაისს ქ.ბათუმში, შ--–----ს ქუჩაზე კვლავ მართავდა "მ-------------–--------------" მარკის ავტომანქანას, სახN M--------.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ძალაში შესული განაჩენის შესურულებლობა:
3. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 04 აპრილის განაჩენით ი-–------–-----–--ლი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 381-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 0- თვის ვადით.
4. ამავე განაჩენით, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
5. 2-18 წლის 25 მაისს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ.ბათუმში, შ--–----ს ქუჩაზე შეჩერებული იქნა "მ-------------–--------------" მარკის ავტომანქანას, სახN M--------, რომელსაც მართავდა ი-–------–-----–--ლი.
6. ი-–------–-----–--ლს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 04 აპრილის განაჩენის საფუძველზე, 05 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორო საშუალების მართვის უფლება.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–------–-----–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ი-–------–-----–--ლის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
10. ი-–------–-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
1-. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ი-–------–-----–--ლი არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო თვლის, რომ ი-–------–-----–--ლს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-–------–-----–--ლის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ვინაიდა საქმეში არსებული მასალების მიხედვით ი-–------–-----–--ლი თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 04 აპრილს გასამართლებული იქნა განზრახი კატეგორიის დანაშაულისთვის და დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საბოლოოდ ი-–------–-----–--ლის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერობლიობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-217-ე, 230-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ი-–------–-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 0- (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 04 აპრილის განაჩენით დანიშნული და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 05 აპრილის განჩინებით (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე) განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1- (თერთმეტი) თვით და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 04 აპრილის განაჩენით დანიშნული და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 05 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი-–------–-----–--ლს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 0- (ექვსი) თვის ვადით.
ი-–------–-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებული იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
ი-–------–-----–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი