განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002862129
საქმეN 1-138/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01.04.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბუ-–----–---–-----ძე
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული: მე-----------ძე
მამის სახელი: მა---
დაბადებული: 2--03.1985 წელი
პირადი ნომერი: 5---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ფი-----------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო ს-–----–ებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075220718001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში, ხი-–--–---–ის ქუჩა N22-ის სახლის წინ, ,,ფ---–-------ის’’ მარკის ავტომანქანა, სახ. N V------, რომელსაც მართავდა მე-----------ძე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მუხლი 25-ის პუნქტის 2 ქვეპუნქტი ,,ბ-ს’’, მუხლი 25 პუნქტი 9-ის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარელე ელ-----------–--ნს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო ს-–----–ებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
2.1 თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2018 წლის 22 ივლისს, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ელ-----------–--ნს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ელ-----------–--ნმა განმარტა, რომ დედასთან, თა---------------–-–-ნასთან ერთად ზღვის სანაპიროზე გასეირნების მიზნით გააჩერა თავისი ავტომანქანა ქ. ბათუმში, შე---------–--–---–ის ქუჩაზე და ქვეითთა გადასასვლელით აპირებდა გზის გადაკვეთას, დაუთმო გზა ჯიპის მარკის ავტომანქანამ, ამ დროს დედასთან ერთად დაიწყო ბილიკზე გადასვლა, რა დროსაც მეორე სამოძრაო ზოლიდან მომავალი ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების მომენტში დაკარგა გონება და როცა გონზე მოვიდა იყო სასწრაფო დახმარების მანქანაში, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში, ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. მარცხენა ფეხზე ჰქონდა გოჯის მედიალური მოტეხილობა, რომელზეც დღემდე მკურნალობს ითხოვს მატერიალური ზიანი ანაზღაურებას. ბრალდებულს არ მიუქცევია საერთოდ ყურადღება; ამ ეტაპზეც საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას; ბრალდებულს ზიანი დღემდე არ აუნაზღაურებია; (იხ სხდომის ოქმი 12.03.2019წ);
2.3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------8, 14.11.2018წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ელ-----------–--ნი მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 22.07.18წ. დაესვა დიაგნოზი: მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა ცდომით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.4 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №3----, 10.01.2019წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ მე-----------ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მუხლი 25-ის პუნქტის 2 ქვეპუნქტი ,,ბ-ს’’, მუხლი 25 პუნქტი 9-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
2.5 დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია (სადავო მტკიცებულებას წარმოადგენდა მხოლოდ დაზარალებულ ელ-----------–--ნის ჩვენება);
2.6 სასამართლო თვლის, რომ სადავო მტკიცებულების გამოკვლევით და მხარეთა მიერ შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია ბრალდებულ მე-----------ძის მიერ ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მე-----------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 22 ივლისს, ქ. ბათუმში, ხი-–--–---–ის, ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც ელ-----------–--ნმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-----------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მე-----------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, მე-----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების, მისი ასაკის, წარსულის, პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით, დამატებითი სასჯელის გარეშე - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ბრალდებული მე-----------ძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით
მე-----------ძე იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე - წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:
ავტომანქანა ,,ფ---–-------ი’’ სახელმწიფო N V------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული მე-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანმახმად, წინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა -თავისუფლების აღკვეთა 01 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილია პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით - შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ მე-----------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება: ავტომანქანა ,,ფ---–-------ი’’ სახელმწიფო N V------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე