გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/3315-18
18 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე: მ--–----------–---–---–ი;
წარმომადგენელი: გი--------–--–--–---–ი;
მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი: მ--------–---------–---ი;
მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი;
წარმომადგენელი: მ--------–---------–---ი;
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს მოპასუხე მხარეს მ--–----------–---–---–ის 20---–-–---------–-სის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მისი არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების რეინტეგრაციის პროცესი, ბიოლოგიურ ოჯახში მათი დაბრუნების მიზნით (დაზუსტებული მოთხოვნა, 15.02.2019 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 18 ა--------ს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–------ს სერვის ცენტრმა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცახდებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მ--–----------–---–---–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ა--------ს გადაწყვეტილებით (საქმე N3/5749-17) დამტკიცდა დამცავი ორდერი მოძალადე მ--–----------–---–---–ის მიმართ. დამცავი ორდერი გამოცემული იქნა შემდეგი პირობებით: მსხვერპლი არასრულწლოვნები - ა----------ძე, თ----- ქ-------ე და ლ---- ქ-------ე განცალკევებულ იქნეს მოძალადე მ--–----------–---–---–ისგან; მსხვერპლი არასრულწლოვნები - ა----------ძე, თ----- ქ-------ე და ლ---- ქ-------ე განთავსდეს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ; ნება დაერთო დედას - მ--–----------–---–---–ს, ინახულოს არასრულწლოვანი ა----------ძე, თ----- ქ-------ე და ლ---- ქ-------ე სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის შესაბამისი თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილას, წაყვანის უფლების გარეშე, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცა 06 (ექვსი) თვის ვადით.
მტკიცებულება, რომ--–საც ეყრდნობა სასამართლო:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ა--------ს გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე (საქმე N3/5749-17) (ს.ფ. 13-21);
3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2017 წლის 0-------------ს მიღებული იქნა საოქმო გადაწყვეტილება N-----------, რომლის თანახმად, ლ---- ქ-------ე და თ----- ქ-------ე განთავსდნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში მ----------------ის მიმღებ ოჯახში (თიანეთის რაიონის ს----------–------ში). ამავე საოქმო გადაწყვეტილების მიხედვით, 2017 წლის 05 სექტემბრიდან მიმღებ მშობელთან მ----------------ესთან გაფორმდა გადაუდებელი მინდობითი აღზრდის ხელშეკრულება ლ---- და თ----- ქ-------ეების მიმართ 90 დღის ვადით.
მტკიცებულება, რომ--–საც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 0------------ის საოქმო გადაწყვეტილება N----------- (ს.ფ. 139-140);
3.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 16----------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N------------- თ----- ქ-------ის და ლ---- ქ-------ისთვის მინდობით აღსაზრდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსების შემდეგ, განხორციელდა ბავშვებისა და ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, რომლის შედეგად გამოიკვეთა არასრულწლოვანი პირების რეგულარულ მიმღებ ოჯახში განთავსების საჭიროება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 1-----------ს N------------- გადაწყვეტილებით, თ----- ქ-------ეს და ლ---- ქ-------ეს მიენიჭათ მინდობით აღსაზრდელის სტატუსი.
მტკიცებულება, რომ--–საც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 1-----------ს N------------- გადაწყვეტილება თ----- ქ-------ის და ლ---- ქ-------ისთვის მინდობით აღსაზრდელის სტატუსის მინიჭების შესახებ (ს.ფ. 152-153);
3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 0------------ს მიღებული იქნა N------------6 და N------------7 საოქმო გადაწყვეტილებები, რომ--–თა თანახმად, შეწყდა თ----- ქ-------ის და ლ---- ქ-------ის გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევები მ-----------------სა და ი------–--–------–-–---–ის მიმღებ ოჯახში 2017 წლის 04 დეკემბრიდან.
2017 წლის 04 დეკემბრიდან თ----- და ლ---- ქ-------ეები განთავსდნენ მ----------------ის მიმღებ ოჯახში, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, სადაც დღემდე იმყოფებიან.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 01-----------ს N------------6 საოქმო გადაწყვეტილება თ----- ქ-------ის გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევის შეწყვეტის საქმეზე (ს.ფ. 162);
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 01-----------ს N------------7 საოქმო გადაწყვეტილება ლ---- ქ-------ის გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევის შეწყვეტის საქმეზე (ს.ფ. 160);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.5. 2018 წლის 19-------ს (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 2--------ი, N-----) ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–------ს სერვის-ცენტრს განცხადებით მიმართა მ--–----------–---–---–ის წარმომადგენლის სახელით გი--------–--–--–---–მა.
განცხადებაში მიუთითა, რომ მიმდინარე წლის 2------------–ს დასრულდა მ--–----------–---–---–ის მიმართ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 29 ა--------ს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედების ვადა და ამჟამად ბავშვების დედა მ--–----------–---–---–ი უფლებამოსილია მშვიდობიანად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიბრუნოს თავისი შვილები: თ----- და ლ---- ქ-------ეები. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა წარდგენილი განცხადების განხილვა.
2018 წლის 22 მარტს გი--------–--–--–---–მა დამატებით, განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–------ს სერვის-ცენტრს და მ--–----------–---–---–ის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დასადასტურებლად წარადგინა 2018 წლის 19-------ს გაცემული ორდერი N9.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-გი--------–--–--–---–ის 2018 წლის 19-------ის (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 2--------ი, N-----) განცხადება (ს.ფ. 98);
-გი--------–--–--–---–ის 2018 წლის 22 მარტის განცხადება და თანდართული ორდერი (ს.ფ. 95, 97);
3.6. 2018 წლის 11 აპრილს გი--------–--–--–---–მა საჩივრით მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
საჩივარში მიუთითა, რომ მის მიერ 2018 წლის 19-------ს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–------ს სერვის-ცენტრში წარდგენილ განცხადებაზე პასუხი არ ყოფილა გაცემული და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების დედასთან - მ--–----------–---–---–თან დაბრუნება.
მტკიცებულება, რომ--–საც ეყრდნობა სასამართლო:
-გი--------–--–--–---–ის 2018 წლის 11 აპრილის საჩივარი (ს.ფ. 27-28);
3.7. გი--------–--–--–---–ის 2018 წლის 2--------ის N----- განცხადების პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა 2018 წლის 2-------ს N------------- წერილით მიმართა გი--------–--–--–---–ს და აცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული 2018 წლის 19-------ის N9 ორდერი არ ანიჭებდა მას უფლებამოსილებას ყოფილიყო მ--–----------–---–---–ის მინდობილი პირი განცხადებაში მოყვანილ საკითხთან დაკავშირებით. წერილში ასევე მიეთითა, რომ განმცხადებელს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–------ს სერვის ცენტრში უნდა წარედგინა ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი (მინდობილობა/რწმუნებულება), სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მ--–----------–---–---–ი გი--------–--–--–---–ს ანიჭებდა უფლებამოსილებას მის არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მტკიცებულება, რომ--–საც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 2-------ის N------------- წერილი (ს.ფ. 92)
3.8. 20---–-–---------–-სს (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 13----–--ი) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართეს მ--–----------–---–---–მა და მისმა ადვოკატმა გი--------–--–--–---–მა.
განცხადებაში მიუთითეს, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ა--------ს (საქმე N3/5749-17) გადაწყვეტილებით მ--–----------–---–---–ის მიმართ დამტკიცდა დამცავი ორდერი, 6 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც მისი ორი არასრულწლოვანი შვილი: ლ---- და თ----- ქ-------ეები გ-–-----------–------ს სერვის ცენტრის მეშვეობით განთავსდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ დამცავ ორდერს ვადა გაუვიდა მიმდინარე წლის 2------------–ს. ამდენად, განმცხადებლებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 2--------ის N01-20ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,რეინტეგრაციის, შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების“ საფუძველზე, მოითხოვეს მ--–----------–---–---–ის არასრულწლოვანი შვილების რეინტეგრაცია და აღნიშნული პროცესის დასაწყებად სოციალური მუშაკისთვის მისი არასრულწლოვანი შვილების ბიოლოგიური ოჯახის შესაძლო შეფასება და სათანადო დასკვნის წარდგენა რეგიონალურ საბჭოზე, არასრულწლოვანი შვილების ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციისთვის.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მ--–----------–---–---–ის და გი--------–--–--–---–ის 20---–-–---------–-სის განცხადება (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 13----–--ი) (ს.ფ. 213).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–----------–---–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 2--------ის N01-20/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები.“
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომ--–იც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომ--–იც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში, მ--–----------–---–---–ის მიერ სარჩელი აღძრულია მითითებული ნორმის საფუძველზე, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე მხარეს მ--–----------–---–---–ის 20---–-–---------–-სის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მისი არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების რეინტეგრაციის პროცესი, ბიოლოგიურ ოჯახში მათი დაბრუნების მიზნით.
6.2. სასამართლო მიუთითებს ‘‘სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
,,რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“ დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 2--------ის №01-20/ნ ბრძანებით.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან რეინტეგრაციის შესაძლებლობის გამოკვეთის საშუალებებს, რეინტეგრაციის განხორციელების პროცედურებს, რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
,,რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების“ მე-3 მუხლი განსაზღვრას რეინტეგრაციის პროცედურების განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოებსა და პირებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეინტეგრაციის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო, რომ--–იც კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას და ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, შეჩერებას და რეინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას, ხოლო ამავე წესის მე-2 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სააგენტო არის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომ--–იც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სოციალური მუშაკი: ა) ახორციელებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის, შესაძლო მეურვის/მზრუნველის და სოციალური გარემოს შეფასებას; ბ) შეიმუშავებს რეინტეგრაციის განხორციელებისთვის სათანადო რეკომენდაციებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და დასკვნას წარუდგენს რეგიონულ საბჭოს; გ) შეიმუშავებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას რეინტეგრაციის შესახებ, რეინტეგრაციის შემდეგ ხელს უწყობს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და უზრუნველყოფს მის მონიტორინგს; დ) აწარმოებს შემთხვევის მართვას და დოკუმენტირებას, ხოლო მე-5 პუნქტით განსაზღვრულია, რომ რეგიონული საბჭო: ა) განიხილავს ბავშვის რეინტეგრაციის საკითხს, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე და იღებს გადაწყვეტილებას დასკვნისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, შესაძლო მეურვესთან/მზრუნველთან დაბრუნების/განთავსების შესახებ; ბ) იღებს გადაწყვეტილებას რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხე მხარეს მ--–----------–---–---–ის 20---–-–---------–-სის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მისი არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების რეინტეგრაციის პროცესი, ბიოლოგიურ ოჯახში მათი დაბრუნების მიზნით.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 19-------ს (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 2--------ი, N-----) გი--------–--–--–---–მა, როგორც მ--–----------–---–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–------ს სერვის-ცენტრს და მოითხოვა მ--–----------–---–---–ის არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების დედასთან დაბრუნება. აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა 2018 წლის 2-------ს N------------- წერილით მიმართა გი--------–--–--–---–ს და აცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული 2018 წლის 19-------ის N9 ორდერი არ ანიჭებდა მას უფლებამოსილებას ყოფილიყო მ--–----------–---–---–ის მინდობილი პირი განცხადებაში მოყვანილ საკითხთან დაკავშირებით. წერილში ასევე მიეთითა, რომ განმცხადებელს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–------ს სერვის ცენტრში უნდა წარედგინა ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი (მინდობილობა/რწმუნებულება), სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მ--–----------–---–---–ი გი--------–--–--–---–ს ანიჭებდა უფლებამოსილებას მის არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული წერილიდან გამომდინარე განცხადების განხილვის ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა გი--------–--–--–---–ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20---–-–---------–-სს (რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 13----–--ი) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართეს მ--–----------–---–---–მა და მისმა ადვოკატმა გი--------–--–--–---–მა და მოითხოვეს მ--–----------–---–---–ის არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების ბიოლოგიურ ოჯახში, დედასთან დაბრუნების (რეინტეგრაციის) პროცესის დაწყება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ აღმოფხვრილი იქნა 2018 წლის 2-------ის N------------- წერილში მითითებული ხარვეზი, გი--------–--–--–---–ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შესახებ, ვინაიდან 20---–-–---------–-სის განცხადებას გი--------–--–--–---–თან ერთად ხელს აწერდა თავად განმცხადებელი - მ--–----------–---–---–იც. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნულ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და არ დაწყებულა რეინტეგრაციის პროცესი, რომ--–იც გულისხმობს სოციალური მუშაკის მიერ ბიოლოგიური ოჯახის შეფასების განხორციელებას, დასკვნის გაცემას და აღნიშნული დასკვნის რეგიონული საბჭოსთვის გადაცემას, რომ--–იც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 2--------ის N01-20/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“, ვინაიდან მ--–----------–---–---–ის 20---–-–---------–-სის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაწყებული მისი არასრულწლოვანი შვილების რეინტეგრაციის პროცესი, რაც ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს მ--–----------–---–---–ის 20---–-–---------–-სის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მისი არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების რეინტეგრაციის პროცესი, ბიოლოგიურ ოჯახში მათი დაბრუნების მიზნით
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–----------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს მოპასუხე მხარეს მ--–----------–---–---–ის 20---–-–---------–-სის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მისი არასრულწლოვანი შვილების: თ----- და ლ---- ქ-------ეების რეინტეგრაციის პროცესი, ბიოლოგიურ ოჯახში მათი დაბრუნების მიზნით;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მერი გულუაშვილი