გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
330310018002562449
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4695-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - სო----- კო-----

წარმომადგენელი - თე---- ზა-----–---–-

 

მოპასუხე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წარმომადგენლები - თა---- ივ---–---–--ოთ----–---–-, გი------ ჩე--------

 

დავის საგანი - ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი მოსარჩელე სო----- კო----ის ს-----------------–--------------------------------------------------------------------------------–--------------- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.2. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე სო----- კო----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 15 მარტიდან, მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სა----თლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე სო----- კო-----, 2015 წლის 29 იანვრიდან მუშაობდა ს----------------------–--------------------------–---------------–-----------------------------------------------------------------------------–-ს თანამდებობაზე.

 

ს-----------------–----------------------------------------------------–------------------------------------------- 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით, დამტკიცებული სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურის და საშტატო განრიგის მიხედვით, განსაზღვრული იყო ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - ს-------–---------------------------–---------

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ს----------------------–------------------------------------------- 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე სო----- კო----- დაინიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა.

 

ს-----------------–---------------------------------------- 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით, 2018 წლის 15 იანვრიდან განხორციელდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაცია და ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე სო----- კო----- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

ს----------------------–------------------------------------------- 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით, დამტკიცდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული. ამასთან, აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა და სხვა.

 

სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე სო----- კო----- ეცნობა, რომ 2018 წლის 15 მაისს ამოიწურა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა. ამასთან, მოსარჩელე სო----- კო----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი, არ გამოცემულა.

 

მოსარჩელე სო----- კო-----ს სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი - შვილი.

 

კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელე სო----- კო-----ს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო - 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

ს-----------------–---------------------------------------- 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - პოლკოვნიკი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასა----თლო:

- მოსარჩელე სო----- კო----ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებები (ს.ფ.94-99);

- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საჯარო სა----თლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ს----------------------–------------------------------------------- 2018 წლის 9 იანვრის №1 ბრძანება და საშტატო ნუსხა (ტ.1, ს.ფ. 215-234);

- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი „საჯარო სა----თლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ რეორგანიზაციის შესახებ“ ს-----------------–---------------------------------------- 2018 წლის 15 იანვრის №74 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 99);

- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა----თლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ს----------------------–------------------------------------------- 2018 წლის 25 იანვრის №39 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 234-274);

- სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის წერილობითი მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 27);

- ს-----------------–---------------------------------------- 2018 წლის 12 იანვრის №4 ბრძანება თანდართული დებულებით (ტ.1, ს.ფ.148-164);

- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ს-----------------–---------------------------------------- 2018 წლის 1 აგვისტოს №ES 0 18 00052796 ბრძანება და მისი დანართი (ტ.1, ს.ფ. 164-184);

- დაბადების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 324);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა----თლებრივი შეფასების შედეგად, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სო----- კო----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

6. სა----თლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასა----თლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსა----თლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სა----თლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასა----თლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სა----თლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სა----თლებრივი შედეგი.

 

ამასთან, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტებს.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასა----თლოს მსჯელობის საგანს, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე სო----- კო----ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არა----თლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

სასა----თლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასა----თლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სა----თლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სა----თლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არა----თლზომიერი ჩარევა.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ შრომითი-სა----თლებრივი საქმიანობა, ასევე წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელ ნაწილს, რადგან ასეთი საქმიანობის პროცესში პირი ახორციელებს ურთიერთობებს სხვა პირებთან, უზრუნველყოფს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, ხელფასის სახით გამოიმუშავებს ფინანსურ შემოსავალს და ა.შ.

 

სასა----თლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასა----თლოს პრეცედენტულ სა----თალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასა----თლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა----თლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სა----თლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასა----თლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სა----თლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არა----თლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასა----თლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

6.3. სასა----თლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურის საქმიანობის მმართველობით, საფინანსო, ლოჯისტიკურ, სა----თლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭებოდა.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის მმართველობის სფეროში შედიოდა საჯარო სა----თლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სო----- კო----- 2015 წლიდან მუშაობდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო ს-----------------–----------------------------------------------------–------------------------------------------- 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით, იგი დაინიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა.

 

6.4. სასა----თლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურის გავლის იმ საკითხებს, რომლებიც მოწესრიგებული არ იყო ამ კანონით, აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავდა სამსახურის უფროსი.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ს-----------------–---------------------------------------- 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში სამსახურის უფროსის ბრძანებით არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ასევე სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა----თლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის დროს.

 

მითითებული წესის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირის და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო.

 

ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების და სხვა უწყებისადმი დაქვემდებარების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.

 

ამასთან, სასა----თლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება (საქმის ნომერი ბს-449-442 (კ-15)), სადაც საკასაციო სასა----თლო სწორედ ასე განმარტავს აღნიშნულ საკითხს კერძოდ, მითითებულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენი მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასა----თლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს-----------------–---------------------------------------- 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით, 2018 წლის 15 იანვრიდან განხორციელდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაცია და ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და საშტატო ერთეულის გაუქმების (შემცირების) საფუძვლით, მოსარჩელე სო----- კო----- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ამასთან, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე სო----- კო-----ს ეცნობა, რომ 2018 წლის 15 მაისს ამოიწურა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა, თუმცა მოსარჩელე სო----- კო----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი, არ გამოცემულა. შესაბამისად, მოსარჩელესთან შრომითი-სა----თლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა სათანადო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტით არ გაფორმებულა და არც მისი, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გამოიცა ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ ს-----------------–----------------------------------------------------–------------------------------------------- 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით, დამტკიცებული სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურის და საშტატო განრიგის მიხედვით, განსაზღვრული იყო ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი, ხოლო მოსარჩელე სო----- კო----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, ს----------------------–------------------------------------------- 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით, დამტკიცდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული. ამასთან, აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა და სხვა.

 

ამასთან, სასა----თლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ს-----------------–---------------------------------------- 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, მოსამსახურე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით, მოსარჩელე სო----- კო-----ს სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი - შვილი.

ამრიგად, მოსარჩელე სო----- კო-----, სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, სხვა სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, სხვა დასახელებით ამასთან, მას სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი - შვილი. თუმცა, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხეადავდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოსცა ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი მოსარჩელე სო----- კო----ის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 73-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა----თლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

ამასთან, სასა----თლო მიუთითებს 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა----თლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს-----------------–---------------------------------------- 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - პოლკოვნიკი.

 

6.5. სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასა----თლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასა----თლო ადგენს ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასა----თლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასა----თლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი არ გამოუცია მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მასთან ფაქტობრივად შეწყვიტა შრომითი-სა----თლებრივი ურთიერთობა და უარი უთხრა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სა----ტლებრივი აქტის გამოცემაზე, რაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კანონშეუსაბამოდ უნდა იქნეს ცნობილი, რადგან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივად აქვს.

 

6.6. სასა----თლოს შეფასებით, ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელე სო----- კო-----ს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო - 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასა----თლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი-სა----თლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალოს მოსარჩელე სო----- კო----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მიღებული ორი თვის ხელფასის გამოკლებით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სო----- კო----ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 2-- ლარი და გამომდინარე იქედან, რომ კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი სდახელმწიფო ბაჟი 2--.50 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 23-ე, 24-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სო----- კო----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი მოსარჩელე სო----- კო----ის ს-----------------–--------------------------------------------------------------------------------–--------------- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

3. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე სო----- კო----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 15 მარტიდან, მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5. მოსარჩელე სო----- კო-----ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 14 ივნისს №- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2-- (ორას თერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსა----თლე დავით წერეთელი