გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23971-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „-----------–--------ი“
წარმომადგენლები: ლ------------ე, გ----------------ე
მოპასუხეები: დ-----------–--ე, ი-----–----------–ი
მოპასუხე დ-----------–--ის წარმომადგენელი: ო-------------–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ-----------–--ესა და ი-----–----------–ს სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 18 163.05 ლარის გადახდა, საიდანაც ვალდებულების ძირი თანხაა - 8 850.89 ლარი, პროცენტი - 2 812.16 ლარი და პირგასამტეხლო - 6 500 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 18 ნოემბერს სს „-----------–--------სა“ და დ-----------–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ვალის აღიარების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დ-----------–--ემ სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ აღიარა ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი საერთო ჯამში - 25 774.79 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მოიცავდა სესხის ძირითად თანხას - 10 028.08 ლარს, პროცენტს - 2 535.22 ლარს და პირგასამტეხლოს - 13 211.49 ლარს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოპასუხეს დავალიანება გაუნაწილვადდა 24 თვეზე, წლიური 16% სარგებლის დარიცხვით. ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, არსებული ფულადი ვალდებულების გრაფიკის მიხედვით დაფარვის შემთხვევაში, სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო დაექვემდებარებოდა 100%-ით დაკორექტირებას.
2016 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „-----------–--------სა“ და ი-----–----------–ს შორის 2016 წლის 18 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის თანახმადაც სოლიდარულმა თავდებმა იკისრა ვალდებულება ბ----- წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ.
მოპასუხეებმა სრულად არ შეასრულეს 2016 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება. კერძოდ, მათ მიერ 2017 წლის 30 ივნისის შემდგომ არ განხორციელებულა სესხის გადახდა, რის შედეგადაც დაერიცხათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. დღეის მდგომარეობით, მოპასუხეებს 2016 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებათ დავალიანება - 25 068.51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 8 850.89 ლარი, პროცენტი - 2 812.16 ლარი და პირგასამტეხლო - 13 405.46 ლარი. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, იგი ამცირებს დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას 13 405.46 ლარიდან 6 500 ლარამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს მოპასუხეთათვის დავალიანების, ჯამში - 18 163.05 ლარის გადახდას.
მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები არსებული დავალიანების შესახებ და მიეცათ ვადა მათ დასაფარად, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ-----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა - 16% ეწინააღმდეგება სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნებს და ბათილია. შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობაც. მოპასუხემ, ასევე სადავო გახადა 2016 წლის 18 ნოემბრის შეთანხმებაზე სს „-----------–--------ის“ სახელით მოქმედი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამას გარდა, მიუთითა აღნიშნული შეთანხმების საფუძვლად არსებული საკრედიტო ხელშეკრულების ხანდაზმულობაზე.
მოპასუხე დ-----------–--ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ მას 2016 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს დავალიანება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მოსარჩელე მიუთითებს წარმოდგენილ სარჩელში.
2.2. მოპასუხე ი-----–----------–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 ნოემბერს სს „-----------–--------სა“ და დ-----------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება №1------, რომლის თანახმადაც დ-----------–--ემ აღიარა სს „-----------–--------ის“ წინაშე არსებული დავალიანება - 25 774.79 ლარის ოდენობით. დავალიანება შედგება შემდეგი თანხებისაგან: ძირითადი თანხა - 10 028.08 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2 535.122 ლარი და პირგასამტეხლო - 13 211.49 ლარი. ვალის წარმოშობის საფუძველია სს „-----------–--------სა“ და დ-----------–--ეს შორის 03.04.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულება.
ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი - 16%-ის ოდენობით. ასევე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის - 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვალის ან/და საპროცენტო სარგებლის შეთანხმებით დადგენილი ოდენობითა და ვადებში გადაუხდელობისათვის. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების დადების დღისათვის სესხზე დარიცხული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის ვადის ბოლო თარიღისათვის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ გრაფიკით გათვალსიწინებული გადახდების დაგვიანება არ მოხდებოდა 10 დღეზე მეტი ვადით, სესხებზე დარიცხული ჯარიმა - 10 569.19 ლარი დაკორექტირება 100%-ით.
ხელშეკრულების თანახმად, დავალიანების დაფარვა უნდა მომხდარიყო 24 თვის ვადაში, შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
3.1.2. 2016 წლის 18 ნოემბერს სს „-----------–--------სა“ და ი-----–----------–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ №1------, რომლითაც ი-----–----------–ი სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ თავდებად დაუდგა დ-----------–--ეს მასსა და სს „-----------–--------ს“ შორის 18.11.2016წ. დადებული №1------ შეთანხმებიდან გამომდინარე ბ----- მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად.
ხელშეკრულების თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილ იქნა ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ----- სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/დ პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო და ბ-----ათვის მიყენებული ზიანი/ზარალი).
3.1.3. დ-----------–--ისა და ი-----–----------–ის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 18 ნოემბერს დადებული შეთანხმებითა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მათ მიერ 2017 წლის 30 ივნისის შემდგომ, აღარ განხორციელებულა 18.11.2016წ. შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდა.
3.1.4. სს „-----------–--------ის“ მიერ 13.08.2016წ. გაცემული ცნობის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, 18.11.2016წ. №1------ შეთანხმებიდან გამომდინარე, დ-----------–--ის დავალიანება სს „ს----------–--------ს“ მიმართ შეადგენს - 25 068.51 ლარს, საიდანაც ვალდებულების ძირი თანხაა - 8 850.89 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2 812.16 ლარი და დარიცხული პირგასამტეხლო - 13 405.46 ლარი.
3.1.5. 2017 წლის 01 ოქტომბერს დ-----------–--ესა და ი-----–----------–ს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება 18.11.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ, თუმცა აღნიშნული წერილობითი შეტყობინება ადრესატებს არ ჩაბარებიათ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „-----------–--------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 341-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 463-464-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გამტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც კერძო სამართლის სუბიექტებს ანიჭებს უფლებამოსილებას კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით იდება ახალი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს. კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ძველი ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. (იხ. სუსგ. №ას-839-890-2011; 08.11.2011წ.)
მოცემულ შემთხვევაში, დადენილია, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს სს „-----------–--------სა“ და დ-----------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება №1------, რომლის თანახმადაც დ-----------–--ემ აღიარა სს „-----------–--------ის“ წინაშე არსებული დავალიანება - 25 774.79 ლარის ოდენობით, საიდანაც 10 028.08 ლარი წარმოადგენს ვალდებულების ძირ თანხას, 2 535.122 ლარი საპროცენტო სარგებელს და 13 211.49 ლარი პირგასამტეხლოს. აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა სს „-----------–--------სა“ და დ-----------–--ეს შორის 03.04.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი - 16%-ის ოდენობით. ასევე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვალის ან/და საპროცენტო სარგებლის შეთანხმებით დადგენილი ოდენობითა და ვადებში გადაუხდელობისათვის. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების დადების დღისათვის სესხზე დარიცხული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის ვადის ბოლო თარიღისათვის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ გრაფიკით გათვალსიწინებული გადახდების დაგვიანება არ მოხდებოდა 10 დღეზე მეტი ვადით, სესხებზე დარიცხული ჯარიმა - 10 569.19 ლარი დაკორექტირება 100%-ით. დავალიანება უნდა დაფარულიყო 24 თვის ვადაში, შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებაში იკვეთება ძველი - 03.04.2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მზაობა. ამასთან, უდავოა, რომ აღნიშნული შეთანხმებით ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად, ახალი მოთხოვნა წარმოიქმნა. მხარეებმა შეთანხმებით, სსკ-ის 319-ე მუხლით განმტკიცებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მის საფუძვლად არსებული ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრეს როგორც შეთანხმები არსებითი პირობები - მაგალითად საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო, ასევე დავალიანების დაფარვის წესი და თარიღი. შესაბამისად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას.
სასამართლო, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ვინაიდან ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა და ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს, ვალდებულების წარმოშობის განსაზღვრისათვის, მნიშვნელოვანი არა ვალის აღიარების საფუძვლად არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების დადგენა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის განხილვისათვის მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას 03.04.2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მნიშვნელობა არ აქვს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 18 ნოემბერს დადებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, 2017 წლის 30 ივნისის შემდგომ აღარ განხორციელებულა შეთანხმებაზე დართული გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, 18.11.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირითადი თანხის - 8 850.89 ლარისა და საპროცენტო სარგებლის - 2812.16 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. რაც შეეხება მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებას 18.11.2016წ. შეთანხმებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობის (16%) მართლზომიერებასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული შეთანხმებით სს „-----------–--------ის“ მიერ გათვალისწინებული იქნა ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, სს „-----------–--------მა“ დავალიანებისათვის სარგებლის გონივრული ოდენობა განსაზღვრა, რაც არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით გარიგება ამ ნაწილში არ წარმოადგენს უცილოდ ბათილს.
6.5. სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს და ვერ იმსჯელებს მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებულ გარემოებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას 18.11.2016წ. შეთანხმებიდან გამომდინარე, რეალურად გადახდილი აქვს დავალიანება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მოსარჩელე მიუთითებს წარმოდგენილ სარჩელში, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული და მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებს.
6.6. მოპასუხემ, ასევე სადავო გახადა სს „-----------–--------სა“ და დ-----------–--ეს შორის 18.11.2016წ. დადებულ შეთანხმებაზე სს „-----------–--------ის“ სახელით მოქმედი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. მოსარჩელეს ზემოთ აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მოპასუხის აპელირება დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, იგი არ წარმოადგენს შეცილებაზე უფლებამოსილ პირს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
მხარეთა შორის 2016 წლის 18 ნოემბერს დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვალის ან/და საპროცენტო სარგებლის შეთანხმებით დადგენილი ოდენობითა და ვადებში გადაუხდელობისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე შეთანხმების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „-----------–--------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს 2016 წლის 18 ნოემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 800 ლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი 6500 ლარისა.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს სს „-----------–--------სა“ და ი-----–----------–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ №1------, რომლითაც ი-----–----------–ი სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ თავდებად დაუდგა დ-----------–--ეს მასსა და სს „-----------–--------ს“ შორის 18.11.2016წ. №1------ შეთანხმებიდან გამომდინარე ბ----- მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად. ამასთან, თავდებობით უზრუნველყოფილ იქნა ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ----- სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/დ პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო და ბ-----ათვის მიყენებული ზიანი/ზარალი).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი-----–----------–ი ძირითად მოავლესთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს სს „-----------–--------ის“ მიმართ არსებული დავალიანება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილ იქნა - 555 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სს „-----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს - დ-----------–--ესა და ი-----–----------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (ჯამში - 12 463.05 ლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 373.89 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ამასთან, დავის საგნიდან გამომდინარე, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 544.89 ლარს, თუმცა მოსარჩელის მიერ გადახდილია - 555 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 10.11 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს----------–-------“ სარჩელი დ-----------–--ისა და ი-----–----------–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - დ-----------–--ესა და ი-----–----------–ს მოსარჩელე - სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2016 წლის 18 ნოემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 463.05 ლარის გადახდა, საიდანაც ვალდებულების ძირი თანხაა - 8 850.89 ლარი, პროცენტი - 2 812.16 ლარი და ჯარიმა - 800 ლარი.
2. მოპასუხეებს - დ-----------–--ესა და ი-----–----------–ს მოსარჩელე - სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 373.89 ლარის გადახდა.
3. სს „-----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 555 ლარიდან - 10.11 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადასახადო დავალება №--.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/23971-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
12 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „-----------–--------ი“
წარმომადგენლები: ლ------------ე, გ----------------ე
მოპასუხეები: დ-----------–--ე, ი-----–----------–ი
მოპასუხე დ-----------–--ის წარმომადგენელი: ო-------------–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს----------–-------“ სარჩელი დ-----------–--ისა და ი-----–----------–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - დ-----------–--ესა და ი-----–----------–ს მოსარჩელე - სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2016 წლის 18 ნოემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 463.05 ლარის გადახდა, საიდანაც ვალდებულების ძირი თანხაა - 8 850.89 ლარი, პროცენტი - 2 812.16 ლარი და ჯარიმა - 800 ლარი.
2. მოპასუხეებს - დ-----------–--ესა და ი-----–----------–ს მოსარჩელე - სს „-----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 373.89 ლარის გადახდა.
3. სს „-----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 555 ლარიდან - 10.11 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადასახადო დავალება №--.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი