განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119002806690
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმე №1/19-2019
03 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი დ-------------–---–ი,დაცვის მხარე ადვოკატი - ი-----–-----–--ე
ბრალდებული - ი-----–-------ე (დაბადებული: 2--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ა----ა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლება, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 12:20 საათზე, ი-----–-------ე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ო------------–ი (სოფ. აგარა), ე-–---------------ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ტ-------ა ნოაჰის მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით I--------, რითაც დაზარალებულს მიაყენა 8800 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვ--------------------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 12:00-12:30 საათზე მიღებული იქნა შეტყობინება, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა----აში გატაცებული იყო ავტომანქანა მ------ი, ნომრით ი---------, რის გამოც ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა ადგილზე, ამავე დროს მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ავტომანქანა გატაცებული უნდა ჰქონოდა სოფელ ა----აში მცხოვრებ ი-----–-------ეს. მოძრაობისას სოფელ ა----ის გზაზე შენიშნეს აღნიშნული ავტომანქანა და გააჩერეს, რომლის საჭესთან იჯდა ი-----–-------ე, რომელმაც განმარტა, რომ სეირნობდა. მას განემარტა გამომძიებლის მიერ უფლებები, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებოს მოქმედებები, ამოღებული იქნა ავტომანქანა, ხოლო ი-----–-------ე დაკავდა. ავტომანქანა იყო ლურჯი ფერის იაპონური წარმოების მ------ი ტ---------------ს, დადგინდა, რომ მისი მესაკუთრე იყო ე-–---------------ე.
ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა გ---------–---მ და ამავე განყოფილების უბნის უმცროსმა ინსპექტორმა გ--------------------მ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ე-–---------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს დედამისთან ჟ--–--------------სთან და მეუღლესთან თ-----------–---სთან ერთად იმყოფებოდა სოფელში. მისი კუთვნილი ავტომანქანა ტ-------ა მ------ი გააჩერა ტრასაზე, საბაღე ნაკვეთთან 20-30 მეტრში, რათა ბაღში აეტანა სხვადასხვა ნივთები, მანქანა დატოვა ადგილზე ღია მდგომარეობაში გასაღებიც იყო ავტომანქანაში. უკან, რომ მობრუნდა მანქანა ადგილზე აღარ იყო, რის გამოც დედამისმა განახორციელა ზარი. მისივე განმარტებით არ გაუგონია ავტომანქანის დაქოქვის ხმა. დარეკვიდან 15-20 წუთში მათთვის ცნობილი გახდა რომ მანქანა ნანახი იყო.
ანალოგიური განმარტეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ-----------–---მ და ჟ--–--------------მ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ-–------------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს სოფელ ა----აში დაახლოებით 12 საათის შემდეგ, პირველის წუთებზე მის სახლთან ჩაიარა ი-----–-------ემ, ცოტა ხანი ისაუბრეს, რის შემდეგაც ი-----–ი წავიდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–------–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში სოფელ ა----აში და ამზადებდა შეშას. იქნებოდა დაახლოებით პირველის ნახევარი, ჩაიარა ი-----–-------ემ ლურჯი ფერის ავტომანქანა მ------ით, შეაჩერა და გამოელაპარაკა, შესთავაზა მასთან ერთდ წასულიყო გასასეირნებლად, რაზეც უარი უთხრა, რის შემდეგაც მალევე ადგილზე მივიდა პოლიციის ავტომანქანა.
ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზ-----------–--–---მ.
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასევე დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებებით: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, პატაკით, დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზის ინფორმაციით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებით.
ბრალდებულმა ი-----–-------ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით საკუთრება ხელშეუვალია. კერძო საკუთრების, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
სხვისი ნივთის ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრის შეუმჩნევლად, მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ქურდობის ადგილზე არ ყოფნის დროს.
ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მითითებული ავტომანქანის დაზარალებულ ე-–---------------ის კუთვნილების ფაქტი, რაც ფარულად, მისგან შეუმჩნევლად დაუფლებული იქნა 2018 წლის 04 დეკემბერს ი-----–-------ის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს, თავისი შეხედულებისამებრ.
ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-–---------------ის კუთვნილი ავტომანქანა მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე, რაც ბრალდებულმა, როგორც საკუთარი - მიისაკუთრა მართლსაწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით - კოდექსის ამ თავში (თავი XXV) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი მოქცეულია XXV თავში.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ე-–---------------ის კუთვნილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 8800 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–-------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ე-–---------------ის კუთვნილ ავტომანქანას, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
სამართლებრივი შეფასება:
ი-----–-------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო ს-–----–ების წინააღმდეგ - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან ხელყოფს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს საკუთრებას. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, ავტომანქანა ამოღებულია, ბრალდებული არაა ნასამართლევი. ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი, ან უარყოფითი გარემოებები არ არსებობს.
მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა მინიმუმი ზომით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას. ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე და 63-ე მუხლებით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შესაბამისად, ნივთმტკიცების სახით არსებული ავტომანქანა და მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს, ხოლო ხელის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ანაწმენდები უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
გაუქმდეს ი-----–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 04 დეკემბრიდან.
ნივთმტკიცების სახით არსებული ავტომანქანა და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს, ხოლო ხელის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ანაწმენდები განადგურდეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი