განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
A
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 მარტი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თ---------- სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- გ-------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----– თ------------ ძე ს---------–---–ი,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- გ--------ს #---ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ა-----------–---–-- მ----–ესახვევი #--–-
ადვოლატი- რ-------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 28 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 04:00 საათზე, მ-----– ს---------–---–მა თ---–--–-- ა-----------–---–-- ქუჩის მ----–ესახვევის #--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს - წინასწარი შეცნობით ორსულ მ------ მ--–--–-–---–ს, შელაპარაკებისას მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახეში, მუშტი ჩაარტყა მუცელში და ყელში მოუჭირა ხელები. ძალადობის შედეგად მ------ მ--–--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ფიზიკური ძალადობის შემდეგ, მ-----– ს---------–---–მა მეუღლეს - წინასწარი შეცნობით ორსულ მ------ მ--–--–-–---–ს, წაართვა სამზარეულოდან თავდაცვის მიზნით აღებული დანა, ყელში მოუჭირა ხელები და ახრჩობდა. დახრჩობის და დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მ-----– ს---------–---–ის მუქარა მ------ მ--–--–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა მ-----– ს---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ------ მ--–--–-–---–ის და მოწმეების - ა-–---- მ--–--ის, ვ--–------ გ--–-–---–ის, თ---------- შ---–---ს, ს-------- მ-------–--ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ-----– ს---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ოჯახში ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ
უდავო მტკიცებულებები:
2.4. დაზარალებულ მ------ მ--–--–-–---–ის 28.12.2018 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 8 წელია ქორწინებაში იმყოფება მ-----– ს---------–---–თან. მ-----– ს---------–---–ს აქვს მძიმე ხასიათი, რაც გამოიხატება მეუღლის მიმართ აგრესიაში. 2018 წლის 28 დეკემბერს, მეუღლეებმა იკამათეს ყოფით თემაზე. გვიან ღამით მ------ მ--–--–-–---–მა შენიშნა, რომ მძინარე მეუღლეს ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა, ხოლო ფერფლი იატაკზე ეყარა. ხანძრის თავიდან არიდების მიზნით მ------ მ--–--–-–---–მა მეუღლე გააღვიძა და თან მისცა შენიშვნა მისი დაუდევარი ქმედების გამო. შენიშვნით გაბრაზებულმა მ-----– ს---------–---–მა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელით სცემა სახის არეში, მუშტი დაარტყა მუცელში, მსხვერპლი გაიქცა სამზარეულოსკენ, ბრალდებულმა სამზარეულოშიც განაგრძო მისი ცემა. ერთი ხელი ყელზე ძლიერად მოუჭირა, ხოლო მეორე ხელი პირზე ააფარა, მ------ მ--–--–-–---–ს სუნთქვა შეეკრა, თითქმის გაიგუდა, ბრალდებული მუცელზე ეჯდა დაზარალებულს და ისე აგრძელებდა ძალადობას. მას შემდეგ, რაც სუნთქვის უკმარისობის გამო მ------ მ--–--–-–---–ს კრუნჩხვები დაეწყო, მ-----– ს---------–---–მა შეწყვიტა ძალადობა, დაზარალებული სახლიდან გაიქცა და დარეკა პოლიციაში. მიღებული დაზიანებების გამო განიცადა ძლიერი ტკივილი. გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ მ-----– ს---------–---–ს სხვა დროსაც უცემია მეუღლე.
2.5. დაზარალებულ მ------ მ--–--–-–---–ის 28.12.2018 წ. გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მსხვერპლი ძალადობის დროს იყო 3 კვირის ფეხმძიმე, რაც იცოდა მ-----– ს---------–---–მა.
2.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი არის ძალადობის მსხვერპლი მ------ მ--–--–-–---–ი (რეგისტრაციის #3------, 28.12.2018 0---- სთ).
2.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს, დანაშაულის ჩადენიდან დროის მცირე მონაკვეთში დათვალიერდა ძალადობის ადგილი, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები.
2.8. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ს-------- მ-------–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, ღამით, მ------ მ--–--–-–---–ს თ---–--–-- ა-----------–---–-- ქუჩის მ----–ესახვევის #--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტრავმა, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში შეშუპება და სილურჯე, ხოლო ყელზე და ზედა კიდურებზე მრავლობითი ექსკორიაციები, ასევე დაზიანება აღენიშნებოდა მარცხენა ყურზე, ყელზე ჰქონდა ნაკაწრი, არშემავალი ჭრილობით. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, რის გამოც გადაყვანილი იქნა კლინიკაში. გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ პაციენტმა დაზიანებებთან მიმართებაში ექიმს განუცხადა, რომ სცემა მეუღლემ და იყო ფეხმძიმე.
2.9. მ------ მ--–--–-–---–ის #1--- სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, ღამის 04:37 საათზე, თ---–--–-- ა-----------–---–-- ქუჩის მ----–ესახვევის #--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტის ბარათის ჩანაწერის კლინიკური დიაგნოზით, მ. მ--–--–-–---–ი არის 3 კვირის ფეხმძიმე, სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება. პაციენტის განმარტებით ქმარმა ფიზიკურად იძალადა.
2.10. მსხვერპლი ძალადობის ღამეს გადაყვანილი იქნა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, სადაც გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
2.11. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექიმის, ვ--–---- გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, ღამის 0---0 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიყვანილი იქნა პაციენტი მ------ მ--–--–-–---–ი, რომელიც უჩიოდა ტკივილს ზედა ყბაზე და ყურის არეში. აღენიშნებოდა ყვრიმალის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა ყურის ზედაპირული ტრავმა. პაციენტის გადმოცემით მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.12.სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მ------ მ--–--–-–---–ი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოთავსდა 28.12.2018 წ. 0---0 საათზე, დიაგნოზით თავის, ლოყის, ყვრიმალის, ყურის ზედაპირული ტრავმებით, ყბისქვეშა მიდამოზე ექსკორიაციით. კონსულტირებული იქნა გინეკოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, ოტორანინგოლოგის და ყბა-სახის ქირურგის მიერ. პაციენტს ორსულობის გამო ვერ ჩაუტარდა რენტგენოგრაფია.
2.13.ბრალდებულმა მ-----– ს---------–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ ძალადობის დროს მისთვის ცნობილი იყო, რომ მ------ მ--–--–-–---–ი იყო რამდენიმე კვირის ფეხმძიმე.
2.14. უდავო მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, მ-----– ს---------–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე მ------ მ--–--–-–---–ზე. სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.15.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მ.ს---------–---–მა, 2018 წლის 28 დეკემბერს ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე მ------ მ--–--–-–---–ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის კვალი და ძალადობის შედეგად გამოწვეული ტკივილი დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის და ექიმების გამოკითხვის ოქმებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით.
2.16.რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ქმედების ჩადენას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ეს ფაქტობრივი გარემოებაც დადასტურდა როგორც უდავო მტკიცებულებებით, ასევე ამ ნაწილში ბრალდებულის მიერ ბრალის დადასტურებით.
მუქარა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
2.17. დაზარალებულ მ------ მ--–--–-–---–ის 28.12.2018 წ. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ვინაიდან მ-----– ს---------–---–ი არ ჩერდებოდა და აგრძელებდა მ. მ--–--–-–---–ის ცემას, ამ უკნასკნელმა სამზარეულოდან აიღო დანა და მოსთხოვა მოძალადეს წასულიყო სახლიდან და მისთვის თავი დაენებებინა, მოძალადემ დანა წაართვა და განაგრძო მასზე ძალადობა. ცალი ხელი, რომელშიც დანა ეჭირა ძლიერად წაუჭირა ყელში, ხოლო მეორე ხელი პირზე ისე ააფარა, რომ დაზარალებულს სუნთქვა შეეკრა. ფიზიკური ძალადობის შემდეგ, მ-----– ს---------–---–ი მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამონარიდი დაზარალებულის 28.12.2018 წ. გამოკითხვის ოქმიდან ,,.. ის არის აგრესიული და შეიძლება კვლავ რამე დამიშავოს, იგი მე დამემუქრა რომ მომკლავდა, რადგან მახრჩობდა, მეშინია კვლავ იგივე არ გაიმეოროს, მისი საქციელიდან გამომდინარე რეალურია მისი მუქარა...’’
2.18. 2018 წლის 28 დეკემბერს, მსხვერპლის მიერ ძალადობის და მუქარის მხილების საფუძველზე, დაკავებული იქნა მ-----– ს---------–---–ი. დაკავებული შემოწმდა ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე. ალკოტესტით დაუდგინდა თრობის ფაქტი.
2.19.ბრალდებულმა მ-----– ს---------–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა ფეხმძიმე მეუღლის მიმართ მუქარა.
2.20. უდავო მტკიცებულებებით და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, მ-----– ს---------–---–ი ფიზიკური ძალადობის შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ფეხმძიმე მეუღლეს.
2.21. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ მეუღლის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობის ფაქტები მ------ მ--–--–-–---–ის მიმართ, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი, სწორედ ამ შიშის გამო დახმარებისთვის დარეკა პოლიციაში. სასამართლოს შეფასებით შემთხვევის ღამეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ-----– ს---------–---–ის მხრიდან, დახურულ სივრცეში მსხვერპლის მისამართით გაცხადებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ბრალდებულის არაადეკვატური და უკიდურესად აგრესიული ქცევა, მსხვერპლში რეალურად იქნა აღქმული. შიშის რეალურობის განცდის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მუქარამდე მ-----– ს---------–---–მა უკიდურესად მძიმე ფორმით იძალადა მეუღლეზე, შემდეგ დანიანი ხელი ყელში ისე ძლიერად წაუჭირა და პირზეც ააფარა, რომ მსხვერპლს სუნთქვა შეეკრა და კრუნჩხვები დაეწყო. სასამართლოს განმარტებით, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ხერხი (დანიანი ხელის ყელში ძლიერად წაჭერა, ხოლო მეორე ხელის პირზე დაფარება), ბრალდებულის პიროვნება (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება ბრალდებულის აგრესიული დამოკიდებულება მეუღლის მიმართ და წარსულში ცემის ფაქტები), მუქარის განხორციელებამდე მასშტაბური ფიზიკური ძალადობა მეუღლეზე, მუქარის გამოხატვის პროცესში ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა, რაც მეტად არაადეკვატურს ხდიდა პროცესების დროს. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რომ აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება იმ გარემოებით, რომ მსხვერპლმა სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის მიზნით ღამის 0---- საათზე დახმარება სთხოვა პოლიციას. მისი მხრიდან სამართალდამცავების ჩართულობა პროცესში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსხვერპლს სუბიექტურად ჰქონდა შიშის საფუძველი.
2.22. რად შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ამ ეპიზოდშიც უდავო მტკიცებულებებით დადასტურებულია ფაქტი იმის შესახებ, 2018 წლის 28 დეკემბერს მ------ მ--–--–-–---–ი იყო 3 კვირის ორსული, მისი ორსულობის თაობაზე ინფორმირებული იყო მ-----– ს---------–---–ი.
2.23 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ცოლი- ქმარი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მ-----– ს---------–---–ის ბრალეულობა.
3.4. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ-----– ს---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავესთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ-----– ს---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე, მასშტაბი, ქმედების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და გამოსაცდელ ვადაში
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალის აღიარებას) და დაზარალებულის პოზიციას (დაზარალებული განცხადებით ითხოვს მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას) სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომის განსაზღვრის კუთხით და არა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების თვალსაზრისით, ვინაიდან შემამსუბუქებელ გარემოებებს მნიშვნელოვნად გადაწონის დამამძიმებელი გარემოებები: როგორიცაა ძალადობის მასშტაბი (არაერთჯერადი დარტყმა სხეულის სხვადასხვა ადგილზე), ეპიზოდთა სიმრავლე (ჩადენილია 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული), მოძალადის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს (სიმთვრალე), ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ფეხმძიმე ქალის მიმართ, პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოება, რომ მან ძალადობა განახორციელა ორსული ქალის მიმართ, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ ელემენტს, რომელიც პირის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. ძალადობამ შესაძლებელია სავალალო ზემოქმედება იქონიოს ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ემბრიონის განვითარებასა და სიცოხლისუნარიანობაზე. გარდა ამისა ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და იმყოფება გამოსაცდელ ვადაში, მიუხედავად მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისა, რაც გამოიხატა სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლაში, - მან გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი ორი დანაშაული, გარდა ამისა, დაარღვია პირობითი მსჯავრის პირობები და გაუგრძელდა გამოსაცდელი ვადა.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია:
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, მ-----– ს---------–---–ის მიერ მასშტაბური ფიზიკური ძალადობა და მუქარა ჩადენილია მეუღლის მიმართ, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, დანაშაული ჩადენილი იყო ორსული ქალის მიმართ, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასახელებული კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის ხერხის, სიმძიმის და მასშტაბის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ-----– ს---------–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
5.5. ამდენად ძალადობის მასშტაბის, ხერხის, ინტენსივობის და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია მ-----– ს---------–---–ის იზოლაცია ოჯახისგან და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური ან სხვა სახის ძალადობრივი დანაშაული.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, სისხლის ლაქები, ხელსახოცი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ფოტოილუსტრაცია 1(ერთი) ცალ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს მისი შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– ს---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. მ-----– ს---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----– ს---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2---------რის განაჩენით დანიშნული 4 (ოთხი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და მ-----– ს---------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ-----– ს---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, სისხლის ლაქები, ხელსახოცი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფოტოილუსტრაცია 1(ერთი) ცალ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს მისი შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა