გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210018002789404
#2/598-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.03.2019 წელი ქ. მ--------–ი
შესავალი ნაწილი
მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - შპს ,,ს----------–-------–------–-ა"
წარმომადგენლები - თ----- გ-------–---ი, ს-------- პ-------–---–ი, ზ---- ი------ი,მოპასუხე - ხ---–--- ა-–---ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ს----------–-------–------–-ა" ითხოვს ხ---–--- ა-–---ისათვის მიყენებული ზიანის - 450 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს ,,ს----------–-------–------–-ა" წარმოადგენს სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას. ის ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 964 მუხლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის #2-89 ბრძანების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. 2018 წლის 13 ივლისს შპს ,,ს----------–-------–------–-ის" კომერციის ჯგუფის სპეციალისტმა ავთანდილ გოგავამ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ------–--ს ტერიტორიაზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----, რომლის მიხედვით, ხ---–--- ა-–---ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარის ოდენობით სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. იმავე დღეს შედგა სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,ს----------–-------–------–-ისათვის" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობამ შეადგინა 450 ლარი. აქტში მოცემული ფართობის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად: ინსპექტორი ჯიპიეს სისტემების საშუალებით ზომავს იმ ფართობს, რომელიც რეალურად გასარწყავებულია და აღნიშნულ ფართობზე ადგენს მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტს. მოცემულ შემთხვევაში, წყალი ხელშეკრულების გარეშე ხმარდებოდა 6 ჰა-ს, ხოლო ერთი ჰექტარი მიწის გასარწყავებაზე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 75 ლარს. სამართალდარღვევის ოქმი დამრღვევს ჩაბარდა 2018 წლის 18 ივლისს, რაც მას არ გაუსაჩივრებია. 2018 წლის 10 აგვისტოს მან გადაიხადა ჯარიმა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ასევე განმარტეს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებსი საფუძველზე, რომ კომპანიის თანაშრომელს ქრთამის სახით მისცა თანხა, დაწყებულია შიდა მოკვლევა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ რწყავდა მის მიწას. როდესაც ოქმი დაიწერა, ჯარიმის სიმცირის გამო გადაიხადა. რომ სცოდნოდა, რომ ზიანის ანაზღაურებასაც მოსთხოვდნენ, გაასაჩივრებდა.
სასამართლომ სხდომაზე ხ. ა-–---მა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და დამატებით განმარტა, რომ წინა წელს მან 5000 ლარის ზიანი მიიღო მოურწყველობის გამო, რის თაობაზე საქმის კურსში არიან ,,ს----------–-------–------–-ის" თანამშრომლებიც. 2018 წელს მან 220 ლარი მისცა მოსარჩელის თანამშრომელს, თუმცა მიწის ნაკვეთი არ მოურწყია. არხი გადის მისი მიწის ნაკვეთის გავლით, მას სპეციალურად არ მოურწყია. ჯარიმა გადაიხადა მისმა ძმამ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 13 ივლისს შპს ,,ს----------–-------–------–-ის" კომერციის ჯგუფის სპეციალისტმა ავთანდილ გოგავამ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ------–--ს ტერიტორიაზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----, რომლის მიხედვით, ხ---–--- ა-–---ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარის ოდენობით სამელიორაციო სისტემიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე.
მტკიცებულება:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0----- (ს. ფ. 17).
3.1.2. ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმი გაეგზავნა ხ. ა-–---ს და 2018 წლის 18 ივლისს ჩაბარდა პირადად.
მტკიცებულება:
- მიმართვა (ს. ფ. 19)
- საფოსტო უკუგზავნილი (ს. ფ. 20).
3.1.3. 2018 წლის 13 ივლისს შედგა შპს ,,ს----------–-------–------–-ისათვის" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის თანახმად, ვინაიდან გასარწყავდა 6 ჰა მიწის ნაკვეთი (სკ 83.12.05.724), ზიანი შეადგენს 450 ლარს (6X75).
მტკიცებულება:
- ზიანის გაანგარიშების აქტი (ს. ფ. 18).
3.1.4. ერთი ჰექტარი მიწის გასარწყავებაზე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 75 ლარს.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4).
3.1.5. ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმით ხ---–--- ა-–---ისათვის დაკისრებული ჯარიმა გადახდილ იქნა 2018 წლის 10 აგვისტოს.
მტკიცებულებები:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს წერილი (ს. ფ. 22),- შპს ,,ს----------–-------–------–-ის" 2018 წლის 17 აგვისტოს წერილი (ს. ფ. 21),- საგადახდო დავალება (ს. ფ. 23).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ---–--- ა-–---მა სამელიორაციო სისტემიდან დაიტაცა წყალი.
მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი ხ. ა-–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით.
აღნიშნული თავის შემადგენელი 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
ხოლო 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ სარწყავი წყლის დატაცების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით.
ამავე კოდექსის 2231 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ უფლებამოსილი პირი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის N2-89 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ადგენენ პირველადი წყალმოსარგებლეები სათანადოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით (შემდგომში - პირი).
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ მის კომპეტენციაში არსებულ საკითხზე შედგენილ აქტს, რომელიც მოპასუხემ ჩაიბარა, თუმცა არ გაასაჩივრა. უფრო მეტიც, მან გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა. ამდენად, სამარათალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით, ის აღსრულებულია.
შესაბამისად, ის წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებას, რომლის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ხ. ა-–---ის მიერ სამელიორაციო სისტემიდან წყლის დატაცების ფაქტი.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 4, 5, 33, 2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);
- სამართალდარღვევის ოქმი (ს. ფ. 17).
3.2.2. წყლის დატაცებით მოსარჩელეს მიადგა 450 ლარის ოდენობის ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა წყლის დატაცებით მისთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, სადაც მითითებულია, თუ რომ წყალი ხმარდებოდა 6 ჰა მიწის ნაკვეთს, რისი გათვალისწინებითაც ზიანმა შეადგინა 450 ლარი.
მოპასუხეს, ცხადია, შეუძლია სადავო გახადოს ზიანის ოდენობა, თუმცა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
მოსარჩელემ კი, თავის მხრივ, დამაჯერებლად განმარტა აქტში მოცემული ფართობის განსაზღვრის პროცედურა, კერძოდ, მისი მითითებით, ინსპექტორი ჯიპიეს სისტემების საშუალებით ზომავს იმ ფართობს, რომელიც რეალურად გასარწყავებულია და აღნიშნულ ფართობზე ადგენს მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტს.
ამასთან, უდავოდ არის დადგენილი, რომ ერთი ჰექტარის გასარწყავებისათვის გადასახდელი საზღაური შეადგენს 75 ლარს. შესაბამისად, ზიანის ოდენობა - 450 ლარი (6X75) დადასტურებულია.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი);
- ზიანის გაანგარიშების აქტი (ს. ფ. 18).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე და 992-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურდება, თუ მოცემულია ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ზიანი მიყენებულია მოპასუხის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედებით, ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არის მიზეზობრივი კავშირი.
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილა, რომ ხ. ა-–---მა დაიტაცა სარწყავი წყალი, რითაც მან ჩაიდინა ბრალეულად ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ადმინისტრაციული სამართლდარღვევა.
ასევე დადგენილია, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,ს----------–-------–------–-ას" მიადგა ზიანი 450 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ყველა პირობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, ხ---–--- ა-–---ისთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმი, რაც ადასტურებს მოპასუხის მხრიდან სარწყავი წყლის დატაცების ფაქტს.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ზიანის ოდენობა, რაც მიყენებულია 6 ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავებით და შეადგენს 450 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ს----------–-------–------–-ის’’ სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ხ---–--- ა-–---ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 450 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. თუმცა ამავე კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 450 ლარის დაკისრებას, რაც დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება იქნება 450 ლარი. ამდენად, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება, გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სარჩელი ხ---–--- ა-–---ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ხ---–--- ა-–---ს შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის გადახდა.
3. ხ---–--- ა-–---ს შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი