გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
020210019002923442
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210019002923442 (2/149-19)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

04.04.2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი შპს ,,სა---------–-------–-----------------ა”

წარმომადგენელი თა------------ი

 

მოპასუხე რო-–-----------ა

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

შპს ,,სა---------–-------–-----------------ა” ითხოვს მოპასუხე რო-–-----------საგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს „სა---------–-------–-----------------ასა“ (ლიზინგის გამცემი) და რო-–-----------ს (ლიზინგის მიმღები) შორის 2018 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით N T-------------- (დანართი 1), რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა გადასცა, ხოლო ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების თანხმობის საფუძველზე სპეციალური დათქმის მხარემ, ლო-----------–----მ (პ/ნ 0----------- მიიღო სალიზინგო ქონება (ავტოსანტრანსპორტო საშუალება FO-- F-----, სერიული ნომრით 1F---------------) მფლობელობასა და სარგებლობაში, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით N T--------------.

 

ამავე ხელშეკრულების დანართი #--ით (ლიზინგის დაფარვის გრაფიკი # T--------------) განისაზღვრა სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულება - 15,391.00 ლარის ოდენობით (რაც მოიცავს ლიზინგის გამცემის მიერ განხორციელებულ სალიზინგო ინვესტიციასა და ლიზინგის მიმღების მიერ განხორციელებულ პირველად შენატანს) და შესაბამისი ყოველთვიური სალიზინგო საზღაური (დანართი 5).

რო-–-----------ს სრულად უნდა შეესრულებინა ზემოაღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულების 6.2 და 7.2.1 პუნქტებითა და დანართი #--ით გათვალისწინებული ლიზინგის მთლიანი ფასის (რომელიც წარმოადგენს სალიზინგო საზღაურების ჯამს) გადახდის ვალდებულება, რაც მან, რო---რც ლიზინგის მიმღებმა არსებითად დაარღვია. კერძოდ, ლიზინგის მიმღების მხრიდან საერთოდ არ განხორციელებულა ხელშეკრულების დანართი #- ლიზინგის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად დადგენილ ვადაში და დადგენილი ოდენობით სალიზინგო საზღაურების გადახდა, რასაც ადასტურებს შპს „სა---------–-------–-----------------ის“ მიერ 20---–-–------------ს გაცემული ამონაწერი რო-–-----------ს ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ბრუნვების შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ ლიზინგის მიმღები არ ასრულებს ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ლიზინგის საგნის მისი გამცემის მფლობელობაში დაბრუნება.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების N T-------------- 12.3 პუნქტის თანახმად, „მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე მეორეს აცნობებს წერილობით)“. შპს „სა---------–-------–-----------------ამ“ ლიზინგის მიმღებს ორჯერ, 2019 წლის 11 თებერვალსა და 2019 წლის 14 მარტს, გაუგზავნა გაფრთხილების წერილი ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და განუსაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, ასევე გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტისა და ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე (დანართი 7), თუმცა გაგზავნილი შეტყობინებები ადრესატს არ ჩაბარდა (დანართი 8). მიუხედავად ამისა, გაგზავნილი კორესპონდენცია (წერილები) უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად, ვინაიდან შესაბამისი მისამართის მითითებით ლიზინგის მიმღებმა თავის თავზე აიღო შესაბამისი პასუხისმგებლობა და რისკი გზავნილის ჩაუბარებლობის თაობაზე. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად კი, თუ ლიზინგის მიმღები შეიცვლის მისამართს და არ აცნობებს შპს „სა---------–-------–-----------------ას“, ლიზინგის მიმღები თავის თავზე იღებს კომუნიკაციის სირთულით გამოწვეულ ყველა შესაძლო რისკს და ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი კომუნიკაცია ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.

 

ლიზინგის მიმღებმა არსებითად დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით # T--------------, კერძოდ, გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც შპს „სა---------–-------–-----------------ამ“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება და ლიზინგის მიმღებს მოსთხოვა ლიზინგის საგნის დაბრუნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 5804-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების N T-------------- 15.2.3. და 7.2.11 პუნქტების საფუძველზე.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 60.00 ლარი.

 

შპს ,,სა---------–-------–-----------------ა” ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება რო-–-----------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - ავტოსატრანსპორტო საშუალების, კერძოდ: FO-- F-----, სერიული ნომრით 1F---------------, დაბრუნების თაობაზე.

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მო---ს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.შპს ,,სა---------–-------–-----------------ას” განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,სა---------–-------–-----------------ას” (ს/ნ2--------) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - რო-–-----------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება კერძოდ: FO-- F-----, სერიული ნომრით 1F---------------.

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4. რო-–-----------ს შპს ,,სა---------–-------–-----------------ას” სასარგებლოდ დაეკისროს 60.00 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა