გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/132-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2019 წელი ქ.მც----ა
შესავა-–- ნაწილი
მც----ის რაიონული სასა----თლოს
მოსა----თლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - გი------ გე--------ი
წარმომადგენელი - ფა----- კვ----–---–-ა
მოპასუხეები - მა----- გე--------ი
ნ--- კო------
წარმომადგენელი - ნო----- დე-----
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გი------ გე--------სა და მა----- გე--------ს შორის 2013 წლის 22 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მა----- გე--------სა და ნ--- კო------ს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
სარჩელის საფუძვლები:
2013 წლის 22 თებერვალს გი------ გე--------მა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (600 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე: მც----ა, ცხ---------ის ტერიტორია, ს/კ 72.---------) აჩუქა შვილს მა----- გე--------ს. მშობელსა და შვილს შორის არსებული ზეპირი შეთანხმებით მა----- გე--------ს არ უნდა მიეტოვებინა მშობელი, როდესაც მას მოვლა და მზრუნველობა დასჭირდებოდა. მა----- გე--------მა პირობა არ შეასრულა, არ იჩენს ყურადღებას მშობლის მიმართ, არ ზრუნავს მასზე. 2017 წელს გი------ გე--------მა შეძლო თვითონ დაკავშირება შვილთან და მოსთხოვა გაჩუქებული მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან დაბრუნება, მის მიერ გამოჩენილი უმადურობის გამო და ასევე იმის გამო, რომ გამჩუქებელი დარჩენილი იყო საცხოვრებელი სახლის და თავშესაფრის გარეშე, რაზედაც მა----- გე--------ისგან მიიღო თანხმობა, რომ ქონებას უკან გადაუფორმებდა. რამოდენიმე კვირის შემდეგ მამამ კვლავ სცადა შვილთან დაკავშირება, რა დროსაც უკვე მიიღო უარი. როგორც გაირკვა მა----- გე--------მა უძრავი ქონება საკუთარ შვილზე გადააფორმა მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გზით. 2017 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ--- კო------. მა----- გე--------მა გამოიჩინა დიდი უმადურობა დამსაჩუქრებლის მიმართ. მის მიერ ჩადენილი უმადურობა გამოიხატება მის გაუმართლებელ საქციელში, მიატოვა საკუთარი მამა მოხუცებულობის დროს და არანაირ ყურადღებას არ იჩენს მის მიმართ. გი------ გე--------ი მის მეუღლესთან ერთად დარჩენილია თავშესაფრის და საცხოვრებელი ბინის გარეშე. რის გამოც მის ინეტერსს წარმოადგენს მოჩვენებით დადებული 2017 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების და 2013 წლის 22 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და გი------ გე--------ის მესაკუთრედ აღრიცხვა უძრავ ქონებაზე მდებარე მც----ა, ცხ---------ის ტერიტორია, ს/კ 72.---------.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მა----- გე--------ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, გი------ გე--------ს მის გარდა ჰყავს კიდევ ერთი შვილი გუ-–----ა გე--------ი, რომელმაც გათხოვების შემდეგს შეიცვალა გვარი და გახდა ქე----–---–ი. გი------ გე--------ის ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, წყ--–-------ს ქუჩა N6-ში, შემდგომში მშობლები გადავიდნენ სხვა მისა----თზე, ხოლო აღნიშნულ მისა----თზე არსებული ბინა აჩუქეს მეორე შვილს გუ-–----ა ქე----–---–ს. გი------ გე--------ს, სოფელ ცხ---------აში გადაეცა 600 კვმ სააგარაკე ნაკვეთი, რომელზეც ააშენა ერთსართულიანი მცირე ზომის სააგარაკე ბინა. ასევე, გი------ გე--------მა მა-------–-ს რაიონის სოფელ ნა-----ოში 1983-85 წლებში ააშენა ორსართულიანი სახლი. დაახლოებით 1988 წლიდან მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ნა-----ოში, თუმცა ზამთრის პერიოდში 3-4 თვის განმავლობაში მოსარჩელე და მისი მეუღლე საცხოვრებლად ჩამოდიოდნენ მა----- გე--------ის ოჯახში. იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ ჰყავდა ვაჟი, მისი სურვილი იყო სოფელ ცხ---------აში არსებული აგარაკი ეჩუქებინა მა----- გე--------ისთვის, ხოლო სოფელ ნა-----ოში მდებარე ბინა მეორე შვილის გუ-–----ა ქე----–---–ისთვის. მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2002 წლის დეკემბერში სოფელ ცხ---------აში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ დაარეგისტრირა მა----- გე--------ი, რომელმაც გააფართოვა და გაარემონტა ნაგებობა. 2013 წლის თებერვალში მოსარჩელემ სურვილი გამოთქვა აღნიშნული უძრავი ქონება - აგარაკი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მა----- გე--------ისთვის. 2017 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხე მა----- გე--------ს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცუდი ამინდების გამო მშობლებმა მოინდომეს დროებით თბილისში გადმოსვლა, რის გამოც მა----- გე--------მა სთხოვა თავის დას გუ-–----ა ქევანიშვილს, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდებოდა, მშობლები წაეყვანა თავის სახლში, რაზედაც იგი დათახნმდა. მოპასუხემ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომაროების გამო (ვინაიდან ესაჭიროებოდა ძვირად ღირებული წამლები) გადაწყვიტა გაეყიდა ჩუქებით მიღებული ქონება და უმცროსმა შვილმა მოპასუხე ნ--- კო------მ გამოთქვა სურვილი აგარაკის ყიდვის. მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 16 ოქტომბერს. მოპასუხე განმარტავს, რომ იგი არასდროს არ ყოფილა მშობლების მიმართ უყურადღებო. რაც მოსარჩელე პენსიაში გავიდა, არ შეუწყვეტია მშობლებზე ზრუნვა, ზამთრის პერიოდში მოჰყავდა თავის სახლში თბილისში და ზაფხულის პერიოდში ეხმარებოდა ფინანსურად, უგზავნიდა ფულს და საკვებ პროდუქტებს. 2017 წლის მაისის თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მა----- გე--------მა მოსარჩელეს აუყვანა დამხმარე, რომელსაც ყოველთვიურად უგზავნიდა 200 ლარს. ასევე, როდესაც მოსარჩელე და მისი მეუღლე დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ გუ-–----ა ქევანიშვილთან, შეუძინა საწოლები, რომელშიც გადაიხადა 900 ლარი. სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე დარჩა თავშესაფრის და საცხოვრებელი სახლის გარეშე, ვინაიდან მას აქვს სოფელ ნა-----ოში ორსართულიანი სახლი. სოფელ ცხ---------აში არსებულ აგარაკზე გი------ გე--------ს არასდროს უცხოვრია, რამდენიმე დღით დარჩენის სურვილიც არ გამოუთქვამს. სასარჩელო მოთხოვნა განპირობებულია გუ-–----ა ქე----–---–ის გავლენით, რომელმაც აუკრძალა მოპასუხეს მშობლებთან მისვლა და ტელეფონით მოკითხვა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე ნ--- კო------ ასევე არ ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს და განმარტავს, რომ სადავო უძრავი ქონება მისმა ბაბუამ აჩუქა მის დედას მა----- გე--------ს, რომელიც ყოველთვის დიდი მზრუნველობით და ყურადღებით ექცეოდა თავის მშობლებს და არასდროს მიუტოვებია ისინი. 2017 წლის სექტემბრიდან მა----- გე--------ს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესაჭიროებოდა ძვირადღირებული წამლები, რის გამოც გადაწყვიტა აგარაკის გაყიდვა. ნ--- კო------ს არ სურდა ამ აგარაკის გასხვისება და გადაწყვიტა თვითონ შეეძინა იგი, რაზედაც 2017 წლის ოქტომბრის თვეში ნ--- კო------სა და მა----- გე--------ს შორის გაფორმებული იქნა ნასყდობის ხელშეკრულება. ნ--- კო------მ ნასყიდობის საფასური 20 000 ლარი ჩაურიცხა მა----- გე--------ს მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე. ამდენად, იგი თვლის რომ არის კეთილსინდისირი შემძენი და მიაჩნია რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გი------ გე--------ი და მოპასუხე მა----- გე--------ი არიან მამა-შვილი, ხოლო მოპასუხე ნ--- კო------ არის მა----- გე-------ის შვილი
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელესა და მის შვილს - მა----- გე--------ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გი------ გე--------მა მას აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, 600 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე: მც----ა, ცხ---------ის ტერიტორია, ს/კ 72.---------. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე მა----- გე--------ის საკუთრებად.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 22 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.1.3. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე მა----- გე--------ს შორის ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ 2017 წლის სექტემბრამდე მათ შორის იყო კარგი ურთიერთობა.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 16 ოქტომბერს, მა----- გე--------სა და ნ--- კო------ს შორის გაფორმდა მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ--- კო------ს საკუთრებად.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.2.2. სასა----თლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოპასუხე მა----- გე--------ის მხრიდან მოსარჩელე გი------ გე--------ის მიმართ გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფასა და დიდი უმადურობას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სა----თალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასა----თლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასა----თლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამომხატველი და დამადასტურებელი მტკიცებულებები სასა----თლოში ვერ წარმოადგინა, არც შუამდგომლობა ყოფილა დაყენებული ამ გარემოებების დასადგენად მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული ასევე მოწმეების მიერ, კერძოდ:
სადაო გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასა----თლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ გუ-–----ა ქე----–---–ი და ჯ------ ქე----–---–ი.
მოწმე გუ-–----ა ქე----–---–ის ჩვენებით, რომელიც არის ამავდროულად მოსარჩელე გი------ გე--------ის შვილი, დასტურდება, რომ 2017 წლის სექტემბრამდე გი------ გე--------ი ცხოვრობდა მოპასუხესთან, უვლიდნენ და ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. სექტემბრის მერე მოსარჩელე და მისი მეუღლე იყვნენ სოფელში, სადაც ეს უკანასკნელი გახდა ავად. რის გამოც წამოიყვანეს თბილისში. ვინაიდან გუ-–----ა არის ექიმი, დებმა გადაწყვიტეს, რომ მასთან წამოსულიყვნენ მშობლები დროებით საცხოვრებლად. როდესაც ექიმის მეთვალყურეობა აღარ დასჭირდა მოსარჩელის მეუღლეს, გუ-–----ა ქე----–---–მა დაურეკა თავის დას და შესთავაზა, რომ მასთან მიიყვანდა მშობლებს, რაზეც კატეგიორიული უარი მიიღო. მა----- გე--------ი არ დახმარებია თავის მშობლებს, მხოლოდ ერთხელ მივიდა მისი მეუღლე და 300 ლარი მოიტანა. გუ-–----ა ქე----–---–ის განმარტებით, იმისთვის, რომ მშობლები მა-----სთან არ დაბრუნებულიყვნენ, ის მზად იყო ძიძის ფული გადაეხადა და საწოლებიც ამიტომ გაუგზავნა მათ. მა----- გე--------ი უმტკიცებდა თავის მშობლებს, რომ ერთად უნდა ეცხოვრათ დოლიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, მაგრამ როცა მოსავლელები გახდნენ უარი უთხრა იქ საცხოვრებლად გადასვლაზე. მართა-–-ა მოსარჩელეს და მის მეუღლეს სოფელ ნა-----ოში აქვთ საცხოვრებელი სახლი. თუმცა, მათ ცალკე ცხოვრება არ შეუძლიათ და მუდმივად სჭირდებათ ვინმე, ვინც გაუწევს დახმარებას.
მისივე განმარტებით, მას არ ჰქონია და არც აქვს პრეტენზია მშობლების ქონებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მა----- გე--------ი მათზე ზრუნავდა და თვლიდა, რომ იმსახურებდა, მაგრამ მოსარჩელის მეუღლეს სურს გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება, ვინაიდან მოპასუხემ ისინი გარეთ გამოყარა.
მოწმის სახით დაკითხული ჯ------ ქე----–---–ის ჩვენებით (იგი არის მოსარჩელე გი------ გე--------ის სიძე), 2017 წლის სექტემბდამდე მოსარჩელესა და მოპასუხე მა----- გე--------ს შორის იყო კარგი ურთიერთობა, მოსარჩელე და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ მა-------–-ს რაიონში და მათზე ზრუნავდა მოპასუხე მა----- გე--------ი. მას შემდეგ, რაც მშობლები დაუძლურდნენ, მა----- გე--------მა აღარ მოინდომა მათი მოვლა-პატრონობა და გამოყარა ისინი სახლიდან. ვინაიდან, კარგი სახლი აქვს მა----- გე--------ს, არ უნდოდა მოხუცების მოვლით ცხოვრება გაერთულებინა. გუ-–----ა ქე----–---–თან გადასვლის შემდეგ მოპასუხეს არცერთხელ არ მოუკითხავს თავის მშობლები.
სადაო გარემოებებთან დაკავშირებით სასა----თლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნენ: თა---- კო-------–---–ი, ლა-–- გუ-–--------ა და დი----- გე--------ი.
მოწმის სახით დაკითხულმა თა---- კო-------–---–მა, სასა----თლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, (იგი არის მა----- გე--------ის და გუ-–----ა ქე----–---–ის ბიძაშვილი) მთელი ცხოვრება მა----- გე--------ი ცხოვრობდა თავის მშობლებთან ერთად, უვლიდა მათ, მათ შორის უსიამოვნება არასდროს არ ყოფილა. ახლა ცხოვრობენ მეორე შვილთან გუ-–----ა ქე----–---–თან, ვინაიდან როგორც მისთვის ცნობილია, მა----- გე--------ი იყო ავად და გუ-–----ამ წაიყვანა მშობლები თავის სახლში. ამასთან, გუ-–----ა ქე----–---–თან საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მოწმე თა---- კო-------–---–ი ერთხელ შეხვდა გი------ გე--------ს, მაგრამ მისგან არ სმენია, იმ ფაქტის შესახებ, რომ რაიმე სახის უკმაყოფილება იყო მასსა და მა----- გე--------ს შორის. მისივე განმარტებით, მა----- გე--------მა მასთან საუბრის დროს გამოთქვა მწუხარება იმის გამო რომ დედამ სატელეფონო საუბრის დროს იგი ,,გალანძღა და დაწყევლა’’.
მოწმე ლა-–- გუ-–--------ას ჩვენებით, იგი 1994 წლიდან არის მა----- გე--------ის თანამშრომელი და ამასთან, ხშირად დადის დამხმარედ მა----- გე--------ის სახლში. მისთვის ცნობილია, რომ მა----- გე--------ი უვლიდა მშობლებს, მაგრამ როდესაც მა-----ს დედამ ფეხი მოიტეხა, მა----- გე--------ი იყო ძა-–-ან ცუდად და ამიტომ სთხოვა დას გუ-–----ა ქე----–---–ს ორი თვით მასთან წაეყვანა საცხოვრებლად მშობლები. მართა-–-ა დღემდე მუშაობს ქალბატონი მა-----, თუმცა ავადმყოფობს და ხშირად არის ბიულეტინზე. ამას დაემატა მისი მეუღლის ავადმყოფობაც. რის გამოც ვერ მოახერხა თავისი მშობლების წამოყვანა თავის სახლში.
მოწმე დი-----ი გე--------ის ჩვენებით, (მოწმე არის მა----- გე--------ის და გუ-–----ა ქე----–---–ის ბიძაშვილი) მისი და მა----- გე--------ის ოჯახი 2009 წლიდან ერთ უბანში ცხოვრობენ, ხშირად სტუმრობდნენ მა-----ს ოჯახს, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთს და მითუმეტეს ოჯახის უფროს წევრებს პატივს სცემდნენ. მა-----ს დიდი წვლილი აქვს აგარაკის გარემონტებაში, მოწმემ თავისი ხელით დატვირთა ის ავტომობილი, რომლითაც ფანჯრებისთვის რკინის კონსტრუქციები მიჰქონდა მა----- გე--------ს ცხ---------აში. მა----- გე--------ს აქვს სახსრების პრობლემა, რის გამოც უჭირს გადაადგილება, რაც მოწმისთვის ცნობილია იმ დროიდან, რაც მისი და გარდაიცვალა. ამის გამო სთხოვა მა----- გე--------მა თავის დას გუ-–----ა გე--------ს მასთან წაეყვანა მშობლები. ბოლოს დი-----ი გე--------ი გი------ გე--------ს შეხვდა დაახლოებით 2-3 წლის წინ მა-----ს ოჯახში და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მას დი-----ისთვის არაფერი შეუჩივლია. მას შემდეგ რაც გი------ გე--------ი ცხოვრობს მეორე შვილთან, მოწმეს მასთან კონტაქტი აღარ ჰქონია.
სასა----თლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. სასა----თლო ასევე ვალდებულია მოწმეთა ჩვენებებიც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს, მხარეთა დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობას და სხვა.
ზემოაღნიშნულის გათვა-–-სწინებით სასა----თლო ვერ გაიზიარებს მოწმეების გუ-–----ა ქე----–---–ის და ჯ------ ქე----–---–ის ჩვენებას, როგორც უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისას. სასა----თლო ითვა-–-სწინებს რა მათ სუბიექტურ დამოკიდებულებას მოსარჩელისადმი, ასევე ითვა-–-სწინებს მათ ინტერესს სადავო ქონებისადმი, მათი ჩვენება არასარწმუნოდ მიაჩნია.
სასა----თლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე ლა-–- გუ-–--------ას ჩვენებას, ვინაიდან მოწმემ აშკარად გამოხატა თავისი მიკერძოება მოპასუხე მა----- გე--------ის ოჯახის მიმართ.
სასა----თლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა მა----- გე--------ის მიერ მის მიმართ გამოხატული მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის ფაქტი. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო გარიგების დადებით გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა
4.1. სასა----თლომ განიხილა გი------ გე--------ის სარჩელი, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სა----თლებრივ საფუძველს, ვინაიდან დასაჩუქრებულის მხრიდან დამსაჩუქრებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების კანონისმიერი საფუძველია, არ დადასტურდა. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-525-ე, 529-ე მუხლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 180-ე მუხლები.
6. სა----თლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება უშუალოდ ნივთის უსასყიდლოდ გადაცემის ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნულის მიღებაზე დასაჩუქრებულის თანხმობის შედეგად. ამ შემთხვევაში მხარეები ავლენენ საერთო ნებას, რომელიც ემთხვევა ამ ხელშეკრულებით გათვა-–-სწინებული ვალდებულების შესრულების მომენტს. ვინაიდან ჩუქება ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, ანუ ძირითადი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრება, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მოქმედება ავლენს ნებას, უსასყიდლოდ გადასცეს მეორე მხარეს საკუთრების უფლება ქონებაზე. დასაჩუქრებულის მიერ ქონების მიღება თუ ,,თანხმობა" კი მისი საპასუხო ნების გამოვლენაა.
ამგვარად, ჩუქების ხელშეკრულება უსასყიდლო ხასიათს ატარებს, მჩუქებელს არანაირი ქონებრივი ინტერესი არ გააჩნია ამ ხელშეკრულების დადების მიმართ. გასხვისებული ნივთის სანაცვლოდ იგი რაიმე ქონებრივ სიკეთეს არ იღებს. დასაჩუქრებული კი უსასყიდლოდ იღებს ქონებას მისგან ისე, რომ რაიმე საპასუხო ვალდებულება მას არ ეკისრება. ჩუქების ხელშეკრულების დადებას, როგორც წესი, მორალური მოტივები განაპირობებს. გამჩუქებლის ,,კეთილი ნება”, დაასაჩუქროს პირი, ყა-–-ბდება მის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებიდან, ახლო ნათესაური ურთიერთობიდან ან საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე. ხშირად კი, განსაკურებით, როდესაც ჩუქების ხელშეკრულება იდება მშობელსა და შვილს შორის, დამკვიდრებული ტრადიციდან გამომდინარე, ასაკოვან მშობელს უჩნდება სურვილი, თავის სიცოცხლეშივე გადაანაწილოს საკუთარი ქონება თავისი შეხედულებისამებს სავარაუდო მემკვიდრეებს შორის.
სასა----თლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წლის 22 თებერვალს გი------ გე--------მა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მც----ა, ცხ---------ის ტერიტორია აჩუქა შვილს მა----- გე--------ს, ეს ჩუქება მიზნად ისახავდა მამასა და შვილს შორის პატივისცემასა და კეთილგანწყობის გამოხატვას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩუქების ხელშეკრულება დასაჩუქრებულს არ აკისრებს არავითარ საპასუხო ვალდებულებებს, არ ავალდებულებს რაიმე პოზიტიური ქმედების განხორციელებას დამსაჩუქრებლის მიმართ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩუქება თავისი არსით მორალური მოტივებიდან, განსაკუთრებული კეთილგანწყობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, დასაჩუქრებულსაც წარმოეშობა ერთგვარი მორალური ვალდებულება, უსასყიდლოდ ქონებრივი სიკეთის მიღების გამო იყოს მადლიერი დამსაჩუქრებლის მიმართ. ამ მორალურ ვალდებულებას კანონიც ვერ უქცევს გვერდს და მიუხედავად იმისა, რომ მადლიერების ვალდებულება კანონით პირდაპირ არ არის დაწესებული, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით უშვებს შესაძლებლობას, რომ ჩუქება გაუქმდეს და გაჩუქებული ნივთი უკან დაუბრუნდეს გამჩუქებელს, კერძოდ - თუკი დასაჩუქრებულმა უხეშად დაარღვია ზნეობის ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. უმადურობად შეიძლება, ჩაითვალოს ქმედება, რომელიც არ შეეფერება დასაჩუქრებული პირის ქცევას. დასაჩუქრებული, მორა-–-ს ნორმებიდან გამომდინარე, მადლიერების გრძნობით უნდა იყოს გამსჭვალული იმ პირის მიმართ, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა ქონებრივი სიკეთე. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ეს არის პიროვნების ღირსების შემლახავი ქმედება. სასა----თლომ უნდა შეაფასოს, კონკრეტული ქმედება იქნებოდა თუ არა შეურაცხმყოფელი გამჩუქებლისთვის. თუმცა, თუ რა სახის შეურაცხყოფაა პირისათვის მძიმე ან რას მიიჩნევს იგი დიდ უმადურობად, ეს მთლიანად მის სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული. მაგრამ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, ეს სასა----თლოს შეფასების საგანია.
როგორც სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლში არის განმარტებული, ჩუქების ხელშეკრულებით დასაჩუქრებულს საკუთრებაში გადაეცემა ქონება. შესაბამისად, გამჩუქებელი ყოველგვარ სა----თლებრივ კავშირს წყვეტს გაჩუქებულ ნივთთან და იგი მთლიანად დასაჩუქრებულის საკუთრებაში ექცევა. ამგვარად, მას შემდეგ, რაც გამჩუქებელმა გამოხატა ნება, გადაეცა სხვისთვის საკუთრებაში თავისი კუთვნილი ნივთი და დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, მხოლოდ მისი სურვილი, რომ უკან დაიბრუნოს ნივთი, რადგან მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია მისი გაჩუქება, საკმარისი არ არის. კანონით დაცულია დასაჩუქრებულის, როგორც მესაკუთრის უფლებები. დასაჩუქრებულსა და მჩუქებელს შორის შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს კიდეც ის კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულება, რაც არსებობდა ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე ან დადებისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გარემოებას უნდა მოჰყვეს ჩუქების გაუქმება. კანონის ამგვარი განმარტება, ნებისმიერი უსიამოვნებისა თუ ყოფითი კონფლიქტის გამო ჩუქების გაუქმების დაშვება, წინააღმდეგობაში მოვიდოდა სამოქალაქო კანონმდებლობის მიზანთან, უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება და სტაბილურობა. კანონი მხოლოდ გამონაკლისის სახით უშვებს გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნების შესაძლებლობას, როდესაც განსაკუთრებულად უხეშად ირღვევა მორა-–-ს ნორმები.
სასა----თლო განმარტავს, რომ ჩუქების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, არამედ დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხყოფა მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. კანონის ამგვარი დათქმა არის შეფასებითი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებას მოითხოვს. საკანონმდებლო განსაზღვრებები: ,,დიდი უმადურობა” და ,,მძიმე შეურაცხყოფა” თავის თავში მოიცავს ქმედების გარკვეულ ხარისხზე მითითებას. სასა----თლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვა-–-სწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამასთან, უნდა შეფასდეს ასევე ამ ქმედებების ხარისხი. უმადურობის ნებისმიერი სახით გამოვლენა ან შეურაცხყოფა ყველა შემთხვევაში არ იწვევს ჩუქების გაუქმებას. ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება უნდა იყოს განსაკუთრებით მძიმე, რომ შედეგად ხელშეკრულების გაუქმება გამოიწვიოს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად და შესაბამისად, უმადურობად და მძიმე შეურაცხოფად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მოპასუხე, მას შემდეგ რაც მოსარჩელე და მისი მეუღლე საცხოვრებლად გადავიდნენ მეორე შვილთან, არ იჩენს ყურადღებას მშობლების მიმართ, არ აკითხავს და არ ურეკავს მათ და არ ზრუნავს მათზე. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ზეპირი შეთანხმებით მა----- გე--------ს არ უნდა მიეტოვებინა მშობელი, როდესაც მას მოვლა და მზრუნველობა დასჭირდებოდა.
სასა----თლო განმარტავს, რომ უმადურობა არ არის იურიდიული ტერმინი. იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ზოგადი ხასიათის უმადურობა არ ქმნის ჩუქების გაუქმების საფუძველს. კერძოდ, ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. როგორადაც კანონის თანახმად მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. ამდენად, უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.
მოცემულ შემთხვევაში სასა----თლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ შეფასდება მძიმე შეურაცხყოფად ან დიდ უმადურობად სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით. მამასა და შვილს შორის არსებული უსიამოვნება არ სცილდება ყოფით ცხოვრებაში გავრცელებული ურთიერთობების ფარგლებს და ვერ ჩაითვლება მა----- გე--------ის მხრიდან ზნეობის ნორმების ისეთი ხარისხის დარღვევად, რომელიც შეიძლება, გახდეს ჩუქების გაუქმების საფუძველი. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მა----- გე--------ის ქმედებები შეფასდეს მორალური ფასეულობების უხეშ დარღვევად, მოსარჩელის მიმართ დიდ უმადურობად ან მძიმე შეურაცხყოფად.
რაც შეეხება შვილის მიერ ხანდაზმული მშობლის რჩენის ვალდებულებას, იგი საოჯახო-სა----თლებრივ ურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება და მოწესრიგებულია შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით. ჩუქების ხელშეკრულების ურთიერთობასთან მას უშუალო კავშირი არ გააჩნია. მშობლის რჩენის ვალდებულება თანაბრად ეკისრება იმ შვილსაც, რომელიც არ არის მშობლისგან დასაჩუქრებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩუქება არანაირი ქმედების განხორციელების ვალდებულებას არ აკისრებს დასაჩუქრებულ პირს. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, დიდი უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის გამო უშვებს კანონი ჩუქების გაუქმებას. შესაბამისად, შვილის მიერ ხანდაზმული მშობლის რჩენის ვალდებულების დარღვევა იმავდროულად არ ნიშნავს, რომ იგი დიდ უმადურობას იჩენს მშობლის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის გაგებით. მით უმეტეს, რჩენის ვალდებულების დარღვევა ვერ ჩაითვლება მძიმე შეურაცხყოფად.
სასა----თლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა (დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მითითებულია, რომ გამჩუქებელი დარჩენილია საცხოვრებელი სახლისა და თავშესაფრის გარეშე), ვინაიდან როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, მოსარჩელეს მა-------–-ს რაიონის სოფელ ნა-----ოში საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, ხოლო რაც შეეხება მც----ის რაიონის სოფელ ცხ---------აში არსებულ სადავო ქონებას, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე აღნიშნულ უძრავ ქონებას იყენებდა მუდმივ საცხოვრებლად, ან მისი გაქირავებით იღებდა რაიმე სახის შემოსავალს.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სა----თლებრივი შეფასების საფუძველზე სასა----თლოს მიაჩნია, რომ გი------ გე--------ის მიმართ შვილის, მა----- გე--------ის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფას და დიდ უმადურობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.2. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სა----თლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასა----თლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისთვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების და სა----თლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სა----თლებრივი შედეგის მიღწევა.
2013 წლის 22 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დაკავშირებულია უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნებასთან. აღსანიშნავია, რომ სადაო უძრავი ქონება თავდაპირველად აღირიცხა მოპასუხე მა----- გე--------ის საკუთრებად 2013 წლის 22 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით 2017 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ნ--- კო------ს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 22 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ცხადია, რომ მხოლოდ 2017 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა ის სა----თლებრივი შედეგი - ქონების დაბრუნება, რისი მიღწევაც წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეს სურს. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს 2013 წლის 22 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, 2017 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, 2017 წლის 16 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასა----თლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასა----თლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასა----თლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი
მც----ის რაიონული სასა----თლოს 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებით გი------ გე--------ის განცხადება დაკმაყოფილდა და ნ--- კო------ს (პ/ნ 01---------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 72.---------, მის: მც----ა, ცხ---------ის ტერიტორია, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვა-–- N1) გასხვისება და სანივთო უფლებებით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასა----თლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასა----თლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასა----თლოს 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 55-ე, 1911-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი------ გე--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მც----ის რაიონული სასა----თლოს 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (საქმე N12/02-18), რომლის თანახმადაც ნ--- კო------ს (პ/ნ 01---------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 72.---------, მის: მც----ა, ცხ---------ის ტერიტორია, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვა-–- N1) გასხვისება და სანივთო უფლებებით დატვირთვა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვა-–-სწინებული წესების დაცვით მც----ის რაიონული სასა----თლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მც----ის რაიონულ სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსა----თლე ბადრი შონია