გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/962-18
№200210018002668803
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--ს ბანკი” წარმომადგენელი - გ------ი ც-------ე მოპასუხე - რ----- ხ-----------ე დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რ----- ხ-----------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებაზე 7416.27 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე რ----- ხ-----------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 332.82 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2011 წლის 24 აგვისტოს სს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და მოპასუხე რ----- ხ-----------ეს შორის დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის თანხად განისაზღვრა 4500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის 25 რიცხვში ძირი თანხისა და პროცენტის დაფარვით; პირგასამტეხლო გადაცილებისათვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხემ პირველად ხელშეკრულება დაარღვია 2011 წლის 25 სექტემბერს, არ განახორციელა გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიური შენატანი სესხის დასაფარად, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად. სწორედ ამ პერიოდებში ერიცხებოდა ბანკის მიერ მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხა. 2018 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2011 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებაზე შეადგენს 7416.27 ლარს, საიდანაც ძირი 3916.27 ლარის, დაკორექტირებული პროცენტი - 2500 ლარი, დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სარჩელს ცნობს ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, მაგრამ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 24 აგვისტოს სს ,,ს----------–--ს ბანკსა“ და მოპასუხე რ----- ხ-----------ეს შორის დაიდო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის თანხად განისაზღვრა 4500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის 25 რიცხვში ძირი თანხისა და პროცენტის დაფარვით; პირგასამტეხლო გადაცილებისათვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხემ პირველად ხელშეკრულება დაარღვია 2011 წლის 25 სექტემბერს, არ განახორციელა გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიური შენატანი სესხის დასაფარად, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად. სწორედ ამ პერიოდებში ერიცხებოდა ბანკის მიერ მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 24 აგვისტოს საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 100-110);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2011 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებაზე შეადგენს 7416.27 ლარს, საიდანაც ძირი 3916.27 ლარის, დაკორექტირებული პროცენტი - 2500 ლარი, დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 126);
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე- 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ''საქართველოს ბანკსა'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--ს ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეს რ----- ხ-----------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხა 3916, 27 ლარი და ასევე პროცენტი 2500ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეს რ----- ხ-----------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ასევე სასამართლო უთვალისწინებს იმ გარემოებას რომ მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟიდან ორი სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის გამო დაუბრუნდა ბაჟი.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ,,ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ მოპასუხეს რ----- ხ-----------ეს უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 28,50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის” სარჩელი რ----- ხ-----------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე რ----- ხ-----------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებაზე 6466.27 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი 3916.27 ლარის, დაკორექტირებული პროცენტი - 2500 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო -50 ლარი.
2. მოპასუხე რ----- ხ-----------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 28.50 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკს” გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 332.82 ლარიდან დაუბრუნდეს 192.48 ლარი (გადახდის თარიღი 21/09/2018 წლის #1537519167 საგადახადო დავალებით, სახაზინო კოდი 300863150).
მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკს” ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად 42.42 ლარი.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე