გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310018002551484 (3/45-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.01.2019 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ჯე---–------------–ი
მოპასუხე - ბა--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბა--------------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 30.05.2016 წლის N3115 ბრძანებით, რიგითი ბა--------------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნების და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 30 მაისიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N6-- ბრძანებით, 2008 წლის 04 ნოემბერს ბა--------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N3162/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.08.2016 წლის N4--- ბრძანებით, რიგითი ბა--------------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის დაცვის ოცეულის I დაცვის ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად 2016 წლის 5 აგვისტოდან გათავისუფლდა რა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან;
საქართველოს შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2016 წლის N7951 ბრძანებით, რიგითი ბა-----------------------------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი ქვეითი ოცეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეთყვიამფრქვევედ 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.03.2018 წლის N1083 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევე პირველი კლასის რიგითი ბა-----------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), ბა--------------ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ, ბა--------------ის წელთა ნამსახურობა შეიარაღებული ძალებში შეადგენს 1 წელს 9 თვეს და 2 დღეს .
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ბა--------------ის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს ჯარიმის თანხა 3000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 და 251 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე მუხლებსა და 26.10.2017 წლის N4995/17 კონტრაქტის 7.3. პუნქტებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბა--------------ე პროცესზე არ გამოცხადებულა და კანონით დადგენილ ვადაში არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები მიცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამხედრო წოდების მინიჭების და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის შესახებ ბრძანებით (2016წლის 30 მაისი; ბრძანება N3115) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თანახმად, ბა-------------ე გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსის სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად (საშტატო კატეგორია რიგითი) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 30 მაისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალებში გაწვევის, თანამდებობაზე დანიშვნის, და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის შესახებ 30/05/2016 წლის MOD 1----------ბრძანება.
3.2.2. 2016 წლის 30 მაისს ბა--------------ესა და საქართველოს თვდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N6-- ბრძანებით დამტკიცებული N3162/16 კონტრაქტი ‘“ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
30/05/2016 წლის N3162/16 კონტრაქტი.
3.2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.08.2016 წლის N4--- ბრძანებით, ბა--------------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის დაცვის ოცეულის პირველი დაცვის ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის ლულისქვეშა ყუბარმტყორცნელად 2016 წლის 5 აგვისტოდან გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2016 წლის N7951 ბრძანებით, რიგითი ბა-----------------------------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევედ 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.08.2016 წლის N4--- და 19.12.2016 წლის N7951ბრძანებები.
3.2.4. - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2106 წლის N7951 ბრძანებით, საქართველოს შეიარარებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის მეორე საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევე პირველი კლასის რიგითი ბა-----------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის (პირადი პატაკით)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.03.2018 წლის N1083 ბრძანება და პატაკი.
3.2.5. 2016 წლის 30 მაისის N3162/16 კონტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, ’’სამხედრო მოსამსახურე’’ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2 პუნქტში მითითებული ’’სამხედრო მოსამსახურე’’, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 მაისის N3162/16 კონტრაქტი.
3.2.6. 30.05.2016 წლის N3162/16 კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ ’’სამხედრო მოსამსახურე’’ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ’’სამხედრო მოსამსახურე’’ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს’’ ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი. ბა--------------ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 1 წელს 9 თვესა და 2 დღეს, იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში და შესაბამისად ეკისრება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 მაისის კონტრაქტი N3162/16; ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ, შეტყობინება და 02.03.2018 წლის N1083 ბრძანების ჩაბარების შესახებ დასტური.
3.2.7. 2016 წლის N3162/16 კონტრაქტის 8.4 პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან და სხვა დანაწესებიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა თვდაცვის სამინისტროს არჩევანით გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება ,,სამხედრო მოსამსახურის ბოლო სამსახურის ადგილის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 მაისის N3162/16 კონტრაქტი; ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შეასხებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის 2016 წლის 30 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N6-- ბრძანებით დამტკიცებული N3162/16 კონტრაქტის დარღვევის შედეგად წარმოშობილი ჯარიმის ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით. სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ, ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის N6-- ბრძანებით დამტკიცებული N3162/16 კონტრაქტის ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში დასადგენია დაარღვია თუ არა ბა--------------ემ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის ჯარიმის დაკისრებას;
დადგენილია, რომ 2018 წლის 23 თებერვალს ბა--------------ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად, პირადი პრობლემების გამო, კერძოდ, სხვა სამსახურში გადასვლის გამო. სწორედ აღნიშნული პატაკის საფუძველზე ბა--------------ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 მარტის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა; ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე და ბა--------------ესთვის კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლზე მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას). ამდენად, ბა--------------ესთან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
ჯარიმის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ხოლო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არის გონივრული.
სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
აღსანიშნავია, რომ ბა--------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც მოპასუხესთან მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანაკლებ 50 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, თუმცა დასახელებული კოდექსის 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-9, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ბა--------------ეს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხე ბა--------------ეს (პ/ნ 6----------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე ბა--------------ეს (პ/ნ 6----------) სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ( ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 247) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე