გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
330210118002766401
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/36208-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

05 აპრილი, 20-9 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - ნი---------ა

წარმომადგენელი - ცი------------ი

მოპასუხე - ნი------------–---–ი

წარმომადგენელი - ნო-----------ა

დავის საგანი - ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ, 20-8 წლის 0- ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) გაუქმება, ძირი თანხის 1-00 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0,0-%-მდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2--- წლის 1- მაისს შუამავალ მ--------------–---–-ს დახმარებით, ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს სანოტარო ბიუროში ერთის მხრივ, ნი---------ამ და მეორე მხრივ, ნი------------–---–მა ე----------–-–---–მა, ტ--------------–-ნამ, ხ------------–---მ და ლ----------------მა გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით, 2--- წლის 1- ნოემბრამდე. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ნი---------ას ნი------------–---–მა ასესხა 4700 აშშ დოლარი, ე---------–-–---–მა 7000 აშშ დოლარი, ტ--------------–-ნამ 3000 აშშ დოლარი, ხ------------–---მ 7000 აშშ დოლარი, ხოლო ლ----------------მა 1000 აშშ დოლარი. ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის 3%-ს. მოგვიანებით მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა გაიზარდა და სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20-- წლის 1- სექტემბერი.

 

20-8 წლის 0- ოქტომბერს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი ნი------------–---–ის მიმართვის საფუძველზე 2--- წლის 1- მაისს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ნი---------ა კრედიტორის მოთხოვნით, 20-8 წლის 10 ოქტომბრამდე აგრძელებდა ყოველთვიურად პროცენტის გადახდას, თანხის გადახდა ხდებოდა როგორც პირადად, ასევე შუამავლის მ--------------–---–-ს მეშვეობით, 2017 წლის სექტემბრიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან, 20-8 წლის 10 ოქტომბრამდე კრედიტორზე გადახდილმა თანხამ შეადგინა 1700 აშშ დოლარი.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მოსარჩელე ითხოვს გაუქმდეს 20-8 წლის 0- ოქტომბერს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ძირითადი თანხის ნაწილში მოთხოვნა შემცირდეს 1700 აშშ დოლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განისაზღვროს 0,0-%-ით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

საქმის მასალებით არ დასტურდება მოვალის მიერ კრედიტორისათვის 20-- წლის სექტემბრის შემდგომ პროცენტის სახით თანხის გადახდის ფაქტი და არც რეალურად ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 20-8 წლის 0- ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ ძირითადი თანხის 1-00 აშშ დოლარის ნაწილში. ასევე საფუძველს მოკლებულია მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ყოველვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,12%-დან 0,0-%-მდე შემცირების შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შეთანხმებით იქნა განსაზღვრული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 1- მაისს ერთის მხრივ, ნი---------ამ და მეორე მხრივ, ნი------------–---–მა ე----------–-–---–მა, ტ--------------–-ნამ, ხ------------–---მ და ლ----------------მა გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით, 2--- წლის 1- ნოემბრამდე. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ნი---------ას ნი------------–---–მა ასესხა 4700 აშშ დოლარი, ე---------–-–---–მა 7000 აშშ დოლარი, ტ--------------–-ნამ 3000 აშშ დოლარი, ხ------------–---მ 7000 აშშ დოლარი, ხოლო ლ----------------მა 1000 აშშ დოლარი. ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის 3%-ს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნი---------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მიკრო/რაიონი ვაზისუბანი IV, კვარტალი I, კორპუსი 8, სართული 1, ბინა N2, საკადასტრო კოდი №0-.1-.0-.0--.0--.0-.0--;

 

მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20-- წლის 1- სექტემბერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შესახებ სანოტარო აქტი (ს.ფ. 35-);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44-46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2--- წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-13 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე.

 

ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. (პუნქტი 10).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ნი------------–---–ის მოთხოვნით, 2--- წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ, 20-8 წლის 0- ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #1--------.

 

20-8 წლის 06 ნოემბრის №A------------/0-- წერილით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოვალე ნი---------ას მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 0-.10.20-8წ. საღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 40-43);

- 20-8 წლის 06 ნოემბრის №A------------/0-- წერილი (ს.ფ. 49-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 20-8 წლის 0- ოქტომბერს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილია, რომ მოვალე ნი---------ას კრედიტორის ნი------------–---–ის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები 2--- წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შესახებ სანოტარო აქტით.

 

სააღსრულებლო ფურცლის მე-7 ნაწილის მიხედვით, 20-8 წლის 0- ოქტომბრის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა: ძირითად თანხას - 4700 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შესრულების ვადის დაღვევიდან 20-- წლის 18 სექტემბრიდან სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე. ვალდებულების შესრულების დრო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შესახებ სანოტარო აქტით განსაზღვრული იყო 2017 წლის 17 სექტემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 0-.10.20-8წ. სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 40-43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, ადგილი ჰქონდა თუ არა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 10 ოქტომბრამდე ნი---------ას მიერ სესხის ძირითადი თანხიდან 1700 აშშ დოლარის გადახდას.

 

მოსარჩელის განმარტებით, ნი---------ა კრედიტორის მოთხოვნით, 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აგრძელებდა ყოველთვიურად პროცენტის გადახდას, თანხის გადახდა ხდებოდა როგორც პირადად, ასევე შუამავლის მ--------------–---–-ს მეშვეობით, 2017 წლის სექტემბრიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან, 2018 წლის 10 ოქტომბრამდე კრედიტორზე გადახდილმა თანხამ შეადგინა 1-00 აშშ დოლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მას აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელის თანახმად, საქმის სადავო გარემოებების დადასტურება შესაძლებელია თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.2.2. ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორინტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ნამდვილობა. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

3.2.3. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისაგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები სესხის ძირი თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მის მიერ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 10 ოქტომბრამდე 1700 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დადგინდა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა.

 

3.2.4. რაც შეეხება შუამავლის მ--------------–---–-ს მეშვეობით კრედიტორისათვის თანხის გადაცემას, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ., Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).

 

მოსარჩელე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მან შუამავლის მეშვეობით (მ--------------–---–-ს) შეასრულა ვალდებულება კრედიტორის/იპოთეკარის წინაშე და ამ გარემოების დასადასატურებლად მიუთითებს საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითარზე, რომლის შინაარსით 2018 წლის 10 ოქტომბერს მ--------------–---–-ს ანგარიშზე შეტანილი იქნა 390 აშშ დოლარი ტერმინალის მეშვეობით. კრედიტორი კი, უარყოფს მისგან რაიმე თანხის მიღებას.

 

ამ ვითარებაში, სესხის ძირითადი თანხის (1700 აშშ დოლარი) დაბრუნების შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასატურებლად მხოლოდ მ--------------–---–-ს ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ ქვითარი, როდესაც კრედიტორი უარყოფს მისგან თანხის მიღებას, საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდება.

ამდენად, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას იმის შესახებ, მ--------------–---–-ს მიმართ ნი---------ას მიერ ვალდებულების შესრულებით ნი------------–---–ის წინაშე ვალდებულება მიიჩნევა თუ არა შესრულებულად.

სასამართლოს მოსაზრებით, მ--------------–---–-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტი ვერც მესამე პირის მეშვეობით ვალდებულების შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად შეფასდება, ვინაიდან 2--- წლის 1- მაისის „სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულებაში არ არსებობს რაიმე სახის ჩანაწერი, რომელიც მარიამ თედიაშვილს უფლებამოსილებას მიანიჭებდა მიეღო შესრულება იპოთეკარის სანაცვლოდ.

ამ პირობებში კი, სასამართლოს დაუსაბუთებელად მიაჩნია ნი---------ას მითითება სესხის მ--------------–---–-ს მეშვეობით გადახდის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ...

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს ზოგადად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გარიგების დადების მატერიალურ სამართლებრივ შესაძლებლობას და განსაზღვრავს გარიგებით დამდგარი იურიდიული შედეგის ადრესატს. მაგრამ განსახილველი ნორმის განმარტებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ კონკრეტული ურთიერთობისათვის დამახასითებელი სპეციალური მოთხოვნები. ამ შემთხვევაში კი, გასათვალისწინებელია სასესხო ვალდებულების შესრულების თავისებურებები, რომლებიც ვლინდება ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში. ამდენად, განსახილველი ნორმა უნდა განიმარტოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების კონტექსტში, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებთან ერთობლიობაში.

უდავოა რომ ნი---------ასა და ნი------------–---–ს შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

დადგენილია, რომ 2--- წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია უშუალოდ მხარეთა მონაწილეობით. რაიმე სახის ჩანაწერი კი, რომელიც მესამე პირს - მ--------------–---–-ს უფლებამოსილებას მიანიჭებდა მიეღო შესრულება იპოთეკარის სანაცვლოდ, ხელშეკრულებაში არ არსებობს. ამ ვითარებაში, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლზე, როგორც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში დადებულ გარიგებაზე და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების წარმომადგენლის წინაშე შესრულებაზე მოსარჩელის მითითებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უნდა ეთქვას უარი, თუმცა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 623-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2--- წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობა. მას გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხა 4700 აშშ დოლარი. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი - 1700 აშშ დოლარი გადაუხადა კრედიტორს საქმის მასალებით არ დადასტურდა.

 

6.2. რაც შეეხება პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის საპროცენტო განაკვეთს, კრედიტორის მიერ მოთხოვნილია ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0,12%.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 20-8 წლის 0- ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადასახდელ თანხას არ ერიცხება ყოველდღიური პირგასამტეხლო. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინების საფუძველზე შეჩერებული იქნა 20-8 წლის 0- ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება ვერ განახლდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ანუ კრედიტორი მის კუთვნილ ფულად სახსრებს ვერ დაიბრუნებს სულ მცირე მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ამდენად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის და ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს სახით ნი---------ას მიერ გადასახდელი თანხა 20-8 წლის 0- ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განისაზღვროს 4700 აშშ დოლარის 0,06%-თ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 02 ნოემბრამდე შეადგენს 1156,2 აშშ დოლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 312 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ. 60);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 1156,2 აშშ დოლარით (2017 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 02 ნოემბრამდე პერიოდში დაანგარიშებული პირგასამტეხლო ძირი თანხის 4700 აშშ დოლარის 0,06%), ნაცვლად 0,12%-ისა. 2018 წლის 09 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 0,06%-მდე, რაც 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 02 ნოემბრამდე შეადგენს 1156,2 აშშ დოლარს ანუ მოსარჩელე გათავისუფლდა პირგასამტეხლოს სახით 1156,2 აშშ დოლარის გადახდისაგან. (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 29,64%). შესაბამისად, მოპასუხე ნი------------–---–ს მოსარჩელე ნი---------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 312 ლარის 29,64%-ს, 92,47 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მოპასუხე ნი------------–---–ს მოსარჩელე ნი---------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 219,53 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნი---------ას წარმომადგენლის სულხან კაპანაძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შეჩერდა, ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 20-8 წლის 0- ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N1-------- საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე NА--------;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გარანტიების შექმნა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნი---------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა საჭირო არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნი---------ას სარჩელი ნი------------–---–ის მიმართ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 20-8 წლის 0- ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #1-------- სადაც კრედიტორია ნი------------–---–ი და მოვალე ნი---------ა), მე-7 მუხლში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში, შევიდეს ცვლილება შემდეგი სახით - აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში შემცირდეს 0.12%-დან 0.06%-მდე და განისაზღვროს შემცირებული პირგასამტეხლო 2,82 აშშ დოლარი (სააღსრულებო ფურცელში მითითებული 0.12%-ის ნაცვლად) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20-- წლის 18 სექტემბრიდან სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლის მე-7 მუხლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.

 

3. მოპასუხე ნი------------–---–ს მოსარჩელე ნი---------ას სასარგებლოდ დაეკისროს 142,47 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა, ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 20-8 წლის 0- ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N1-------- საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე NА--------;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი