განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
330100117002196667
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა

სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - გ-----------------

ადვოკატ - ა-–----------------------------

ბრალდებულ - ი------------------ მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ი------------------------------------- (დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-----------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–--–------------------–-----------–---------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2----–-–---------–---, ი------------------, ქ------–--–- მდებარე შ------–------–--------------- ფილიალში, ს--------------–----------- გაყიდვების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, კერძოდ კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი------------------ მიუთითა, რომ ის მუშაობდა შ---------------–-- დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 800 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის ს--------------–---------------- მიწოდების საფუძველზე, ი------------------ 2----–-–---------–--- უკანონოდ მიიღო კრედიტი 555 ლარის ოდენობით.

2----–-–----------------–-, ი------------------, ქ------–--–- რ---------–-----------------–------------–----------------- მომსახურების ოფისში, ს--------------–----------- განვადების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა. კერძოდ, კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი------------------ მიუთითა, რომ ის მუშაობდა შ---------------–-- დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის ს--------------–----------------- მიწოდების საფუძველზე, ი------------------ 2----–-–----------------–- უკანონოდ მიიღო კრედიტი 960 ლარის ოდენობით.

2----–-–------------------, ი------------------, ქ------–--–-, კ----------------–--–------------- შ------–------–--------------- ფილიალში, ს--------------–----------- განვადების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, კერძოდ კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი------------------ მიუთითა, რომ ის მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის ს--------------–----------------- მიწოდების საფუძველზე, ი------------------ 2----–-–------------------ უკანონოდ მიიღო კრედიტი 600 ლარის ოდენობით.

2----–-–------------------, ი------------------ ქ------–--–-, ს------------------------------–-------–-- ფილიალში კრედიტის მიღების მიზნით წარადგინა ს--------------–----------- სახელფასო ანგარიშის ყალბი ამონაწერი, სადაც მითითებული იყო, რომ ის მუშაობდა შ---------------–-- და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს. ასევე აღნიშნული ინფორმაცია მან დაადასტურა სამომხმარებლო სესხების განაცხადში. ს---------------------------------- ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის მიწოდების საფუძველზე, ი------------------ 2----–-–------------------- უკანონოდ მიიღო კრედიტი 6123 ლარის ოდენობით.

2----–-–--------–-- ქ------–--–-, ი------------------ გასაღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - შ------------------ ყალბი სახელფასო ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ გ------------------ა მუშაობდა ზემოაღნიშნულ კომპანიაში უსაფრთხოების მენეჯერად და მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენდა 2300 ლარს. ზემოაღნიშნული ყალბი სახელფასო ცნობა გ------------------ამ 2----–-–------------ კრედიტის მიღების მიზნით წარადგინა ს------------------–----------------–-- ფილიალში.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ი------------------ მიერ კრედიტის უკანონო მიღების მიზნით ბანკებისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდების ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ი------------------ მხრიდან მიერ ოფიციალური დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადების და გასაღების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

კრედიტის უკანონო მიღება, ე.ი. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით (ოთხი ეპიზოდი).

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.

 

მოწმე ი------------------ ჩვენებით, 2----–-–-- ზაფხულის პერიოდში ბანკებიდან მიღებული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება კრედიტის მიღების მიზნით ყალბი დოკუმენტის წარდგენის ფაქტზე. გ------------------ას მიერ ს-----------------–-----–- კრედიტის მიღების მიზნით წარდგენილი იქნა ყალბი სახელფასო ცნობა, რაც დამოწმებული იყო ი----------------- ხელმოწერით და შ------------------ ბეჭდით, რომლის დირექტორიც იყო ი------------------ მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებულლი ი------------------ საექსპერტო კვლევის მიზნით ი------------------გან აიღო ხელწერის ნიმუშები, რაზეც დანიშნული იქნა გრაფიკული ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით, კომპანია „-------------------–-–-- შემდეგ არ ფუნციონირებდა და არ უფიქსირდებდა საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის ფაქტი.

მოწმე თ---------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ერთ საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ წ-----–-------------–-----------–---------------–- მდებარე ი------------------ საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო შ------------------- ბეჭედი.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თა-----------–-–---–ის ჩვენებით, 2----–-–-- 1------------- მის მიერ გაცემული იქნა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის #--------- დასკვნა, საბუთების ტექნიკური კვლევის ნაწილში, რომლის თანახმად დადგენილი იქნა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ცნობაზე #-------- დათარიღებული 1--------- წლით არსებული ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია შ------------------- იმ ბეჭდით, რომლის ანაბეჭდებიც წარდგენილი იქნა შესადარებლად და განთავსებულია ნიმუშის აღების ოქმზე.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ცი------------ას ჩვენებით, 2----–-–-- 1------------- მის მიერ გაცემული იქნა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის #--------- დასკვნა, ხელწერის კვლევის ნაწილში, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ხელმოწერა, ი------------------ სახელით, განლაგებული: ცნობაზე #-------- 2----–-–-- 1--------- თარიღით, გრაფაში: „დირექტორი“, სავარაუდოდ, შესრულებულია ი------------------ მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა წარდგენილი თავისუფალი ნიმუშების შეუსაბამობის, ვარიაციულობის და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ--------------- ჩვენებით, 2----–-–------------–- მის მიერ გაცემული იქნა გრაფიკული ექსპერტიზის #------- დასკვნა, რომლის თანახმად 2----–-–-- 1---------- დათარიღებულ სახელფასო ცნობაზე #------- ი------------------ სახელით არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ი------------------ მიერ.

ბრალდებულ ი------------------ ჩვენებით, წარდგენილ ბრალდებებში თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ, კერძოდ აღიარებს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს, თუმცა თავს არ ცნობს დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ ზუსტ დროს ვერ იხსენებს, მეუღლე ი----------------------- გადაიფორმა შ-----------------. მისმა მეუღლემ ვისგან შეიძინა აღნიშნული კომპანია არ ახსოვს. შეძენაში გულისხმობს იმას, რომ კომპანია გადაფორმდა მის სახელზე. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ვიდეოკამერების, სიგნალიზაციების, ცეცხლმაქრების დამონტაჟება და ა.შ. 2----–-–----- 2--- წლამდე კომპანიაში როგორც ასეთი დასაქმებული პირები არ ყავდათ, მუშაობდა მხოლოდ მისი მეუღლე და ახლობლები. გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს გადასახადს იხდიდა ბანკის მეშვეობით, თუმცა მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც კომპანია დაზარალდა, დაგროვდა დღგ-ს გადასახადი, რაც შემდგომ გადახდილი იქნა ეტაპობრივად. იქიდან გამომდინარე, რომ 2----–-–----- კომპანიას არ უფიქსირდება განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების შევსება, გამოდის რომ არ აწარმოებდნენ დოკუმენტების შევსებას. დასაქმებული პირები კომპანიაში არ ჰყავდათ, ვინაიდან არ ჰქონდათ დიდი სამუშაო. რაც შეეხება კომპანიის ბეჭედს, ინახავდა სახლში, რაც იდო ვაზაში და მასთან წვდომა ჰქონდა ოჯახის ყველა წევრს. ბრალდებულის განმარტებით, 2----–-–-- 1---------- დათარიღებული ცნობა მას არ შეუდგენია და არც ბეჭედი დაურტყამს მისთვის. კომპანიის ბეჭედი არავისთვის უთხოვებია, მხოლოდ მის მეუღლეს გადასცა გარკვეული პერიოდით, თუმცა რისთვის სჭირდებოდა მას ბეჭედი ან როდის გადასცა გახსენება უჭირს. მოწმის ჩვენებით, გამოძიებაში გამოკითხვის დროს, იმის გამო, რომ გამომძიებელი დაპირდა განრიდების გაკეთებას, აღიარა გასაღების მიზნით ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღების ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ აღიარებდა დანაშაულს. თუ ვის შეეძლო კომპანიის ბეჭდის გამოყენება მისთვის უცნობია.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-------------------- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (-------–--- წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ი------------------ მიერ წარდგენილი სხვადასხვა დროს შესრულებული ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშები, კერძოდ, 1). 2----–-–-- 2-----------–-- საკრედიტო ხელშეკრულება, 2). იპოთეკური ხელშეკრულება შ------------ და ი------------------ შორის, 3). 2----–-–---------------- განცხადება, 4). 2----–-–----------------------––-------–--------- საგადასახადო დავალიანების გადახდის შესახებ.

ამოღების ოქმის თანახმად, ქ------–--–---------–-----–-------------–-----------–----------------–- მდებარე შ------------------ ფაქტობრივი მისამართიდან ამოღებული იქნა მრგვალი ბეჭედი, რაც მოთავსებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში.

ამოღების ოქმის თანახმად, „----------------------- ოფისიდან ამოღებული იქნა ი------------------ საბანკო ამონაწერი ს--------------–----------- ანგარიშიდან; სამომხმარებლო სესხის განაცხადი; “------- ი------------------ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საკრედიტო ხელშეკრულება, ცნობები ი------------------ ფინანსური ვალდებულებების შესახებ; განვადების ბარათის განაცხადი, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ი------------------ და იურიდიული პირის შ------------------ შესახებ ინფორმაცია, მოქალაქის სამუშაო ადგილის, მიღებული ხელფასის და კომპანიის მიერ გაცემული ხელფასების შესახებ, რითაც დადგენილი იქნა, რომ ი-----------------ს შ--------------------- მიღებული შემოსავლები არ გააჩნია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ელექტრონული ბაზის მეშვეობით დათვალიერებული იქნა შ------------------ შესახებ ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას 2----–-–-- შემდეგ ხელფასის სახით განაცემები არ უფიქსირდება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი------------------ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (------------------, ნ-------------------, ნ------------, ნა--------------ის, მ---------------, ნ--------------------, ლ------------------, ბ------------------ გამოკითხვის ოქმები) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი------------------ მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავას, რომ საქართველოს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, გულისხმობს, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბებას, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვის მაგივრად ხელის მოწერაში, დოკუმენტში დამატებითი მონაცემების შეტანაში და სხვა. რაც შეეხება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა ან სხვა გზით გასხვისება.

დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადების ან გასაღებისთანავე. სუბიექტური მხრივ დანაშაულის ობიექტური მხარის ისეთი ნიშნებისათვის, როგორიცაა დამზადება, აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა. ეს არის აღნიშნული დოკუმენტის გამოყენების ან გასაღების მიზანი, რაშიც იგულისხმება გაყალბებული დოკუმენტის გაყიდვა თუ სხვაგვარად გასხვისება.

რაც შეეხება სსკ-ის 208-ე მუხლის სამართლებრივ შეფასებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდების მომენტიდან.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება ბანკისთვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდებაში, ხოლო სუბიექტური მხრივ ქმედება გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რომლის სპეციალურ მიზანს წარმოადგენს კრედიტის მიღება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა ბრალდებულ ი------------------ აღიარებითი ჩვენებისა, რომელმაც სრულად დაადასტურა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ბანკებისთვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდების ფაქტი, ი------–---–---- მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულში, ასევე დასტურდება იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ი------------------ კრედიტის უკანონო მიღების მიზნით, „-----------–--------–-- და „------------–-- წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, თითქოს იგი მუშაობდა კომპანია „-----------–-- დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი, „------------–-- წარდგენილი ცნობის თანახმად შეადგენდა 1200 ლარს, ხოლო „-----------–--------–-- წარდგენილი ცნობების თანახმად შეადგენდა 800, 1000 და 1200 ლარს, რის დასტურადაც მეტი დამაჯერებლობისთვის „------------–-- წარსადგენ დოკუმენტებში დაურთო „-----------–------------ სახელფასე ანგარიშის ყალბი ამონაწერი, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ი------------------ მიერ „------------–-- შევსებული სამომხმარებლო სესხის განაცხადის ფორმით, სადაც ი------------------ სამუშაო ადგილად მითითებული აქვს შ-----------------. შემოსავლის ოდენობად დაფიქსირებული აქვს 1200 ლარი. აღნიშნული წარდგენილი მონაცემების საფუძველზე 2----–-–------------------- ი------------------ სახელზე გაცემული იქნა სესხი 6123 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება, ი------------------ მიერ „-----------–--------–-- შევსებულ განაცხადს, ი------------------ მიერ მისი სამუშაო ადგილის გრაფაში მითითებული იქნა - შ------------------ დირექტორის თანამდებობა, ხოლო ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოდ - 800, 1000 და 1200 ლარი. ი------------------ „-----------–------------ათვის მიწოდებული ყალბი მონაცემების საფუძველზე, 2----–-–---------–--- კრედიტის სახით უკანონოდ მიიღო 555 ლარი, 2----–-–----------------–- - 960 ლარი, ხოლო 2----–-–------------------ 600 ლარის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზების დათვალიერებით დგინდება, რომ ი------------------ „----------------- ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები არ გააჩნდა, ხოლო 2----–-–----- შ------------------- არ უფიქსირდება არანაირი დოკუმენტაციის შევსება იმის თაობაზე, რომ კომპანია ახორციელებდა საქმიანობას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ი------------------ კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ბანკებს წარუდგინა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი მონაცემები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ი------------------ მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

რაც შეეხება ი------------------ მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედების ჩადენას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი------------------ ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დოკუმენტის ნამდვილობის ფაქტი და განისაზღვროს თუ ვის მიერ არის კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებული, თუმცა საქმეში წარმოდგენილი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად იმის მტკიცება, რომ 2----–-–-- 1---------- დათარიღებულ სახელფასო ცნობაზე ხელმოწერა შესრულებულია ი------------------ მიერ, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–-- 1---------- დათარიღებულ სახელფასო ცნობაზე #------- ხელმოწერა შესრულებულია ი------------------ მიერ, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს, და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. საქმეში წარმოდგენილი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით, კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა, რომ სახელფასო ცნობაზე ხელმოწერა შესრულებულია ი------------------ მიერ ვერ ხერხდება.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს, მართალია დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ #------- სახელფასო ცნობაზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია შ------------------ დირექტორის ი------------------ მიერ წარდგენილ შ------------------ იმ ბეჭდით, რომლის ანაბეჭდებიც განთავსებულია ნიმუშის აღების ოქმზე, თუმცა ამავე დასკვნით იმის დადგენა თუ ვინ, რა ვითარებაში და როდის მოახდინა #------- სახელფასო ცნობაზე შ------------------ ბეჭდის გადატანა შეუძლებელია.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულ ი------------------ ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ იგი შ------------------ ბეჭედს ინახავდა სახლში, მაგიდაზე არსებულ ვაზაში, რაზეც წვდომა ჰქონდა, როგორც ოჯახის წევრებს, ისე სტუმრად მისულ პირებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი------------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც ი----------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებულ ი------------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტის უკანონო მიღება - ე.ი. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით - ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი------------------ რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ჯარიმის სახით, დანაშაულთა ერთობლიობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი----------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

ი----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–---------–---------------- - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–---------------–-------------- - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–------------------------------ - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–------------------------------- - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი------------------ სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

გაუქმდეს მსჯავრდებულ ი------------------ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2----–-–---------------- განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პირადი თავდებობა.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შ------------------ მრგვალი ბეჭედი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი