განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ--------------–-ა
სტაჟიორ-პროკურორები - თ------------–---–ი, ნ----------ა, დ--------------ე, ან----–---–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს----- ნ----------ს ძე ლ-–---, დაბადებული - 1----–-–----- ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ს----------ა, მ–-----------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, გ-–------------------------------------------------ში)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).
ადვოკატები - ლ---- ზ------ე, მ------ კ-------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 20:50 საათზე, თბილისში, გ-–-------------------- მ-------------ებს შორის არსებულ, მ-------------------------------- „ნ-------ის“ სამსახურებრივ ჯიხურში, ს----- ლ-–--- მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და დანის დემონსტრირებით თავს დაესხა ოპერატორ-გამმართველ - მ----- ჭ--–--ეს, რომელსაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ფულადი თანხა 1665 (ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარის ოდენობით;
1.2. ს----- ლ-–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული მზღუდავის არმქონე, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული საფანტის პისტოლეტი - ,,B------“, მოდელი - ,,9--“, რომელსაც ინახავდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------------ში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით
2.1. დაზარალებულ მ----- ჭ--–--ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს თბილისში, გ-–-------------------- მ-------------ებს შორის არსებულ „ნ-------ის“ გ-----------თ სადგურზე, ოპერატორად. სამუშაო განაწესის შესაბამისად, მ----- ჭ--–--ე მუშაობს 21:00 საათამდე, რის შემდეგაც კეტავს გ-----------თ სადგურს და იქვე არსებულ ჯიხურში ითვლის დღიურ ნავაჭრ თანხას. 2018 წლის 23 ივნისს, მ----- ჭ--–--ემ, ჩვეულებისამებრ, გ-----------თი სადგური დაკეტა 21:00 საათისთვის და ანგარიშის გასასწორებლად იმყოფებოდა ჯიხურში, რომლის კარიც სიცხის გამო ჰქონდა შეღებული. ჯიხურში ასევე იმყოფებოდა მასთან სტუმრად მისული მისი ყოფილი თანამშრომელი - გ--–-----------–---–ი. მ----- ჭ--–--ე იჯდა მაგიდასთან, რა დროსაც ჯიხურის ღია კარში შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც ეხურა ღია ფერის კეპი და ეცვა ჯინსის ლურჯი ფერის ქურთუკი. უცნობი პიროვნების დანახვაზე მ----- ჭ--–--ე შეცბა და დაიბნა, რადგან მას მარჯვენა ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტი, ხოლო მარცხენა ხელში - დანა. დაზარალებულმა გაიგონა პისტოლეტის გადატენვის ხმა. მ----- ჭ--–--ის განმარტებით, უცნობმა პიროვნებამ მას დაუმიზნა პისტოლეტი და მოსთხოვა ფულის დროულად გადაცემა, ასევე გ--–-----------–---–ს მოუწოდა ადგილიდან არ დაძრულიყო. უცნობ პიროვნებას პისტოლეტი დაზარალებულისკენ ჰქონდა მიმართული, რის გამოც ამ უკანასკნელს შეეშინდა და თავდამსხმელს მიუთითა მაგიდაზე არსებულ დათვლილ თანხაზე -1665 ლარზე. უცნობმა პიროვნებამ აიღო აღნიშნული თანხა მაგიდიდან და გავიდა ჯიხურიდან. თანხის აღების დროს მ----- ჭ--–--ემ კიდევ ერთხელ დაინახა თავდამსხმელის ხელში იარაღი. მომხდარის შესახებ მ----- ჭ--–--ემ მაშინვე განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში და ამოცნობისას ბრალდებული ამოიცნო სამ პიროვნებას შორის; მანვე სასამართლო სხდომის დარბაზში კატეგორიულად მიუთითა ს----- ლ-–---ზე და აჩვენა, რომ იგი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც პისტოლეტის დამიზნებით წაიღო ფულადი თანხა 1665 (ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2.2. მოწმე გ--–-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობდა შპს ,,ნ-------ში“, სადაც გაიცნო მ----- ჭ--–--ე და მეგობრობს მასთან. 2018 წლის 23 ივნისს, საღამო ხანს, გ--–-----------–---–მა სამსახურში გაუარა მ----- ჭ--–--ეს, რომელიც ასრულებდა მუშაობას. ისინი ისხდნენ სამსახურებრივ ჯიხურში და მ----- ჭ--–--ე ითვლიდა დღის განმავლობაში ნავაჭრ თანხას, რა დროსაც ჯიხურში შევიდა მისთვის იმ დროისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც ერთ ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტი, ხოლო მეორე ხელში - დანა. აღნიშნულმა პიროვნებამ პისტოლეტის დამიზნებით მ----- ჭ--–--ეს მოსთხოვა ფულის გადაცემა. გ--–-----------–---–მა სცადა წამოდგომა, რა დროსაც იარაღიანმა პიროვნებამ ხელი მიარტყა მას და მოუწოდა დამჯდარიყო თავის ადგილზე. მოთხოვნას გ--–-----------–---–ი დაემორჩილა, ვინაიდან მას შეეშინდა თავდამსხმელის და მისგან მომდინარე იმწუთიერი საფრთხე აღიქვა რეალურად. მოწმის განმარტებით, ასევე შეშინებული იყო მ----- ჭ--–--ეც, რომელმაც თავდამსხმელს მიუთითა მაგიდაზე დადებულ თანხაზე და უთხრა წაეღო აღნიშნული. თავდამსხმელმა ფული აიღო და წავიდა. მოწმემ დაადასტურა წინასწარი გამოძიებისას ს----- ლ-–---ს ამოცნობაში მონაწილეობის ფაქტი და განმარტა, რომ ბრალდებული ამოიცნო სამ პიროვნებაში; მან ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში კატეგორიულად მიუთითა ს----- ლ-–---ზე და აჩვენა, რომ იგი სწორედ არის ის პიროვნებაა, რომელმაც პისტოლეტის და დანის დემონსტრირებით შპს ,,ნ-------ი“-დან წაიღო ფულადი თანხა.
2.3. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლის - კ-----------ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს ს-------–-----------------------–-------------–-ის „ნ-------ი“-ს უ-----------------------------------------------ის თანამდებობაზე და წარმოადგენს აღნიშნულ კომპანიას. 2018 წლის 23 ივნისს, დირექტორისგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ „ნ-------ი“-ს გ-----------თ სადგურზე მოხდა თავდასხმა. ადგილზე მისულმა ოპერატორმა განუმარტა, რომ იარაღიანმა უცნობმა პირმა მოსთხოვა ფულადი თანხა, რომელსაც შეშინებულმა გადასცა ნავაჭრი ფულადი თანხა. ოპერატორმა პოლიციის თანამშრომლებს ასევე განუმარტა, რომ იგი დააყაჩაღეს. კ-----------ს განმარტებით, კომპანიისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1665 ლარი, რომელიც ანაზღაურებული არ არის. კ-----------ს განმარტებით, მას და კომპანია ,,ნ-------ს“ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
2.4. მოწმე გ-------- ხ------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მას ჰყავს ავტომანქანა ,,ო---–-,“ სახელმწიფო ნომრით - R------, რომელსაც იგი იყენებს როგორც ტაქსს და აღნიშნული ავტომანქანა გაფორმებული აქვს მეგობრის - ნ-----–---------–---–ის სახელზე. 2018 წლის 23 ივნისს, მ--------------რ ,,ა-------–-----------ის“ მიმდებარედ, დაახლოებით 20:15 საათზე, გ-------- ხ------–---–მა ტაქსი გაუჩერა ს----- ლ-–---ს, რომელსაც იცნობს გ-----–-–--ას სახელით და მიიყვანა გ-–--------------------------ში. მანქანაში ჩაჯდომისას ს----- ლ-–---ს ეცვა ჯინსის ქურთუკი და მისთვის მოწმეს იარაღი არ შეუჩნევია. ამის შემდეგ, გ-------– ხ------–---–მა ბრალდებული ნახა გ-–-----ს პოლიციის განყოფილებაში.
2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--------------–--ის უფროსის მოადგილის, პოლიციის მაიორ - ი-–--------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, მასთან კავშირზე მყოფმა პირმა აცნობა, რომ 2018 წლის 23 ივნისს, თბილისში, გ-–-------------------- მ--------ებს შორის მდებარე ,,ნ-------ი“-ს მ--------------------------------ზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, თბილისში, გ-–-------------------------------------------------ში მცხოვრებმა, 1--- წელს დაბადებულმა ს----- ნ----------ს ძე ლ-–---მ, რომელიც გადაადგილდებოდა ,,ო---–-“-ს ფირმის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით - R------. ი-–--------–--ემ მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით დაუყონებლივ აცნობა გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--------------–--ის ხელმძღვანელს. აღნიშნული გამოკითხვის ოქმი მხარეების მიერ ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებად.
2.6. პირის ამოცნობის შესახებ 2018 წლის 25 ივნისის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა - გ--–-----------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან მეორე ანუ შუაში მდგომი პირი - ს----- ლ-–---, რომელიც ამოიცნო სიმაღლით, პირისახით, თმის ფერით, წარბებით, თვალებით, ცხვირით, ტუჩებით და იგი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც 2018 წლის 23 ივნისს განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა გ-–---------------------ში არსებულ შპს ,,ნ-------ში“ გ--–-----------–---–ის ყოფნის დროს.
2.7. პირის ამოცნობის შესახებ 2018 წლის 25 ივნისის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა - მ----- ჭ--–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან მეორე ანუ შუაში მდგომი პირი - ს----- ლ-–---, რომელიც ამოიცნო სიმაღლით, პირისახით, თმის ფერით, წარბებით, თვალებით, ცხვირით, ტუჩებით და იგი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც 2018 წლის 23 ივნისს მის მიმართ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა.
2.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 23 ივნისის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, გ-–-------------------- მ-------------ებს შორის და წარმოადგენს მ---------------------------------ის ჯიხურს, რომელიც დგას ს------------------------ის - ,,ფ--------------“-ს მ-------–ზე დამონტაჟებული ბ------------------–--------ის გვერდით. გ-----------თი სადგურის ჯიხური არის ლითონის კონსტრუქციის და ეზოს მხრიდან გააჩნია ერთი ფანჯარა. აღნიშნულ ჯიხურს გვერდითა მხრიდან გააჩნია ჯიხურში შესასვლელი კარი. შესასვლელიდან პირდაპირ დგას მაგიდა, რომელზედაც არის ხურდა ფული, ქვითრები, საკასო აპარატი და გამომთვლელი მანქანა. შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელთან დგას დივანი, რომლის გვერდით არის წითელი ფერის ჰაერის წნევის აპარატი. ჯიხურის მარცხენა კედელზე ჩამოკიდებულია ტანსაცმელი. აღნიშნული ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მიერ კანონშესაბამისი წესით იქნა აღებული და დალუქული სუნის კვალის ნიმუშები.
2.9. საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 23 ივნისს, თბილისში, გ-–-------------------- მ-------------ებს შორის არსებული, მ----------------------------------ის - ,,ნ-------ი“-ს სამსახურებრივ ჯიხურში, ოპერატორ-გამმართველ -მ----- ჭ--–--ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ჯიხურში შესასვლელი კარის წინ ლამინატის იატაკის ზედაპირიდან, ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ს----- ნ----------ს ძე ლ-–---საგან (დაბადებული 1--------------------------------------------) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა
2.10. დაზარალებულ მ----- ჭ--–--ის და მოწმე გ--–-----------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ დანაშაული - ყაჩაღობა ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
2.11. მთავარი ექსპერტ-ბალისტიკოსის - ლ---–----–---–---ის ჩვენების თანახმად, მან ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა კვლევისთვის წარდგენილ იარაღზე და კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ უნომრო იარაღი არის ი----–-----ი წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ ნომინალური კალიბრის საფანტის პისტოლეტი - ,,B------“, მოდელი -,,9--“, რომელიც მზღუდავის არქონის გამო, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. მანვე დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იარაღის ლულას ამოღებული ჰქონდა მზღუდავი, იგივე ტიხარი, რაც აუცილებელია საფანტის, აირის და ზოგადად თავდაცვითი იარაღებისათვის, რის გამოც აღნიშნული იარაღიდან შესაძლებელი იყო 5 მმ დიამეტრის მქონე ვაზნების გასროლა, შესაბამისად, იარაღის კონსტრუქციაში, კერძოდ, იარაღის ლულაში შეტანილი ცვლილების გამო, იარაღი აღარ არის თავდაცვითი ხასიათის და მიეკუთვნა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული იარაღი ქარხნულადაა დამზადებული და ვარგისია სროლისთვის. იარაღის სახელურში მყარად არ ფიქსირდება მჭიდი, რადგან მწყობრიდანაა გამოსული მჭიდის მაფიქსირებელი ბერკეტი, თუმცა აღნიშნული გაუმართაობა არავითარ გავლენას არ ახდენს იარაღიდან სროლების წარმოებაზე, ვინაიდან, როცა არ ფიქსირდება მჭიდი, ავტომატურად შეიძლება ერთეული ვაზნების პირდაპირ ჩადება სავაზნეში და გასროლა. შესაბამისად, მჭიდის არსებობა-არარსებობა და მჭიდის მაფიქსირებელი ზამბარის გაუმართაობა არავითარ გავლენას არ ახდენს იარაღის ვარგისიანობაზე. იარაღის ლულაში არსებულ მზღუდავთან დაკავშირებით ექსპერტმა ასევე დამატებით განმარტა, რომ საფანტის იარაღებს და ზოგადად თავდაცვით იარაღებს, აირის იარაღებს, ხმოვანებს (ხმოვანების ლულა საერთოდ დახშულია) აქვთ ვერტიკალური, ჰორიზონტალური ან ჯვარედინი ტიხარი ლულაში (აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, თუ ქარხანა-დამამზადებელი როგორ ტიხარს დაამზადებს), რაც ხელს უშლის ლულიდან დიდი მოცულობის ჭურვების გასროლას და ისვრის მხოლოდ ხმოვან ჭურვებს, აირებს ან საფანტს. მზღუდავის, იგივე ტიხრის შემთხვევაში, ლულაში დარჩენილია ადგილები, საიდანაც გასროლისას გამოდის წვრილი საფანტი. მიუხედავად იმისა, რომ იარაღს დაზიანებული ჰქონდა მჭიდის მაფიქსირებელი ზამბარა, მასში შესაძლებელი იყო ვაზნების სათითაოდ ჩადება და გასროლა. ამასთან, იარაღის ვარგისიანობის დასადგენად მნიშვნელობა ჰქონდა სასხლეტ-დამცემი მექანიზმის მუშაობას და მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რომელ ვაზნას გაისროდნენ - ჭურვით დამუხტულს, საფანტით დამუხტულს თუ ხმოვანს, რადგან იარაღს ამოღებული ჰქონდა ლულის ტიხარი და გასროლის გარეშეც თვალნათლივ ჩანდა, რო კონსტრუქციაში შეტანილი იყო ცვლილება.
2.12. ბინის ჩხრეკის 2018 წლის 25 ივნისის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ს----- ლ-–---ს მონაწილეობით, მის დროებით მფლობელობაში არსებულ ერთოთახიან ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, გლ-------------------------------------------------ში. ჩხრეკის შედეგად ოთახში არსებული ტანსაცმლის კარადის ზედა თაროდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის ლითონის პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთი მჭიდით ვაზნების გარეშე, რომელსაც გარედან აქვს ლათინური ასოებით წარწერა - ,,N----------------------------------------------------------------”. ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი შეიფუთა და დაილუქა კანონშესაბამისი წესით, რაზედაც გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. აღნიშნული ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება ჩხრეკის ოქმზე არ გაუკეთებიათ, ისინი გაეცნენ ჩხრეკის ოქმს, რომელიც გამომძიებლის მიერ შედგენილია სრულად და სწორად, რასაც ადასტურებენ ხელმოწერებით.
2.13. საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, სს N0----------- საქმეზე წარმოდგენილი: - უნომრო იარაღი არის ი----–-----ი წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ ნომინალური კალიბრის საფანტის პისტოლეტი ,,B------“, მოდელი -,,9--“, რომელიც მზღუდავის არქონის გამო, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
2.14. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.3. პუნქტად მითითებული ს----- ლ-–---ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი ,,B------“, მოდელი ,,9--“, მასში არსებული მჭიდით. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.
2.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ს----- ლ-–---ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 3.4. პუნქტად მითითებული - პირის ამოცნობის ოქმი მ----- ჭ--–--ის მონაწილეობით; 3.5. პუნქტად მითითებული - ს----- ლ-–---ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; 3.7 პუნქტად მითითებული - დაკავების შეტყობინების ოქმი; 3.8. პუნქტად მითითებული - დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ბინის ჩხრეკის წარმოების შესახებ და ბინის ჩხრეკის ოქმი; 4.1. პუნქტად მითითებული - მიმართვის წერილი შ--------------------------–--------------------------ს და დადგენილება ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის მე-5 პუნქტში მითითებული ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები: კერძოდ, 5.1. პუნქტში მითითებული - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე; 5.2. პუნქტში მითითებული - შპს ,,ნ-------ის“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე; 5.4. პუნქტში მითითებული - ს----- ლ-–---ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი - რუხი ფერის კეპიანი ქუდი, ლურჯი ფერის მოკლე სახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ქამართან ერთად; 5.5. პუნქტში მითითებული - ს----- ლ-–---ს სუნის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში; 5.6. პუნქტში მითითებული - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები და შპს ,,ნ-------ის“ ტ--–-----ი; ასევე, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა და მოწმეების: გ-------–---–ის, პ---------------–-–---–ის, ა---------–------–ის, რ--------------–---–ის, ი-–--------–--ის, ვ----–---–----ის, ნ-----–---------–---–ის, ლ---- ხ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.16. ბრალდებულმა ს----- ლ-–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ივნისს, სუპერმარკეტ ,,ფ-------დან“ ფეხით მომავალმა ჩაუარა გ-----------თ სადგურს. მან შეიხედა აღნიშნული სადგურის ჯიხურში და დაინახა, რომ ოპერატორი ითვლიდა ფულს. იგი შევიდა ჯიხურში, რა დროსაც ხელში ეჭირა მობილური ტელეფონი და ფული მშვიდად სთხოვა ოპერატორს, რომელმაც მაგიდაზე არსებული ფული მიაწოდა, ხოლო კარში გამოსვლისას მან ოპერატორს დაუბარა, რომ 2-3 დღეში დაუბრუნებდა ფულს. ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული თანხით მას უნდა გაეკეთებინა ოპერაცია; იგი არ იცნობდა დაზარალებულს; იარაღი და დანა არ ჰქონია და არც არავის დამუქრებია. 2018 წლის 24 ივნისს, ს----- ლ-–---მ იქირავა გლ-------------------------------------------------ში მდებარე ბინა, სადაც მიიტანა თავისი პირადი ნივთები; აღნიშნული ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი მას არ ეკუთვნის და მისთვის უცნობია იარაღის მესაკუთრე. რაც შეეხება ბინის ჩხრეკის ოქმს, ს----- ლ-–---ს განმარტებით, იგი ესწრებოდა ბინის ჩხრეკას და იარაღის ამოღებას, მაგრამ გადაღლილობის გამო არ გაეცნო ოქმის შინაარს, ასევე, არ გამოუთქვამს ოქმის სისწორეზე შენიშვნები და ხელი გაცნობის გარეშე მოაწერა მას.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ს----- ლ-–---ს მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენა; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ს----- ლ-–---, 2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 20:50 საათზე, თბილისში, გ-–-------------------- მ-------------ებს შორის არსებულ, მ-------------------------------- „ნ-------ის“ სამსახურებრივ ჯიხურში, მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და დანის დემონსტრირებით თავს დაესხა ოპერატორ-გამმართველ მ----- ჭ--–--ეს, რომელსაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა 1665 ლარი; ასევე, ს----- ლ-–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული მზღუდავის არმქონე, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული საფანტის პისტოლეტი - ,,B------“, მოდელი - ,,9--“, რომელსაც ინახავდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისი, გ-–-------------------------------------------------ში.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.9. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ამ დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში იგულისხმება სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული საგნების ყიდვა, გაცვლა, ვალში ჩათვლა, საჩუქრის სახით მიღება, ნაპოვნის დაუფლება. სსკ-ის 236-ე მუხლის მიზნებისათვის დასახელებული საგნების მართლსაწინააღმდეგო შეძენა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირს მიეცა თავისი ნება-სურვილის მიხედვით მათი განკარგვის შესაძლებლობა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში იგულისხმება ის, რომ პიროვნება, რომელსაც არ აქვს იარაღის კანონიერი ფლობის უფლება, ასეთ იარაღს მიუჩენს ადგილსამყოფელს ისე, რომ შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება უმოქმედობითაც მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთები დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ვარგისია გამოყენებისათვის და მათი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
3.10. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს----- ლ-–---ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებისა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილში მის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
- დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან მ----- ჭ--–--ის მიმართ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას ადგილი ვერ ექნებოდა, ვიანიდან, ბრალდებულს ხელში ეჭირა მობილური ტელეფონი; შესაბამისად, დაზარალებულს შიში ვერ გაუჩნდებოდა. აღნიშნული არ არის მართებული არგუმენტი, ვინაიდან დაზარალებულისა და მოწმის - გ--–-----------–---–ის ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ს----- ლ-–---ს მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის და დანის დემონსტრირება, იარაღის დამიზნებით თანხის მოთხოვნა დაზარალებულისა და მოწმის თვალსაწიერში, ასევე, ბრალდებულის მხრიდან გ--–-----------–---–ზე მოწოდება - ,,დამჯდარიყო თავის ადგილზე“ -დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების რეალური მუქარა, რამაც მასში გამოიწვია შიში. ბრალდებულ ს----- ლ-–---ს მიერ განხორციელდა თავდასხმა დაზარალებულზე, ხოლო ძარცვა გულისხმობს ნივთის აშკარა დაუფლებას, რასაც შესაძლოა ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც არ არის საშიში პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დადგენილია, რომ ს----- ლ-–---ს თან ჰქონდა იარაღი და დანა, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო საფრთხის წყარო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და მისმა ქმედებამ - იარაღის და დანის დემონსტრირების სახით, ასევე იარაღის დამიზნებამ გამოიწვია შიში დაზარალებულში. სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით, დაზარალებულის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტები იყო თანმიმდევრული და დამაჯერებელი; დაზარალებული როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად აცხადებდა, რომ ბრალდებული დაესხა მას თავს; დაზარალებულს თავი არ შეუკავებია არცერთ შეკითხვაზე პასუხისგან; ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულის ვერბალური და არავერბალური ქცევა იძლევა მისი ჩვენების სანდოობის დასტურს. დაზარალებულის ჩვენებაში გაჟღერებული ყველა ფაქტობრივი გარემოება ასევე გამყარებულია მოწმე გ--–-----------–---–ის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით; ამასთან, საგულისხმოა, რომ დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე ლოგიკური არგუმენტაცია, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეთ დაზარალებულს და მოწმე გ--–-----------–---–ს ბრალდებულის მიმართ და რატომ უნდა იყვნენ ისინი მოტივირებულნი ს----- ლ-–---ს ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ. ბრალდებულმა ს----- ლ-–---მ მოწმის სახით დაკითხვისას არაერთხელ განაცხადა, რომ იგი არ იცნობს დაზარალებულს და მასთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა ან რაიმე კონფლიქტი;
- სასამართლოსთვის ნაკლებ დამაჯერებელი და არგუმენტს მოკლებულია ბრალდებულის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი გადაღლილობის მოტივით არ გაეცნო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის შინაარსს და ხელი გაცნობის გარეშე მოაწერა ოქმს, მაშინ როდესაც ბრალდებული თვითმხილველი იყო მისი ბინიდან იარაღის ამოღების. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს რა ბრალდებულის ჩვენებას, მიიჩნევს რომ იგი არ არის სარწმუნო, მისი განმარტებები მიმართულია სასამართლოს შეცდომაში შეყვანისკენ და მოტივირებულია ამ გზით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილით;
- სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მცდელობას, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სანდოობაში ეჭვის შეტანის თაობაზე, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა აღნიშნული მტკიცებულება სრულყოფილად, დაიკითხა დასკვნის შემდგენი ექსპერტი, ასევე სხდომაზე გამოკვლეული იქნა უშუალოდ პისტოლეტი მხარეთა მონაწილეობით და სასამართლო დარწმუნდა მათ ავთენტურობაში, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ლ---–----–---–---მა განმარტა, რომ ვინაიდან ქარხნული წესით დამზადებული საფანტის პისტოლეტის - ,,B------“-ს კონსტრუქციაში - იარაღის ლულაში შეტანილი იყო ცვლილება ანუ იარაღს ამოცლილი ჰქონდა მზღუდავი (იგივე ტიხარი), აღნიშნული იარაღი უკვე აღარ იყო თავდაცვითი და მიაკუთვნა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რომელიც ვარგისი იყო სროლისთვის.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ს----- ლ-–---ს მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ს----- ლ-–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს----- ლ-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხ წლამდე (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ს----- ლ-–---ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ს----- ლ-–---ს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- ლ-–---ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----- ლ-–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 01 (ერთი) ცალ ელექტრონული დისკზე; შპს „ნ-------ის“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ელექტრონული დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ს----- ლ-–---ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი - „B------“, მოდელი - 9--, მასში არსებული მჭიდით - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შპს „ნ-------ის“ ტ--–-----ი და ს----- ლ-–---ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი: - რუხი ფერის კეპიანი ქუდი, ლურჯი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ქამართან ერთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ს----- ლ-–---ს სუნის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----- ლ-–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
2. ს----- ლ-–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----- ლ-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ ს----- ლ-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივნისის 04:02 საათიდან.
5. მსჯავრდებულ ს----- ლ-–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე; შპს „ნ-------ის“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ს----- ლ-–---ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი - „B------“, მოდელი - 9--, მასში არსებული მჭიდით - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შპს „ნ-------ის“ ტ--–-----ი და ს----- ლ-–---ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი: - რუხი ფერის კეპიანი ქუდი, ლურჯი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ქამართან ერთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ს----- ლ-–---ს სუნის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე