გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001889704
საქმე №2/527-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - გ------------–----–-----------------ა
წარმომადგენელი - თ--------------ი
მოპასუხე - შ-------–-“
წარმომადგენელი - გ--–-----–-–---–ი
დავის საგანი ძირითადი სარჩელის: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შ-------–-ს“ გ------------–----–-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გ------------–----–-----------------ასა და შ--------–-ს“ შორის, 2016 წლის 03 მაისს გაფორმებული №26 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისათვის, პირგასამტეხლოს გადახდა 128 488 ლარის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2% 45 დღის განმავლობაში).
2. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2016 წლის 03 მაისს, გ------------–----–-----------------ასა (შემდგომში ,,შემასყიდველი“) და შ--------–-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულება (SPA160004892), რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა სოფელ ატენის წყალსადენი ქსელის I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით 1 427 649 (ერთი მილიონ ოთხას ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარი. სატენდერო პირობების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №26 ხელშეკრულების გათვალისწინებით, სამუშაოს შესასრულებლად გაიცა ავანსი, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 285 530 (ორას ოთხმოცდახუთი ათას ხუთას ოცდაათი) ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატებოდა 200 000 (ორასი ათასი) ლარს, მიმწოდებელს მოეთხოვა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენა - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 მარტის №9 ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული საბანკო გარანტია შემსყიდველის მხრიდან არ იქნა გამოთხოვილი, იმ მიზეზით, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო მიმწოდებლისათვის დაესრულებინა სოფელ ატენის წყალსადენი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მიმწოდებლის მხრიდან არ შესრულებულა.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო მიმწოდებლის მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი იყო 180 კალენდარული დღე, მიმწოდებლის მიერ გადანაწილებულ იქნა დანართში მითითებული გრაფიკის მიხედვით. ამდენად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეესრულებინა მის მიერვე წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 2016 წლის 03 მაისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობიდან და სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გ------------–----–-----------------ამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა სადავო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა და ყველა ღონე იხმარა, რომ კომპანიას შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. მუნიციპალიტეტის არაერთი წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მიმწოდებელმა არ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულება.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, 2016 წლის 03 მაისით დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (SPA160004892) №26 ხელშეკრულება შ-------–-სა“ და გ------------–----–-----------------ას შორის ფაქტიურად გაფორმდა და ძალაში შევიდა 2016 წლის 15 მაისს, ვინაიდან აღნიშნულ ხელშეკრულებას, შ--------–-სგან“ განსხვავებით გ------------–----–-----------------ის მხრიდან ხელი მოეწერა სწორედ ამ რიცხვში, შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან. მითითეული გარემოების გამო შ-------–-მ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყო 2016 წლის 16 მაისს ანუ 13 დღის დაგვიანებით.
გარდა ამისა, გ------------–----–-----------------აში 2016 წლის ივნისისა და აგვისტოს თვეებში შ-------–-მ“ წარადგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, რომლის მიხედვითაც, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში სამუშაოების წარმოების დროს, 43 დღის განმავლობაში, სოფელ ატენის ტერიტორიაზე მოსული უხვი ნალექის გამო შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება, რის საფუძვლეზეც გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის 27 ნოემბრამდე საპატიოდ იყო ჩათვლილი სამუშაოს მიწოდების ვადა, თუმცა წარდგენილი ცნობებით ეს ვადა საპატიო უნდა ყოფილიყო 2016 წლის 11 დეკემბრამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოოდ არც ერთი მითითებული საპატიო გარემოება არ იქნა გათვალისწინებული და საჯარიმო პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 31 ოქტომბრიდან მაშინ, როცა სხვა კომპანიებს არაერთხელ რამოდენიმე თვით გაუგრძელდა სახელშეკრულებო ვადა ამინდის გაუარესების გამო (უხვი ნალექი, ყინვა და ასე შემდეგ) და გადაწყვეტილების მიმღები გ------------–----–-----------------ის ზედამხედველობის სამსახური.
რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებას და სხვაობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 1 427 649,89 ლარსა და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებას - 998 830 ლარს შორის, მოპასუხე ადასტურებს, რომ №26 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (SPA160004892) ხელშეკრულება ნამდვილად იყო გაფორმებული 1 427 649,89 ლარზე, მაგრამ სამუშაოების მიმდინარეობისას, 2016 წელს, დაახლოებით ზაფხულის ბოლოდან ცნობილი გახდა, რომ სოფელ ატენის წყალმომარაგების მაგისტრალი თავიდანვე დაპროექტებული და დამტკიცებული იყო არასწორად და იმ ფორმით, რომ მისი ამგვარად განხორციელება ვერ უზრუნველყოფდა საჭირო რაოდენობის წყლის მიღებას. ასევე დადასტურდა, რომ პროექტისათვის განსაზღვრულ სათავეზე არ იყო საკმარისი წყლის დებეტი და შესაბამისად, ვერ იქნებოდა მიღწეული საბოლოო შედეგი. შესაბამისად, დაიწყო სიტყვიერი განხილვები შ-------–-სა“ და გ------------–----–-----------------ის უფლებამოსილ თნამშრომლებს შორის პროექტში, ხელშეკრულებასა და ხარჯთაღრიცხვებში შესატანი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ, რაღა თქმა უნდა, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში. შ-------–-ს“ მიერ მოხდა ღირებულების თავიდან დაანგარიშება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ კომპანია ვეღარ მიიღებდა იმ ფისკალურ შედეგს, რისი მოლოდინიც ტენდერში გამარჯვებისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, და იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი დაესრულებინა ხელშეკრულების დადების დროისთვის მოსალოდნელი შედეგით, დასთანხმდნენ პროექტი მასში განხორციელებული ცვლილებებით, დაესრულებინა სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში, თუმცა გ------------–----–-----------------ა არ ასრულებდა მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და არ ასწორებდა მათ მიერვე შედგენილ, უკვე არსებულ პროექტში დაშვებულ უხეშ დარღვევას, რის გამოც განსახორციელებელი პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე შ-------–-ს“ მიერ შეკვეთილი და ჩატარებული იქნა ჰიდროლოგიური კვლევები, რითაც ასევე გამყარდა აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობა, შესაბამისად, დადგა ახალი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და დამტკიცების აუცილებლობაც, არსებული კანონმდებლობის თანახმად კი, განსახორციელებელი პროექტის, ხარჯთაღრიცხვისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენაზე და მის სისწორეზე ვალდებულება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამიზნულად არ მომხდარა ახალი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მათთვის მოწოდება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო გორის მუნიციალიტეტის გამგეობასთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პროექტი არსებული ფორმით აღარ უნდა განხორციელებულიყო, რის გამოც არსებული პროექტის ფარგლებში შ-------–-ს“ მიერ შეწყვეტილ იქნა უკვე განხორციელებული გარკვეული სამუშაოები, ვინაიდან, იგი ახალგამოვლენილ გარემოებებს აღარ შეესაბამებოდა და შესაბამისად, არც ახალ პროექტში არ იქნებოდა გათვალისწინებული, რადგან ახალი პროექტით უნდა შეცვლილიყო მილსადენის მიმართულებაც. ამ სამუშაოებზე გაწეულმა ხარჯმა, როგორც აღმოჩნდა ფუჭად მნიშვნელოვნად აზარალა კომპანია. მიუხედავად ასეთი შეთნხმებისა, შემსყიდველის, გ------------–----–-----------------ის მიერ შემსრულებლისთვის, შ--------–-სთვის“, ბოლომდე არ იქნა მოწოდებული არც ახალი პროექტი, არც დაზუსტებული ხარჯთღრიცხვა და არც შესაბამისი დოკუმენტაცია.
ვინაიდან, არსებობდა საშიშროება, რომ პროექტის დასრულება ვადაში ვეღარ მოესწრებოდა, მიმწოდებელმა შ--------–-მ“, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს, პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე აიღო ვალდებულება, გაიღო ყველა ხარჯი და შემსყიდველთან შეთანხმებით უზრუნველყო ახალი პროექტისა და ყველა სხვა აუცილებელი დოკუმენტების შექმნა. ისინი წარდგენილი იქნა გ------------–----–-----------------აში, გამგეობის მიერ ახალი პროექტი მოწონებული იქნა და განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა ბოლო დღედე არ მიუღია. შესაბამისად, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში შ-------–-ს“ მიერ სრულად ვერ იქნა და ვერც იქნებოდა ათვისებული სახელშეკრულებო თანხა, რის გამოც, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში საზოგადოებამ შეასრულა 998 830 ლარის ღირებულების სამუშაო, რაზედაც შემსყიდველს ასევე წარედგინა შესაბამისი ექსპერტის დასკვნა.
გარდა ამისა, 2017 წლის 07 თებერვალს გ------------–----–-----------------ამ ზემოაღნიშნულ საკითხზე ანალოგიური მოთხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა შ--------–-ს“ შავ სიაში დარეგისტრირება, თუმცა მიუხედავად მათი მოთხოვნისა, სააგენტომ იმსჯელა გ------------–----–-----------------ის მოთხოვნაზე და არგუმენტებზე და 2017 წლის 06 აპრილის №1108 განკარგულებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და შ--------–-“ არ დაარეგისტრირა შავ სიაში, ვინაიდან, გ------------–----–-----------------ის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. შ--------–-სა“ და გ------------–----–-----------------ას შორის 2016 წლის 03 მაისს გაფორმდა №26 ხელშეკრულება (SPA160004892) (ხელშეკრულებას ასევე ერთვოდა ხარჯთაღრიცხვა), რომლითაც მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სოფელ ატენის წყალსადენის ქსელის I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 1 427 649.89 ლარით, შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღე (პ. 5.1).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 03 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №26; (ს.ფ. 14-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
4.2.2. '03.05.2016წ. №26 ხელშეკრულებით სამუშაოთა ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებისას მიმწოდებელს უნდა წარედგინა ფორმა №3 (ხელშეკრულების 6.5. პუნქტი) და ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო გეგმა-გრაფიკში დადგენილი ეტაპების მიხედვით (ხელშეკრულების 6.5.1 პუნქტი). ამასთან გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადებისა და თანხის ათვისების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს გამოსასწორებლად განესაზღვრება გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღისა, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 05 მაისის №26 ხელშეკრულება (ს.ფ. 14-21).
4.2.3. 2016 წლის 10 მაისს შ-------–-ს“ დირექტორს, გ--------------–-–---–ს შემსყიდველის მხრიდან გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და მიეცა 5 კალენდარული დღის ვადა სამუშაოების დასაწყებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ა-–-------–------ის 10.05.2016წ. წერილი (ს.ფ. 41, 89).
4.2.4. შ-------–-მ“ გორის გ------------–----–-----------------ას, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციას, 2016 წლის 20 ივნისის N08 წერილებით ეცნობა, რომ სამუშაოების წარმოება შეფერხდა მაის-ივნისის თვეში არსებული უხვი ნალექის გამო. ამასთან, წარადგინა სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2016 წლის 20 ივნისის ცნობა, რომლებითაც დგინდება, ხსენებულ პერიოდში 29 დღის განმავლობაში ნალექის არსებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-------–-ს“ წერილი (ს.ფ. 47)
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა (ს.ფ.48)
გარემოს ეროვნული სააგენტოს 20.06.2016 წ. ცნობის მიხედვით მაისის თვეში 04-07, 11-13, 15-16, 18-19, 22-25,26-30 რიცხვებში, ხოლო ივნისის თვეში 02, 04-05, 07-12 და 16 რიცხვებში აღინიშნებოდა ნალექი.
4.2.5. გორის უნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, რევაზ გოგიაშვილის, 2016 წლის 29 ივნისის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, იმ კლიმატურ პირობებში, რომელიც იყო 2016 წლის 04 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, შეუძლებელი იქნებოდა სამუშაოს წარმოება და შესაძლებელი იყო გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გორის უნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, რევაზ გოგიაშვილის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 119)
4.2.6. გ------------–----–-----------------ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, იოსებ ვანიშვილის, 28.06.2016 წლის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ზედამხედველობის სამსახური არ იყო გრაფიკში მოყვანილი ვადების გადაცილების საპატიოდ ჩათვლის წინააღმდეგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------------–----–-----------------ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, იოსებ ვანიშვილის, 28.06.2016 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 120)
4.2.7. 2016 წლის 20 ივლისს შ-------–-ს“ დირექტორს, გ--------------–-–---–ს, გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და მიეცა 5 კალენდარული დღე დარღვევების გამოსასწორებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის, 20.07.2016წ. წერილი (ს.ფ. 42).
აღნიშნული წერილის მიხედვით შ-------–-სა“ და გორის მუნიციპალიტეტის გაგეობას შორის 2016 წლის 3 მაისის №26 ხელშეკრულების შესაბამისად, შ-------–-“ სოფელ ატენის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებდა დარღვევებით, კერძოდ, მშენებლობის ორგანზაციის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით და მიუხედავად ზედამხედველობის სამსახურის მიერ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილებისა, აღნიშნული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს დარღვევებით, რის გამოსასწორებლად 5 დღეს აძლევდნენ.
4.2.8. შ-------–-ს“ დირექტორმა გ--------------–-–---–მა, 2016 წლის 04 აგვისტოს წერილით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2016 წლის ივნისი-ივლისის თვეში უხვი ნალექი დაფიქსირდა, ითხოვდა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-------–-ს“ დირექტორის 2016 წლის 04 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 45)
4.2.9. 2016 წლის 04 აგვისტოს წერილის პასუხად, გ------------–----–-----------------ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზ-----------–---–ი 2016 წლის 10 აგვისტოს ატყობინებს, რომ ხეშეკრულების ვადის გაგარძელებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------------–----–-----------------ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის წერილი (ს.ფ. 117).
4.2.10. შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის N36, 4 ოქტომბრის №37, 22 ნოემბრის №44 და 25 ნოემბრის №45 წერილებით ეცნობა, რომ პროექტი შეიცავდა გარკვეულ ხარვეზებს და საჭიროებდა კორექტირებას, მათ შორის, საჭირო იყო ახალი სათავის მითითება, რამდენადაც სათავე ნაგებობა ვერ მოეწყობოდა მდინარე ტანის მიმდებარედ, რადგან მთის მდინარის ადიდებას შესაძლოა დაეტბორა ნაგებობა. 2016 წლის 18 ნოემბერს შ-------–-სა“ და ფ/პ ჯ----–----------–--ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჯ----–----------–--მ იკისრა ვალდებულება განახორციელოს სოფელ ატენის წყალმომარაგების პროექტისათვის ჰიდროლოგიური კვლევების ჩატარება, ხოლო 2016 წლის 19-20 ნოემბერს სპეციალისტების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გორის გამგეობის მიერ მოწვეული სპეციალისტი ნ-----–------–-----ი, შ-------–-ს“ დირექტორი გ--------------–-–---–ი, შ-------–-ს“ ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჯ----–--------–---–ი, სს „საქწყალპროექტის“ ჰიდროლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების პარტიის უფროსი ჯ----–----------–--, ჩაატარა სოფელ ატენის მშენებარე წყალმომარაგების სისტემის მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები და სამუშაოს შესრულების ვადად მიეთითა: ჰიდროლოგიური კვლევების ჩატარებისა და სათანადო დასკვნის შედგენისათვის - მინიმუმ ერთი თვე სათავის ტერიტორიის ტოპოგადაღებისა და შურუფების გაყვანის შემდეგ; პროექტს დასჭირდებოდა ასევე ერთი თვე პროექტის საბოლოო სახით წარმოსადგენად (ს.ფ. 105; 184-186).
4.2.11. შ-------–-“ 2016 წლის 22 ნოემბრის წერილით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ატყობინებს, რომ 2016 წლის 03 მაისის ხელშეკრულების თანახმად, აწარმოებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის წყალსადენის I ეტაპის სამუშაოებს. 22 ნოემბრის მდგომარეობით დასრულებულია საპროექტო წყალსადენის მაგისტრალური ხაზი. მიმდინრეობს წყალგამანაწილებელი ჭების მოწყობა. ვინაიდან საპროექტო სათავე მათი მოსაზრებით ვერ მოახდენდა საჭირო წყლის დებეტის მიწოდებას და ფუჭად ჩაითვლებოდა ზემოთ ხსენებული სამუშაოების ჩატარება პროექტით გათვალისწინებული სათავე ნაგებობებიდან გამომავალი მაგისტრალური ხაზის 460 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, რომელიც გადის მდინარე ტანის კალაპოტში და ეწყობა ლითონის მილი დ=300მმ პროექტში ცვლილებების შეტანის გამო შეჩერებულია. ამასთან, მათ მიერ მოხდა ჰიდრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ადასტურებს გამოთქმულ ეჭვს წყლის დებეტის შესახებ. ამავე წერილით შ-------–-“ ითხოვს დაადგინონ ალტერნატიული სათავე ნაგებობის და მაგისტრალური მილსადენის დაერთების ადგილი, რათა მოხდეს მათ მიერ მოწყობილი მაგისტრალის გაგრძელება სათავე ნაგებობის მიმართულებით და მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს გამგეობამ დაუდგინოს ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების ახალი ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-------–-“ 2016 წლის 22 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 51).
4.2.12. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის 2016 წლის 25 ნოემბრის წერილით შ-------–-ს“ დირექტორს ატყობინებს, რომ მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მიწოდების ვადა 2016 წლის 03 მაისის №26 ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 180 კალენდარული დღით, რომელიც დასრულდა 28 ოქტომბერს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის გათვალისწინებით პირველი ეტაპის დასრულებისას 29 დღე ჩაეთვალა საპატიოდ იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა, თუმცა ამის მიუხედავად 25 ნოემბრის მდგომარეობით არ არის შესრულებული პროექტით გათვალისწინებული რიგი სამუშაოები და ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი პროექტის წარუმატებლად დასრულებისა. ამავე წერილით წერილის ავტორი შ-------–-ს“ ატყობინებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მიწოდების ვადა საპატიოდ ჩათვლილი დროის გათვალისწინებით მოქმედებს 2016 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ი 2016 წლის 25 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 46).
4.2.13. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზ-----------–---–ი, 2016 წლის 29 ნოემბრის წერილით შ-------–-ს“ დირექტორს, პასუხად 2016 წლის 22 ნოემბრის წერილისა, რომელშიც შ-------–-“ აღნიშნავდა, რომ დაასრულა წყალსადენის მაგისტრალური ხაზი, აწარმოებდა წყალგამანაწილებელი ჭების მოწყობას და ითხოვდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის და მაგისტრალური მილსადენის დაერთების ადგილის დადგენას, დამატებით ატყობინებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, რომლებიც არ არის კავშირში სათავე ნაგებობის მოწყობასთან და შესაბამისად მაგისტრალის იმ ნაწილთან, რომელიც ითვალისწინებს d=300მმ-ანი რკინის მილიდან სათავე ნაგებობამდე მაგისტრალის მშენებლობასთან, დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული, კერძოდ, არ არის მოწყობილი სავანტურე, გამანაწილებელი და გადამღვრელი ჭები. არ არის მილსადენი ხაზი მოწყობილი ერთ ერთ საპროექტო რეზერვუართან, არ არის მოწყობილი მდ. ტანაზე გადასასვლელი მილზიდები, ასევე დასასრულებელია გზის სავალი ნაწილის სამუშაოების დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანის სამუშაოები. ამასთან ერთად დარღვეულია შ-------–-ს“ მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკი პირველივე ეტაპიდან და მიუხედავად არაერთი, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილებისა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა დაბალი ტემპით, რაც გამოიწვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევას, შ-------–-ს“ მხრიდან ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის 2016 წლის 29 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 49).
4.2.14. შ-------–-“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს 2016 წლის 06 დეკემბრის წერილით მიმართავს, რომ იგი აწარმოებს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ატენის წყალსადენის ქსელის I ეტაპის სამუშაოებს, წარუდგენს ფაქტიურად შესრულებული ეტაპობრივი სამუშაოების ნუსხას და სთხოვს შესაბამის სამსახურს დაავალოს სამუშაოების შემოწმება და შესაბამისი თანხის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-------–-ს“ 2016 წლის 06 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 53).
4.2.15. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის 2016 წლის 06 დეკემბრის გაგზავნილი წერილის პასუხად, გ------------–----–-----------------ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზ-----------–---–ი 2016 წლის 8 დეკემბრის წერილით შ-------–-ს“ აცნობებს, რომ 2016 წლის 3 მაისის №26 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადა ამოიწურა, 2016 წლის 15 დეკემბერს იწურება ხელშეკრულების მოქმედების ვადაც, შესაბამისად, ითხოვს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის 2016 წლის 30 დეკემბრამდე წარადგინოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ფორმა №2 და დადებითი საექსპერტო დასკვნა, ხოლო 2016 წლის 9 დეკემბრის წერილით დამატებით განუმარტა, რომ 2016 წლის 3 მაისის ხელშეკრულებით ევალებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ის ნაწილი, რომლებიც არ საჭიროებდა კორექტირებას და 9 დეკემბრის მდგომარეობით ჯერაც არ არის დასრულებული, კერძოდ, არ არის მოწყობილი სავანტურე, გამანაწილებელი და გადამღვრელი ჭები. არ არის მილსადენის ხაზი მოწყობილი ერთ ერთ საპროექტო რეზერვუართან, არ არის მოწყობილი მდ. ტანაზე გადასასვლელი მილხიდები. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ ურთიერთშეთანხმების ოქმის გაფორმება შ-------–-ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე და სახელშეკრულებო ვადის გაგრძელება და ითხოვს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს ხელშეკრულებით ნაკისი ვალდებულებები, წინააღდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის 2016 წლის 8 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 52);
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის 2016 წლის 9 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 54).
4.2.16. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დ-----------–---–ი 2017 წლის 1 თებერვლის წერილით შ-------–-ს“ ატყობინებს, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობითი გაფრთხილებისა, მან სამუშაო ვერ შეასრულდა პროექტის მიხედვით და დათქმულ ვადებში, რის გამოც თვითმმართველობის ორგანოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერი ნაწილობრივ დარჩა აუთვისებელი, შესაბამისად, პროექტის საბოლოო საექსპლუატაციო შედეგი ფინანსურ-ეკონომიკური რისკების და სიძნელეების წინაშე დადგა, რის გამოც ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 427 649.89 ლარის) 0,2%-ის ოდენობით, რაც 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 დეკემბრამდე (45 დღე) შეადგენს 128 488 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გორის მუნიციპალიტეტი გამგებლის, დ-----------–---–ის 2017 წლის 1 თებერვლის წერილი (ს.ფ 55).
4.2.17. შ-------–-სა“ და გ------------–----–-----------------ას შორის 2016 წლის 03 მაისის №26 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა არაჯეროვნად და ვადების დარღვევებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2017 წლის 09 მარტს, რომლითაც დგინდება, რომ მიმწოდებელმა შეასრულა 998 820,93 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც ხელშეკრულების ღირებულების 70%-ს შეადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზ-----------–---–ის 20.07.2016წ. წერილი (ს.ფ. 42);
- გ------------–----–-----------------ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზ-----------–---–ის წერილი (ს.ფ. 117);
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ი 2016 წლის 25 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 46);
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ი 2016 წლის 29 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 49);
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის 2016 წლის 8 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 52);
- ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზ-----------–---–ის 2016 წლის 9 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 54);
- გორის მუნიციპალიტეტი გამგებლის, დ-----------–---–ის 2017 წლის 1 თებერვლის წერილი (ს.ფ 55);
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 აპრილის N1108 განკარგულება (ს.ფ. 127-130).
აღნიშნული განკარგულებით, რომელიც მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ, შ-------–-ს“ 2017 წლის 7 აპრილს, დარღვევების გამო, მიეცა გაფრთხილება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, გ------------–----–-----------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შ-------–-ს“ გ------------–----–-----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით 12 848.80 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში და დათქმული პირობებით არ ასრულებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------------–----–-----------------ასა და შპს ”გელას” შორის 2016 წლის 03 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №26, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალებანი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.1. პუნქტში შესყიდვების ობიექტი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მოქმედი ნორმებით და წესებით განსაზღვრული აქტების საფუძველზე; 6.5. პუნქტში ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებისას, მიმწოდებელს უნდა წარედგინა ფორმა №3; 6.6. პუნქტში ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო გეგმა-გრაფიკში დადგენილი ეტაპების მიხედვით; 9.1. პუნქტში არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვებოდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა; 9.4. პუნქტში ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება, ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და საერთოდ, იმაზე, იქონიებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 03 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება გარკვეული სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის საფუძველზეც შ-------–-მ“ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა გორის რაიონის სოფელ ატენში წყალსადენის ქსელის I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა შეასრულა თუ არა მიმწოდებელმა, შ-------–-მ“, მიწოდება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და თუ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები, იყო თუ არა დარღვევა გამოწვეული თავად შემსყიდველის მხრიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე, შ-------–-“ აპელირებს სწორედ მოსარჩელის (შემსყიდველის) მხრიდან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დაგვიანებით ხელმოწერაზე, ვალდებულების შეუსრულებლობასა და ასევე რთული კლიმატური პირობების გამო გაცდენილი დღეების საპატიოდ ჩათვლასა და სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმაზე.
6.6. მოპასუხის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამათლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად ძირითადი სარჩელით მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (საპატიოდ ჩათვლილი დღეების გათვალისწინებით) შეასრულა ნაკისრი ვალდებულების თუნდაც ის ნაწილი, რომელიც ცვლილებებს და კორექტირებას არ საჭიროებდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ, 2016 წლის 03 მაისის ხელშეკრულება, არაერთი წერილი გაგზავნილი შ-------–-ს“ დირექტორისათვის, რომელთა შინაარსითაც დასტურდება, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დადგებოდა, შემსრულებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ უხეშ დარღვევას, რის გამოსასწორებლადაც განუსაზღვრავდნენ ვადას; სახელმწიფო შესყიდვებოს სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 აპრილის განკარგულება, რომლის თანახმად, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას დადგენილი იქნა შ-------–-ს“ მხრიდან სამუშაოების დარღვევებით მიმდინარეობის ფაქტი.
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას ნალექიანი დღეების საპატიოდ ჩათვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დ-----------–---–ის, 2016 წლის 25 ნოემბრის და 6 დეკემბრის წერილები, რომელთა მიხედვითაც საპატიოდ ჩათვლილი დღეების მხედველობაში მიღებით, ხელშეკრულების გათვალისწინებული საგნის მიწოდების ვადა მოქმედებდა 2016 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 15 დეკემბრამდე, თუმცა 9 დეკემბრის მდგომარეობითაც არ იყო დასრულებული ის სამუშაოები, რომლებიც არ საჭიროებდა კორექტირებას (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმ სამუშაოების შესამოწმებლად, რომელიც კორექტირებას საჭიროებდა, სპეციალისტების ჯგუფი შეიკრიბა მხოლოდ 2016 წლის 19 ნოემბერს და რეკომენდაცია მიეცათ 20 ნოემბერს), ხოლო მხარეებს შორის ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2017 წლის 9 მარტს, რაც ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მოპასუხე მხარეს კი არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც იგი დაადასტურებდა მხარეთა შორის 2016 წლის 03 მაისის ხელშეკრულების დაგვიანებით, 15 მაისს ხელმოწერის ფაქტს, თუმცა სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ 2016 წლის 03 მაისიდან 16 მაისამდე დაფიქსირდა 10 ნალექიანი დღე, რომელიც შ-------–-ს“ ისედაც საპატიოდ ჩაეთვალა.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 03 მაისის №26 ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა სრულყოფილად ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, შპს ”გელამ” ხელშეკრულებით დადგენილი არა მხოლოდ ვადა, არამედ პირობებიც დაარღვია.
სასამართლო მიუთითებს, რომ შპს ”გელას“ მხრიდან ადგილი ჰქონდა 2016 წლის 03 მაისის №26 ხელშეკრულების პირობების დარღვევას და მან ხსენებული ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა სრულყოფილად, შესაბამისად არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხის პრეტენზია სარჩელში პირგასამტეხლოს დაანგარიშების პერიოდთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან კონკრეტული დროის მონაკვეთს მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება, ვინაიდან მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგა არა 2016 წლის 27 ნოემბერს, 15 დეკემბერს ან 30 დეკემბერს (დრო, რომელიც შემსყიდველის მხრიდან იქნა მიმწოდებლისათვის ანგარიშგაწეული), არამედ 2017 წლის 9 მარტს (6 თვის შემდეგ). რაც შეეხება შ-------–-ს“ პრეტენზიას, რომ შესასრულებელი სამუშაოები სირთულით გამოირჩეოდა, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, შ-------–-სთვის“ ტენდერში მონაწილეობის ეტაპზევე იყო ცნობილი როგორ ადგილზე მოუწევდა სამუშაოების შესრულება, შესაბამისად, მას შეეძლო შეეფასებინა, როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე პროექტის მართებულობა და მხოლოდ ამის შემდეგ წარედგინა სატენდერო წინადადება.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ”გელას” მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, შესაბამისად, გ------------–----–-----------------ის მოთხოვნა, შპს ”გელას” მიმართ 2016 წლის 03 მაისის №26 ხელშეკრულების 6.5.2. პუნქტით გათვალისიწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ საფუძვლიანია.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო არნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლის მიერ შემუშავებულ იქნა სამართლის ნორმები, რომელიც მიმართულია მოვალის იძულებისაკენ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. სწორედ, ამ შედეგების აღკვეთის მიზნით, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ თუ არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი ითვალისწინებს სხვადასხვა ზომებს, რომლებიც ახდენენ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მისი შედეგების აღმოფხვრას. პირგასამტეხლოს ინსტიტუტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვიანიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოა შ-------–-ს“ მიერ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-მდე - 12 848.80 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გ------------–----–-----------------ას სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3854.64 ლარი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, უნდა დაეკისროს მის მიერ გაღებული ხარჯების ნაწილის კერძოდ, 385.46 ლარის, ანაზღაურება.
8. საპროცესო უზრუნველყოფა
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე გ------------–----–-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შ-------–-ს“ მოსარჩელე გ------------–----–-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 12 848.80 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე გ------------–----–-----------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 3854.64 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე შ-------–-ს“ მოსარჩელე გ------------–----–-----------------ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 385.46 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი