გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №24----------------
(2/961-2---)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - თა----------–----–--ე
წარმომადგენელი - და---------------ე
მოპასუხე - ჯუ-–--------------–---–ი
წარმომადგენელი - ლა–-----–------ა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ (გამოსახლებულ) იქნას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, აბ-–ა, სოფელი სა------, ს/კ 4-.1-.3-.1-- და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მის საკუთრებ-–ი ირიცხება უძრავი ნივთი მდებარე საქართველო, მუნიციპალიტეტი აბ-–ა, სოფელი სა------, 2--- კვ.მ., მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, ს/კ 4-.1-.3-.1--. უძრავ ქონებ-–ი უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს მოპასუხე ჯუ-–--------------–---–ი; მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ის არ ათავისუფლებს არსებულ ქონებას და არ აძლევს კანონიერ მესაკუთრეს საშუალებას სრულყოფილად ფლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ თხუთმეტი წელია რაც ცხოვრობს ამ მისამართზე და არის უძრავი ქონების კანონიერი მფლობელი; არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი, გამომდინარე აქედან მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (შესაგებელი, 05.04.2019 სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 1-----------დან მოსარჩელე და---------------ეს საკუთრებ-–ი აღრიცხულია აბ-–ის მუნიციპალიტეტის, სოფელი სა------ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია - 4-.1-.3-.1-- თა----------–----–--ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი გახდა ნასყიდობის ხელშეკრულება N2, დამოწმების თარიღი 2---------წ., წერილი 3--------, დამოწმების თარიღი 0---------წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N6--, დამოწმების თარიღი: 1---------წელი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.2. აბ-–ის მუნიციპალიტეტის, სოფელი სა------ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია - 4-.1-.3-.1-- ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოპასუხეს ჯუ-–--------------–---–ს.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის მითითებული ჩანაწერის სიმცდარე, ამ ეტაპისათვის დადგენილი არ არის და შესაბამისად, თა----------–----–--ეს სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) მისივე საკუთრებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
აღნიშნული მუხლის დეფინიცია გულისხმობს ნივთის ფაქტობრივ ფლობას სამართლებრივი საფუძვლით, რაც ნიშნავს, რომ მფლობელობის უკან აუცილებლად დგას ფლობის უფლება, ხოლო ეს უფლება მოპოვებულია მფლობელის ნების გამოვლენით.
მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების მტკიცების ტვირთი, თუმცა მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მას გააჩნია ამ ნაკვეთის ან მისი ნაწილის ფლობის უფლება.
მოპასუხის მითითება მხოლოდ იმაზე, რომ იგი სადაო ნივთით სარგებლობს თხუთმეტი წელი, ვერ გახდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის, სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სიმცდარე ამ ეტაპისათვის დადგენილი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულებებით სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა ჯუ-–--------------–---–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის ფაქტი, და შესაბამისად, იგი თა----------–----–--ეს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი. 07.02.2019).
3.2.3.მოპასუხე მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს არსებულ უძრავ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.4. აბ-–ის მუნიციპალიტეტის, სოფელი სა------ში მდებარე უძრავი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია - 4-.1-.3-.1--, მესაკუთრეს - თა----------–----–--ეს არა აქვს ნივთის ფაქტობრივი ფლობის საშუალება, აღნიშნულის საფუძველია ჯუ-–--------------–---–ის მიერ 4-.1-.3-.1-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თა----------–----–--ეს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს ჯუ-–--------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას აბ-–ის მუნიციპალიტეტის, სოფელი სა------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - 4-.1-.3-.1--) და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე თა----------–----–--ეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-156-ე; 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147- ე მუხლის თანახმად, ქონება ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, ხოლო იმავე კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
მითითებული ნორმების ლოგიკური განმარტებით, მფლობელობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, რომელზეც სამართლის სუბიექტის ბატონობა შესაძლებელია, შესაბამისად, მფლობელობის უფლება როგორც უძრავ, ისე მოძრავ ნივთზე კანონით თანაბრად არის დაცული.
კანონი ნივთის სახეობის მიხედვით განასხვავებს რა ნივთის შეძენის, უფლების დაკარგვის, უფლების პრეზუმფციის და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ წესებს, მათ მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებში პირდაპირაა მითითებული ნივთის სახეობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავო ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და მასზე ყოველგვარი უფლება დაკარგა ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2--- წლის 2-----–-სს. მესაკუთრის უფლებები გადავიდა სადავო უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე - თა----------–----–--ეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თა----------–----–--ე.
6.3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე აბ-–ის მუნიციპალიტეტის, სოფელი სა------ში, საკადასტრო კოდით - 4-.1-.3-.1-- 2--- წლის 1-----------დან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თა----------–----–--ეს სახელზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, აბ-–ის მუნიციპალიტეტის, სოფელი სა------ში მდებარე უძრავი ქონებაზე, საკადასტრო კოდით - 4-.1-.3-.1--- რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მითითებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება. მასვე, უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯი 250 ლარის ოდენობით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თა----------–----–--ეს სარჩელი ჯუ-–--------------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხის - ჯუ-–--------------–---–ის, პ/ნ 6----------, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას თა----------–----–--ეს, პ/ნ 0----------, საკუთრებ-–ი არსებული უძრავი ქონება, მდებარე, აბ-–ის მუნიციპალიტეტის, სოფელი სა------ში, საკადასტრო კოდით 4-.1-.3-.1-- და გამოთავისუფლებული ქონება თავისუფალ მდგომაროებ-–ი ჩაბარდეს მოსარჩელე თა----------–----–--ეს, პ/ნ 0----------
3. ჯუ-–--------------–---–ს, პ/ნ 6----------, მოსარჩელის თა----------–----–--ეს, პ/ნ 0----------, სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. მასვე თა----------–----–--ეს, პ/ნ 0----------, სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე