გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს ,,ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ი’’
წარმომადგენელი - ლ---- მ---------–ია
მოპასუხე - ზ------ მ-----–-–-ილი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1------2 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 22 მა-სს თბილისში პ----–-- ი-–---–ის ქუჩის #---ის მიმდებარედ მოძრაობისას ზ------ მ-----–-–-ილმა დაარღვია მოძრაობის წესები და შეეჯახა შ------ ო------ას მარკის ავტომობილს. ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნ. ჯ----–ის 2--- წლის 29 ნოემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილ იქნა, რომ საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ავტომობილი ვ--- 2-----ის მძღოლის ზ------ მ-----–-–-ილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევით.
ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომობილი დაზღვეული იყო სს ,,ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ში’’. დაზიანებული ავტომანქანა ზიანის ხარისხის განსაზღვრის მიზნით წარდგენილი იქნა შპს ,,ა-----------------აში’’, რომლის დეფექტური აქტის თანახმად დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ავტომანქანის აღდგენა არ არის რეკომენდირებული, აღნიშნული დასკვნით მანქანის ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 1--- აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე არსებული მდგომარეობით კი ღირებულება შეადგენდა - 7--- აშშ დოლარს, რაც 2--- წლის 22 მა-სისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით შეადგენდა (1 აშშ დოლარი - 2.14 ლარი) 14980 ლარს, ხოლო ნარჩენი ღირებულება - 3--- ლარს, რომლის სხვაობაც 1---- .22 ლარი უნდა დაეკისროს ზიანის სახით მოპასუხეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 22 მა-სს, ქ. თბილისში, პ----–-- ი-–---–ის ქუჩის #---ის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად მიჩნეული იქნა ავტომობილ ,,ვ--- 2- 0--’’-ის მძღოლი - ზ------ მ-----–-–-ილი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2--- წლის 29 ნოემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 17-18).
3.1.2. ზემოაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილი - ,,შ------ ო------ა’’, სახელმწიფო ნომრით A----7-W-, რომელიც დაზღვეული იყო სს ,,ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ში’’.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2--- წლის 29 ნოემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 17-18).
ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 19).
3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 1--- აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე არსებული მდგომარეობით კი ღირებულება შეადგენდა - 7--- აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს ,,ა-----------------ის’’ დასკვნა (ს.ფ. 20).
3.1.4. სს ,,ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ის’’ მიერ ზარალის ღირებულების სრული ანაზღაურების მიზნით განხორციელდა დაზღვეული ავტომობილის ჩანაცვლება და დამზღვევს საკუთრებაში გადაეცა ავტომანქანა ,,VO-------- J----’’, ხოლო მზღვეველის მიერ ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 1----.18 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პ-რი, რომელიც სხვა პ-რს მართლსაწინაააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპ-რობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პ-რმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
6.2. დადგენილია, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სს ,,ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ის’’ მიერ უკვე განხორციელებულია, რის შემდგომაც ს-----------ო კ------იას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით ამოღებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პ-რველი ნაწილის პ-რველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პ-რს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პ-რის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული ს-----------ო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპ-ს სახით. ეს პრინციპ- გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პ-რის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პ-რის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული ს-----------ო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს ს-----------ო კ------ია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება ს-----------ო კ------იით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2--- წელი, საქმე №ას-3---3---2---).
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, როგორც დადგენილია ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული თანხა შეადგენს 1----,18 ლარს, ხოლო ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება 1--- აშშ დოლარს, რის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს 1------2 ლარის ანაზღაურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხე ზ------ მ-----–-–-ილს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1------2 ლარის ანაზღაურება;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ-რველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 308 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ზ------ მ-----–-–-ილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1------2 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ბაჟის სახით 308 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩა-ბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა და-წყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე