გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5504-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ს--–---- დუდუჩავა
მოსარჩელეები: ნ------- ა-–----–---–-, თ----- ბ----–---, თ------- გ------–---–-;
წარმომადგენლები: ს----- კ-------–--, შ----- მ--------, ბ------ რ---–---–-, გ--–- ჩ-----;
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ------ ი----–---–-;
მოპასუხე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ს------- ჩ-------;
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - ს--–---- ა-------;
მესამე პირი - ააიპ ,,-----–-----------------------------;
წარმომადგენლები - ს--–---- ს---------, უ–---- ე-------;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 16.04.2015წ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა №ნ---------- პროექტის იმ ნაწილში, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების ეზოში განთავსებულია ინდივიდუალური საკუთრებისათვის განკუთვნილი ნაგებობები (ტერასა და სარდაფი);
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 16.04.15წ. N---- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 24.06.2016წ. №------ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელეების განმარტებით, სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ“ ისე გასცა ააიპ „თ---–------------------------------“ ქ. თბილისში, თ---------- ქ. N--ში მდებარე ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სანებართვო მოწმობა, რომ არ შეუსწავლია თუ რა კონკრეტულ პროექტზე იძლეოდნენ მესაკუთრეები თანხმობას. მართალია, ააიპ „თ---–----------------------------“ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მიეცა უფლებამოსილება განეხორციელებინა სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შეეთანხმებინა პროექტი და მიეღო მშენებლობის ნებართვა, თუმცა თ---------- ქ. N--ში მდებარე ძეგლის მესაკუთრეებს არ ჰქონოდათ კონკრეტული პროექტის შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილი პროექტით ინდივიდუალური საკუთრების ფართები დაპროექტებულია იმდაგვარად, რომ ლახავს მესაკუთრეთა ინტერესებს. საერთო სარგებლობის ფართზე წარმოიშვა ინდივიდუალური საკუთრებისთვის გამიზნული ფართები (ტერასა და სარდაფი), რამაც შეამცირა ბმა-ს წევრების საერთო საკუთრება. განხორციელებული მშენებლობის გამო ავტომობილის ეზოში შესვლა შეუძლებელია (შესასვლელში, ჭიშკართან მოწყობილია საფეხმავლო კიბე, რაც გამორიცხავს ავტომობილის შესვლას, ასევე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის სპეცტექნიკის ეზოში შევლას, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში მითითებულია ავტომობილის შესვლა შესაძლებელია ეზოში). ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ლახავენ მოსარჩელეების კანონიერ უფლებებს, შესაბამისად ითხოვენ მათ ბათილად ცნობას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარმომადგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდგებიან კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.1.2. მოპასუხე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული. ამასთან, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თუ რომელი უფლება დაერღვა და რა ზიანი მიადგა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2.2. მესამე პირი - ააიპ ,,თ---–-----------------------------“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ.თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: №0------------------------- საკადასტრო კოდი: №------------------------; საკადასტრო კოდი: №-------------------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ-------ი ა-–----–---–-ს სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, რომ ქ.თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: №0------------------------), საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ----- ბ----–---- სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, რომ ქ.თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: №0-----------------------), საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ------- გ------–---–-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 183-186;190-193);)
3.1.2. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---------- 1“-ის 2015 წლის 27 თებერვლის N-- კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,თ---–----------------------------“ მიეცა უფლება ქალაქ თბილისში, თ---------- ქუჩა N--–- მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვის მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---------- 1“-ის 2015 წლის 27 თებერვლის N-- კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 194).
3.1.3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჯ-----------“ 2015 წლის 1 მარტის კრების ოქმის მიხედვით, თბილისში, თ---------- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები, მათ შორის, ნ------- ა-–----–---–-, თ----- ბ----–---, თ------- გ------–---–- თანხმობას აცხადებენ ა(ა)იპ „თ---–---------------------------მა“ შეათანხმოს ქ. თბილისში, თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და ა(ა)იპ. „თ---–-----------------------------“ სახელზე გაიცეს სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჯ-----------“ 2015 წლის 1 მარტს N- სხდომის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 99).
3.1.4. ა(ა)იპ ,,თ---–-----------------------------“ თავჯდომარემ 2015 წლის 4 მარტის N0----- წერილით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ თბილისში, თ---------- N--სა და თ---------- N--ში მდებარე შენობებზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და პროექტის განხორციელების ნებართვის მიღების მოთხოვნით, რასაც დაურთო საპროექტო დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ,,თ---–-----------------------------“ თავჯდომარის 2015 წლის 4 მარტის N0----- წერილი (ტ. 1, ს.ფ. 166)
3.1.5. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2015 წლის 10 მარტის N- სხდომაზე ქალაქ თბილისში, თ---------- ქუჩა N- და N- შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია იქნა განხილული და მას დადებითი შეფასება მიეცა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2015 წლის 10 მარტის N- სხდომის ოქმის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 167).
3.1.6. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 16 აპრილის N---- ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვები გაიცა. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,თ---–----------------------------“ ქალაქ თბილისში, თ---------- ქუჩა N--სა და ქალაქ თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 16 აპრილის N---- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 355)
3.1.7. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 16 აპრილის N---- ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 16 აპრილს ა(ა)იპ ,,თ---–-----------------------------“ სახელზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების------------- სანებართვო მოწმობა გასცა 2015 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედების ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების------------- სანებართვო მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 357)
3.1.8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჯ-----------“ 2015 წლის 23 სექტემბრის N- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან თ---–----------–----–----------------------------- არამართლზომიერად სარგებლობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჯ-----------“ 2015 წლის 1 მარტს N- სხდომის ოქმით მინიჭებული უფლებამოსილებით. უკანონოდ ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს და ზიანს აყენებს ამხანაგობის წევრთა ინტერესებს, ამხანაგობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეუჩერდეს თ---–----------–----–----------------------------- მინიჭებული უფლებამოსილება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჯ-----------“ 2015 წლის 1 მარტს N- სხდომის ოქმი გამოცხადდა ძალადაკარგულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჯ-----------“ 2015 წლის 23 სექტემბრის N- სხდომის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 97).
3.1.9. 2016 წლის 26 აპრილს ნ------- ალადაშვილმა, თ----- ბ----–---მ და თ------- გ------–---–მა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს N---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც მოითხოვეს სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” გენერალური დირექტორის 2015 წლის 16 აპრილის Nნ---------- სანებართვო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ნებართვის მაძიებელთათთვის პროექტში ცვლილების განხორციელების დავალება.
2016 წლის 13 მაისის N0---------- წერილით საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი მოთხოვნის დაზუსტებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მიზნით.
2016 წლის I1 მაისს საჩივრის ავტორებმა დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს 2015 წლის 16 აპრილის N----------- სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა და ნებართვის გამცემი ორგანოსთვის ახალი კორექტირებული პროექტის საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 20 მაისის N0----- ბრძანებით ნ------- ა-–----–---–-ს, თ----- ბ----–---- და თ------- გ------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადად განისაზღვრა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 60 დღე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 24.06.2016წ. №------ ბრძანებით ნ------- ა-–----–---–-ს, თ----- ბ----–---- და თ------- გ------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 89-95)
- დამატებიტი პოზიცია (ტ.1. ს.ფ. 146-147)
- საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის მინისტრის 20.05.2016 წლის N0----- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 141)
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 24.06.2016წ. №------ ბრძანება (ტ.1. 158-162).
3.1.10. ქ. თბილისში თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის მიხედვით შენობა არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ღირებულია. მითითებულ ტერიტორიაზე 1990-იანი წლებიდან აღინიშნება ისტორიულ შენობათა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რაც გამოიწვია წლების მანძილზე შენობებისა და კომუნიკაციების შეუკეთებლობამ და მოუვლელობამ. განსაკუთრებით კი დააჩქარა 2002 წლის მიწისძვრამ, რომლის შედეგად ათეულობით სახლი ავარიული გახდა. კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციის მიხედვით შენობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია კონსტრუქციულ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისში თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა (ტ.2. 42-57).
3.1.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანებით მოწონებული იქნა ქ. თბილისში, თ---------- ქ----–- (უძრავი ძეგლი) არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანება (ტ.1. 399-400).
3.1.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 დეკემბრის N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ---------- ქ----–- მდებარე მშენებარე ობიექტზე ,----------------------------- ღერძებს შორის მოწყობილი რკ/ბეტონის მონოლითური ფილის (ტერასის) დემონტაჟი შესაძლებელია, რომელიც უნდა განხორციელდეს სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 დეკემბრის N--------- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1.63-65).
3.1.13. ქ. თბილისში, თ------–---–-- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებსა - ნ------- ა-–----–---–-ს, თ----- ბ----–---- და თ------- გ------–---–-ს და ააიპ „თ---–----------------------------“ შორის გაფორმებული 2012 წლის 20 და 27 აგვისტოს ხელშეკრულებები ითვალისწინებს მესაკუთრეთა თანხმობას, კერძოდ, ფონდმა საკუთარი სახსრებითა და პასუხისმგებლობით მოამზადოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეათანხმოს შენობის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული სამუშაოებიოს საპროექტო დოკუმენტაცია და მოიპოვოს სამუშაოს წარმოების ნებართვები. ამავე ხელშეკრულებებით მესაკუთრეები თანხმობას აცხადებენ, რომ მშენებლობის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ყველა დამატებითი ფართები, რომელიც იზოლირებულია და რომლის დამოუკიდებლად გამოყენებაც შესაძლებელია გადაეცეს საკუთრებაში ფონდს, სარეაბილიტაციო -სამშენებლო ხარჯების სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 20 და 27 აგვისტოს ხელშეკრულებები (ტ.2.24-32).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, - ნ------- ა-–----–---–-ს, თ----- ბ----–----ა და თ------- გ------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; -,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24.1 მუხლის 50-ე ნაწილის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე უძრავი ქონება (საპროექტო ობიექტი) წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და მასზე მშენებლობის ნებართვების გაცემა მიმდინარეობს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
6.3. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმდ, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას.
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები არის ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ძეგლზე დასაშვები კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები შეიძლება იყოს: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია. ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება.
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის.
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 47.1 მუხლის თანახმად, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას. ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრულია განცხადების წარდგენის წესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას, თუ რა სახეობისა და მოცულობის სამუშაოებს ისახავს მიზნად ნებართვის მაძიებელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა დაერთოს: ა) შესაბამისი სამუშაოების ამ კანონით განსაზღვრული სრული საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ)უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო რუკა, ხოლო თუ ნებართვის მაძიებელი არ არის შესაბამისი ობიექტის ან ტერიტორიის მესაკუთრე, – ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) თუ უძრავი ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაა – უძრავი ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, რომელიც განცხადებით განსაზღვრულ სამუშაოებზე თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ---------- ქ. N--–- მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს. ძველი თბილისის შენობათა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა შესულია სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობათა ნუსხაში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჯ-----------“ 2015 წლის 1 მარტს N- სანოტარო წესით დამოწმებული კრების ოქმის თანახმად, ქალაქ თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები მათ შორის მოსარჩელეები თანხმობას აცხადებენ ააიპ ,,თ---–---------------------------მა“ შეათანხმოს ქალაქ თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და ააიპ ,,თ---–-----------------------------“ სახელზე გაიცეს სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა.
ააიპ ,,თ---–---------------------------მა“ 2015 წლის 4 მარტს N0----- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, თ-------იას N--–- და თ---------- N--ში მდებარე ძეგლზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნებართის მიღება. ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში წარადგინა შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2015 წლის 10 მარტის N- სხდომაზე, განხილული იქნა ქ. თბილისში, თ---------- ქ. N- და N--ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია და სექციის წევრების მიერ პროექტს ერთხმად მიეცა დადებითი შეფასება.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 16 აპრილის N---- ბრძანებით დადგინდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე - ქ. თბილისში, თ-------ის ქუჩა N--ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ნებართვის გაცემა, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე, ააიპ ,,თ---–-----------------------------“ სახლეზე გაიცა ქ. თბილისში, თ---------- ქუჩა N--ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმოების თაობაზე სანებართვო მოწმობა N---------- სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 დეკემბერი.
სასამართლო განმარტავს, რომ ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას.
მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისში, თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაოების წარმოება მიზნად ისახავდა სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება/აღდგენას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს არა მხოლოდ ნებართვის გამცემი ორგანოს, არამედ იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ყოველგვარი დაზიანებისას არა მხოლოდ უფლებამოსილია არამედ ვალდებულიცაა აღკვეთოს შესაბამისი ქმედებები. ქ. თბილისში, თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნებართვა გაცემულია სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ, პროექტი განხილულ იქნა და დადებითად შეფასდა სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე. აღნიშნული სექცია დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებით. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს ძეგლის მხოლოდ იმგვარ გამოყენებას, რომელიც არ აზიანებს ან დაზიანების საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისში თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომლის მიხედვით მითითებულ ტერიტორიაზე 1990-იანი წლებიდან აღინიშნება ისტორიულ შენობათა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რაც გამოიწვია წლების მანძილზე შენობებისა და კომუნიკაციების შეუკეთებლობამ და მოუვლელობამ. განსაკუთრებით კი დააჩქარა 2002 წლის მიწისძვრამ, რომლის შედეგად ათეულობით სახლი ავარიული გახდა. კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციის მიხედვით შენობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია კონსტრუქციულ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების ერთობლიობა არათუ გამორიცხავს სახელმწიფოს ინტერესების შელახვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დაზიანების კუთხით, არამედ ცხადყოფს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას.
ამასთან, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არღვევს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ბმა „ჯ-----------“ 2015 წლის 1 მარტის ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმის მიხედვით, თბილისიში, თ---------- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები - ნ------- ა-–----–---–-, თ----- ბ----–--- და თ------- გ------–---–- თანხმობას აცხადებდნენ ა(ა)იპ „თ---–----------------------------“ შეეთანხმებინა ქ. თბილისში თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და ააიპ „თ---–-----------------------------“ სახელზე გაცემულიყო სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჯ-----------“ 2015 წლის 23 სექტემბრის N- კრების ოქმით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2015 წლის 1 მარტის N- კრების ოქმი, აღნიშნული ვერ იმოქმედებდა ააიპ „თ---–-----------------------------თვის“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უკვე განხორციელებულ ქმედებაზე. ამასთან, ძეგლის მესაკუთრეების მიერ ფონდს მიენიჭა არა კონკრეტული პროექტის, არამედ ზოგადად ზემოაღნიშნულ მისამართზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზნით პროექტის შესათანხმებლად წარმოდგენის უფლებამოსილება. შესაბამისად, სააგენტო არ იყო ვალდებული დამატებით მოეთხოვა თანხმობა კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე მესაკუთრეებისგან.
ქ. თბილისში, თ------–---–-- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებსა (ნ------- ა-–----–---–-ს, თ----- ბ----–---- და თ------- გ------–---–-ს) და ააიპ „თ---–----------------------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიც ითვალისწინებს მესაკუთრეთა თანხმობას, კერძოდ, ფონდმა საკუთარი სახსრებითა და პასუხისმგებლობით მოამზადოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეათანხმოს ზემოაღნიშნულ მისამართზე შენობის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია და მოიპოვოს სამუშაოს წარმოების ნებართვები. აღნიშნული ხელშეკრულებები ასევე, ითვალისწინებს დამატებით პირობებსაც, კერძოდ, მშენებლობის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ყველა დამატებითი ფართები, რომელიც იზოლირებულია და რომლის დამოუკიდებლად გამოყენებაც შესაძლებელია გადაეცეს საკუთრებაში ფონდს.
სადავო სამშენებლო სამუშაოების წარმოება გამოწვეულია აუცილებლობით - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესანარჩუნებლად და არქეოლოგიური მიზნებით. სადავო აქტების ბათილად ცნობა გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას, მის მნიშვნელობას კი ვერ აღემატება მოსარჩელისათვის უმნიშვნელოდ მიყენებული ზიანი, რაც კონკრეტული უფლებრივი შეზღუდვის სახით არ არის გამოხატული. ამდენად, პირიქით, საჯარო ინტერესი მოითხოვს არსებული რეაბილიტაციის შედეგის შენარჩუნებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქ. თბილისში,თ---------- ქ. N--ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცემული სახით წარმოებას სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რადგან განხორციელებული ცვლილებები გამოწვეული იყო ობიექტური, პატივსადები -ისტორიული შენობის მდგრადობის შენარჩუნების, ასევე არქეოლოგიური მიზნებით და ამდენად, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას.
6.4. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. აღნიშნულის გათვალისწინებით გასაჩივრებული - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 16.04.15წ. N---- ბრძანება და სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” Nნ---------- სანებართვო მოწმობა, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სასამართლო საკითხის გადაწყვეტისათვის მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომელიც ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძვლებს. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული აქტის მიმართ მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს და არ არსებობს, ამ მიმართებით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 16 აპრილის N---- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.5. მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 24.06.2016წ. №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 24.06.2016წ. №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- ა-–----–---–-ს, თ----- ბ----–---- და თ------- გ------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ნ------- ა-–----–---–-ს, თ----- ბ----–---- და თ------- გ------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად; 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი