განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
210100119002933639
დავის ტიპი
120
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002933639

saqme #1/72-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 აპრილი,2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ გო------------–---–-ს

ბრალდებულ _ რ---------------ის

ადვოკატ - გ---------------–-–---–ის

თარჯიმან - ნ--–---------–-ილის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N040230319002

 

ბრალდებულ რ---------------ის მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3----------

დაბადების თარიღი: 01.10.1---–-

განათლება: გ------–----------–-

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი კა---–----

ფაქტორივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი კა---–----

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ რ---------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით რ---------------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

რ---------------მა 2019 წლის 23 მარტს, საღამოს საათებში დედოფლისწყაროს რაიონი სოფელ ფი--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ მინდვრის გზაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს რ---------------მა ს----------------ს თავის არეში ხის ჯოხის - კავის ჩარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ამდენად, რ---------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ბრალდების მხარის მიერ ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

რ---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შეტყობინებები დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დადგენილება ს----------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ს----------------ის ჩვენებები, ს----------------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე რ---------------ის ჩვენება, მოწმე ზ--------------ის ჩვენება, მოწმე ს------------------ის ჩვენება, ს----------------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, რ---------------ის ჯოხის - კავის ამოღების ოქმი, რ---------------ის ჯოხი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად და რაც ერთობლიობაში ასაბუთებს ბრალდებულ რ---------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, 2019 წლის 08 აპრილს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ რ---------------ის (მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---------------–-–---–ის მონაწილეობით) და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - იო--------–--–---–თან.

 

3.2. 2019 წლის 08 აპრილს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - გო------------–---–მა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და ითხოვა სისხლის სამართლის N040230319002 საქმეზე ბრალდებულ რ---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, კერძოდ, წარმოდგენილი შუამდგომლობით პროკურორმა ითხოვა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება, იმის თაობაზე რომ:

 

რ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3.3. 2019 წლის 08 აპრილს, სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - გო------------–---–მა ბრალდებულმა რ---------------მა და ადვოკატმა გ---------------–-–---–მა.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, რასაც ისინი სადავოდ არ ხდიან. ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2 ამასთანავე, სასამართლო შეაფასა ის ფაქტიც, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმების დადებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესი _ მაქსიმალური ეფექტიანობით იქნას გამოყენებული სახელმწიფო რესურსი და დაიზოგოს საქმის წარმოების ხარჯები.

 

სარეზულუციო ნაწილი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს სიღნაღის რაიონული პროკურატურასა და ბრალდებულ რ---------------ს შორის 2019 წლის 08 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. რ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. გაუქმდეს რ---------------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.

 

5. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უფლება აქვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

8. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი