განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
340100118002420862
დავის ტიპი
126 (1) 1 , 381 1
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002420862

N1/104-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

08.04.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ვა-–------ მა------–--ლის

ადვოკატ - მი----- მუ------–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------

ბრალდებული: ვა-–------ი მა------–--ლი;

მამის სახელი: რო----;

დაბადებული: 27.07.1----–--–-;

პირადი ნომერი:-----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლევის;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვა--------;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვა--------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილი; სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.

კვალიფიკაცია:

ვა-–------ი მა------–--ლს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა :

1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ვა-–------ მა------–--ლმა, რომელსაც შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა მამასთან- რო--- მა------–--ლთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. იგი 2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე მამის საცხოვრებელ ბინაში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 26 ივლისს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევისთვის გასამართლების შემდეგ, ვა-–------ მა------–--ლი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, სისტემატურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მამის - რო--- მა------–--ლის მიმართ, რაც მის ტანჯვას იწვევდა.

 

ვა-–------ი მა------–--ლი 2018 წლის 31 მარტს 22:40 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2018 წლის 2 აპრილს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 19 ივნისს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა პირადი თავდებობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ვა-–------ მა------–--ლმა, რომელსაც შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა მამასთან- რო--- მა------–--ლთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. იგი 2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე მამის საცხოვრებელ ბინაში.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ვა-–------ი მა------–--ლი უდანაშაულოა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

2.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე მოწმეებმა, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა/ ახლო ნათესავებმა, ბრალდებულის მამამ - რო--- მა------–--ლმა, დედამ- ლე--–- მა------–--ლმა და დამ- ნა---- მა------–--ლმა, გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და როგორც ბრალდებულ - ვა-–------ი მა------–--ლის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

2.2. მოწმე პა---- ფე-----–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი მუშაობს შსს გურჯაანის სამმართველოში ინსპექტორ გამომძიებლად. მისი სამოქმედო ზონაა გურჯაანის რაიონის სოფლები ვაჩნაძიენი-კალაური-შაშიანი. ვა-–------ მა------–--ლის მამა რო--- მა------–--ლი ხშირად უჩივის შვილს ვა-–------ მა------–--ლს, რომ იგი სვამს ალკოჰოლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მამას. 2018 წლის 18 მარტს ვა-–------ მა------–--ლის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ბრალდებულ ეკრძალებოდა იმ ადგილთან მიახლოება სადაც რო--- მა------–--ლი იმყოფებოდა, ასევე ეკრძალებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. 2018 წლის 20 მარტს ვა-–------ მა------–--ლი ადმინისტრაციული წესით დაისაჯა, რადგან დაარღვია 2018 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერის პირობები. 2018 წლის 31 მარტს კი აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან მან კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელდადებულმა, კერძოდ მივიდა იმ სახლში, სადაც იმყოფებოდა მსხვერპლი რო--- მა------–--ლი. როდესაც მოწმე მივიდა რო--- მა------–--ლის სახლში გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, კონფლიქტი არ იყო, ვა-–------ და რო--- მა------–--ლები იდგნენ სახლის ეზოში და რო---- ამბობდა ვა-–------მა მომაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფაო. მათი მისვლისას ორივე იყო მშვიდად.

 

2.3. მოწმე ვა-–---- ჩე------–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: მოწმე მუშაობს შსს გურჯაანის სამმართველოში ინსპექტორ გამომძიებლად. მოწმემ სასამართლოს მისცა მოწმე პა---- ფე-----–--ლის ანალოგიური ჩვენება და დაამატა, რომ მამა-შვილ მა------–--ლებს, ხშირად აქვთ ოჯახში უსიამოვნება და ყოველთვის რო--- მა------–--ლი აღნიშნავს, რომ ვა-–------ მა------–--ლი აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 31 მარტს მათი მისვლისას ოჯახში იყო სიმშვიდე.

 

2.4. მოწმე ბე-- ახ--–---რის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: მოწმე მუშაობს შსს გურჯაანის სამმართველოში ინსპექტორ გამომძიებლად. იგი იყო ამ სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი. წარსულშიც არაერთხელ ჰქონია ვა-–------ მა------–--ლის მიმართ ანალოგიური დანაშაულისათვის საქმე. ბრალდებული მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მოხდა ვა-–------ის დაკავება. დაკავებისას სახლში არ დახვდა, ოჯახის წევრებმა უთხრეს ვენახშია წასულიო. როცა პოლიცია მიდიოდა მამის გამოძახებაზე იგი გადიოდა სახლიდან და ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიციისათვის.

სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილისა.

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომვა-–------ მა------–--ლი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა, რომ იგი 2016 წლის 26 ივლისს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის გასამართლების შემდეგ, სისტემატურად ახორციელებდა მამის რო--- მა------–--ლის შეურაცხყოფას. სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა დაზარალებულმა რო--- მა------–--ლმა, ასევე ოჯახის წევრებმა დედამ ლე--–- მა------–--ლმა და დამ ნა---- მა------–--ლმა. დაკითხულმა მოწმეებმა პოლიციის თანამშრომლებმა, პა---- ფე-----–--ლმა და ვა-–---- ჩე------–--ლმა დაადასტურეს, რომ როდესაც მივიდნენ რო--- მა------–--ლის გამოძახებაზე გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, სახლში კი იყო ვა-–------ მა------–--ლი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა რო--- მა------–--ლის სამყოფელთან მიახლოება, მაგრამ იგი მშვიდად იყო და მათ, მის მიერ, მამის შეურაცხყოფის ფაქტი არ უნახავთ. თვითონ ვა-–------ მა------–--ლი სახლში მისვლის ფაქტს არ უარყოფს და განმარტავს, რომ მან დაარღვია შემაკავებელი ორდერი იმ კუთხით, რომ აკრძალული ჰქონდა მამასთან რო--- მა------–--ლთან მიახლოება, მაგრამ მამისათვის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენის შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სისტემეტური ხასიათი არ ჰქონია.

აქედან გამომდინარე საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდა ვა-–------ მა------–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალს დანაშაულში გათვალისწინებული სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

3.1.ვა-–------ მა------–--ლმა ჩაიდინა, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ვა-–------ მა------–--ლმა, რომელსაც შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა მამასთან- რო--- მა------–--ლთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. იგი 2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე მამის საცხოვრებელ ბინაში.

 

3.2. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე მოწმეებმა, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა/ ახლო ნათესავებმა, ბრალდებულის მამამ - რო--- მა------–--ლმა, დედამ- ლე--–- მა------–--ლმა და დამ- ნა---- მა------–--ლმა, გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და როგორც ბრალდებულ - ვა-–------ი მა------–--ლის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

3.3. მოწმე პა---- ფე-----–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი მუშაობს შსს გურჯაანის სამმართველოში ინსპექტორ გამომძიებლად. მისი სამოქმედო ზონაა გურჯაანის რაიონის სოფლები ვაჩნაძიენი-კალაური-შაშიანი. ვა-–------ მა------–--ლის მამა რო--- მა------–--ლი ხშირად უჩივის შვილს ვა-–------ მა------–--ლს, რომ იგი სვამს ალკოჰოლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მამას. 2018 წლის 18 მარტს ვა-–------ მა------–--ლის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ბრალდებულ ეკრძალებოდა იმ ადგილთან მიახლოება სადაც რო--- მა------–--ლი იმყოფებოდა, ასევე ეკრძალებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. 2018 წლის 20 მარტს ვა-–------ მა------–--ლი ადმინისტრაციული წესით დაისაჯა, რადგან დაარღვია 2018 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერის პირობები. 2018 წლის 31 მარტს კი აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან მან კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები ადმინისტრაციული სამართალდარრვევისათვის სახდელდადებულმა, კერძო მივიდა იმ სახლში, სადაც იმყოფებოდა მსხვერპლი რო--- მა------–--ლი. როდესაც მოწმე მივიდა რო--- მა------–--ლის სახლში გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, კონფლიქტი არ იყო, ვა-–------ და რო--- მა------–--ლები იდგნენ სახლის ეზოში და რო---- ამბობდა ვა-–------მა მომაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფაო. მათი მისვლისას ორივე იყო მშვიდად.

 

3.4. მოწმე ვა-–---- ჩე------–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: მოწმე მუშაობს შსს გურჯაანის სამმართველოში ინსპექტორ გამომძიებლად. მოწმემ სასამართლოს მისცა მოწმე პა---- ფე-----–--ლის ანალოგიური ჩვენება და დაამატა, რომ მამა-შვილ მა------–--ლებს, ხშირად აქვთ ოჯახში უსიამოვნება და ყოველთვის რო--- მა------–--ლი აღნიშნავს, რომ ვა-–------ მა------–--ლი აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 31 მარტს მათი მისვლისას ოჯახში იყო სიმშვიდე.

 

3.5. მოწმე ბე-- ახ--–---რის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: მოწმე მუშაობს შსს გურჯაანის სამმართველოში ინსპექტორ გამომძიებლად. იგი იყო ქმ სისხლის სამარტლის საქმის გამომძიებელი. წარსულშიც არაერთხელ ჰქონია ვა-–------ მა------–--ლის მიმართ ანალოგიური დანაშაულისათვის საქმე. ბრალდებული მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მოხდა ვა-–------ის დაკავება. დაკავებისას სახლში არ დახვდა, ოჯახის წევრებმა უთხრეს ვენახშია წასულიო. როცა პოლიცია მიდიოდა მამის გამოძახებაზე იგი გადიოდა სახლიდან და ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიციისათვის.

 

3.6. მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: 2018 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერით, პრობაციის ბიუროდან გადმოგზავნილი მასალებით, 2018 წლის 20 მარტის გურჯაანის რაიონული სასმართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 თებერვლის შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა, რა მამასთან - რო--- მა------–--ლთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ასევე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის დადგენილებით ვა-–------ მა------–--ლი სახდელშეფარდებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, ვა-–------ მა------–--ლმა 2018 წლის 31 მარტს ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, კერძო: იგი მივიდა რო--- მა------–--ლის საცხოვრებელ ადგილას, რაც მას აკრძალული ჰქონდა.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა-–------ მა------–--ლმა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვა-–------ მა------–--ლის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

ვა-–------ მა------–--ლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არის მისი ნასამართლეობა.

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ვა-–------ მა------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა-–------ მა------–--ლის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლების თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა-–------ მა------–--ლის მიმართებით სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის გამოყენების მიზნების და ეფექტურობის თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა-–------ მა------–--ლის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. ამასთანევე სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე ვა-–------ მა------–--ლი გულრწფელად ინანიებს ჩადენილს, ოჯახში კონფლიქტი აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე სასამართლო იჩენს ჰუმანურობას და მიაჩნია, რომ ვა-–------ მა------–--ლის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის 5-ე ნაწილის გამოყენება არის შესაძლებელი და მიზანშეწონილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვა-–------ მა------–--ლი გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.. ვა-–------ მა------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 9(ცხრა) თვიდან 1 (ერთი) წელი, ამავე მუხლის და ამავე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილი თ/ა 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ვა-–------ მა------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50- ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვა-–------ მა------–--ლმა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

5. ვა-–----ამ მა------–--ლი დაკავებული იქნას სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 8 აპრილის 14:40 საათიდან.

 

6. აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

7. ვა-–------ მა------–--ლს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 31 მარტის 22:40 საათიდან 2018 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

 

8. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ მაჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

9. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

10. განაჩენი, მხარეების მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გურჯაანის რაიონული სასამარლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე