გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
110210019002825957
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019002825957

N 2/ 41 -2019წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი

მოსარჩელე _საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი---- ხ--–---;

მოპასუხე_ შპს ,,ო-------'' ;

წარმომადგენელი -ამ----ნ ც------–---, კ--- შ------–----

დავის საგანი_ თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ელექტრო ენერგიის დავალიანების თანხა 170.93 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის გარემოებები: 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ე------------''-ს გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის 2010 წლის 11 მარტს დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარი, მათ შორის შპს ,,ო-------ს'' დავალიანება 170.93 ლარის ოდენობით. შპს-ს დავალიანება წარმოეშვა სს ,,ე------------''-ის ზესტაფონის ფილიალის მიერ მიწოდებული ელექტრო ენერგიის მოხმარების შედეგად, რადგან აბონენტს მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასური არ გადაუხდია.

 

2.მოპასუხის პოზიცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ მას არ აქვს დავალიანება, ამასთან სასარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სსიპ ,,ს-–-------------------'' სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,,-----------'', სს ,,-------------- კ--------'', სს ,,ლ--------------'', სს ,,ძ-------–-----'', სს ,,შ----------'', შპს ,,ა–-----'', ,,სს ს----------–-------------------–----------------–----------------------'' შპს ,,ა------ ე-----------------'' ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს ,,ე------------'', რომელიც წარმოადგენდა მათ სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო დაეყრდნო სსიპ ,,ს-–-------------------'' სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრძანება.

 

3.2.2. შპს ,,----------'' სს ,,ე------------''-ის მიერ 2005 წლის 01 ნოემბრიდან 2007 წლის 27 ივნისამდე პერიოდში მიეწოდებოდა ელექტრო ე-------, რომლის ღირებულების გადაუხდელმა დავალიანებამ ამ პერიოდისათვის შეადგინა 170.93 ლარი, რაც შპს ,,----------'' სს ,,ე------------''-ისათვის არ აუნაზღაურებია.

 

სასამართლო დაეყრდნო აბონენტის ბარათს, 2009 წლის 14 დეკემბრის N5/20 აუდიტორულ დასკვნას, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

3.2.3. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ე------------''-ს გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის 2010 წლის 11 მარტს დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარი, მათ შორის შპს ,,ო-------ს '' დავალიანება 170.93 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულებას. 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი არ უნდა დაკმყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 128-ე, 129-130-ე, 137-138-ე, 144-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ე------------''-ს გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის 2010 წლის 11 მარტს დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარი, მათ შორის შპს ,,ო-------ს'' დავალიანება 170.93ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, შპს ,,ო-------ს'' სს ,,ე------------''-ის მიერ 2005 წლის 01 ნოემბრიდან 2007 წლის 27 ივნისამდე პერიოდში მიეწოდებოდა ელექტრო ე-------, რომლის ღირებულების გადაუხდელმა დავალიანებამ ამ პერიოდისათვის შეადგინა 170.93 ლარი, რაც შპს ,,მ----------'' სს ,,ე------------''-ისათვის არ აუნაზღაურებია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ო-------ს'’ დავალიანება დაგროვდა 2005 წლიდან მოყოლებული და 2007 წლის 27 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 170.93 ლარს, შესაბამისად სს ,,ე------- X--”-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოცემული პერიოდიდან, თუმცა მისმა უფლებამონაცვლემ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის 30 იანვარს მომართა სასამართლოს მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოებისათვის მიმ-------- უფლება. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სს ”ე------- X--”-ს, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის 27 ივნისს, შესაბამისად ამ პერიოდიდან დაიწყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა და იგი გავიდა 2010 წლის 27 ივნისს. ამასთან გასულია ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი შპს ,,ო-------ს'' მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე