გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
080210018002468340
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080-100-800-468340

№2/1751-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.0-.20-8 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ს-------------------–ი;

წარმომადგენელი- ე--------------ი, გ--–------------–---ი;

მოპასუხე - შპს ჯ------------------–ი (დირექტორი თ---------–----ე);

წარმომადგენელი- ფ--------------–--ა;

დავის საგანი- დივიდენდის სახით ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ჯ------------------–ს„ დივიდენდის სახით, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება 84000 ლარის ოდენობით. (სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე, იხ.21.0-.19წ სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ს-------------------–ი საქართველოში რეგისტრირებულ შპს „ჯ------------------–„-ში, წილობრივი მონაწილეობით საკუთრების უფლებით ფლობს საწარმოს 33.33% წილს. საწარმოს დანარჩენი პარტნიორები არიან რ-–-----–--–--------ე 33.33% მეწილე და თ--------–----ე 33.34% მეწილე. თ--------–----ე წარმოადგენს საწარმოს დირექტორს. საწარმო ეწევა აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საანგარიშო წლიური შედეგები დასრულდა მოგებით. 20-3 წლის წმინდა შემოსავალმა შეადგინა 48598 ლარი, 20-4 წელს 49770 ლარი, 20-5 წელს 50-61 ლარი, 20-6 წელს 51573 ლარი, 20-7 წელს 5260- ლარი, სულ საერთო ჯამში ამ პერიოდში საწარმოს წმინდა შემოსავალმა შეადგინა 263 0-0 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია შპს „ჯ------------------–ი„-ს დაკვეთით შპს „თ-------„-ს მიერ ჩატარებული საშემფასებლო სამუშაოების დასკვნით. მიუხედავად იმისა, რომ საწარმომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გაწეული ეკონომიური სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, წლიური შედეგები დაასრულა მნიშვნელოვანი მოგებით, საწარმოს 33.33% წილის მფლობელ პარტნიორს საქართველოს არარეზიდენტ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს-------------------–ს დივიდენდი ან რაიმე სახის სხვა შემოსავალი საწარმოდან არ მიუღია (ხელფასი ან სხვა დახმარება ა.შ). არც საწარმოს პარტნიორთა საერთო კრების განხილვაზე ყოფილა მოწვეული და ინფორმირებული წლიური შედეგების განხილვასთან, ან სხვა საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

 

ს-------------------–მა, როგორც პარტნიორმა საწარმოში დააბანდა მნიშვნელოვანი სახსრები, მაგრამ დღემდე არანაირი დივიდენდი არ მიუღია.

 

დანარჩენი პარტნიორები თ--------–----ე და რ-–-----–--–--------ე, რომელთაც გააჩნიათ საწარმოს საკონტროლო პაკეტი და ასრულებდნენ საწარმოში ხელმძღვანელობით მოვალეობას, არიან დომინანტ მდგომარეობაში და გარდა საწარმოში დასაქმების შედეგად მიღებული სახელფასო დავალიანებისა, თვითნებურად განკარგავდნენ საწარმოს მოგებიდან მიღებულ შემოსავლებს, რის შედეგადაც ზიანი ადგება საწარმოს 33.33% წლის მფლობელ პარტნიორს დივიდენდიდან მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელიც ჩატარებული საწარმოს აუდიტორული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით მიღებული წმინდა მოგების ოდენობიდან გამომდინარე შეადგენს 84000 ლარს ხუთი წლის განმავლობაში. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ჯ------------------–ი„-ს დირექტომა სარჩელი არ ცნო. განმარტა რომ სარჩელზე თანდართული აუდიტორული დასკვნა არ წარმოადგენს შპს-ს მოგების ამსახველ დოკუმენტს, აღნიშნულით არ დასტურდება დივიდენდის არსებობა. აღნიშნული დოკუმენტი არის შპს „ჯ------------------–ი„-ს 33.33%-ის საბაზრო ღირებულების დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ „საშემოსავლო ანგარიშში მოცემული ღირებულება წარმოადგენს შემფასებლის მიერ პროფესიული ცოდნისა და ჩვენების საფუძველზე ჩატარებული განსჯის შედეგს და ღირებულების შესახებ ობიექტურად დასაბუთებულ აზრს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნით შეფასებული იქნა 33.33% წილის ღირებულება. დასკვნის ავტორმა გამოიანგარიშა კომპანიის სავარაუდო შემოსავალი, ანუ რაც შეიძლებოდა მიიღოს საწარმომ. რაც შეეხება დივიდენდს, იგი წარმოადგენს უკვე რეალურად არსებულ მოგებას საწარმოს ყველა ხარჯის ზემოთ. ასეთი რამ განსახილველი აუდიტორული დასკვნით არ დასტურდება, რადგან იგი არის წილის საბაზრო ღირებულების ამსახველი დოკუმენტი, ანუ რა ფასად შეიძლება იყიდოს ვინმემ აღნიშნულ საწარმოში 33.33% წილი. დასკვნის მიხედვით შეფასების საგანია შპს ჯ------------------–ის 33.33% წილის საბაზრო ღირებულება 31.12.20-7 წლის მდგომარეობით, ასევე ნათლად არის აღნიშნული, რომ 33.33% წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 12-345 ლარს და 85 თეთრს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 და 10--ე მუხლებიდან გამომდინარე მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოგების არსებობა. სარჩელზე თანდართული დასკვნა კი არ წარმოადგენს დივიდენდის არსებობის მტკიცებულებას, იგი მხოლოდ 33.33% წილის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტია. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, საბანკო დაწესებულებების მიმართ გააჩნია სასესხო ვალდებულება, რის გამოც ვერ გასცემს საწარმო დივიდენს, ასევე 20-3 წლის მოგების შესაბამისად დივიდენდის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს „ჯ------------------–ი„ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 2009 წლის 21 მაისს. თავდაპირველად საწარმოს 50% წილი ეკუთვნოდა ს-------------------–ს, 25% თ--------–----ეს, 25% რ-–-----–--–--------ეს.

 

20-4 წლის 25 მარტის შეთანხმებით ს-------------------–მა თავისი კუთვნილი წილიდან 8.33% უსასყიდლოდ გადასცა საწარმოს პარტნიორს რ-–-----–--–--------ეს, ხოლო 8.34% თ--------–----ეს. შესაბამისად საწარმოში წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: თ--------–----ეს- 33.34%, რ-–-----–--–--------ეს 33.33%, ს-------------------–ის 33.33%;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- შპს „ჯ------------------–ი„-ს წესდება;

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

- წესდება;

- 25.0-.20-5წ ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საწარმოში საანგარიშო წლიური შედეგები დასრულდა მოგებით. 20-3 წლის წმინდა შემოსავალმა შეადგინა 48598 ლარი, 20-4 წელს 49770 ლარი, 20-5 წელს 50-61 ლარი, 20-6 წელს 51573 ლარი, 20-7 წელს 5260- ლარი, სულ საერთო ჯამში ამ პერიოდში საწარმოს წმინდა შემოსავალმა შეადგინა 263 0-0 ლარი.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გაწეული ეკონომიური სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, წლიური შედეგები დაასრულა მნიშვნელოვანი მოგებით, საწარმოს 33.33% წილის მფლობელ პარტნიორს საქართველოს არაზიდენტ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს-------------------–ს დივიდენდი ან რაიმე სახის სხვა შემოსავალი საწარმოდან არ მიუღია (ხელფასი ან სხვა დახმარება ა.შ). არც საწარმოს პარტნიორთა საერთო კრების განხილვაზე ყოფილა მოწვეული და ინფორმირებული წლიური შედეგების განხილვასთან, ან სხვა საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახნსა-განმარტება;

-შპს „თ-------„-ს მიერ გაცემული დასკვნა;

 

3.2.2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პარტნიორები თ--------–----ე და რ-–-----–--–--------ე, რომელთაც გააჩნიათ საწარმოს საკონტროლო პაკეტი და ასრულებდნენ საწარმოში ხელმძღვანელობით მოვალეობას, არიან დომინანტ მდგომარეობაში და გარდა საწარმოში დასაქმების შედეგად მიღებული სახელფასო დავალიანებისა თვითნებურად განკარგავდნენ საწარმოს მოგებიდან მიღებულ შემოსავლებს, რის შედეგადაც ზიანი ადგება საწარმოს 33.33% წლის მფლობელ პარტნიორს დივიდენდიდან მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელიც ჩატარებული საწარმოს აუდიტორული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით მიღებული წმინდა მოგების ოდენობიდან გამომდინარე შეადგენს 84000 ლარს ხუთი წლის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. გენერალური საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ შპს „ჯ------------------–ს„ საკრედიტო დაწესებულების მიმართ გააჩნია ფინანსური ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული იქნა უძრავი ქონებები.

 

შპს „ჯ------------------–ს„ სს პ------------------ის მიმართ 20-9 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება სასესხო დავალიანება 85088,74 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.10.20-3წ კრების ოქმი #2;

- გენერალური საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

-ცნობა ბანკის მიმართ დავალიანების შესახებ;

 

3.2.4. დადგენილია, რომ შპს „ჯ------------------–ის„ 20-3-20-6წ მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით 20-3 წლის საანგარიშო პერიოდზე კომპანიის დასაბეგრი მოგება განისაზღვრა 62251,8 ლარით, 20-4 წელს- 69862,86 ლარით, 20-5 წელს- 45215,58 ლარით, 20-6 წელს- 26100,88 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოგების გადასახადის დეკლარაციები;

 

3.2.5. 20-8 წლის 14 დეკემბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, შპს „ჯ------------------–ში„ 20-3-20-7 წლებში დივიდენდი საერთოდ არ განაწილებულა.

 

წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ჯ------------------–ი„ 20-3-20-7 წლებს ასრულებდა მოგებით.

 

ამავე დასკვნის თანახმად, დივიდენდი არ განაწილებულა, რადგან თავისუფალი სახსრები მიმართული იქნა წარმოების გაუმჯობესებისაკენ. ამ წლებში იზრდებოდა დებიტორული დავალიანებები, ასევე კომპანია თავისუფალ სახსრებს იყენებდა მარაგების შესავსებად და წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა;

 

3.2.6. დადგენილია, რომ შპს „ჯ------------------–ი„-ს პარტნიორთა საერთო კრება დივიდენდის განაწილების თაობაზე არ ჩატარებულა. ასევე დადგენილია, რომ პარტნიორთა საერთო კრებას მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.7. მოპასუხე მხარის მტკიცებით, მოსარჩელის მოთხოვნა 20-3 წლის დივიდენდის განაწილების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია. აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს 20-3 წლის მოგების დივიდენდის სახით მიღების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 20-3 წლის მარტიდან, რასაც სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 15.1. მუხლის თანახმად, პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. დივიდენდის მოთხოვნის უფლება პარტნიორს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ. ვინაიდან დადგენილია, რომ შპს „ჯ------------------–ი„-ს პარტნიორთა საერთო კრება დივიდენდის განაწილების თაობაზე არ ჩატარებულა, ასევე დადგენილია, რომ სხვა პარტნიორებზე საწარმოში დივიდენდი არ განაწილებულა, შესაბამისად მოპასუხის არგუმენტი, 20-3 წლის დივიდენდის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე დაუსაბუთებელია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მიუხედავად საწარმოს წლიური მოგებისა, შესაბამისი დივიდენდი საწარმოს პარტნიორს არ მიუღია.

 

უდავოა, რომ საწარმო იღებს მოგებას. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ საწარმოდან მიღებული მოგება ხმარდება საწარმოს სახელფასო და სხვა ვალდებულების შესასრულებლად.

 

20-8 წლის 14 დეკემბრის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის თანახმად, შპს „ჯ------------ მეტალში„ 20-3-20-7 წლებში დივიდენდი არ განაწილებულა. ასევე დადგენილია, რომ მიღებული მოგების, პარტნიორებს შორის განაწილების თაობაზე, საწარმოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს დივიდენდის განაწილების მოთხოვნით საწარმოსთვის არ მიუმართავს, ასევე აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით არ მოუწვევია კრედიტორთა კრება. დადგენილი იქნა, რომ პარტნიორთა საერთო კრებას მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

მოსარჩელე მხარემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებია, რომ შპს „ჯ------------------–ი„ მიღებულ მოგებას ანაწილებს პარტნიორებზე და მისი კუთვნილი მოგება არ მიუღია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს-------------------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია პარტნიორების მიერ კაპიტალის გაერთიანების შედეგად. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის იურიდიული პირი და მას აქვს დამოუკიდებელი სამართლებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად, მის უკან დგანან პარტნიორები, რომლებიც მათი წილის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს საერთო კრებაზე და განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის პოლიტიკას.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისთვის ძირითად საკითხს წარმოადგენს იმის შეფასება, შპს „ჯ------------------–ი„ იღებს თუ არა მოგებას, და ანაწილებს თუ არა პარტნიორებს შორის მოგებას დივიდენდის სახით.

 

მეწარმეთა შესახებ კანონის 8.1. მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.

 

ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოგებისა და ზარალის გაანგარიშების, პერიოდულობის და განაწილების წესი განისაზღვრება საზოგადოების წესდებით.

 

შპს „ჯთ დიზაიმ მეტალი„-ს წესდების მე-4 მუხლი განსაზღვრავს, მოგების და განაწილების წესს. რომლის თანახმად, საზოგადოების მიერ სამეურნეო, სავაჭრო და სხვა საქმიანობით მიღებული საჭირო, აუცილებელი სახელმწიფო გადასახადების გადახდისა და სხვა გადარიცხვების ან გაცემული თანხების შედეგად დარჩენილი მოგება ნაწილდება დამფუძნებელს შორის თანაბრად. დამფუძნებელთა კრება ტარდება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებებს წლიური შედეგების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, და მხარეები ადასტურებენ, რომ პარტნიორთა საერთო კრებას წლიური შედეგების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია და არ დადგენილა მოგების დივიდენდების სახით განაწილების საკითხი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოში მოგების განაწილების მიზნით, მოგებასთან ერთად უნდა არსებობდეს პარტნიორთა გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის თაობაზე. საზოგადოებაში მოგების არსებობა, უპირობოდ მის განაწილებას არ გულისხმობს და ამ მიზნისთვის უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს, საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ.

 

მეწარმეთა შესახებ კანონის 91 მუხლით განსაზღვრულია, როგორც პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების წესი, ასევე- მისი კომპეტენცია.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91 მუხლით დადგენილი წესების მიხედვით, რომლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ პარტნიორს შეუძლია დღის წესრიგში დამატების შეტანა.

 

6.2. მოგების დივიდენდის სახით განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრების დისკრეციასა და ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. დადგენილია, რომ პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების პარტნიორს არ წარმოშობია დივიდენდის მიღების მოთხოვნის უფლება; აღნიშნული გარემოების შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, 20-3 წლის დივიდენდის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულად ცნობის თაობაზე, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა შპს „ჯ------------------–ი„-ს პარტნიორთა საერთო კრება დივიდენდის განაწილების თაობაზე არ ჩატარებულა და სხვა პარტნიორებზე საწარმოში დივიდენდი არ განაწილებულა. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 15.1. მუხლის თანახმად, კი პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. დივიდენდის მოთხოვნის უფლება პარტნიორს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-552-527-20-6 საქმეზე განმარტა, რომ ,,საწარმოში წლიური მოგების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული მოგების დივიდენდების სახით განაწილება წარმოადგენს პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მეწარმე სუბიექტის საქმიანობის მიზანს სწორედ მოგების მიღება წარმოადგენს და პარტნიორებს გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მოგების არსებობის შემთხვევაში მიიღებენ დივიდენდებს, პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღებას უნდა ჰქონდეს ასევე ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი და სწორედ აღნიშნული მიზანი უნდა ამართლებდეს პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების - მოგების მიღების უფლების შეზღუდვას. ....... სასამართლო საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციის (განაწილდეს თუ არა მოგება) ფარგლებში შეიძლება შეიჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე უთითებს, კერძოდ, მოსარჩელე პარტნიორი სარჩელში უნდა უთითებდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედების, მოტყუების ან პირადი დაინტერესების არსებობის ვარაუდის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-378-359-20-5, 20-5 წლის 21 დეკემბერი; №ას-457-436-20-5, 20-6 წლის 6 ივნისი)’’

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. დივიდენდის სავალდებულო რეჟიმში მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის... პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ დამტკიცდებოდა, რომ კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა დივიდენდების განაწილება და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოსპარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე.“(იხ. სუსგ-ებები: №ას-75-408-09, 2 ივლისი, 2009 წ; №ას-863-813-20-5, 17 დეკემბერი, 20-5 წელი).

 

6.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას.

 

ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ დივიდენდის მიღება დამოკიდებულია პარტნიორთა ნებაზე, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა ნების თავისუფლების პრინციპზეა აგებული და არ ითვალისწინებს ნების გამოვლენის იძულებას. შესაბამისად, მხოლოდ მოგების მიღების ფაქტის დადასტურება ვერ გახდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დივიდენდის მიღების ფაქტობრივი საფუძველი იმ პირობებში, როდესაც დადგენილია პარტნიორთა გადაწყვეტილების არარსებობა საწარმოს მოგებიდან დივიდენდის განაწილების თაობაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ჯ------------„-ს პარტნიორთა საერთო კრების მიერ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება დივიდენდების განაწილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად მოსარჩელეს არ გააჩნია დივიდენდის მოთხოვნის უფლება.

 

დივიდენდის გაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, რომლის დაძლევაც მან ვერ უზრუნველყო. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებელი მიუღებელი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, შესაბამისად არ არსებობოს მოსარჩელის პოზიციის გაზიარების წინაპირობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ს-------------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2520 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხოლო 108 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში ს-------------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 10 მაისის განჩინებით (საქმე #1743) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ასევე უნდა გაქუმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 16 ივნისის განჩინებით (საქმე #1743) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ს-------------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 10 მაისის განჩინებით (საქმე #1743) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

3.1. შპს"ჯ------------------–ი"-ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა ქ. ქუთაისში, ნ---------------, (ფართი #1-3დ) მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.5--.0-.5-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3.2. შპს"ჯ------------------–ი"-ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა ქ. ქუთაისში, ნ---------------, (ნაკვეთი #1-29-2-2), მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.530 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3.3. შპს"ჯ------------------–ი"-ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა ქ. ქუთაისში, ნ---------------, (ნაკვეთი #1-30) მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.599 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 16 ივნისის განჩინებით (საქმე #1743) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს"ჯ------------------–ი"-ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა ქ. ქუთაისში, ნ----------------ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.2-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

5. ს-------------------–ის (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს 20-8 წლის 28 მაისს სს თ----------–ი გ--–------------–---ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 108 ლარი (საგადასახადო დავალება №1) რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300-83150.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე