გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/3527-18 21 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ოლ-------–-----ი
წარმომადგენლი - თა--------–--–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მა-----------------ა
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - გი-----------------ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენლი - ირ--------------–---–ი
დავის საგანი - ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აპრილის N8----------7-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 მიმართვა ოლ-------–-----ის კუთვნილ 150- კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 მიმართვაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მც-----ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-9 წლის 9 თებერვლის N88----------3-08 გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ოლ-------–-----ი კუთვნილი 150- კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ოლ-------–-----ის მიერ წარდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით;
1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს, გამოსცეს ახალი აქტი ქალაქ თბილისში, დი-----ი-----–- მდებარე 150- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ოლ-------–-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 20-8 წლის 30 დეკემბერს ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N06-8/11--2 წერილით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ს------–---------ში მდებარე 0,7- ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
მტკიცებულება: N06-8/11--2 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 119).
3.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მც-----ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-9 წლის 9 თებერვლის N88---------3-08 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის N06-8/11--2 წერილის საფუძველზე ქალაქ თბილისში, ს------–---------ში მდებარე 7-0-,0- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით N7-.1-.4-.1-1.
მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 11-, 117); ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 119), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მც-----ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-9 წლის 9 თებერვლის N88---------3-08 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 125), ამონაწერი საჯარო რეესტრი--ან, საკადასტრო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 127, 126).
3.3. 201- წლის 1- დეკემბერს ოლ-------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N88---------5 განცხადებით მიმართა, რომლითაც სო----–----------–ი, ბა----–-ს ტერიტორიაზე მდებარე 150- კვ.მ ფართობის N4-/173 მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მც-----ს რაიონის სო----–--------ს მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის 6 ოქტომბრის N61გილ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, მც-----ს საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მც-----ს განყოფილების უფროსის მიერ 20-5 წლის 23 მარტს გაცემული N08-2/104- ცნობა, უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მისი ელ.ვერსია წარედგინა.
მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები (ტომი 1, ს.ფ. 91, 92, 93-99).
3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 201- წლის 22 დეკემბრის N88---------5-03 და 2017 წლის 4 იანვრის N88---------5-06 გადაწყვეტილებების შესაბამისად, ოლ-------–-----ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 201- წლის 22 დეკემბრის წერილით მც-----ს მუნიციპალიტეტის გამგეობი--ან, დუშეთის რეგიონული არქივი--ან და შემოსავლების სამსახური--ან ინფორმაცია გამოითხოვა და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ N88---------5 განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება მითითებული წერილის პასუხის მიღებამდე გადაი--ო. შედეგად:
- შემოსავლების სამსახურის 201- წლის 23 დეკემბრის N2-----------11 მიმართვით სააგენტოს განემარტა, რომ მც-----ს მუნიციპალიტეტის ს------–---------ი-ბა----–-ს მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა;
- მც-----ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 201- წლის 28 დეკემბრის N6665 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურს მც-----ს მუნიციპალიტეტისათვის სო----–--------ს მიწის გადასახადის სია არ გადაუცია;
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 6 იანვრის N31/1-60 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა ინფორმაცია მ–------------------------------------–--------------------–-----------–--------ს 1986-1995, 1996-20-- და 20-1-20-5 წლებით დათარიღებული საკომლო წიგნების მიხედვით გრ-----– იო----ს ძე გი-–------ს კომლისა და მისი ქონების შესახებ. ამავე წერილით განიმარტა, რომ სო----–--------ს 20-6-20-7 წლების საკომლო წიგნები და 1992 – 20-7 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების (სარეფორმო), გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 201- წლის 22 დეკემბრის N88---------5-03 და 2017 წლის 4 იანვრის N88---------5-06 გადაწყვეტილებები (ტომი 1, ს.ფ. 10-, 101), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 201- წლის 22 დეკემბრის N3----1 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 102), შემოსავლების სამსახურის, მც-----ს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილები (ტომი 1, ს.ფ. 103, 104, 105-106, 107-112).
3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 12 იანვრის N88---------5-08 გადაწყვეტილებით ოლ-------–-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს მიღება-ჩაბარების აქტის დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის წარდგენა დაევალა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 19 თებერვლის N88---------5-09 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. ამასთან, N88---------5 განცხადებაზე განხორციელებული წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ იქნა სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვით, N88---------5 განცხადებას თანდართული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით მითითებული მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ, N7-.1-.4-.1-1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 12 იანვრის N88---------5-08 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 11-), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 19 თებერვლის N88---------5-09 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 115), სიტუაციური ნახაზი (ტომი 1, ს.ფ. 32).
3.6. 2017 წლის 1 მარტს ოლ-------–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------7 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ს------–---------ში, ბა----–-ს ტერიტორიაზე მდებარე 150- კვ.მ ფართობის N4-/173 მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მისი განმარტება, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტები N88---------5 განცხადებას ერთვოდა, მასზე წარმოების ფარგლებში სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიღება-ჩაბარების აქტის დედანი კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სხვა მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარედგინა და მის საფუძველზე მოხდა N01.7-.1-.041.0-2 საკადასტრო ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები (ტომი 1, ს.ფ. 67, 68, 69-7-).
3.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილებით ოლ-------–-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს მიღება-ჩაბარების აქტის დედნის წარდგენა დაევალა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 73).
3.8. 2017 წლის 15 მარტს ოლ-------–-----მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N1---22/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და N8----------7 განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 75-76).
3.9. ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივი--ან მც-----ს რა--------------–---------–ი მდებარე მიწის ნაკვეთზე იზ---–---------–-------–------ს სახელზე 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის N61 (გილ) დედნის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა 2017 წლის 31 მარტის N1-34-7/17 სამსახურებრივი ბარათით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურში დაცულ მც-----ს რაიონის მიღება-ჩაბარების აქტების მასალებში იზ---–---------------------–------–-------–------ს სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი N61 (გილ) არ მოიძებნა.
მტკიცებულება: სამსახურებრივი ბარათები (ტომი 1, ს.ფ. 80, 81).
3.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის N8----------7-04 გადაწყვეტილებით ოლ-------–-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის N8----------7-04 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 74).
3.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილებით ოლ-------–-----ის 2017 წლის 15 მარტის N1---22/17 ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის N8----------7-04 გადაწყვეტილება და დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს N8----------7 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, სათანადო წესით შედგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, ამასთან, ვერც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იქნა მოძიებული მსგავსი სახის დოკუმენტაცია, თუმცა, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანო წარმოების შეწყვეტამდე ვალდებული იყო, დაინტერესებული პირისათვის ეცნობებინა, რომ, მისი თანხმობით შესაძლებელი იყო განცხადება განსახილველად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადასცემოდა, რაც შესრულებული არ ყოფილა. შესაბამისად, 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილებით რეგისტრაციის სამსახურს დაევალა, N8----------7 სარეგისტრაციო განცხადებაზე ემსჯელა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით.
მტკიცებულება: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 82-86).
3.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 24 აპრილის N8----------7-05 და N8----------7-05 გადაწყვეტილებებით ოლ-------–-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და განმცხადებელს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის წარდგენა დაევალა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 24 აპრილის N8----------7-05 და N8----------7-05 გადაწყვეტილებები (ტომი 1, ს.ფ. 88, 89).
3.1-. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 1- ივნისის N8----------7-07 გადაწყვეტილებით ოლ-------–-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 1- ივნისის N8----------7-07 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 90).
3.1-. 2018 წლის 6 ივლისს ოლ-------–-----მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა მისი კუთვნილი 150- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იური--ული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 სექტემბრის N10-0--------6 წერილით ოლ-------–-----ს განემარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივარში დასმული საკითხი წარმოადგენდა სასამართლოსათვის უწყებრივად ქვემდებარე საქმეს.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 1-2-1-4), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იური--ული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 სექტემბრის N10-0--------6 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 159-1-1).
3.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია არსებული მტკიცებულებები.
ფიზიკური და კერძო სამართლის იური--იული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 201- წლის 28 ივლისის N3-6 დადგენილებით) მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნი--ან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იური--იული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
დასახელებული მუხლი არ შეიცავს იმპერატიულად განსაზღვრულ მოთხოვნას, თუ რა სახით უნდა იყოს წარდგენილი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგისტრაციო სამსახურში, კერძოდ, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა უნდა მოხდეს დედნის თუ ასლის სახით. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა საფუძველი, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიღება-ჩაბარების აქტის ასლის მიღებაზე უპირობოდ, იმგვარად ეთქვა უარი, რომ არ დაედგინა წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის საწინააღმდეგოდ მეტყველი რაიმე გარემოება, მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლება, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე დაცული დოკუმენტები--ან გამომდინარე წინააღმდეგობა თუ სხვა, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როცა ოლ-------–-----ის მიერ სარეგისტრაციო უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი მც-----ს რაიონის სო----–--------ს მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის 6 ოქტომბრის N61გილ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 92, 93-95) მისი ასლის ტუ დედნის სახით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიჩნეული იყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად N7-.1-.41.0-2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას 20-5 წლის 23 მარტს N7-05---87 განცხადებაზე წარმოებისას (ტომი 1, ს.ფ. 187-188, 189, 190, 195-197).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივი--ა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივი--უალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და პირდაპირ და უშუალო (ინდივი--უალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, მიიჩნევს რომ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, 2017 წლის 11 აპრილის N8----------7-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ არსებობს დავის საგანი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მც-----ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-9 წლის 9 თებერვლის N88----------3-08 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 მიმართვის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილებების შინაარსი--ან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, ოლ-------–-----ის 2017 წლის 1 მარტის N8----------7 განცხადებაზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული საქმის გარემოებები და შეფასებული არსებული მტკიცებულებები ან/და მართებულად განისაზღვრა თუ არა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.
საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იური--იული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.
დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური--იული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იური--იული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი). მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა (მე-3 მუხლის მე-61 პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები). რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები).
ამავე კანონის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ა 1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით;
გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის ი--ენტიფიკაციის საშუალებას;
დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;
ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას;
ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;
ზ) არსებობს ?? ??????? 25-? ?????? განსაზღვრული შემთხვევა;
თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ??????????? დადგენილ მოთხოვნებს;
თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში;
თ 2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი).
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა წარმოების შეწყვეტის საფუძველია („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტი).
ამავე კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ:
ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;
ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იური--იული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იური--იულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იური--იული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი კერძო პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ანიჭებს და განმარტავს, რომ შესაბამისი მიზნებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად მიიჩნევა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იური--იულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა („ფიზიკური და კერძო სამართლის იური--იული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-41 მუხლი, მე-5 მუხლი). მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში, დაინტერესებულ პირად კი მიიჩნევა ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვი--რე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იური--იული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იური--იული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იური--იული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება („ფიზიკური და კერძო სამართლის იური--იული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლი).
მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით („ფიზიკური და კერძო სამართლის იური--იული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ოლ-------–-----ის N8----------7 განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციაზე მსჯელობისას მარეგისტრირებელ ორგანოს ჯეროვნად არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ შეუფასებია საქმის მასალები, რამაც მოსარჩელეს შეუზღუდა ქონებაზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლება (პუნქტი 3.15). დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების დაუსაბუთებელი უარყოფა და მისთვის ისეთი დოკუმენტის წარდგენის დავალება, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელეს დაევალა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედნის წარდგენა, თუმცა ამ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა - ფიზიკური და კერძო სამართლის იური--იული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 201- წლის 28 ივლისის N3-6 დადგენილებით) მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი ასეთი დოკუმენტის წარდგენის სავალდებულოობას არ ადგენს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან დოკუმენტის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა. ამდენად, წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის ასლის სარწმუნოობის გამომრიცხავი მტკიცების არარსებობის პირობებში, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო, მიეღო იგი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად და ემსჯელა რეგისტრაციის საკითხზე მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევის საფუძველზე, არსებული ზედდების აღმოსაფხვრელად ემსჯელა უკვე განხორციელებული რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობაზე ან მიემართა შესაბამისი ორგანოსათვის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მითითებული ნორმები--ან და გარემოებები--ან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილება მიღებულია რა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებით გაკეთებული განმარტებების მხედველობაში მიღებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის N8----------7-04 გადაწყვეტილება ბათილად არის რა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილებით, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე არ არსებობს დავის საგანი, რაც შესაბამის ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27--ე მუხლის „ა1“ პუნქტის საფუძველზე საქმის საწარმოების შეწყვეტის საფუძველია.
6.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით, ცხადია, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. რაც შეეხება მითითებულ გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის N8----------7-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, მართალია, იგი კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით იქნა მიღებული, თუმცა შედეგის მხრივ მართებულია და არ განაპირობებს ზიანს, რის გამოც შესაბამის ნაწილში მოსარჩელეს მისი ბათილად ცნობის ინტერესი არ გააჩნია.
6.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მც-----ს სარეგისტრაციო სამსახურის 20-9 წლის 9 თებერვლის N88---------3-08 გადაწყვეტილების შინაარსი--ან გამომდინარე, მისი კანონიერების საკითხის გადაწყვეტად უნდა იქნეს შეფასებული, გააჩნდა თუ არა მარეგისტრირებელ ორგანოს ქალაქ თბილისში, ს------–---------ში მდებარე 7-0-,0- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების საფუძველი ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N06-8/11--2 წერილის საფუძველზე.
როგორც განიმარტა, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები).
მარეგისტრირებელ ორგანოს შეეძლო, მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ:
ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას;
ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავდა იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;
გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნებოდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი;
ე) წარმოდგენილი იქნებოდა სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებდა რეგისტრაციაზე უარის თქმას;
ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასული იქნებოდა ახალ მესაკუთრეზე;
ზ) იარსებებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები (საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებები--ან გამომდინარე, 20-9 წლის 9 თებერვლის N88---------3-08 გადაწყვეტილების მიღებისას სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე კერძო პირის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს არ ჰქონდა საფუძველი, უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. რაც შეეხება რეგისტრაციის შემდგომ რეგისტრირებულ ნაკვეთზე კერძო პირის უფლების დადგენას, იგი შეიძლება გახდეს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების და არა ბათილად ცნობის საფუძველი.
6.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 მიმართვის შეფასებისათვის არსებითია, გააჩნდა თუ არა მითითებულ სამსახურს სადავო რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილება.
20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 წერილის შედგენის დროისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის ნორმებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავდა.
მითითებული კანონის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენდა:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარებოდა დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:
გ.ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა;
გ.ბ) 50--მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა;
გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა;
გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწისა;
გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა;
გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იური--იული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწისა;
გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა;
გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;
გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება პრივატიზებას „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები (4--ე მუხლი).
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესს და ქონებრივ უფლებებს სადავო აქტის გამოცემის დროისთვის „ადგილობრივი თვითთმმართველი ერთეული ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენდა.
დასახელებული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები (მუხლი 4).
მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 მიმართვის საჯარო რეესტრისათვის წარდგენისას ამ მიმართვით გათვალისწინებულ ქონებაზე კერძო პირის უფლებაზე პრეტენზია არ იყო რა გაცხადებული, ქონების მართვის საქალაქო სამსახურის მოთხოვნა ამ ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დასახელებული მიმართვის შესაბამისად ქონების რეგისტრაცია არ გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე კერძო პირის უფლების დადგენასა და რეგისტრაციას. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1- თებერვლის N1--42 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ითვალისწინებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაძლებლობას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი:
ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრი--ან;
ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა (მუხლი 2).
ყოველივე ზემოაღნიშნული--ან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 20-8 წლის 30 დეკემბრის N06-8/11--2 მიმართვის ბათილად ცნობის ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივი--უალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 20- ლარის ოდენობით (ს.ფ. 33, 43). ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ფარგლების მხედველობაში მიღებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, ოლ-------–-----ს აუნაზღაუროს სარჩელისათვის გადახდილი 10- ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ოლ-------–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის N1----6 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის N8----------7-03 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ახალი აქტი;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოლ-------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 10- ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარები--ან 1- დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია