გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210017002206292
N 2/1246-2017
გადაწყვეტილება
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 სექტემბერი 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა
მოსარჩელე შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ-----------------“
წარმომადგენელი მ------ ხ---------
მოპასუხეები: დ----- ბ-------–--
წარმომადგენელი მ------- ბ-------–--
ი-–-- თ----------, ნ------- წ---–--- (არ გამოცხადდნენ)
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 1632 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით.
1.3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2014 წლის 30 დეკემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ-----------------სა" და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება N841-ფო, რომლის საფუძველზე ნ------- წ---–---ს სახელზე 30 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 1500 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 120 ლარს. მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველდღიურად 54 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა ი-–-- თ----------მ და დ----- ბ-------–--მ, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან დავალიანების ნაწილი გადაიხადა, კერძოდ, 108 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ----- ბ-------–--ს წარმომადგენელმა მ------- ბ-------–--მ სარჩელი ცნო.
მოპასუხეებს: ნ------- წ---–---სა და ი-–-- თ----------ს შესაგებლები არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადდნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 30 დეკემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------სა" და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება 841-ფო, რომლის საფუძველზეც ნ------- წ---–---ს სახელზე 30 დღის ვადით გაცემულ იქნა სესხი 1500 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 120 ლარს. მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველდღიურად 54 ლარის ოდენობით.
3.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებმა ი-–-- თ----------მ და დ----- ბ-------–--მ, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
3.1.3. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების 1.11 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ი-–-- თ----------ს და ნ------- წ---–---ს მიმართ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ნ------- წ---–---ს, ი-–-- თ----------ს და დ----- ბ-------–--ს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დავალიანების 1632 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე დ----- ბ-------–--ს წარმომადგენელმა მ------- ბ-------–--მ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, არ დაეთანხმა შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი. შესაბამისად, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხეები: ი-–-- თ---------- და ნ------- წ---–--- არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე და არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, რის გამოც, გამოტანილ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე - 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მოპასუხეებს: ი-–-- თ----------ს და ნ------- წ---–---ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება. მოსარჩელეს არ აქვს მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, თუ რაში გამოიხატება მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც საჭიროა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
მოპასუხეებს: ნ------- წ---–---ს და ი-–-- თ----------ს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად სახ. ბაჟის სახით 33 ლარისა და 33 თეთრის გადახდა. მოსარჩელეს სახ ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან დაუბრუნდეს 26 ლარი და 67 თეთრი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ-----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ი-–-- თ----------ს და ნ------- წ---–---ს მიმართ მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. ნ------- წ---–---ს, ი-–-- თ----------ს და დ----- ბ-------–--ს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების 1632 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს: ნ------- წ---–---ს და ი-–-- თ----------ს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ------------------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად სახ. ბაჟის სახით 33 ლარისა და 33 თეთრის გადახდა. მოსარჩელეს სახ ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან დაუბრუნდეს 26 ლარი და 67 თეთრი.
5. სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6.მოპასუხეებს: ი-–-- თ----------ს და ნ------- წ---–---ს გაეგზავნოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
7. გადაწყვეტილება (განჩინება) გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქტის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვობით.
8. გადაწყვეტილება (დ----- ბ-------–--ს ნაწილში) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე