გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
080210017002001213
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1921-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.03.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--ზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს მისო „კრ------–ი“

წარმომადგენელი - ან–--–--ა კი---–--–---–ი

მოპასუხეები - ლ---–---ა შ--–--------ე, მ--–--ზ წი-------ე

წარმომადგენელი - ხ----ა კა---ე. ლალი ელ---ა.

მოპასუხე - შ----- ტყ-–--–-–---–ი (საჯარო შეტყობინებით)

დავის საგანი - თანხის დაკისრება. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებზე - ლ---–---ა შ--–--------ე, მ--–--ზ წი-------ე და შ----- ტყ-–--–-–---–ზე, მოსარჩელე სს მისო „კრ------–ის“ სასარგებლოდ 25,707.44 აშშ დოლარის (ძირი - 19,888.70 აშშ დოლარი, პროცენტი - 5587.43 აშშ დოლარი და ჯარიმა - 231.31 აშშ დოლარი) და გამარტივებული წარმოების სააპელაციო ბაჟის -100 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.

 

1.2 სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლ---–---ა შ--–--------ის სასესხო ველდებულების სრულად დასაფარად გადახდევინება მიქცეულ იქნეს იპითეკის საგნებზე (უძრავი ქონებები მდებარე, წყალტუბო, სოფ ქვიტირი, ს/კ № 29.12.35.327 და უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, მელიქიშვილის ქ. № 11 ფართი №3ა) და მ--–--ზ წი-------ის და შ----- ტყ-–--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ ქონებაზე.

 

1.3. მოპასუხეებზე - ლ---–---ა შ--–--------ე, მ--–--ზ წი-------ე და შ----- ტყ-–--–-–---–ზე, მოსარჩელე სს მისო „კრ------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად სასამართლო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.

 

დავის არსი.

 

ლ---–---ა შ--–--------ესა და სს მისო „კრ------–ს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (GK04027) და ასევე იპოთეკით დაიტვირთა ლ---–---ა შ--–--------ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, მელიქიშვილის ქ №11 ფართი №3ა, საკადასტრო კოდი №03.04.26.278.01.501, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1290827).

 

იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო ასევე 2016 წლის 31 მაისს, ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ქვიტირი, ს/კ: №29.12.35.327, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1368292).

 

გენერალური ხელშეკრულებით სესხზე უზრუნველყოფის სახით დაემატა ასევე სოლიდარულად ვალდებული თავდებები, მ--–--ზ წი-------ე და შ----- ტყ-–--–-–---–ი, თავდებობის ხელშეკრულებები 1058390-1290829, 1585508-1290828.

 

2016 წლის 30 აგვისტოს (სესხის ხელშეკრულება 128916-1794168) მოხდა ლ---–---ა შ--–--------ის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (GK/04027) ფარგლებში 21,500.00 აშშ დოლარის გაცემა, 48 თვის ვადით. კლიენტს აღნიშნული თანხით უნდა დაეფარა სს მისო „კრ------–ის“ მიმდინარე ვალდებულება, ხოლო ნაწილი თანხით მის საკუთრებაში არსებულ ბიზნეს ფართში გააკეთებდა რემონტს, რომელსაც შემდეგ გააქირავებდა. კლიენტის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო დედის გზავნილები ამერიკიდან, რომლის დასადასტურებლად მას წარმოდგენილი აქვს გზავნილის ქვითრები. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ლ---–---ა შ--–--------ესა და მის თავდებებზე სს მისო „კრ------–მა“ დაიწყო გამარტივებული წარმოება. 2017 წლის 24 მაისს, გამარტივებული წარმოების ეტაპზე ლ---–---ა შ--–--------ის წარმომადგენელმა ხ----ა კა---ემ განაცხადა პროტესტი სრულ თანხაზე, ასევე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებები არ ჩაბარდათ თავდებებს, რის გამოც სს მისო „კრ------–მა“ შეწყვიტა გამრტივებული წარმოება. კლიენტი და მისი თავდებები მრავალჯერ იქნა გაფრთხილებული ვალდებულების დროულად შესრულების შესახებ, მიუხედავად გაფრთხილებისა, სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე ლ---–---ა შ--–--------ემ და მ--–--ზ წი-------ემ (წარმომადგენლები ხ----ა კა---ე და ლალი ელ---ა) წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნეს სარჩელი. ანალოგიური პოზიცია დაიკავეს მათმა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე და მიუთითეს სარჩელის უსაფუძვლობაზე.

 

მოპასუხე შ----- ტყ-–--–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ლ---–---ა შ--–--------ეს და სს მისო „კრ------–ს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (GK04027) და ასევე იპოთეკით დაიტვირთა ლ---–---ა შ--–--------ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, მელიქიშვილის ქ №11 ფართი №3ა, საკადასტრო კოდი №03.04.26.278.01.501, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1290827).

 

2016 წლის 31 მაისს იპოთეკით დაიტვირთა ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ქვიტირი, ს/კ: №29.12.35.327, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1368292).

 

გენერალური ხელშეკრულებით სესხზე უზრუნველყოფის სახით დაემატა ასევე სოლიდარულად ვალდებული თავდებები, მ--–--ზ წი-------ე და შ----- ტყ-–--–-–---–ი, თავდებობის ხელშეკრულებები 1058390-1290829, 1585508-1290828.

მტკიცებულება: 2016 წლის 15 აპრილის ხელშეკრულება

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს (სესხის ხელშეკრულება 128916-1794168) ლ---–---ა შ--–--------ემ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (GK/04027) ფარგლებში მიიღო 21,500.00 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით.

მტკიცებულება: 2016 წლის 30 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება 128916-1794168.

 

3.1.3. დადგენილია, რომ ლ---–---ა შ--–--------ის საკუთრებაშია ორი უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, მელიქიშვილის ქ №11 ფართი №3ა, საკადასტრო კოდი №03.04.26.278.01.501.

უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ქვიტირი, ს/კ: №29.12.35.327.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1.დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2017 წლის 07 ივლისის (სარჩელის აღძვრის დრო) მდომარეობით შეადგენს - 25,707.44 აშშ დოლარს (ძირი - 19,888.70 აშშ დოლარი, პროცენტი - 5587.43 აშშ დოლარი და ჯარიმა - 231.31 აშშ დოლარი)

მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2.2. მოპასუხე ლ---–---ა შ--–--------ის და მ--–--ზ წი-------ის წარმომადგენლებმა ხ----ა კა---ემ და ლალი ელ---ამ სარჩელი არ ცნეს, ხოლო შ----- ტყ-–--–-–---–ი საჯარო შეტყობინებით იქნა ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის და სასამართლო სხდომის თაობაზე.

მტკიცებულება: შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, განჩინება.

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ხ----ა კა---ემ უარი განაცხადა გამარტივებული წესით ვალდებულების შესრულებაზე.

მოსარჩელის მიერ გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეები ნებაყოფლობით ვალდებულებას არ ასრულებენ.

მტკიცებულება: სარჩელი. გაფრთხილების ხელწერილი.

 

3.2.4. დადგენილია, რომ ლ---–---ა შ--–--------ესა და სს მისო „კრ------–ს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (GK04027) და ასევე იპოთეკით დაიტვირთა ლ---–---ა შ--–--------ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, მელიქიშვილის ქ №11 ფართი №3ა, საკადასტრო კოდი №03.04.26.278.01.501, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1290827).

 

იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო ასევე 2016 წლის 31 მაისს, ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ქვიტირი, ს/კ: №29.12.35.327, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1368292).

 

გენერალური ხელშეკრულებით სესხზე უზრუნველყოფის სახით დაემატა ასევე სოლიდარულად ვალდებული თავდებები, მ--–--ზ წი-------ე და შ----- ტყ-–--–-–---–ი, თავდებობის ხელშეკრულებები 1058390-1290829, 1585508-1290828.

 

2016 წლის 30 აგვისტოს (სესხის ხელშეკრულება 128916-1794168) მოხდა ლ---–---ა შ--–--------ის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (GK/04027) ფარგლებში 21,500.00 აშშ დოლარის გაცემა, 48 თვის ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ლ---–---ა შ--–--------ე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, თუმც უშედეგოდ.

 

3.2.5. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება, რაც გამომდინარეობს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებიდან, სწორედ მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით აღიძრა სარჩელი.

მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა მოცულობით უნდა დაეკისროს მოთხოვნილი სარჩელის ფარგლებში ვალდებულების შესრულება მოპასუხეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ - სს მისო „კრ------–ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე,400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. დადგენილია, რომ ლ---–---ა შ--–--------ესა და სს მისო „კრ------–ს“ შორის 2016 წლის 15 აპრილს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (GK04027) და ასევე იპოთეკით დაიტვირთა ლ---–---ა შ--–--------ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, მელიქიშვილის ქ №11 ფართი №3ა, საკადასტრო კოდი №03.04.26.278.01.501, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1290827).

იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო ასევე 2016 წლის 31 მაისს, ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ქვიტირი, ს/კ: №29.12.35.327, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1368292).

გენერალური ხელშეკრულებით სესხზე უზრუნველყოფის სახით დაემატა ასევე სოლიდარულად ვალდებული თავდებები, მ--–--ზ წი-------ე და შ----- ტყ-–--–-–---–ი, თავდებობის ხელშეკრულებები 1058390-1290829, 1585508-1290828.

2016 წლის 30 აგვისტოს (სესხის ხელშეკრულება 128916-1794168) მოხდა ლ---–---ა შ--–--------ის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (GK/04027) ფარგლებში 21,500.00 აშშ დოლარის გაცემა, 48 თვის ვადით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ლ---–---ა შ--–--------ე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, თუმც უშედეგოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული სესხის თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ლ---–---ა შ--–--------ემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა 21,500.00 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელეს ნაწილობრივ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს მისო „კრ------–ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი თანხის ძირი - 19,888.70 აშშ დოლარი და სარგებელი (პროცენტი) - 5587.43 აშშ დოლარი, რადგან დადგენილია, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება 128916-1794168 საფუძველზე ლ---–---ა შ--–--------ემ მოსარჩელისგან გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (GK/04027) ფარგლებში მიიღო 21,500.00 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით.

დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ გადაიხადა სესხის ძირი და ნარჩენი შეადგენს 19,888.70 აშშ დოლარს, დადგენილია, რომ სესხი იყო სარგებლიანი - წლიური საპროცენტო სარგებელი 14 % კლებადი პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. დადგენილია, რომ საბანკო პროდუქტზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს მისო „კრ------–ი“-ს წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეებს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება, სესხის ძირი და საპროცენტო სარგებელი სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული. მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს წარმოეშვათ სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია სარჩელი სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში (პირგასამტეხლოს მოთხოვნა) სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ზეწოლის განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული საკრედიტო ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი ვალდებულების 0.5%, რაც წინამდებარე შემთხვევაში შეადგენს - 231.31 აშშ დოლარს, რაც ძირ თანხასთან (19,888.70 აშშ დოლარი) მიმართებით, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისთვის 231.31 აშშ დოლარის დაკისრება პირგასამტეხლოს სახით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ჯარიმის მოცულობა გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილია, რომ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლ---–---ა შ--–--------ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, მელიქიშვილის ქ №11 ფართი №3ა, საკადასტრო კოდი №03.04.26.278.01.501, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1290827).

2016 წლის 31 მაისს იპოთეკით დაიტვირთა ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ქვიტირი, ს/კ: №29.12.35.327, იპოთეკის ხელშეკრულება (128916-1368292).

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

6... სარჩელი საფუძვლიანია თავდები პირების მოთხოვნის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

დადგენილია, რომ გენერალური ხელშეკრულებით სესხზე უზრუნველყოფის სახით დაემატა ასევე სოლიდარულად ვალდებული თავდებები, მ--–--ზ წი-------ე და შ----- ტყ-–--–-–---–ი, თავდებობის ხელშეკრულებებით 1058390-1290829, 1585508-1290828 სრულად იკისრეს სესხის დაფარვის პასუხისმგებლობა.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეებს გააჩნიათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელის საფუძველი მატერიალურ- სამართლებრივია (სარჩელის ფასია 617118.16 ლარი).

მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1851.54 ლარი. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1851.54 ლარი, სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს მისო „კრ------–ი“-ს სარჩელი.

 

2. მოპასუხეებს - ლ---–---ა შ--–--------ეს, მ--–--ზ წი-------ეს და შ----- ტყ-–--–-–---–ს მოსარჩელე სს მისო „კრ------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25,707.44 აშშ დოლარის (ძირი - 19,888.70 აშშ დოლარი, პროცენტი - 5587.43 აშშ დოლარი და ჯარიმა - 231.31 აშშ დოლარი) და გამარტივებული წარმოების ბაჟის -100 ლარის გადახდა.

 

3. სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლ---–---ა შ--–--------ის სასესხო ველდებულების სრულად დასაფარად, გადახდევინება მიქცეულ იქნეს იპითეკის საგნებზე (უძრავი ქონებები მდებარე, წყალტუბო, სოფ ქვიტირი, ს/კ № 29.12.35.327 და უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, მელიქიშვილის ქ. № 11 ფართი №3ა) და მ--–--ზ წი-------ის და შ----- ტყ-–--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ ქონებაზე.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი -1851.54 ლარი, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--ზ ჩუბინიძე