განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 15010011-002567811
#-/70-1-
ა---–---–---ს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. ა---–---–---
ა---–---–---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ო--------კიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: არ---------------ი - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს
მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---–---–---, # 1 ყოფილი ს---------- დასახელება, კორპუსი 4-------------
ადვოკატი - ნ------------------–---–-
თარჯიმნები - სუ----ა მ--–-----, გა-–----------------–-–---–ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 11--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, 11--ე მუხლით ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
არ---------------ი, რომელიც ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 24.04.201- წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად. 08.07.2008 წლიდან ქორწინებაში იმყოფება გ---------------–----------. არ---------------ი ქორწინების პერიოდში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს გ---------------–-------. მათ შორის 201- წლის 20 აპრილს, არ---------------მა ქ.ა---–---–--ში, ყოფილი #- ს---------- ქალაქი, კორპუსი 4------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმით სცემა გ---------------–-------. კერძოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სახეში ესროლა ტელეფონი. ასევე, დაახლოებით 201- წლის 30 აპრილს, მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არ---------------მა ხელით მკერდის არეში დარტყმით კვლავ სცემა მისი მეუღლე, გ---------------–-------. ა------------------ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად გ----- ტ-------–-------ა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ტანჯვა.
არ---------------ი, რომელიც 08.07.2008 წლიდან ქორწინებაში იმყოფება გ---------------–----------, თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს გ---------------–-------, არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით. ასევე, 201- წლის აპრილის თვის ბოლოს, ქ.ა---–---–--ში, ყოფილი #- ს---------- ქალაქი, კორპუსი 4------------ში მდებარე, მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არ---------------მა სახეში შეაფურთხა გ---------------–-------. ა------------------ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად გ----- ტ-------–-------ა განიცადა ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, არ---------------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული არ---------------ი საქართველოს 111,126-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ გ----- ტ-------–-------ა, რომელიც არის ბრალდებულ არ---------------ის მეუღლე, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.
არასრულწლოვან მოწმემ ა-–---------------------ა , რომელიც არის ბრალდებულ არ---------------ის შვილი, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვან მოწმემ ა-------- ბ----------ა , რომელიც არის ბრალდებულ არ---------------ის შვილი, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულებმა შსს ა---–---–---ს რაონული სამართველოს თანამშრომელმა, უბნის ინსპექტორმა ყ---------------მა დაადასტურა, რომ 201- წლის 07 ივნისს, მისი მორიგეობის დროს ა---–---–---ს მუნიციპალიტეტის სავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება. ექიმ ა----------–----- განმარტებით პაციენტ გ---------------–-------ს მარცხენა თვალის არეში ფიქსირდება დაზიანება. ექიმის განმარტებით, აღნიშნული დაზიანება პაციენტს მიაყენა მისმა მეუღლემ არ---------------მა. შეტყობინების საფუძველზე შეადგინა შესაბამისი შეტყობინების ოქმი, ხოლო სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქმის გამომძიებელმა, შსს ა---–---–---ს სამმართველოს თანამშრომელმა ჯ---- ჭ---------ნმა დაადასტურა, რომ 201- წლის 07 ივნისს ა---–---–----ნინოწმინდის რაიონული პროკურატურიდან შევიდა განცხადება, რომ არ---------------ი მის მეუღლეს გ---------------–------- სცემდა. განცხადების საფუძველზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით. მის მიერ, თარჯიმნის მეშვეობით გამოკითხული იქნა გ---------------–-------, რომელმაც დაადასტურა არ---------------ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ასევე დაადასტურა მის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ა---–---–---ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა დ----- მ--–-----მ დაადასტურა, რომ 201- წელს, თვე არ ახსოვს პროკურორის დავალებით გამოკითხა ბრალდებულ არ---------------ის მშობლები ა-------- და ვ------------------------. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის მშობლებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და მათი შვილის მიმართ, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ა---–---–---ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ქ------------------მა დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით მუშაობს თარჯიმნად შსს ა---–---–---ს რაიონულ სამმართველოში. მისი განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედებებში, დაზარალებულის, ბრალდებულის, არასრულწლოვანი ბავშვების, მოწმეების გამოკითხვებში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა----------–----ა დაადასტურა პაციენტის სამედიცინო ბარათის ნამდვილობა და განმარტა, რომ მუშაობს ა---–---–---ს მუნიციპალიტეტის (ჰ---------–ში) საავადმყოფოში. 201- წლის 07 ივნისს მისი მორიგეობის დროს, საავადმყოფოში მივიდა პაციენტი გ---------------–-------, რომელიც უჩიოდა ტკივილს თვალის არეში. პაციენტის განმარტებით, მისმა მეუღლემ მუშტი დაარტყა მას. ა----------–----- განმარტებით, პაციენტი გადაყვანილი იქნა რენგენოლოგიური გადასინჯვის მიზნით. ერთი საათის შემდეგ მან შეატყობინა შსს ა---–---–---ს რაიონულ სამმართველოს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----------- ტ--------–------მა დაადასტურა, რომ 201- წლის 10 მაისს, მისი შვილის გ---------------–-------ს თხოვნით მივიდა სტუმრად მასთან, რა დროსაც გ----- მოუყვა, რომ მეუღლემ არ---------------მა მას მიაყენა შეურაცხყოფა ვიღაცა ქალის გულისთვის. მის კითხვაზე თუ რა მოხდა და თვალის არეში რა სილურჯე ემჩნეოდა, მისმა შვილმა უპასუხა, რომ წაიქცა. მოწმის განმარტებით ის არასოდეს შესწრებია მისი შვილის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტს მეუღლის მხრიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს----- ტ--------–------მა დაადასტურა, რომ მის შვილს გ---------------–------- და მის სიძეს არ---------------ს შორის შეურაცხყოფის ფაქტს არასოდეს არ შესწრებია, მათ აქვთ კარგი ურთიერთობა. მოწმის განმარტებით შსს ა---–---–---ს რაიონულ განყოფილებაში დაესწრო არასრულწლოვანი შვილიშვილების გამოკითხვას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------ ა-------მა დაადასტურა, რომ ბრალდებულ არ---------------ის მეზობელია. მისი შვილები და ა.ბეგრაკიანის შვილები თანაკლასელები არინ. 201- წლის აპრილის ბოლოს დამრიგებლის თხოვნით (ვინაიდან ბავშვები გაკვეთილებს აცდენდნენ) მივიდა არ---------------ის სახლში, სადაც მას დახვდა გ---------------–-------. გ-----ს განმარტებით, არ---------------ს ყავდა საყვარელი და სახლში მოხდა ჩხუბი, რა დროსაც არ---------------მა გ-----ს მიაყენა სხეულის დაზიანებები. ასევე განმარტა, რომ ის პირადად არ შესწრებია ოჯახში კონფლიქტს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---–-----–-----–-----მა დაადასტურა, რომ ბრალდებულ არ---------------ის მეზობელია. 201- წლის აპრილის ბოლოს, გ---------------–-------ს თხოვნით მივიდა მასთან. გ-----სთან სახლში იმყოფებოდა გ-----ს დედა ვა--------------------–-------. გ-----ს სახეზე ემჩნეოდა სილურჯე. მის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა გ-----მ არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ მის მეუღლეს ყავდა საყვარელი. ასევე განმარტა, რომ ამ ინციდენტამდე მას არ გაუგია, რომ ა------ას ეცემა გ-----. თუმცა, გ-----მ შემდეგ მოუყვა, რომ არ---------------მა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამედიცინო ექსპერტიზის #4--------- დასკვნით, 1-.07.201- წ, მოქ. გ---------------–------- ტრამვული დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით გ----- ტ-------–-------ა არ---------------ის ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტმა მ--------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნის კვლევით ნაწილში ასახული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან და ფიზიკურ ტკივილთან მიმართებაში მიაწოდა უშუალოდ შესამოწმებელმა პირმა - გ----- ტ-------–-------ა. მიღებული ინფორმაცია ზედმიწევნით ასახა დასკვნაში.
თავის მხრივ, ბრალდებულმა არ---------------მა გამოიყენა მისთვის კანონით განსაზღვრული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა არგუმენტაცია და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნეს დადგენილი არ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც სასამართლოს, როგორც ობიექტურ დამკვირვებელს დაეხმარებოდა დანაშაულის მატერიალური ფაქტის და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა გ----- ტ-------–-------ა, არასრულწლოვანმა მოწმეებმა ა-------- და ა-–------ ბ-----------მა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები ა---–-----–-----–-----ი, ს----------------, ვა--------------------–-------, რომელთა ზეპირი ჩვენებები თავისი არსით და შინაარსით წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებას, არცერთი მათგანი უშუალოდ არ შესწრებია ძალადობას, მათი ნაწილი ინფორმაციას ფლობს დაზარალებულთან კომუნიკაციით, ხოლო ნაწილმა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მიიღეს ირიბი მოწმეებისგან. მოწმეების ჩვენებები არის ირიბი, გარდა ამისა, ვერ მოხდა ინფორმაციის უშუალო წყაროს გადამოწმება, რადგან არასრულწლოვანმა მოწმეებმა ა-–------ და ა-------- ბ-----------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება გამომძიებლის ჯ---- ჭ---------ნის ჩვენებას, აღნიშნული ვერ გახდება საფუძველი დაზარალებულის გულწრფელობის შესაფასებლად, ვინაიდან დაზარალებულის გამოკითხვა მოხდა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიდან დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ (საქმის მასალებით დანაშაული მოხდა 20.04.201- წ. დაზარალებული გამოიკითხა 10.06.201- წ), შესაბამისად მისი ფსიქო-ემოციური განწყობა არ იყო იმწუთიერი. ამდენად, პირდაპირი მტკიცებულების ანდა მტკიცებულებების გარეშე, მაშინ როცა უტყუარად არ არის დადგენილი დაზიანების წარმოშობის მექანიზმი და დამზიანებელი, ექსპერტიზის დასკვნა ცალკე აღებული არ არის საკმარისი პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად.
სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული კონვენცია არ ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნეს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე, მაშინ როდესაც ინფორმაციის უშუალო წყარო და შესაძლო დანაშაულის პოტენციური თვითმხილველი მოწმეები არ აწვდიან მართლმსაჯულებას ინფორმაციას, ანუ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, მსხვერპლის და ძალადობის თვითმხილველი მოწმეების ეს არაგონივრული უმოქმედობა უნდა დაბალანსდეს სხვა წონადი მტკიცებულებით, რაც საკმარისია ოჯახში ძალადობის მატერიალური ფაქტის დასადგენად. ირიბი მოწმეების ჩვენებების შეფასების ჭრილში, სასამართლო განმარტავს, მართალია, როგორც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს პირის მსჯავრდებისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება სისტემატური შეურაცხყოფის და არა ერთჯერადი შეურაცხყოფის ფაქტი გარდა ამისა უნდა იკვეთებოდეს შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა გ----- ტ-------–-------ა მასზე განხორციელებული ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს, ისევე როგორც არასრულწლოვანებმა ა-------- და ა-–------ ბ-----------მა არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ბუნებრივია უარყოფილია ასევე მისი მხრიდან მიყენებული ტანჯვის საკითხი. ხოლო, რაც შეეხება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, არ---------------ის ქმედების შედეგად გ----- ტ-------–-------ა განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა. თუმცა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა და დაზიანება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების, მორალური (ტანჯვის) არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს გაცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარომ (დაზარალებული) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, უტყუარად იმ პირის ვინაობაც კი არ დგინდება ვის ინფორმაციასაც ყვებიან სასამართლოზე მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. დაზარალებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ეს უკანასკნელი იგივეს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე, ისეთივე დატვირთვა და მტკიცებულებითი ძალა აქვს, როგორც გამოძიებაში ჩატარებულ გამოკითხვის ოქმს ან საგამოძიებო ექსპერიმენტს და რაიმე არსებითი ხასიათის განსხვავება მათ შორის არ არსებობს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა შეიქმნას საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლის არსებობის მცდარი წარმოდგენა.
საყურადღებოა, რომ საქმეში, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არ---------------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ---------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
არ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას არ---------------ის (პირადი №0----------), კუთვნილ უძრავ ქონებას (საცხოვრებელ ბინა) (მისამართი: ქ.ა---–---–---, ს----------------------------–------------), საკადასტრო კოდი 6-.1-.3-.0--.0--0--.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ა---–---–---ს რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან