განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002915651
საქმე N1-226/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10.04. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------------–---–ი
ბრალდებული: აი-----------------ლი
მამის სახელი: ა-–-
დაბადებული: 2--07.1981 წელი
პასპორტის ნომერი: O-------5
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. იზ----ი.
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, გ. შა----–----------
ადვოკატი - ნუ-------------–-ძე
თარჯიმანი - ინ---------ა
კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171180219002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 00:25 საათზე, ქ. ბათუმში, შა----–---ს ქუჩა N8-ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას აი-----------------ლმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმების მოქაჩვითა და სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ფა----------–---–---ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი
2.1. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა აი-----------------ლმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფა----------–---–---ას, რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი.
2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აი-----------------ლი და ფა----------–---–---ა იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ყავთ საერთო შვილი;
2.9. ამდენად, სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ფა----------–---–---ას, ირინე ჭკუასელის, გულნარა გვილორიძის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინების ოქმი, შემაკავებელი ორდერის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა აი-----------------ლმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია აი-----------------ლის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ აი-----------------ლს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძა-–-ს გამოყენებით;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ აი-----------------ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვა-–-სწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვა-–-ფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვა-–-სწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვა-–-სწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპის გათვა-–-სწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვა-–-სწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები; როგორც საქმის განხილვისას დადგინდა, ბრალდებული დასაქმებულია ქ. ბათუმში არის სტილისტი; სამი წელია ცხოვრობს ბათუმში ოჯახთან ერთად; ის აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ინანიებს ჩადენილს; დაზარალებულთან შერიგებულია, მას რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია;
დაზარალებულმა საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ აქვს, ამჟამად არის ფეხმძიმედ, არსად არ მუშაობს იმყოფებოდა მეუღლის კმაყოფაზე;
5.7. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აი-----------------ლის მიმართ პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვა-–-სწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სასჯელის ნაწილის უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და აი-----------------ლის პიროვნების გათვა-–-სწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის ინტერესს;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაა - საქართველოს შსს 112 დან მოწოდებული შეტყობინების ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ საქმეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული აი-----------------ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ აი-----------------ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ აი-----------------ლს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ აი-----------------ლს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;
ნივთიერი მტკიცებულება - საქართველოს შსს სსიპ 112-დან მოწოდებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე