გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,დ-------------------–-------------------------"
წარმომადგენელი - ა------------------ი
მოპასუხე - ნ---------ე
წარმომადგენელი - ს--–--------------–--ე, ნ------------------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ---------ეს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 850 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 05 ოქტომბერს თბილისში, ბ--–--------------------------–--------------–----ს“ ავტოსადგომზე, მერსედესის მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალების, სახ. ნომრით M------ ექსპლოატაციისას, მოპასუხე ნ---------ემ გააღო კარი და დააზიანა სს ,,დ-------------------–-------------------------"-ში დაზღვეული შპს ,,დ-----------“-ს კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C------.
ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორის მიერ 2018 წლის 05 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, მოპასუხე ნ---------ე თანახმაა ზარალის ანაზღაურებაზე.
2018 წლის 15 ოქტომბრის შ------- მიერ გაცემულ ინვოისში მითითებულია სარემონტო მომსახურების ფასი 1250 ლარი, ხოლო 2018 წლის 19 ნოემბრის შპს ,,ა-----------------ის“ საექსპერტო დასკვნით ზარალი შეფასებულია 850 ლარად, რის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------".
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ნ---------ემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2018 წლის 05 ოქტომბრის რეაგირების ოქმიდან ჩანს, რომ მოპასუხე ნ---------ის ბრალით დაზიანდა მხოლოდ მითითებული ავტომანქანის მარჯვენა წინა ბამპერი და წინა მარჯვენა ფრთა, ავტომანქანას აღენიშნებოდა ძალიან მცირე ზომის დაზიანება. მოპასუხე არ ეთანხმება შ------- მიერ გაცემულ ინვოისში მითითებული სარემონტო მომსახურების ფასს 1250 ლარს და განმარტავს, რომ ფასი არალოგიკურად მაღალია. ასევე არ ეთანხმება 2018 წლის 19 ნოემბრის შპს ,,ა-----------------ის“ საექსპერტო დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ არ არის მითითებული თუ რის საფუძველზე განხორციელდა ზარალის შეფასება და ასევე არ არის მითითებული თუ რა სახის დაზიანებაზეა საუბარი. მოპასუხის განმარტებით დაზიანების აღმოფხვრისათვის საჭირო მაქსმილური თანხა შეიძლება მერყეობდეს 300-დან 400 ლარამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 05 ოქტომბერს თბილისში, ბ--–--------------------------–--------------–----ს“ ავტოსადგომზე, მერსედესის მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალების, სახ. ნომრით M------ ექსპლოატაციისას, მოპასუხე ნ---------ემ გააღო კარი და დააზიანა სს ,,დ-------------------–-------------------------"-ში დაზღვეული შპს ,,დ-----------“-ს კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C------.
ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორის მიერ 2018 წლის 05 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, მოპასუხე ნ---------ე თანახმაა ზარალის ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- რეაგირების ოქმი.
3.1.2. შპს ,,დ-----------“-ს კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით C------, მიყენებული ზიანის ოდენობა 2018 წლის 15 ოქტომბრის შ------- მიერ გაცემულ ინვოისით განისაზღვრა ჯამში 1250 ლარით, რაც 2018 წლის 19 ოქტომბერს სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს მხრიდან ანაზღაურებულია შ--------“-ს სასარგებლოდ 1249.99 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალება N---------;
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი;
- შპს „აკას“ 15.10.2018 წლის ინვოისი N-----.
3.1.3. შპს ,,დ-----------“-ს კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით C------, მიყენებული ზიანის ოდენობა 2018 წლის 19 ნოემბრის შპს ,,ა-----------------ის“ საექსპერტო დასკვნით შეფასებულია 850 ლარად, რის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ა-----------------ის“ საექსპერტო დასკვნა;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.4. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს ,,დ-------------------–-------------------------"-ში.
შპს ,,დ-----------“-სა (მზღვეველი) და სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს (შემსყიდველი/დამზღვევი) შორის გაფორმებული N------------- დაზღვევის პოლისის თანახმად, განაცხადი წარმოადგენს ერთიან დაზღვევის ხელშეკრულებას, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამზღვევის მიერ ავტოტრანსპორტის სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა. მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს პოლისის გაფორმებიდან ეტაპობრივად, დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - მერსედესის მარკის ავტომანქანის S-450, სახელმწიფო ნომრით C------ - დაზღვევა, სადაზღვევო რისკებია: ავტოსაგზაო შემთხვევა, სტიქიური უბედურებები, ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, ვანდალიზმი, სხვადასხვა საგნის დაცემა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.
პოლისი ასევე მოიცავს ფასების ცხრილს, კონკრეტულ დაზიანებებზე მითითებით.
სახელმწიფო ნომრით C------ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პოლისში აღნიშნულია, რომ მზღვეველს წარმოადგენს სს ,,დ-------------------–-------------------------". აღნიშნული გარემოებების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იყო სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს მიერ დაზღვეული და მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას იმ მანქანაზე, რომელიც მის მიერ იყო დაზღვეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პოლისი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,დ-----------“-ს კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით C------ - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 850 ლარს. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა 2018 წლის 19 ნოემბრის შპს ,,ა-----------------ის“ საექსპერტო დასკვნა. აღნიშული მტკიცებულების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ავტომანქანას აღენიშნებოდა ძალიან მცირე ზომის დაზიანება და დაზიანების აღმოფხვრისათვის საჭირო მაქსმილური თანხა შეიძლება მერყეობდეს 300-დან 400 ლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განახორციელა მოპასუხემ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი; 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ოქტომბერს თბილისში, ბ--–--------------------------–--------------–----ს“ ავტოსადგომზე, მერსედესის მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალების, სახ. ნომრით M------ ექსპლოატაციისას, მოპასუხე ნ---------ემ გააღო კარი და დააზიანა სს ,,დ-------------------–-------------------------"-ში დაზღვეული შპს ,,დ-----------“-ს კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით C------; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის ზემოთაღნიშნული ქმედება, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ნ---------ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მოსარჩელეზე, მზღვეველზე - სს ,,დ-------------------–-------------------------"-ზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში მომსახურების საფასურისთვის გადახდილია 21 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება და სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში მომსახურების საფასურის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,დ-------------------–-------------------------"- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ნ---------ეს სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 850 ლარი;
3. მოპასუხე ნ---------ეს სს ,,დ-------------------–-------------------------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ და 21 ლარი სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე