განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
030100119002846746
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100119002846746

№1/34-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

20 მარტი 2019 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატი ა-–---------- ნ--------

ბრალდებული: ა-–---- ბ----–---–ი

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 1--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგო----ეობა: გ-------–-------–-

პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლეობა: ნასამართლევი

მცხოვრები: საქართველო, ქ.ფ------ ა-------–-- ქ.N--

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის განაჩენით ა-–---- ბ----–---–ი მსჯავრდებულ იქნა მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2019 წლის 24 იანვარს დაახლოებით დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე ა-–---- ბ----–---–მა ქ.ფ----–-- ა-------–-- ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ღუმელის ლითონის ცეცხლსაჩხრეკი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და ზურგის არეში მამას - ა------ ბ----–---–ს, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

 

სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ა-–---- ბ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერესებულ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.

 

ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დაზარალებული ა------ ბ----–---–ი არის ბრალდებულ ა-–---- ბ----–---–ის მამა.

 

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ: ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

2019 წლის 25 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ მიჩნეულ იქნა სადავოდ.

 

3.1. მოწმე ა------ ბ----–---–მა განმარტა, რომ მას და მის შვილს - ა-–---- ბ----–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, მიზეზი არ ახსოვს. მას ა-–---- ბ----–---–მა თავში ჩაარტყა ორჯერ რკინა, იყო დასისხლიანებული, გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია. მას თვენახევარი ეტყობოდა სახეზე დაზიანება. ის შეურიგდა ა-–---- ბ----–---–ს, პატიობს ყველაფერს და არ უნდა, რომ ციხეში ჩასვან.

 

3.2. მოწმე გ------- ლ-------მ განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ინსპექტორ-გამომძიებელ კ---- კ-----–-----სთან ერთად, რა დროსაც კ---- კ-----–-----ს სამმართველოდან დაურეკა მორიგე რ----- ს-------მ და უთხრა, რომ შეტყობინება იყო შემოსული ქ.ფ------ ა-------–-- ქუჩა N---ში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ის კ---- კ-----–-----სთან ერთად გაემართა აღნიშნულ მისამართზე, სადაც ეზოში შემოხვდათ ა------ ბ----–---–ი, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა ა-–---- ბ----–---–მა.მას (ა------ ბ----–---–ს) სახის მიდამოში ედო დოლბანდი და დაზიანების კვალიც ეტყობოდა. კ---- კ-----–-----სთან ერთად შევიდა სახლში, სადაც მათ დახვდათ ა-–---- ბ----–---–ი, რომელიც მამის მისამართით იყო აგრესიულად განწყობილი. მათ მას განუმარტეს თუ რისთვისაც იყვნენ მისულები, განუმარტეს მისი უფლებები, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შეადგინეს დაკავების და ჩხრეკის ოქმები და წაიყვანეს ფ----ის ს----–---- ს-----------–--ში. მან არ იცის ა------ ბ----–---–ი ნასვამი იყო თუ არა.

 

3.3. მოწმე კ---- კ-----–-----მ განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მას დაურეკა სამმართველოდან მორიგემ და უთხრა, რომ შესული იყო შეტყობინება ქ.ფ------ ა-------–-- ქუჩა N---დან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. დაახლოებით ღამის 09 საათი იქნებოდა ის გ------- ლ-------სთან ერთად გაემართა აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ ა------ ბ----–---–ი, რომელსაც სახე ჰქონდა დასისხლიანებული, მათ შეკითხვაზე თუ რა ხდებოდა, ა------ ბ----–---–მა განუმარტა, რომ შვილმა ა-–---- ბ----–---–მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით სახლში იყო ა-–---- ბ----–---–იც, რომელიც იყო წამოწოლილი. მათ ა-–---- ბ----–---–ს განუმარტეს თუ რისთვის იყვნენ მისულები, განუმარტეს უფლებები, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შეადგინეს ოქმები, დააკავეს ა-–---- ბ----–---–ი და წაიყვანეს სამმართველოში. ა------ ბ----–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში.

 

3.4. მოწმე გ------- მ---–-----მ განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ქ.ფ------ ა-------–-- ქუჩა N---ში ა------ ბ----–---–ის საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე დაზარალებულმა მიუთითა ცეცხლსაჩხრეკზე რომელიც იდო შეშის ფეჩის გვერდით და განმარტა, რომ ამით მიაყენა შვილმა ა-–---- ბ----–---–მა დაზიანება. მოწმის განმარტებით ამოღებული ცეცხლსაჩხრეკი დალუქულ იქნა. მათ დაასურათეს შემთხვევის ადგილი. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.5. მოწმე ო---- ს------მ განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს ფ----ის ს----–---- ს-----------–--ში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც შევიდა შეტყობინება ქ.ფ----–-- ა-------–-- ქუჩა N---ში ა-–---- ბ----–---–ის მიერ მამის ა------ ბ----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. მან დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოკითხა მოწმის სახით დაზარალებული ა------ ბ----–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი შვილი ა-–---- ბ----–---–ი ეკამათებოდა დედას, კერძოდ სთხოვდა ფულს, რა დროსაც შევიდა თვითონაც იმ ოთახში, სადაც კამათობდა დედა-შვილი და როდესაც ჰკითხა ა-–----ს თუ რა ხდებოდა ა-–---- ამაზე გაღიზიანდა, აიღო ცეცხლსაჩხრეკი და მიაყენა დაზიანება ხელებზე და სახის არეში. ა------ ბ----–---–ზე ნასვამობა არ შეუმჩნევია, უფრო აღელვება ეტყობოდა. მის მიერ გამოკითხულ იქნა ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმეში, მის მიერ აგრეთვე გამოკითხულ იქნა ის მოქალაქე, რომელმაც დარეკა 112-ში ამ საქმესთან დაკავშირებით. მის მირ გამოკითხულ იქნა ა-–---- ბ----–---–ი ბრალდებულის სახით, რომელმაც განმარტა, რომ იყო უდანაშაულო.

 

3.6. მოწმე რ----- ს-------მ განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს ფ----ის ს----–---- ს-----------–--ში იყო მორიგე, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ექიმი დაუკავშირდა 112-ის სამსხურს და განუცხადა, რომ ა-------–-- ქუჩა N---ში მცხოვრები მოქალაქე ა------ ბ----–---–ი დახვდათ ნაცემი მისი შვილის ა-–---- ბ----–---–ის მიერ. მან მაშინვე შეატყობინა აღნიშნული ხელმძღვანელობას, დაუკავშირდა მოძრავ საპატრულო ჯგუფში მყოფ ინსპექტორ-გამომძიებელ კ---- კ-----–-----ს და განუმარტა საქმის ვითარება. ცოტა ხანში სამმართველოში გამოცხადდა ა------ ბ----–---–ი, რომელიც დაიკითხა გამომძიებელ ო----ი ს------ს მიერ. ის განმარტავს, რომ ა------ ბ----–---–ის მოსვლის შემდეგ ცოტახანში მოიყვანეს ხელბორკილ დადებული ა-–---- ბ----–---–ი, რომელიც მან გაატარა სამორიგეო წიგნში.

 

3.7. მოწმე ლ--–- დ------მ განმარტა, რომ არის სასწრაფო დახმარების ექიმი. საღამო ხანი იყო, თარიღი არ ახსოვს, შემოვიდა შეტყობინება, რომ ა-------–-- ქუჩა N---ში ქალბატონს სჭირდებოდა დახმარება. აღნიშნულ მისამართზე რომ მივიდნენ, მათ კარებთან დახვდათ მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სჭირდებოდა დახმარება. მამაკაცი იყო აღელვებული და ნასვამ მდგომარეობაში. მან ის შეიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანაში, როდესაც დაათვალიერა, ნახა, რომ დაზიანებები ჰქონდა სახის არეში და ორივე ხელის ზედა კიდურზე ჰქონდა ნაკაწრები. დაზიანებების სიმძიმე ზუსტად არ ახსოვს, ყველაფერი მოცემულია სამედიცინო ბარათში, რომელიც შევსებულ იქნა მის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ეთანხმება ამ ბარათში მოცემულ მონაცემებს. გამომდინარე იქედან, რომ მათთან შეტყობინება შემოსული იყო არა იმაზე, რომ მამაკაცს სჭირდებოდა დახმარება, არამედ ქალბატონს, აქედან გამომდინარე ის მამაკაცისთვის დახმარების გაწევის შემდეგ შევიდა სახლში, სადაც მას დახვდა ქალბატონი, რომელსაც სუნთქვა ჰქონდა გახშირებული ნერვიულობის ნიადაგზე. როგორც გაირკვა ეს ქალბატონი იყო ფილტვის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებული და მას არ ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, თვითონ გამოვიდოდა ამ მდგომარეობიდან. აქედან გამომდინარე მათ მიერ სამედიცინო დახმარება აღმოჩენილ იქნა მხოლოდ მამაკაცისთვის. როგორც მან გაარკვია, ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. მამაკაცი პასუხობდა ადეკვატურად, მას სიმთვრალე არ ეტყობოდა.

 

3.8. მოწმე ი------- ა----–--მ განმარტა, რომ არის ბრალდებულ ა-–---- ბ----–---–ის მეზობელი. მისი განმარტებით იანვრის თვე იყო რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, ალბათ ღამის ცხრა საათი იქნებოდა, როცა ა------ ბ----–---–ი მივიდა მასთან და თხოვა დაერეკა 112-ში, რათა მისი მეუღლე ნ--- იყო ცუდად. ა------- მისგან მოშორებით იდგა და გამომდინარე იქედან, რომ მხედველობის პრობლემა აქვს არ შეუმჩნევია რამე დაზიანება ქონდა თუ არა. მან დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ა-------–-- ქუჩა N---ში ქალბატონს სჭირდებოდა დახმარება, თვითონ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ წავიდა ბ----–---–ების სახლში. ბ----–---–ების ოჯახში მომხდარ ფაქტზე გაიგო მაშინ, როცა მას იმ საღამოსვე დაურეკეს 112-დან და უთხრეს, რომ იყვნენ აღნიშნულ მისამართზე და ქალბატონის ნაცვლად დახვდათ შვილის ა-–---- ბ----–---–ის მიერ ნაცემი ა------ ბ----–---–ი და ჰკითხეს ის ქალბატონი, რომელზეც დარეკა სად მოეძებნათ.

 

3.9. 2019 წლის 31 იანვრის N---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 25.01.2019 წ. 03:36-03:48 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ა------ ბ----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებებში.

 

4.2. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თავი ცნო დამნაშავედ.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის შეჯიბრებითობა, თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში შეკრებილია ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ა-–---- ბ----–---–ის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ დგინდება ა-–---- ბ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ა-–---- ბ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (მამა), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ა-–---- ბ----–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ა-–---- ბ----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–---- ბ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების აღიარება და მონანიება.

 

ა-–---- ბ----–---–ის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ ბრალდებულის პიროვნებას.

 

ა-–---- ბ----–---–ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, დედა და ძმა, რომლებსაც აქვთ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არის ა-–---- ბ----–---–ი, ის დაზარალებულთან შერიგებულია.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ზომის სასჯელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არის ნასამართლევინალებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების, მათ შორის ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

 

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას მინიმალური გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დადგენილია, რომ ა-–---- ბ----–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ის ნასამართლევია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი ა-–---- ბ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი 6 თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული 2019 წლის 24 იანვრის 21:00 საათიდან იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც ეს პერიოდი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

ა-–---- ბ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი 6 თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა-–---- ბ----–---–ის მიმართ ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით, რომელიც 2016 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შეეცვალა ჯარიმით 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ა-–---- ბ----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი 6 თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

 

მსჯავრდებულ ა-–---- ბ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 იანვრის 21:00 საათიდან.

 

მსჯავრდებულ ა-–---- ბ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცება ლითონის ცეცხლსაჩხრეკი, რომელიც ინახება ფ----ის ს----–---- ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-–---- ბ----–---–ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

მსჯავრდებულ ა-–---- ბ----–---–ის ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე