გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2816-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მ--–---- უ--------–--ე
წარმომადგენელი - მ--------------–--
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანება.
1.3. მოსარჩელე აღდგენილი იქნას სამსახურში.
1.4. მოპასუხეს დაევალოს მ--–---- უ--------–--ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. ასევე განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 სექტემბრის №5--- პ/შ ბრძანებით, შსს ს-------------------------–----–--------------–------ს დ-------------ის კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, ს------–----------------ს პოლკოვნიკი - მ--–---- უ--------–--ე დაინიშნა შსს სსიპ - ჯ---------–---------–--------------ის უ------------------ლედ - ს----------------------------------------------დ 2005 წლის 25 აგვისტოდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 სექტემბრის №5--- პ/შ ბრძანება (ს.ფ. 63).
3.1.2. 2017 წლის 6 დეკემბერს, მ--–---- უ--------–--ემ პატაკით მიმართა შსს მინისტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ (პირადი პატაკის საფუძველზე) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ---------–---------–--------------ის უ-------------------–----–--------------------------–-–--- პოლკოვნიკი - მ--–---- უ--------–--ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 6 დეკემბრის მ--–---- უ--------–--ის პატაკი (ს.ფ. 52);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 50).
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ - საქართველოს შსს ჯ---------–---------–--------------ის უ-----------------–-----------–----–--------------------------–-–--- პოლკოვნიკი - მ--–---- უ--------–--ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 7 აპრილიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 51).
3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს - თ------------–--ემ, ა-–---------------------მა, გ----------–----–---–მა და დ--------------–---–მა, 2017 წლის 16 ნოემბერს - გ-------–------–---მ, გ---------–----–-–---–მა, ა-–---------------------–---–მა და მ------------------მ, 2017 წლის 17 ნოემბერს - ვ-–------------მ, 2017 წლის 20 ნოემბერს - მ--------–---------------მ, ზ------------–---მ, შ--–------------მ, გ--------------–---მა და თ-------------ემ, 2017 წლის 21 ნოემბერს - ი--------------–---–მა, 2017 წლის 29 ნოემბერს - ა----------–---–მა, 2017 წლის 1 დეკემბერს - გ--------------------მა, 2017 წლის 8 დეკემბერს - კ------------–---–მა, 2017 წლის 9 დეკემბერს - გ-----------–--ემ და გ------------ემ, 2017 წლის 11 დეკემბერს - ი-----–--------ემ და გ--------------------ემ, 2017 წლის 18 დეკემბერს - ა-–-----------–--–--ემ პატაკებით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვეს დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 13 ნოემბრის თ------------–--ის პატაკი (ს.ფ. 97);
- 2017 წლის 13 ნოემბრის ა-–---------------------ის პატაკი (ს.ფ. 111);
- 2017 წლის 13 ნოემბრის გ----------–----–---–ის პატაკი (ს.ფ. 113);
- 2017 წლის 13 ნოემბრის დ--------------–---–ის პატაკი (ს.ფ. 117);
- 2017 წლის 16 ნოემბრის გ-------–------–--ის პატაკი (ს.ფ. 95);
- 2017 წლის 16 ნოემბრის გ---------–----–-–---–ის პატაკი (ს.ფ. 105);
- 2017 წლის 16 ნოემბრის ა-–---------------------–---–ის პატაკი (ს.ფ. 109);
- 2017 წლის 16 ნოემბრის მ------------------ს პატაკი (ს.ფ. 119);
- 2017 წლის 17 ნოემბრის ვ-–-----------ის პატაკი (ს.ფ. 115);
- 2017 წლის 20 ნოემბრის მ--------–--------------ის პატაკი (ს.ფ. 93);
- 2017 წლის 20 ნოემბრის ზ------------–--ის პატაკი (ს.ფ. 101);
- 2017 წლის 20 ნოემბრის შ--–-----------ის პატაკი (ს.ფ. 107);
- 2017 წლის 20 ნოემბრის გ--------------–---ის პატაკი (ს.ფ. 126);
- 2017 წლის 20 ნოემბრის თ-------------ის პატაკი (ს.ფ. 141);
- 2017 წლის 21 ნოემბრის ი--------------–---–ის პატაკი (ს.ფ. 103);
- 2017 წლის 29 ნოემბრის ა----------–---–ის პატაკი (ს.ფ. 131);
- 2017 წლის 1 დეკემბრის გ--------------------ის პატაკი (ს.ფ. 99);
- 2017 წლის 8 დეკემბრის კ------------–---–ის პატაკი (ს.ფ. 123-124);
- 2017 წლის 9 დეკემბრის გ-----------–--ის პატაკი (ს.ფ. 136);
- 2017 წლის 9 დეკემბრის გ------------ის პატაკი (ს.ფ. 139);
- 2017 წლის 11 დეკემბრის ი-----–--------ის პატაკი (ს.ფ. 121);
- 2017 წლის 11 დეკემბრის გ--------------------ის პატაკი (ს.ფ. 128-129);
- 2017 წლის 18 დეკემბრის ა-–-----------–--–--ის პატაკი (ს.ფ. 133).
3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ი-----------–- დ-------------ის დ------------, პოლიციის ლეიტენანტი - თ------------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ს----------–-------–-–-------------------ის დ------------, პოლიციის მაიორი - ა-–---------------------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ქ-------–---------–-–--ს დ-------------ის დ------------, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გ----------–----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ცენტრალური კ--------–----- პოლიციის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - დ--------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ე-------------ი დ-------------ის დ------------ - გ-------–------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ო-----------–ი უზრუნველყოფის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - გ---------–----–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ს-----------–--------–---------ი დ-------------ის დ------------, პოლიციის მაიორი - ა-–---------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ე-------------ი დ-------------ის დ------------ს მოადგილე - მ------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შ-------------ის დ-------------ის დ------------ - ვ-–------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 20 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ს-------–------------------------ების დ-------------ის დ------------, პოლიციის მაიორი - შ--–------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს გ----------------–-------–--ათა დ-------------ის დ------------, პოლიციის გენერალ-მაიორი - მ--------–--------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ლ----------ის დ-------------ის დ------------, პოლიციის ლეიტენანტი - ზ------------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ო--------------–-ის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - ი--------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ლ----------ის დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - გ--------------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს გ----------------–-------–--ათა დ-------------ის დ------------ს მ--------–---–----------------------------------------–--------------/პოლკოვნიკი - თ-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ს-------–------------------------ების დ-------------ის დ------------ს მოადგილე - ა----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შსს კ-----ის პოლიციის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - გ--------------------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შსს კ-----ის პოლიციის დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - კ------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შსს ლ----------ის დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის ლეიტენანტი - გ--------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--ს დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - გ-----------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--ს დ-------------ის დ------------ს მოადგილე (დ-------------------თ), პოლიციის პოლკოვნიკი - გ------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №3------ ბრძანებით, შსს ი-----------–- დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - ი-----–--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 დეკემბრის №3------ ბრძანებით, შსს ს----------–-------–-–-------------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - ა-–-----------–--–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში 2017 წლის 18 დეკემბრიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 96);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 110);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 112);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 116);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 94);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 104);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 108);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 118);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 114);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 20 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 106);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 92);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 100);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 102);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 140);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 125);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 ნოემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 130);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 98);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 122);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 127);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 134);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ. 137);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №3------ ბრძანება (ს.ფ. 120);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 დეკემბრის №3------ ბრძანება (ს.ფ. 132).
3.1.6. მოსარჩელის განმარტებით, იგი, 2017 წლის დეკემბრის თვეში დაიბარეს სამინისტროს კადრების განყოფილებაში და იძულებით დააწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--–---- უ--------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ და 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ხოლო მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ---------–---------–--------------ი.
აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--–---- უ--------–--ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ---------–---------–--------------ის უ------------------ლის - ც--------------------- თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პოლიციის პოლკოვნიკი. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამავე ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, „დ“ ქვეპუნქტით: კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს მ--–---- უ--------–--ემ პატაკით მიმართა შსს მინისტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ---------–---------–--------------ის უ-------------------–----–--------------------------–-–--- პოლკოვნიკი - მ--–---- უ--------–--ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ - საქართველოს შსს ჯ---------–---------–--------------ის უ-----------------–-----------–----–--------------------------–-–--- პოლკოვნიკი - მ--–---- უ--------–--ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 7 აპრილიდან.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრებში აყვანის თაობაზე მიღებული აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლო ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ზოგადი პრინციპის - შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რომლის შესაბამისადაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბრის თვეებში, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოხდა თანამდებობებიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით პატაკების დაწერა, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირადი პატაკების საფუძველზე თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ:
2017 წლის 13 ნოემბერს, შსს ი-----------–- დ-------------ის დ------------, პოლიციის ლეიტენანტი - თ------------–--ე, შსს ს----------–-------–-–-------------------ის დ------------, პოლიციის მაიორი - ა-–---------------------ი, შსს ქ-------–---------–-–--ს დ-------------ის დ------------, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გ----------–----–---–ი, შსს ცენტრალური კ--------–----- პოლიციის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - დ--------------–---–ი.
2017 წლის 16 ნოემბერს, შსს ე-------------ი დ-------------ის დ------------ - გ-------–------–---, შსს ო-----------–ი უზრუნველყოფის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - გ---------–----–-–---–ი, შსს ს-----------–--------–---------ი დ-------------ის დ------------, პოლიციის მაიორი - ა-–---------------------–---–ი, შსს ე-------------ი დ-------------ის დ------------ს მოადგილე - მ------------------.
2017 წლის 17 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შ-------------ის დ-------------ის დ------------ - ვ-–------------.
2017 წლის 20 ნოემბერს, შსს ს-------–------------------------ების დ-------------ის დ------------, პოლიციის მაიორი - შ--–------------.
2017 წლის 21 ნოემბერს, შსს გ----------------–-------–--ათა დ-------------ის დ------------, პოლიციის გენერალ-მაიორი - მ--------–---------------, შსს ლ----------ის დ-------------ის დ------------, პოლიციის ლეიტენანტი - ზ------------–---, შსს ო--------------–-ის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - ი--------------–---–ი, შსს ლ----------ის დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - გ--------------–---ი, შსს გ----------------–-------–--ათა დ-------------ის დირექტორის მ--------–---–----------------------------------------–--------------/პოლკოვნიკი - თ-------------ე.
2017 წლის 29 ნოემბერს, შსს ს-------–------------------------ების დ-------------ის დ------------ს მოადგილე - ა----------–---–ი.
2017 წლის 1 დეკემბერს, შსს კ-----ის პოლიციის დ-------------ის დ------------, პოლიციის პოლკოვნიკი - გ--------------------ი.
2017 წლის 11 დეკემბერს, შსს კ-----ის პოლიციის დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - კ------------–---–ი, შსს ლ----------ის დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის ლეიტენანტი - გ--------------------ე, შსს ქ-------–---------–-–--ს დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - გ-----------–--ე, შსს ქ-------–---------–-–--ს დ-------------ის დ------------ს მოადგილე (დ-------------------თ), პოლიციის პოლკოვნიკი - გ------------ე,2017 წლის 13 დეკემბერს, შსს ი-----------–- დ-------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - ი-----–--------ე.
2017 წლის 18 დეკემბერს, შსს ს----------–-------–-–-------------------ის დ------------ს მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - ა-–-----------–--–--ე.
ამდენად, დადგენილია, რომ მოცემულ პერიოდში, კერძოდ 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით პირადი პატაკის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილი იქნენ ზემოთ მითითებული ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირები.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაანთავისუფლა პირადი პატაკის საფუძველზე მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ ის გარემოება, თუ რატომ გადაწყვიტა მან პატაკის დაწერა და აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. კერძოდ, აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის გამოკვლეული მოსარჩელე - მ--–---- უ--------–--ის განცხადების (პატაკის) დაწერის ნება, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ხომ არ ჰქონდა განცხადების დაწერის იძულების ფაქტს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ პატაკის დაწერისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების აყვანის პერიოდში სახეზეა ერთგვარი ტენდენცია, როდესაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, სამინისტროს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ერთდროულად მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებული თხოვნით.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მ--–---- უ--------–--ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ხომ არ ჰქონდა მოსარჩელის მიმართ პატაკის დაწერისას იძულების ფაქტს ადგილი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის ჯერ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების, ხოლო შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემას.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე, 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანება მისი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, არ არის დადგენილი მოსარჩელის ნება პატაკის დაწერის ფაქტთან დაკავშირებით.
შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ და 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებები და მოპასუხეს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, რადგანაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, ამ მომენტისთვის სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–---- უ--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ და 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებები და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს ი---- ბ--------ს მიერ 2018 წლის 08 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №0, ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22, გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი