გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
020210118002309177
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 02-210-1-002309177 (2/277-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.02.2-19 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ,,ს-------–----------------------"

წარმომადგენელი გი---------------–---–ი

მოპასუხე შპს "ევ----------–"

წარმომადგენელი ლა------------–---–ი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ევ----------–ს" სს ,,ს-------–----------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 315764,45 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. შპს ,,ევ----------–ს" სს ,,ს-------–----------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 297781 აშშ დოლარის წლიური 6 % - დღეში 48,62 აშშ დოლარი სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე

 

მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სს ,,ს-------–---------------------- 2-1--2--- წ შპს ,,ევ----------–ს" ეტაპობრივად ურიცხავდა თანხებს მესამე პირებისგან თხილის შესაძენად.

 

3.2. შპს ,,ევ----------–ის" დაფინანსება (სესხის გაცემა) მიზნად ისახავდა მოგების ნაწილის მიღებას, რაც არ განხორციელებულა.

 

3.3. მხარეთა შორის 1-.07.---- წ მიღწეული წერილობითი შეთანხმებით შპს ,,ევ----------–ს" აღიარებული აქვს მოსარჩელის დავალიანება 295781 აშშ დოლარის ოდენობით. იმავე შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება იპოთეკით დაეტვირთა სულ ცოტა 300000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ნივთი, რაც არ შეუსრულებია.

 

3.4. ამავე შეთანხმებით შპს ,,ევ----------–მა" იკისრა ვალდებულება, რომ აღიარებულ დავალიანებაზე სს ,,ს-------–-----------------------ს" 2--- წლის 1 ი---------ნ გადაუხდიდა სარგებელს წლიურ 6 %-ს, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 48,62 ლარს.

 

3.5.ჩარიცხული თანხის დაბრუნება არ მომხდარა. მიღებული თანხის სანაცვლო სხვა შესრულება არ განხორციელებულა.

 

3.6. შეთანხმებით განსაზღვრულმა სარგებლის გადაუხდელმა ოდენობამ 2--- წლის 1 ი---------ნ სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენს 19983,45 აშშ დოლარი.

 

3.7. მოპასუხეს მოსარჩელემ 0-.11.---- წ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მისი მიღებიდან 2- დღის ვადაში 295781 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით, რაც მოპასუხეს ჩაბარდა 19.11.---- წ. თუმცა ამ შეტყობინებას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

 

3.8. საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს ,,ევ----------–ს" საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-წინასწარი დაფინანსების ხელშეკრულება #-- (---09.2--- წ)

-დავალიანების დეკლარაცია (1-.07.---- წ)

-შეტყობინება 0-.11.---- წ

-ფოსტით შეტყობინების ჩაბარების დასტური 0--------

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვა #6----, 0-.02.2-1- წ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 365-ე, მე-400, 623-ე, 624-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა ხელსეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა თანხა, რაც მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

იმავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ასეთი პროცენტის შესახებ შეთანხმებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი დავალიანების დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს აღიარებული დავალიანების თანხაზე პროცენტის დარიცხვას 2--- წლის 1 ი---------ნ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

იმავე კოდექსის 365-ე მუხლით თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს, ხოლო მე-400 მუხლით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოცემული შემთხვევისთვის დადგენილია, რომ მისთვის ჩაბერებული შეტყობინებით დამატებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ არ იხდის ვადამოსულ დავალიანებას 295781 აშშ დოლარს, მასზე 2--- წლის 1 ი---------ნ სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხულ პროცენტს 19983,45 აშშ დოლარს, რომლის დარიცხვაც უნდა გაგრძელდეს ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

შესაბსმისად, სარჩელის შემოტანის დღემდე მოპასუხისგან ამოსაღებმა თანხამ შეადგინა დავალიანების და პროცენტის ჯამი ანუ 315764,45 აშშ დოლარი.

 

სარჩელის შემოტანის შემდეგ პერიოდზე მოპასუხისგან ამოსაღები თანხა შეადგენს დღეში 48,62 აშშ დოლარს 1-.02.2-1- წ-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქმეზე გადახდილია სახ. ბაჟი სარჩელზე 5000 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე 50 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1-.02.2-1- წ განჩინებით ყადაღა დაედო საქართველოში ნებისმიერ კომერციულ ბანკში შპს ,,ე-----------–-ს" (ს/კ 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 315764.45 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ემუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,ევ----------–ს" სს ,,ს-------–----------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 315764,45 აშშ დოლარის გადახდა.

3. შპს ,,ევ----------–ს" სს ,,ს-------–----------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 297781 აშშ დოლარის წლიური 6 % - დღეში 48,62 აშშ დოლარი სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. შპს ,,ევ----------–ს" სს ,,ს-------–----------------------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟი 5050 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა