განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/36–2018) 090100118002710090
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - ა-–------------------–---–--
ადვოკატის – მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ ა-–------------------–---–-- მიმართ
მამის სახელი: თ------------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, თ---–----
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება:-------------
ოჯახური მდგომარეობა:დ------------–-
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, ქალაქი – თ---–-------------------------–------------–--------------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, ქალაქი – თ---–---------------------------------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.ა-–------------------–---–--, 2018 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ბ--------–- მდებარე ხ----------–------–-ს საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმების ძლიერი მოქაჩვით იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის დედაზე, ხ----------–------–ზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2.ა-–------------------–---–--, თვეების განმავლობაში, მათ შორის 2018 წლის 1 ივნისს, 2018 წლის 3 ოქტომბერს და 2018 წლის 5 ოქტომბერს, ქალაქ ამბროლაურში, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს–თ---–ა ჯ----–----, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
3.ა-–------------------–---–-- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საპროცესო შეთანხმებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 3(სამი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწსებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
4. ა-–------------------–---–-, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საპროცესო შეთანხმებით, დანიშნული საპატიმრო სასჯელიდან, 3(სამი) წლიდან და 6(ექვსი) თვიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N----------- გადაწყვეტილებით გათავისუფლდა პირობით ვადამდე 6(ექვსი) თვითა და 17 (ჩვიდმეტი)დღით ადრე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.26–32).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5.ა-–------------------–---–-- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ – გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 7 ოქტომბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა ა-–------------------–---–-- ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის დედაზე – ხ----------–------–ზე, რის გამოც აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა.(ს.ფ. 39–42);
7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ – გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა ა-–------------------–---–-- ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლეზე – თ---–ა ჯ----–-----ე, რის გამოც აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. (ს.ფ. 60–62).
8.დაზარალებულ ხ----------–------–-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ ა-–------------------–---–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მის შვილთან, თ---–--------–------ან. ჰყავს 5 წლის შვილიშვილი, მ--------------–---–ი. ცხოვრობდნენ ერთად. ურთიერთობა დაძაბული ჰქონდათ ა-–----------ს ეჭვიანობის გამო. შემდეგ გადავიდნენ ქირით. 2018 წლიდან თ---–ა გაშორდა მეუღლეს და გადავიდა მასთან საცხოვრებლად. გაშორების შემდეგ, ა-–---------- ტელეფონით სთხოვდა თ---–ას შეხვედრას, ემუქრებოდა მოკვლით და აშანტაჟებდა. მისი მუქარის გამო ორივე დედა–შვილი არიან შიშის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. 2018 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ბ--------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ასულმა ა-–------------------–---–-- მოიკითხა თ---–ა, რომელიც სამსახურის საქმეზე თბილისში იყო წასული, დაიწყო ყვირილი და ლანძღვა–გინება, თხოვნაზე შეეწყვიტა ასეთი ქმედება სწვდა თმებში და ძლიერ მოქაჩა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. (ს.ფ.4–7; 110–111 );
9.დაზარალებულ თ---–ა ჯ----–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2012 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ყოფილ მეუღლესთან, ა-–---------- დ-----–---–---ან. ჰყავთ ერთი შვილი, 5 წლის მ-------. 2015 წელს ა-–---------- გაასამართლეს ქურდობისთვის, იგი გათავისუფლდა 2017 წლის 23 ნოემბერს. იყო შეცვლილი და განერვიულებული. ეჭვიანობდა, უკრძალავდა სამსახურში წასვლას. ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თვეების განმავლობაში, რის გამოც დაშორდა. ა-–---------- კვლავ განაგრძობდა მუქარასა და შანტაჟს ტელეფონის საშუალებით, მათ შორის 2018 წლის 1 ივნისს, 2018 წლის 3 ოქტომბერს და 2018 წლის 5 ოქტომბერს სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ტანჯვდა. (ს.ფ.9–12; 104–105);
10.2018 წლის 7 ოქტომბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ა-–------------------–---–-- ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის თ---–ა ჯ----–---- დედაზე და ფსიქოლოგიურად, ყოფილ მეუღლეზე – თ---–ა ჯ----–-----ე, რის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.129–132);
11.სსიპ ლ----------------–--------–------------------–---------------------------ლი ბიუროს 2018 წლის 23 ოქტომბრის N0-------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ამბროლაურის ცნობა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(დათარიღებული 05.10.18) მონაცემებისა, მოქალაქე ხ----------–------–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 5 ოქტომბერს 19:20 სთ – 19: 50 სთ–ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი – ჯანმრთელი.
წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში, მოქალაქე ხ----------–------–-ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის (ს.ფ.190–193);
12. ა-–------------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 6 ოქტომბრის მოწმე გ---------------ის გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 6 ოქტომბრის მოწმე მა----–- ჯ----–---- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 6 ოქტომბრის მოწმე ვ----–----------- ჯ----–---- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 7 ოქტომბრის მოწმე ნ-------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 6 ოქტომბრის, 7 ოქტომბრის და 13 ოქტომბრის ბრალდებულ ა-–------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 5 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 5 ოქტომბრის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 5 ოქტომბრის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტებისა და ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ, 2018 წლის 5 ოქტომბრის ოქმით დაკავებულის ნათესავთან გასაუბრების შესახებ, 2018 წლის 5 ოქტომბრის ოქმით დაცვის უფლების განმარტების შესახებ, 2018 წლის 6 ოქტომბრის ოქმით დაზარალებულ თ---–ა ჯ----–----ათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 6 ოქტომბრის ოქმით დაზარალებულ ხ----------–------–-სათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2018 წლის 7 ოქტომბრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2018 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით ხ----------–------–-ს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 5 ოქტომბრის ცნობით ა-–------------------–---–-- ნასამართლობის შესახებ, 2018 წლის 5 ოქტომბრის ცნობით ა-–------------------–---–-- ადმინსიტრაციული შემოწმების შესახებ, 2015 წლის 19 მარტის ა-–------------------–---–-- განაჩენით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N----------- გადაწყვეტილებით ა-–------------------–---–-- პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ა-–------------------–---–-- შესახებ, 2018 წლის 5 ოქტომბრის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, 2018 წლის 5 ოქტომბრის პატაკით დანაშაულის შესახებ, 2018 წლის 5 ოქტომბრის ხ----------–------–-ს განცხადებით ფორმა 100–ს ამოღებაზე, თ---–ა ჯ----–---- ტელეფონიდან ამოღებული მიმოწერისა და შემავალ–გამავალი ზარების ამონაწერით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით–ფორმა N1, ა-–------------------–---–-- ფორმა N1–თ, 2018 წლის 5 ოქტომბრის სასწრაფო–სამწდიცინო დახმარების გამოძახების ბარათით, მიმართვებით, 2018 წლის 6 ოქტომბრის შუამდგომლობით დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით თ---–ა ჯ----–---- დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით ხ----------–------–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, 2018 წლის 7 ოქტომბრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 9 ოქტომბრის პროკურორის საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე, 2018 წლის 10 ოქტომბრის ცნობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ა-–------------------–---–-- შესახლების შესახებ, 2018 წლის 10 ოქტომბრის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ, 2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადების მიღების ბარათით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 2018 წლის 10 ოქტომბრის მოსამართლის განჩინებით გირაოს თანხის სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 2018 წლის 11 ოქტომბრის წერილით სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, 2018 წლის 16 ოქტომბრის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ა-–------------------–---–-- მიმართ, 2018 წლის 16 ოქტომბრის, 23 ოქტომბრის, 26 ოქტომბრის, 30 ოქტომბრის და 2 ნოემბრის ოქმებით ბრალდებულთან გასაუბრების შესახებ.
14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ა-–------------------–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------------------–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა-–------------------–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
17. ა-–------------------–---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის პირობითი მსჯავრის განმავლობაში ჩადენა.
18.ა-–------------------–---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის დასაბუთება:
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-–---------- დ-----–---–- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ა-–------------------–---–-- მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საპროცესო შეთანხმებით, 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი საპატიმრო სასჯელი – 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N----------- გადაწყვეტილებით პირობითად ჩათვლილი 6(ექვსი) თვე და 17 (ჩვიდმეტი)დღე.
საბოლოოდ ა-–---------- დ-----–---–- სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე და მეხუთე ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-–------------------–---–-- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ა-–------------------–---–-- მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ა-–------------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ხ----------–------–-ს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ---–ა ჯ----–---- ეპიზოდი), გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ხ----------–------–-ს ეპიზოდი) –საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ( თ---–ა ჯ----–---- ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---------- დ-----–---–- დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა-–------------------–---–-- მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საპროცესო შეთანხმებით, 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი საპატიმრო სასჯელი – 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N----------- გადაწყვეტილებით პირობითად ჩათვლილი 6(ექვსი) თვე და 17 (ჩვიდმეტი)დღე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი)წელი და საბოლოოდ ა-–---------- დ-----–---–- მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
2.ა-–------------------–---–- დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 27 მარტის 14 საათისა და 58 წუთიდან, სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების ზუსტი დროდან.
3.ა-–---------- დ-----–---–- სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 5 ოქტომბრის 15 საათისა და 55 წუთიდან, 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
4.ა-–------------------–---–- შესახლებული იქნას საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
5.გაუქმდეს ბრალდებულ ა-–------------------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა, ა-–------------------–---–-- მიმართ აღკვეთის ღონისძიების – 5--0(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად ი-----–-----–----(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას –მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელი თ-–----- (ნაკვეთი 3--), დაზუსტებული ფართობი 5-- კვ.მ. საკადასტრო კოდი N------------, ღირებულებით 5 5-- (ხუთიათას ხუთასი) ლარი.
6.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ა-–------------------–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი – აიფონ 5, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდეს ა-–------------------–---–-- ნდობით აღჭურვილ პირს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი