განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2822015-1/022-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
10 აპრილი, 2019 წელი ქ.ახ--––--ე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თ----- ტეფნაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ--ი ა-----–--ლი- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 07.06.198- წელს, პ/ნ 4700-----50 მცხ: ქ. ახ--––--ე, ყ------ის ქუჩა N36.
ადვოკატი - ნ------------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე ქ. ახ--––--ეში ყ------ის ქუჩა N 36-ში მცხოვრებ ყოფილ სიძე გ--ი ა-----–--ლს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის თ----ა ნ-------ის დედამ, ნ---- ნ-------ემ, რომელმაც უსაყვედურა გ--ი ა-----–--ლს სანახავად წაყვანილი არასრულწლოვანი შვილიშვილის უკან დაბრუნების დაგვიანების გამო და შეეცადა ბავშვის წაყვანას, აღნიშნულის გამო განაწყენებულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ--ი ა-----–--ლმა ყოფილი მეუღლის დედას ნ---- ნ-------ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელის არეში ბენზოხერხის ლითონის ე.წ. „ცეპი“, ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ---- ნ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ--ი ა-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. 2017 წლის განმავლობაში, გ--ი ა-----–--ლი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, თ----ა ნ-------ეს ქ. თ---–--–-, ჩ----–-–---–-ს ქუჩა N86-ში დროებით ცხოვრების პერიოდში სისტემატურ ძალადობას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული თ----ა ნ-------ემ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ--ი ა-----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ--ი ა-----–--ლმა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც სადაო სახის მტკიცებულებანი, თუმცა არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება გახადა უდაოდ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ნ-----–--–-------–---–ის, მ------------–--ის, მ----------–----იას მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულ თ----ა ნ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის განმავლობაში ქ. თ---–--–-, ჩ----–-–---–-ს ქუჩა N86-ში დროებით ცხოვრების პერიოდში გ--ი ა-----–--ლი სისტემატურ ძალადობას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული თ----ა ნ-------ემ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 12:30 საათზე გ--ი ა-----–--ლი და თ----ა ნ-------ე შეხვდნენ ერთმნეთს და ისაუბრეს ბავშვის თაობაზე და ერთმანეთთან შერიგებაზე. შემდეგ გ--ი ა-----–--ლმა სთხოვა მასთან სახლში მისვლა თ----ა ნ-------ეს, სადაც გ--ის პირველი ცოლი ს------ ნ-------ე ცხოვრობდა, რომელთანაც ნ----სთან თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდა ურთიერთობა, რაც თ----ა ნ-------ისთვის იყო შეურაცხმყოფელი. გ--ი ა-----–--ლმა ბავშვი წაიყვანა და დათქმულ დროს, რომ არ მიუყვანა თ----ა ნ-------ეს, იგი მივიდა მათთან სახლში. გ--ისთან სახლში მისვლისას თ----ამ უთხრა რომ ბავშვს ჩააცმევდა და წაიყვანდა, რაზეც გ--ი ა-----–--ლმა უთხრა რომ ვერასდ ვერ წაიყვანდა ბავშვს და აღნიშნულ სახლში უნდა დარჩენილიყო. გ--ი ა-----–--ლი თ----ა ნ-------ეს ასევე ეუბნებოდა რომ არც ტელეფონით ესარგებლა და არც არსად არ უნდა გასულიყო და თუ წავიდოდა მიაკითხავდა და მთელ ოჯახს გაუსწორდებოდა ფიზიკურად. აღნიშნული ქმედებით თ----ა ნ-------ემ განიცადა შიში და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ ყველაფრს თან ესწრებოდა გ--ის დედა თ----------------ი, მისი ბებია ჯ---–----------------ი და სიმამრი ლ---ი ნ-------ე. ეს გაგრძელდა 4-5 საათის განმავლობაში. რის შემდეგაც თ----ამ გ--ი ა-----–--ლს სთხოვა, რომ გარეთ გაეშვა, მაგრამ გ--იმ ტელეფონის გარეშე გაუშვა. გარეთ გასვლის დროს თ----ა ნ-------ემ თ----------------ს სთხოვა რომ თ----ას დედასთან ნ---- ნ-------ესთან დაერეკა და დახმარება ეთხოვა. თ----ა ნ-------ეს შეეძლო სახლიდან გამოქცევა, მაგრამ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას არ იცოდა და ეშინოდა გ--ი ა-----–--ლის და თ----ას მიმართ მეუღლე იძიებდა შურს და გაუსწორდებოდა ფიზიკურად, ამ ყველაფრის გამო მან განიცადა სულიერი და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ნ---- ნ-------ე მივიდა გ--ი ა-----–--ლის სახლში რა დროსაც მან თ----ას ინვალიდი ბავშვი აიყვანა ხელში და სცადა წაეყვანა, რის შემდეგაც გ--იმ ნ---- ნ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის შემდეგ გავიდა მეორე ოთახში გამოიტანა ე.წ. ხის სახერხი „დრუჟბის“ ცეფი და მოუქნია ნ---- ნ-------ეს, რომელიც ნ----ს მოხვდა მარჯვენა ხელზე და მიიღო ხელის დაზიანება, ამის შემდეგ მეორედაც მოუქნია ცეფი მაგრამ თ----ა ნ-------ემ არ მისცა დარტყმის საშუალება და ხელი დაუჭირა, მიუხედავად ამისა ნ---- ნ-------ემ მაინც მოახერხა და გაიყვანა ბავშვი, თ----აც გამოჰყვა და ამის შემდეგ ნ----მ დარეკა პოლიციაში.
დაზარალებულ თ----ა ნ-------ის დამატებითი გამოკითხვის ოქმით დადგენილია რომ 2017 წლის განმავლობაში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე გ--ი ა-----–--ლი ქ.თ---–--–- ჩ----–-–---–-ს ქ.N86 ში დროებით ცხოვრების პერიოდში სისტემატიურად აყენებდა, როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
დაზარალებული ნ---- ნ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ოქტამოკითვის ოქმიომბერს თ----ა ნ-------ე დაურეკა გ--ი ა-----–--ლმა და სთხოვა ბავშვის ჩვენება, რაზეც დათანხმდა თ----ა და წავიდა მასთან შესახვედრად. საღამოს სახლში როცა არ მივიდა თ----ა დედამისმა ნ---- ნ-------ემ დაურეკა რამდენჯერმე მაგრამ არ უპასუხა, ამის შემდეგ მესენჯერში მიუვიდა თ-------------------გან შეტყობინება, რომ თ----ა ნ-------ე მასთან იყო სახლში და გ--ი ა-----–--ლი სახლიდან ბავშვთან ერთად წასვლის საშუალებას არ აძლევდა. ასევე უთხრა ნ----ს, რომ თავად არ დაერეკა და თ----ა თვითონ დაურეკავდა. ნ---- ნ-------ე ელოდა თავისი შვილის დარეკვას, მაგრამ როცა არ დაურეკა ახ--––--ის რაიონის სოფელი კლდიდან ნათესავის ნ---------------ის ა/მანქანით წავიდა გ--ი ა-----–--ლის საცხოვრებელ სახლში. როცა სახლის ეზოში შევიდა იკთხა თ----ა სად იყო, რაზეც თ----------------მა უპასუხა, რომ სახლში იყო და შესულიყო ნ----. ნ---- ნ-------ე როცა სახლში შევიდა თ----ა იჯდა დივანზე, ბავშვი მ------ი კი დაწვენილი ჰყავდათ საწოლზე, იატაკზე კი გ--ი ა-----–--ლი იყო დაწოლილი. შესვლისთანავე ბავშვი აიყვანა, რაზეც გ--ი ა-----–--ლმა ნ---- ნ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ სად მიყავდა ბავშვი, მერე წამოდგა ფეხზე, გავიდა მეორე ოთახში გამოიტანა ე.წ. „დრუჟბის ლითონის ცეფი“ დაიხვია ცალი მხრიდან ხელზე და მოუქნია ნ----ს, რომელიც მოხვდა მარჯვენა ხელის იდაყვის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და როდესაც გ--იმ მეორედ მოუქნია დასარტყმელად, თ----ა ნ-------ემ მოასწრო და დაუჭირა ხელი და აღარ მისცა საშუალება ნ----სთვის დაერტყა. ნ---- ნ-------ემ მოახერხა და ბავშვთან ერთად გამოვიდა სახლიდან, შემდეგ გამოჰყვა თ----ა ნ-------ე და წამოვიდნენ ნ---------------ის ა/მანქანით.ამის შემდეგ ნ----მ დარეკა პოლიციაში.
2018 წლის 06 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ადგილზე შემოწმდა გ--ი ა-----–--ლის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა დღისით ბუნებრივი განათების პირობებში, ყოველგვარი ხელის შემშლელი და ძალდატანების გარეშე მშვიდ გარემოში. საგამოძიებო ექპერიმენტის დაწყებამდე გ--ი ა-----–--ლს მიეცა წინადადება საგამოძიებო ექსპერიმენტით დაადასტუროს მის მიერ მოწოდებული ჩვენება, რაზედაც განაცხადა თანხმობა ამის შემდეგ ხმამაღლა იქნა წაკითხული მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რის შემდგომაც მიუთითა ადგილი ქ. ახ--––--ეში ყ------ის ქ.N36-ში მის საცხოვრებელ სახლსი სადაც მისი განმარტებით თავის სიდედრს ნ---- ნ-------ეს დაარტყა ე.წ. ცეფი ხელის არეში, ხოლო შემდეგ მიუთითა თ------–---–-- ქუჩა, რომლის გავლითაც მისი განმარტებით წავიდა ახ--––--ის რაიონის სოფელ კ-–---–-, შემდგომ მიუთითა ადგილი საიდანაც მივიდა ქ. ახ--––--ეში თ------–---–-- ქუჩაზე არსებულ ხიდთან, შემდეგ მიუთითა ადგილი საიდანაც წყალში გადააგდო ე.წ. დრუჟბის ცეფი, რომელიც დაარტყა ნ---- ნ-------ეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომლებიც თან ერთვის ოქმს.
2018 წლის 31 აგვისტოს სასამართლო ექსპერტიზის N959/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ---- ნ-------ის მარჯვენა წინამხრის არეში არსებული ხაზოვანიფორმის ნაჭდევები (განაკაწრები) მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 16 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის N007242818 სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ----ა ნ-------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით გ--ი ა-----–--ლის ქმედება გამოიწვევდა თ----ა ნ-------ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2018 წლის 27 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ---- ნ-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 25 იანვრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად,თ----ა ნ-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126 მუხლის 12 ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა გ--ი ა-----–--ლის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--ი ა-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ--ი ა-----–--ლს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ--ი ა-----–--ლი (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
- გ--ი ა-----–--ლი (პ/ნ 4----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126 მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გ--ი ა-----–--ლს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.
2. გ--ი ა-----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, გირაოს შემტან თ-----ა ა-----–--ლს( პ/ნ 4----------- განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის , აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღების ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2019 წლის 18 იანვარს შეტანილი თანხის 1 000 ლარი.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახ--––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია