განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002943031
საქმე №1/77-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - მარი მირიანაშვილის
პროკურორ -ბა-----–---–---–ის
ბრალდებულების - ან-------------ის, ზი-–------------------ის და ვუ---------------ის
ადვოკატების- გო---------–---–--ს, არ---–-------–---–ის
თარჯიმან - ნე-–---------–---–ის
მონაწილეობით, ბრალდებულების პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №033110319001 საქმე ბრალდებულების:
ან-------------ის მიმართ,დაბადებული: 25.08.1----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: ა---------–----–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ბოლნისის რაიონი, სოფელი ცუ------ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისის რაიონი, სოფელი ცუ------ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ვუ---------------ის მიმართ,დაბადებული: 18.07.1----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 3----------
განათლება: ა---------–----–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ქვ------–-----–ო მე-11 ქ. N4
ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი ქვ------–-----–ო მე-11 ქ. N4
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზი-–------------------ის მიმართ,დაბადებული: 21.04.1----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 3----------
განათლება: ა---------–----–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ლა----–ო
ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი ლა----–ო
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების ან-------------ის, ვუ---------------ის და ზი-–------------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით ან-------------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 მარტს, შუადღის საათებში საგარეჯოს რაონის სოფელ წყ----------ში მდებარე ლე-------------–---–ის კუთვნილი საძოვრის ტერიტორიაზე, საქონლის ძოვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ორმხრივი ჩხუბის დროს, ან-------------მა ხელთარსებული ჯოხის სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენიმეჯერ დარტყმით ძალადობა განახორციელა ვუ---------------ის მიმართ რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. ამდენად, ან-------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
1.3. შუამდგომლობის მიხედვით ვუ---------------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 მარტს, შუადღის საათებში საგარეჯოს რაონის სოფელ წყ----------ში მდებარე ლე-------------–---–ის კუთვნილი საძოვრის ტერიტორიაზე, საქონლის ძოვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ორმხრივი ჩხუბის დროს, ვუ---------------მა ხელთარსებული ჯოხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენიმეჯერ დარტყმით ძალადობა განახორციელა ან-------------ის მიმართ რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. ამდენად, ვუ---------------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.5. შუამდგომლობის მიხედვით ზი-–------------------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში საგარეჯოს რაონის სოფელ ნი---–------ში მდებარე თემურ ავსაჯანიშვილის კუთვნილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონფლიქტის დროს, ზი-–------------------მა ხელთარსებული ჯოხის თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენიმეჯერ დარტყმით ძალადობა განახორციელა ან-------------ის მიმართ რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
1.6. ამდენად, ზი-–------------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ან-------------ის, ვუ---------------ის და ზი-–------------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ზი-–------------------ის, შა-------–---ის, ნა-----------------ის, დაზარალებულ ვუ---------------ის, დაზარალებულ ან-------------ის გამოკითხვის ოქმები შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვუ---------------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ან-------------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად და რაც ერთობლიობაში ასაბუთებს ბრალდებულ ან-------------ის, ვუ---------------ის და ზი-–------------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, 2019 წლის 12 აპრილს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ ან-------------ის (მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ არ---–-------–---–ის მონაწილეობით), ბრალდებულ ვუ---------------ის(მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გო---------–---–--ს მონაწილეობით), ბრალდებულ ზი-–------------------ის(მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გო---------–---–--ს მონაწილეობით) და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბა-----–---–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - იო--------–--–---–თან.
3.2. 2019 წლის 12 აპრილს, ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ბა-----–---–---–მა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და ითხოვა სისხლის სამართლის №033110319001 საქმეზე ბრალდებულების - ან-------------ის, ვუ---------------ის და ზი-–------------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, კერძოდ, წარმოდგენილი შუამდგომლობით პროკურორმა ითხოვა ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება, იმის თაობაზე რომ:
ან-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლების თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
ვუ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ზი-–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3.3. 2019 წლის 12 აპრილს, ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ღია სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - ბა-----–---–---–მა ბრალდებულებმა - ან-------------მა, ვუ---------------მა და ზი-–------------------მა და ადვოკატებმა - არ---–-------–---–მა, გო---------–---–--მ.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებები დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს, რასაც ისინი სადავოდ არ ხდიან. ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბა------–---–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2 ამასთანავე, სასამართლო შეაფასა ის ფაქტიც, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმების დადებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესი _ მაქსიმალური ეფექტიანობით იქნას გამოყენებული სახელმწიფო რესურსი და დაიზოგოს საქმის წარმოების ხარჯები.
სარეზულუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბა------–---–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს სიღნაღის რაიონული პროკურატურასა და ბრალდებულებს ან-------------ს, ვუ---------------ს და ზი-–------------------ს შორის 2019 წლის 12 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ან-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლების თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
4. ვუ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
5.ზი-–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ან-------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ ან-------------ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ან-------------მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
ვუ---------------ისგან და ან-------------ისგან ამოღებულ;ი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
შემთხვეის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჯოხი, მიწიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში განადგურდეს.
10.განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11.მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უფლება აქვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
12. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი