გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
190210019002879743
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-329-19

(საქმე N190210019002879743)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: ლ----- მ-----------ა

მოპასუხე: ე------ მ--------ი

დავის საგანი: განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს ლ----- მ-----------ასა (დაბადებული 1----–--–----------------ი, პ/ნ 0----------) და ე------ მ--------ს (დაბადებული 1----–-–-------------ო, პ/ნ 0----------) შორის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2009 წლის 27 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება აქტის ჩანაწერით N 08200930342;

 

სარჩელში მითითებულია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 27 ივლისიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი.

მხარეებმა ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვიტეს უკვე დიდი ხანია, მოპასუხე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, იხდის სასჯელს. მიუხედავად ამისა, მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე------ მ--------მა წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ ცნო სარჩელი. მან მოითხოვა შესარიგებელი ვადის დადგენა შერიგების მიზნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები 2009 წლის 27 ივლისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი, ამჟამად ისინი არ ცხოვრობენ ერთად, მოპასუხე იხდის სასჯელს და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16), მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. მოპასუხე უარს აცხადებს განქორწინებაზე სამოქალაქო რესტრის მეშვეობით.

 

მტკიცებულება: თბილისი სამოქალაქო რესტრის სამსახურის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება(ს.ფ.17-18).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აღნიშნული უფლების რეალიზაცია, თავისთავად გულისხობს, იმას რომ მეუღლეს აქვს განქორწინების მოთხოვნის უფლებაც. განქორწინების უფლება პირის ინდივიდუალური უფლებაა და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია პიროვნების სუბიექტურ სურვილზე, შესაბამისად ამ აბსოლუტურ უფლებაში ვინმეს მხრიდან ჩარევა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.

 

მითითებული კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები დაცილდნენ ერთმანეთს ოჯახური უთანხმოების გამო. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ , მოპასუხე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მიზნით. მოსარჩელის მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, მას არ სურს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრება. მოპასუხემ მოითხოვა შესარიგებელი ვადის დადგენა, თუმც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს განქორწინების გადაწყვეტილება და შესარიგებელი ვადის დადგენას აზრი არა აქვს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი შერიგება და ოჯახის აღდგენა ვერ მოხდება რაიმე ვადის დაწესებით.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება არის შეუძლებელი, რის გამოც უნდა მოხდეს მათი განქორწინება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, არ დაეკისროს მოპასუხეს და აღნიშნული ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ლ----- მ-----------ას სარჩელი მოპასუხე ე------ მ--------ის მიმართ.

 

2. შეწყდეს ლ----- მ-----------ასა (დაბადებული 1----–--–----------------ი, პ/ნ 0----------) და ე------ მ--------ს (დაბადებული 1----–-–-------------ო, პ/ნ 0----------) შორის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2009 წლის 27 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერით N 08200930342;

 

3. მოსარჩელის მიერ საქმის სასამართლოში განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი