განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
330100119002813191
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

29 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ა------–----ე,დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ნა--------------ა;

 

ბრალდებული: ჯე---–---–--------------–---–ი;

დაბადების თარიღი: 0----------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N: 1-----------

განათლება : უმაღლესი;

ნასამართლობა: მქონე,რეგისტრაციის ადგილი: ბოლნისის რ---------------–---------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ბ-------------–----–-------------------------------–-------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 15 ოქტომბერს, ჯე---–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 23 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ბ-------------–----–---------------------------------–--------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯე---–--------–---–მა მეუღლეს, მა------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მიმართავდა შურაცხყმყოფელი სიტყვებით და შუბლის არეში დაარტყა ხელი, მეუღლის დარტყმის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გარდა აღნიშნულისა ჯე---–--------–---–ი თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მუდმივად აყენებდა მეუღლეს - მა------------–---–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები ჯე---–--------–---–მა მა------------–---–ის მიმართ განახორციელა ასევე 2018 წლის 23 დეკემბერს, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა მა------------–---–ის ტანჯვა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2019 წლის 07 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ჯე---–--------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ჯე---–--------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ჯე---–--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: მა------------–---–ის, და--------------–---–ის, ნი----–-----------ს, ნი--------------ას, მა---------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, 2----–-–------------------ს განაჩენი, აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, პაციენტის გასინჯვის ბარათი და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ჯე---–--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ჯე---–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯე---–--------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯე---–--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2-----–-–------------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ჯე---–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ჯე---–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ჯე---–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 დეკემბრის 12:20 საათიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

CD დისკი -დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე